Batumelebi | ქობულეთში 29 წლის ტურისტი ჭრილობით გარდაიცვალა ქობულეთში 29 წლის ტურისტი ჭრილობით გარდაიცვალა – Batumelebi
RU | GE  

ქობულეთში 29 წლის ტურისტი ჭრილობით გარდაიცვალა

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკების დროს დაჭრილი 29 წლის ტურისტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებს შს სამინისტროშიც.

 

პოლიცია
პოლიცია

თვითმხილველის თქმით, 29 წლის მოქალაქე 16 აგვისტოს, გამთენიისას, ქობულეთში, ერთ-ერთ კაფეში იმყოფებოდა. ის და კიდევ ერთი მოქალაქე გარეთ გავიდნენ. ცოტა ხანში 29 წლის მოქალაქე კაფეში დაბრუნდა ჭრილობით და თქვა, რომ ნაცნობმა, რომელიც რუსთავიდან იყო, ის დაჭრა“.

 

თვითმხილველის თქმით, დაჭრილი სასწრაფო დახმარების მანქანამ ქობულეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თვითმხილველის თქმით, საავადმყოფოს დაჭრილისთვის საჭირო სისხლის ჯგუფი არ აღმოაჩნდა.

 

შს სამინისტრომ ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება დღეს, 18 აგვისტოს გაავრცელა. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

“შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული რევაზ ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქობულეთში დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქობულეთში, ღამის კლუბ „ტროპიკანკას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გამთენიისას, ურთიერთშელაპარაკებისას, 1986 წელს დაბადებულ გიორგი ნ-ს ცივი იარაღით გულმკერდის არეში რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიმალვა სცადა, რა დროსაც სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილთან ახლოს დააკავეს.

 

დაჭრილი გიორგი ნ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)”.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ბათუმელები