როგორ შეაფასებდით ბათუმის მერის საქმიანობას? კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 17 პროცენტი ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. მერის მუშაობას გამოკითხულთა 39 პროცენტი – საშუალოდ აფასებს, 15 პროცენტი – დადებითად, 24 პროცენტს კი კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა. ასეთი შედეგი აჩვენა ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC-საქართველოს მიერ წარმოდგენილმა უახლესი კვლევის შედეგებმა.
ათ თვითმმართველ ქალაქში, ყველაზე უკმაყოფილო მერის მუშაობით თბილისში არიან – გამოკითხულთა 36 პროცენტით დავით ნარმანიას მუშაობით უკმაყოფილოა.
კითხვარი შეეხებოდა საკრებულოს მუშაობასაც. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლის ჭეიშვილის მუშაობას 10 პროცენტი – დადებითად, 11 პროცენტი – უარყოფითად, 21 პროცენტი – საშუალოდ აფასებს, გამოკითხულთა 29 პროცენტს კი არასდროს სმენია მის შესახებ.
გამოკითხვა 2015 წლის 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4 448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3.01%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida).
