Batumelebi | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს – Batumelebi
RU | GE  

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

 

დღეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი, მალხაზ დიასამიძე დააკავეს.

 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სასაფლაოების მოწყობისათვის სათანადო ნებართვის მოპოვებაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც  ითვალისიწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"