Batumelebi | რელიგიური შეუწყნარებლობის საფრთხეები – დისკუსია რელიგიური შეუწყნარებლობის საფრთხეები – დისკუსია – Batumelebi
RU | GE  

რელიგიური შეუწყნარებლობის საფრთხეები – დისკუსია

 

 22 აგვისტოს, 14 საათზე, ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება სამოქალაქო მოსმენა/დისკუსია თემაზე: რელიგიური შეუწყნარებლობის საფრთხეები. 

 

 

 

რა საფრთხეებს შეიცავს რელიგიური შეუწყნარებლობა, როგორია სახელმწიფოს, მედიის და საზოგადოების როლი – ამ თემაზე დისკუსიის მთავარი მომხსენებლები არიან ეთერ თურაძე, გაზეთ „ბათუმელების” მთავარი რედაქტორი და სულხან ღლონტი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი. დისკუსიის მოდერატორია ჟურნალისტი ნანა კვაჭაძე. 

 

ღონისძიება ტარდება პროგრამის – „კავკასიის სიმბოლური სასამართლო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით და სამოქალაქო მოსმენები კავკასიის ქვეყნების დემოკრატიის სამსახურში“ – ფარგლებში. პროგრამის მხარდამჭერია ამერიკული ფონდი “ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის” (National Endowment for Democracy – NED).

 

სამოქალაქო მოსმენა გაიმართება მისამართზე: ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. 62–64, დემოკრატიული ჩათულობის ცენტრი. 

დასაწყისი: 14 საათზე. 

დასწრება თავისუფალია. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები" , [ანონსი]