Batumelebi | სახელმწიფო ანსამბლს შენობას გაურემონტებენ სახელმწიფო ანსამბლს შენობას გაურემონტებენ – Batumelebi
RU | GE  

სახელმწიფო ანსამბლს შენობას გაურემონტებენ

 

აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლშის შენობას განათლების და კულტურის სამინისტრო გაარემონტებს.   

 

სამინისტროს ინფორმაციით, იგეგმება ანსამბლის შენობის ინტერიერის შეცვლა და დამატებითი ოთახების მოწყობა.  მოეწყობა 4 საგრიმიორო ოთახი, დაემატება 2 ახალი გასახდელი და გაფართოვდება სარეპეტიციო დარბაზი.

 
 
სარეაბილიტაციო პროექტს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ამაგი“ ახორციელებს. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების ღირებულება  105 615 ლარს შეადგენს.  სამუშაოები  30 ნოემბერს დასრულდება.
 
 
 
 
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"