აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კონკურსში – „სწავლა საზღვარგარეთ“, საბუთების მიღებას იწყებს. სამინისტროს ცნობით, საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 4 თებერვლიდან 30 აპრილის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო სამი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს ან მოქალაქეს, რომელსაც სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი აღებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის …
Author Archives: ბათუმელები
ქაღალდის პირადობის მოწმობას 2 მარტამდე უფასოდ შეცვლით
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე მათ სახელზე არ გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, ერთი თვის განმავლობაში, 1-ელი თებერვლიდან 1-ელი მარტის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ აქციით, შეცვალონ ძველი დოკუმენტი ახლით და უფასოდ მიიღონ პირადობის ელექტრონული მოწმობა. აქციით სარგებლობის მსურველ …
Continue reading “ქაღალდის პირადობის მოწმობას 2 მარტამდე უფასოდ შეცვლით”
ქუთაისიდან კოპენჰაგენსა და ბრიუსელში – wizzair-ი ექვს ახალ მიმართულებას ამატებს
კომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ექვს ახალ რეისს ამატებს. 2019 წლის აგვისტოდან ქუთაისიდან შესრულდება ავიარეისები შემდეგი მამართულებით: ბრიუსელი [ბელგია] კოპენჰაგენი [დანია] ბაზელი [შვეიცარია] ტალინი [ესტონეთი] ეინდჰოვენი [ნიდერლანდები] ბარი [იტალია] ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წელს 617,342 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52%-ით მეტია. სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის დეკემბერში ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი, …
Continue reading “ქუთაისიდან კოპენჰაგენსა და ბრიუსელში – wizzair-ი ექვს ახალ მიმართულებას ამატებს”
მე-12 კლასის გამოცდები შეიძლება გაუქმდეს
საქართველოს განათლების მინისტრზე დაყრდნობით საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოცდები წელსვე გაუქმდეს. მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, ამ საკითხზე ინტენსიურად მუშაობენ. განათლების სამინისტრომ გასულ კვირას განაცხადა, რომ წელსვე უქმდება საატესტატო გამოცდები ყველასთვის, გარდა მე-12 კლასისა. ეს ფაქტი გააპროტესტეს მეთორმეტეკლასელებმა, რამდენიმე აქცია გამოცდების გაუქმების მოთხოვნით ბათუმშიც გაიმართა. დღეს განათლების მინისტრმა მე-12 კლასის გამოცდებთან დაკავშირებით …
რომელ ქუჩებს შეუწყდება წყლის მიწოდება დღეს ბათუმში
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე ავარიულად დაზიანდა წყლის 355 მმ-იანი მილი, შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, წყლის მიწოდება დღეს, პირველ თებერვალს, 11:30 საათიდან 19:00 საათამდე ბათუმში შეუწყდება: ქეთევან წამებულის ქუჩას და მიმდებარე ჩიხებს გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩას: ორბელიანისა და ვარშანიძის ქუჩების მონაკვეთში ჯავახიშვილის ქუჩას: N68-დან, N82-ის ჩათვლით ბაგრატიონის ქუჩას: N198-დან, N202-ის ჩათვლით აბუსერიძის ქუჩას: N26გ- …
Continue reading “რომელ ქუჩებს შეუწყდება წყლის მიწოდება დღეს ბათუმში”
ჯარიმა 5813 ლარი 88.58 გრამი არადეკლარირებული ოქროს გადატანისთვის
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 5813.5 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები [88.58 გრამი] გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 5813.5 ლარის ოდენობით შეეფარდა. შემთხვევა 30 იანვარს მოხდა. ______________ სარფის საბაჟო. ფოტო: შემოსავლების სამსახური
როგორ აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ბათუმში
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოში პირველ თებერვალს, უკვე მეოთხედ აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინფორმაციით, ღონისძიება წელს სამ დღეს გასტანს და 1-დან 3 თებერვლის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით 80-მდე ლიტერატურულ აქტივობას გააერთიანებს. პროექტში მონაწილეობას მიიღებს 50-ზე მეტი ორგანიზაცია და 60-მდე ავტორი. თბილისის გარდა შეხვედრები და სხვადასხვა …
Continue reading “როგორ აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ბათუმში”
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სულხან მოწყობილი იქნება
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს ახალი მოადგილე ეყოლება. ამ თანამდებობაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე სულხან მოწყობილს დანიშნავს. სულხან მოწყობილი აქამდე ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის პირველი მოადგილე იყო. სულხან მოწყობილი პროფესიით ეკონომისტია, 2012 წელს იყო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, შემდგომში – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი; 2012 წლიდან 2014 წლამდე – აჭარის საგანგებო …
Continue reading “აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სულხან მოწყობილი იქნება”
პოლიტიკური ნიშნით გაუცემელი წლიური ჯილდო
ავტორი: ავთანდილ ბოლქვაძე, აჭარის მთავრობის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 15 იანვრის „ბათუმელების“ ვებგვერდიდან გახდა ცნობილი, რომ აჭარის არ-ის მთავრობის აპარატში წლიური ფულადი ჯილდო მიიღო 98 თანამშრომელმა. ჯილდო არ გაცემულა მხოლოდ 4 ადამიანზე, რომელთა შორის, უშუალოდ აპარატის უფროსის დავალებით, წმინდა პოლიტიკური ნიშნით მოვხვდი მეც. კიდევ უფრო ამაზრზენია, თუ როგორ ცდილობენ ამ …
სად შეგიძლიათ აიცრათ აჭარაში წითელაზე უფასოდ და აიღოთ ცნობა
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი იმ სამედიცინო დაწესებულებების სიას აქვეყნებს, სადაც აჭარაში წითელას არაგეგმიური ვაქცინაციის მიზნით ექიმთან ვიზიტი, წითელას საწინააღმდეგო აცრა და აცრის სტატუსის შესახებ ცნობის მიღებაა შესაძლებელი უფასოდ. ბათუმი შპს ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა, მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N2 შპს საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ბარათაშვილის ქ. N30 სს სამედიცინო კორპორაცია ევექსი – ბათუმის პოლიკლინიკა, …
Continue reading “სად შეგიძლიათ აიცრათ აჭარაში წითელაზე უფასოდ და აიღოთ ცნობა”
კომპანია ალიანს სიტი „ლუჟკოვის სახლის“ დანგრევას და ახალი მშენებლობის წამოწყებას გეგმავს
ბათუმის მერიის ინფორმაციით, შპს „ალიანს სიტიმ“ მიიღო ნებართვა „ბათუმი სიტისგან“ მერიაში დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება ეგრეთ წოდებული ლუჟკოვის სახლის დანგრევასა და ახალი მშენებლობის წამოწყების ნებართვის მიღებაზე. „ბათუმი სიტი“ ამ შენობის მესაკუთრეა. კომპანიებს შორის მოლაპარაკების სხვა დეტალების შესახებ ბათუმის მერიაში ინფორმაციას არ ფლობენ. ბათუმის საკრებულოში დღეს შესაბამისი განაშენიანების რეგულირების მომზადებაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას მხარი დაუჭირეს, წინააღმდეგი მხოლოდ …
„ბათუმის წყალი“: ინფორმაცია ბათუმში სასმელი წყლის დაბინძურებაზე არ არის სიმართლე
„ბათუმის წყალი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს მოსახლეობაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია ბოლო დღეა ვრცელდება ფეისბუქზე. „ვრცელდება არასწორი ინფორმაცია ბათუმში სასმელი წყლის ხარისხის დაბინძურებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არ შესააბამება სიმართლეს. შპს „ბათუმის წყლის“ ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის მიერ, 24-საათიან რეჟიმში, ყოველდღიურად ხდება სასმელი წყლის ხარისხის გადამოწმება დადგენილი ტექნიკური რეგლამენტის თანახმად. წყლის ხარისხი შეესაბამება ნორმატივებს და არ ფიქსირდება რაიმე …
Continue reading “„ბათუმის წყალი“: ინფორმაცია ბათუმში სასმელი წყლის დაბინძურებაზე არ არის სიმართლე”
„ბათუმობა“ წელს 28 აპრილს გაიმართება
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, შეიცვალა „ბათუმობის“ დღესასწაულის გამართვის თარიღი. ამიერიდან „ბათუმობა“ ნაცვლად სექტემბრის დასაწყისისა, 28 აპრილს გაიმართება. 28 აპრილს ბათუმობის აღნიშვნა ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინიციატივაა. ამის შესახებ ქალაქის მერმა შარშან განაცხადა. თარიღი ქალაქის მერმა ბათუმისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას დაუკავშირა. მაშინ მერმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოკითხვაც ჩაატარა და მოსახლეობას ჰკითხა, როდის უნდა აღინიშნოს ბათუმობის დღესასწაული, სექტემბრის დასაწყისში …
თებერვლის პირველი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 31 იანვრის 21 საათიდან პირველი თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან წვიმა, მაღალ მთაში კი – თოვლი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 12 – 17 გრადუსი ღამით: 5 …
Continue reading “თებერვლის პირველი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში”
ჩაბნელებული ქუჩები ბათუმში
ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქე აცხადებს, რომ თითქმის ერთი თვე მათ ქუჩაზე და ასევე, ლადო ასათიანის ჩიხში გარე განათება გამორთულია. მოქალაქის თქმით, ქუჩის მცხოვრებლებმა რამდენჯერმე დარეკეს ბათუმის მერიაში, მაგრამ მდგომარეობა ამ დრომდე არ შეცვლილა – ქუჩები [ასათიანის ქუჩის ნაწილი, ლადო ასათიანის ჩიხი, მელიქიშვილის ქუჩის ნაწილი და ასევე ბაგრატიონის ქუჩის ნაწილი] დღემდე ჩაბნელებულია. „ბათუმის მერიაში …
უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვისთვის ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მარკირებას დაქვემდებარებული, დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინეს და ერთი პირი დააკავეს. სამსახურის ცნობით, აჭარის, ქვემო ქართლის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების დიდი ოდენობით, 2 723 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და ე.წ. ელექტროსიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი 500 კოლოფი HEETS-ის …
Continue reading “უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვისთვის ერთი პირი დააკავეს”
შეთანხმება შედგა – გარემოვაჭრეები ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადავლენ
ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, მოვაჭრეების წარმომადგენლებსა და ქალაქის მერიას შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების თანახმად, გარემოვაჭრეები არ ავლენ ძველი ავტოსადგურის მეორე სართულზე სავაჭროდ, დაელოდებიან, როდის დადგამს ქალაქის მერია სავაჭრო ფანჩატურებს ავტოსადგურის ტერიტორიაზე და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებენ მუშაობას. მერიაში განაცხადეს, რომ 150-მდე სავაჭრო ფანჩატური მათთვის დაახლოებით 10-15 დღეში დამზადდება. გარემოვაჭრეების წარმომადგენლები ამჟამად ბათუმის მერიაში იმყოფებიან, დღეს ისინი …
Continue reading “შეთანხმება შედგა – გარემოვაჭრეები ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადავლენ”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 29-30 იანვარს, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი ღამით: 5 – 10 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 5 – 10 გრადუსი ღამით: 3 გრადუსი ყინვა – 2 გრადუსი სითბო …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
ბათუმის მერიამ დახლების აღებისთანავე წერეთლის ქუჩის გამწვანება დაიწყო
მას შემდეგ, რაც 27 იანვარს ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, უკანონო გარევაჭრობის დახლები აიღეს, ამ ტერიტორიის გამწვანება დაიწყო – ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. „წერეთლის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიებზე უკვე ჩატარდა დასუფთავების სამუშაოები და მიმდინარეობს გამწვანების ღონისძიებები. აღნიშნულ ტერიტორიაზე საერთო ჯამში 66 ძირი კიპარისის დარგვა იგეგმება,“ – ვკითხულობთ მერიის განცხადებაში. გამწვანების პარალელურად, ბათუმის მერიის წინ გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას …
Continue reading “ბათუმის მერიამ დახლების აღებისთანავე წერეთლის ქუჩის გამწვანება დაიწყო”
ბათუმის მერია: გარემოვაჭრეებს შეეძლებათ ავტოსადგურის ტერიტორიაზე ივაჭრონ
27 იანვარს, გვიან ღამით, ბათუმის მერიამ წერეთლის ქუჩიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეთა დახლები აიღო. მერიის განცხადებით, გარემოვაჭრეებს საშუალება ექნებათ, საქმიანობა მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე გააგრძელონ, სადაც მათთვის 180 დახლია გამოყოფილი. „ქაოტურად მოწყობილი უკანონო გარევაჭრობა მუდმივად იწვევდა სატრანსპორტო მოძრაობის გადატვირთვას და ანტისანიტარიას, რაც წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა. ბათუმის ქუჩების უკანონო გარევაჭრობისგან გათავისუფლების მიზნით მერიამ …
Continue reading “ბათუმის მერია: გარემოვაჭრეებს შეეძლებათ ავტოსადგურის ტერიტორიაზე ივაჭრონ”
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 25-26 იანვარს, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 12 – 17 გრადუსი ღამით: 7 – 12 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 5 – 10 გრადუსი ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 იანვრის 21 საათიდან 25 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, სანაპირო რაიონებში ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა, მთაში – თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 9 – 14 გრადუსი ღამით: 2 – 7 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 0 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 იანვრის 21 საათიდან 23 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამის პირველ ნახევარში ზოგან იწვიმებს, მთაში კი – მოთოვს. დღისით ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 7 – 12 გრადუსი ღამით: 2 – 7 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში”
უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვისთვის ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა – გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინეს და ერთი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აჭარის, ქვემო ქართლის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირების საცხოვრებელი სახლიდან და სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, დიდი …
Continue reading “უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვისთვის ერთი პირი დააკავეს”
ამერიკული სამხედრო ხომალდი ბათუმის პორტში
დღეს, 21 იანვარს, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო ხომალდი Donald Cook-ი შემოვიდა. Donald Cook-ი (DDG 75) სარაკეტო გამანადგურებელია, რომლის ეკიპაჟში 306 მეზღვაურია. ეს ხომალდის მეორე ვიზიტია საქართველოში. პირველად აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი Donald Cook-ი ბათუმის ნავსადგურში 2007 წელს იმყოფებოდა. ხომალდი Donald Cook-ი მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საჩვენებელ ქმედებებში, რომელიც ემსახურება აშშ-ის ევროპული სარდლობისა და …
Continue reading “ამერიკული სამხედრო ხომალდი ბათუმის პორტში”
რასისტული ტვიტის გამო AFD-პოლიტიკოსი ბორის ბეკერის შვილს 15 ათას ევროს გადაუხდის
გერმანიის ნეონაცისტური პარტიის – AFD [ალტერნატივა გერმანიისთვის] წევრი, იენს მაიერი ბერლინის სასამართლომ გაამტყუნა – ის ჩოგბურთის ვარსკვლავის, ბორის ბეკერის შვილს მორალური კომპენსაციის სახით 15 ათასი ევროს გადაუხდის. პოლიტიკოსი ირწმუნებოდა, რომ რასისტული ტვიტი მას არ გამოუქვეყნებია, მაგრამ ამ არგუმენტმა სასამართლოში ვერ უშველა. საქმე იმაშია, რომ 2018 წლის 2 იანვარს, მაიერის ტვიტერის ანგარიშზე გამოქვეყნდა ტვიტი, რომელშიც ბორის …
Continue reading “რასისტული ტვიტის გამო AFD-პოლიტიკოსი ბორის ბეკერის შვილს 15 ათას ევროს გადაუხდის”
ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა სკოლაში – სპეცმასწავლებლის ხედვები
ლალი ჯაფარიძე, ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელი, ინკლუზიური სწავლების ფსიქოლოგი ბავშვები შეიძლება იყვნენ განსხვავებულები მრავალი მიზეზის გამო. ეს განსხვავებული ნიშნები მოიცავს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა სოციალური, კულტურული, რელიგიური და ეკონომიკური მდგომარეობა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სიძნელეები. განსხვავებულობა ხშირად არის ერთ-ერთი პირდაპირი თუ არაპირდაპირი წინაპირობა იმ სიძნელეებისა, რომლებსაც ბავშვები აწყდებიან სწავლის დროს. ამ სიძნელეების მთავარ განმაპირობებელ მიზეზს წარმოადგენს გარემო, …
Continue reading “ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა სკოლაში – სპეცმასწავლებლის ხედვები”
ამინდის პროგნოზი: ბათუმში ქარიანი ამინდი დღის განმავლობაში შენარჩუნდება
დღეს, 16 იანვარს, ბათუმში დასავლეთის ქარი უბერავს, პერიოდულად – 20-25 მეტრი წამში. სინოპტიკოსების ცნობით, ქარიანი ამინდი ბათუმში დღეს და შესაძლოა, ხვალაც შენარჩუნდეს. დღეს, საღამომდე, შენარჩუნდება ღრუბლიანი ამინდი, ხვალ, 17 იანვარს კი, სინოპტიკოსების ცნობით, აჭარის სუბტროპიკულ ზონაში თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 5 – 10 გრადუსი ღამით: 1 – 6 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: …
Continue reading “ამინდის პროგნოზი: ბათუმში ქარიანი ამინდი დღის განმავლობაში შენარჩუნდება”
ბათუმში გაავდრდება – მთაში მოსალოდნელია თოვა და ქარბუქი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 იანვრის 21 საათიდან 16 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ღამით – უმეტესად უნალექოდ, დღისით დროგამოშვებით იწვიმებს, მთაში მოსალოდნელია თოვა, დღის მეორე ნახევრიდან – ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში კი – ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-1 5მ/წმ, დღის მეორე ნახევარში – ზოგან 20-25 მ/წმ. ჰაერის …
Continue reading “ბათუმში გაავდრდება – მთაში მოსალოდნელია თოვა და ქარბუქი”
ნიუ-იორკ ტაიმსმა აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში ბათუმიც შეიყვანა
გაზეთ The New York Times-ის 2019 წლის ტურისტულ გზამკვლევში 52 ქვეყანასა და ქალაქს შორის ბათუმიც მოხვდა. აუცილებლად მოსანახულებელი ქალაქებისა და ქვეყნების სიაში ბათუმი 38 ადგილზეა. The New York Times-ი ბათუმთან დაკავშირებით წერს: „ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოს მომხიბვლელ დედაქალაქ თბილისში ტურისტების ნამდვილი ბუმია. მაგრამ, ამ ქვეყნის პატარა ქალაქი ბათუმი, სადაც ხასხასა მთები უკავშირდება შავი ზღვის …
Continue reading “ნიუ-იორკ ტაიმსმა აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში ბათუმიც შეიყვანა”
ახალგაზრდა კაცს ბათუმში მანქანა დაეჯახა
ახლახანს, ბათუმში, კლინიკა „მედინას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 25-წლამდე კაცს ავტომანქანა დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, დაზარალებული კონტაქტურია და ის „მედინაში“ მოათავსა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ. თვითმხილველების თქმით, დაზარალებული გადადიოდა ქუჩის იმ მონაკვეთში, სადაც ინტენსიური მოძრაობაა. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. მთავარი ფოტო: შემთხვევის ადგილი
აჭარის სუს-ის უფროსი ირაკლი ერისთავი თანამდებობიდან გადააყენეს
„ბათუმელების“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის რეგიონული მთავარი სამმართველოს (სუს) ხელმძღვანელი, ირაკლი ერისთავი თანამდებობიდან გადადგა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრში აცხადებენ, რომ „ყველა რეგიონში მიმდინარეობს საკადრო ცვლილებები“. ირაკლი ერისთავი აჭარაში სუს-ის უფროსის თანამდებობაზე, ფაქტობრივად, ამ უწყების შექმნიდანვე, 2015 წლის სექტემბრიდან მუშაობდა.
ბათუმის ბულვარი და სანაპირო წვიმისა და შტორმის შემდეგ [ფოტო]
გუშინ, 4 იანვარს ძლიერი წვიმას მოჰყვა შტორმი ზღვაზე, რამაც ბათუმის ზღვის სანაპირო და ბულვარი დაანაგვიანა და შლამით დაფარა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სანაპიროს ქვა-ღორღისგან დილიდან ასუფთავებენ.
ბულინგი სკოლაში – დისკუსია ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში
28 დეკემბერს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლაში დისკუსია გაიმართა. დისკუსიის თემა იყო ბულინგი სკოლაში. დისკუსიაში მონაწილეობდნენ პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები, დისკუსიის მომხსენებლები კი ონლაინგამოცემა „ბათუმელებისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ ჟურნალისტები იყვნენ. ლელა დუმბაძე, „ბათუმელების“ ჟურნალისტი: ჩვენს ონლაინგამოცემას არაერთი ბულინგის ამსახველი ფაქტი გაუშუქებია. მაგალითად, დაახლოებით ერთი კვირის წინ ბათუმის ერთ-ერთი …
Continue reading “ბულინგი სკოლაში – დისკუსია ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში”
როგორი ამინდი იქნება ახალ წელს ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 დეკემბრის 21 საათიდან 1 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით ზოგან წვიმა, მაღალ მთაში – თოვა, დღის მეორე ნახევრიდან უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 8 – 13 გრადუსი ღამით: 2 – 7 …
ბათუმის ცენტრში მანქანა გატეხეს – წაღებულია ფული
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაახლოებით საღამოს ექვს საათზე ბათუმის ცენტრში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანის გვერდითი შუშა ჩაამტვრიეს და ხელჩანთა მოიპარეს. წაღებულია ფული და საბუთები. მესაკუთრის თქმით, სულ ნახევარი საათით გადავიდა მანქანიდან და უკან დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ მანქანის შუშა ჩამტვრეული იყო. შემთხვევა ხალხმრავალ ადგილას მოხდა. დაზარალებულის თქმით, ადგილზე უკვე მუშაობს პოლიცია. ტერიტორიაზე, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტზე, არის ვიდეოთვალიც.