ნეტგაზეთი • RU

ქობულეთში დამწვარი სასტუმროს მეპატრონის ოჯახის წევრებმა შიმშილობა დაიწყეს

 

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ე.წ. „ხასანას“ სასტუმროს მეპატრონის ოჯახის წევრებმა შიმშილობა დაიწყეს. სასტუმროში 2015 წლის 10 მაისს, გამთენიისას, ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც სამი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. სასტუმროს მეპატრონე  ზაზა ართმელაძე პოლიციამ 19 ნოემბერს დააკავა. 

 

 

ხანძრის შედეგად დამწვარი სასტუმრო ქობულეთში

 

„შიმშილობა დაიწყო სამმა ადამიანმა, ჩემი შვილის ზაზა ართმელაძის მეუღლემ და ზაზას და-ძმამ.  ჩვენ ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართოს. ვითხოვთ, დაისაჯოს ნამდვილი დამნაშავე, ის პირები, რომლებმაც ბავშვები ჩაკეტეს სასტუმრო ოთახში და მარტო დატოვეს,“- ამბობს ბრალდებულის დედა თალიკო ართმელაძე.

 

ბრალდებულის ოჯახის წევრები ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ შიმშილობენ.

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები”
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.