ნეტგაზეთი • RU

ქვაღორღი შუახევისა და ხულოს ცენტრალურ მაგისტრალზე

 

როგორც „ბათუმელებს” თვითმხილველებმა უთხრეს, მესამე დღეა ხულოსა და შუახევის მიმართულებით ცენტრალურ გზატკეცილზე მოძრაობა ჭირს. ეს ფოტოები დღეს არის გადაღებული შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ  ნენიას გადასახვევიდან დაახლოებით 300 – 400 მეტრში. ადამიანები, რომლებიც დღეს გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილდებიან, ამბობენ, რომ  ქვაღორღი ცენტრალური მაგისტრალის თითქმის ყველა მონაკვეთზე ყრია და მოძრაობა ჭირს.

ცენტრალური მაგისტრალი მაღალმთიან აჭარაში

ცენტრალური მაგისტრალი მაღალმთიან აჭარაში

ცენტრალური მაგისტრალი მაღალმთიან აჭარაში

ფოტოები გადაღებულია დღეს, 11 ოქტომბერს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"