როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 დეკემბრის 21 საათიდან 29  დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, 29 დეკემბერს, დღის განმავლობაში, ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, ღამით ზოგან დროგამოშვებით  წვიმა, მთაში – თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 8 – 13 გრადუსი ღამით: 3 – …

2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ასტროლოგ რამაზ გიგაურისგან. ვერძი იანვარში სასიკეთო იქნება ადრე დაწყებული პროექტების დასტაბილურება ან დასრულება. იანვრის ბოლოდან წარმატებული პერიოდი დაიწყება და აპრილის მეორე დეკადამდე გასტანს. ამ დროს შეძლებთ საქმიან კავშირების დამყარებას, სამსახურთან და ფინანსებთან წარმატებების მიღწევას. მოიმატებს მოგზაურობის ალბათობა (თუმცა თებერვლის ბოლოს და მარტის პირველ ნახევარში შესაძლოა ძველი შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ). …

მაშველებმა 54 წლის კაცი მდინარე ჭოროხიდან გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს, 27 დეკემბერს, მეხანძრე-მაშველებმა 54 წლის კაცი მდინარე ჭოროხიდან უვნებლად გამოიყვანეს. სამსახურის ცნობით, მოქალაქე მდინარეში შეშის გამოსატანად მანქანით შევიდა, თუმცა წყლის ნაკადის მომატების გამო, გამოსვლა ვეღარ შეძლო. კაცი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეხანძრე-მაშველებმა მდინარიდან გამოიტანეს ავტომანქანაც. ადგილზე იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო და საზღვაო …

მანდელშტამის საღამო ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში

დღეს, 27 დეკემბერს, 19 საათზე, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გაიმართება საღამო, რომელიც სტალინური რეპრესიების მსხვერპლ, ცნობილ რუს პოეტს, ოსიპ მანდელშტამს მიეძღვნება. 2018 წელს მისი გარდაცვალებიდან 80 წლისთავი აღინიშნება. საღამოს ფარგლებში დაგეგმილია მანდელშტამის შესახებ გადაღებული ფილმის – „შეინახე ჩემი სიტყვები სამუდამოდ“ ჩვენება და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, გოჩა გოგუაძის მოხსენება – „მანდელშტამი და ბათუმი“. მანდელშტამი 1938 …

ნაგავსაყრელად ქცეული ადგილი ბათუმში [ფოტო]

ბათუმში, იუსტიციის სახლისა და ფიროსმანის ქუჩას შორის მდებარე თავისუფალ ტერიტორიაზე, რამდენიმე ადგილას, ისევ სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგავი ყრია. ფოტოები 25 დეკემბერსაა გადაღებული. ბათუმის სანდასუფთავების სამსახურში გვითხრეს, რომ ეს ადგილი სახელმწიფო საკუთრებაა და აღნიშნულ ტერიტორიას დაასუფთავებენ. ქალაქში სისუფთავის მონიტორინგზე „სანდასუფთავების“ მონიტორინგისa და ზედამხედველობის სამსახური მუშაობს. „სანდასუფთავებაში“ ასევე გვითხრეს, რომ ამ ტერიტორიაზე ნაგვის დაყრისთვის წელს არავინ დაუჯარიმებიათ. მონიტორინგისა და …

როგორი ამინდი იქნება ახალი წლის წინა დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26  დეკემბრის  21 საათიდან 27 დეკემბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით  წვიმა, მთაში – თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 8 – 13 გრადუსი ღამით: 3 – 8 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 0 – 3 გრადუსი …

სარფში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა. „საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს თ.მ.-სა და ე.მ.-ს, აღნიშნული მედიკამენტები (5 აბი ნარკოტიკული და 2 კაფსულა ფსიქოტროპული) საზღვარზე უკანონოდ შემოჰქონდათ. საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა,“ – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შემოსავლების სამსახურის …

აჭარაში ტურისტული სერვისების 9 საუკეთესო მიმწოდებელი დააჯილდოვეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 2018 წლის ბოლოს რეგიონში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოავლინა და ტურიზმის დარგში განხორციელებული პროექტები შეაჯამა. „მაგნოლია 2018“ – ასე ეწოდება საუკეთესო სერვისის მიმწოდებლების დაჯილდოების ღონისძიებას, რომელიც აჭარაში 2015 წლიდან იმართება. 2018 წლის საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები სხვადასხვა ნომინაციაში გახდნენ: საუკეთესო ტურისტული მარშრუტი – მაჭახელას ტურისტული მარშრუტი საუკეთესო ღირსშესანიშნაობა – ბათუმის ბოტანიკური ბაღი საუკეთესო მუზეუმი …

ბათუმში „სანტა ესპერანსა“ ლევან ბერძენიშვილის თარგმანის პრეზენტაციითა და გამოფენით გაიხსნება

27 დეკემბერს, 17 საათზე, ბათუმში, წიგნის მაღაზიათა ქსელი „სანტა ესპერანსას“ ახალი მაღაზია ლევან ბერძენიშვილის ახალი თარგმანის პრეზენტაციითა და მხატვარ ლევან ხარანაულის პერსონალური გამოფენით გაიხსნება. ლევან ბერძენიშვილი პირველად ბათუმში წარადგენს ესქილეს „ორესტეას“ თარგმანს, ხოლო ლევან ხარანაულის გამოფენის დამთვალიერებლებს მისი ნახატებისა და ილუსტრირებული წიგნის შეძენის შესაძლებლობა ექნებათ, ხოლო პირველი 50 მყიდველი დასაჩუქრდება. წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსა“ ბათუმში კონსტანტინე გამსახურდიასა და …

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ სფეროს 24 წარმომადგენელი, ექიმები და ექთნები დააჯილდოვა

დღეს, 24 დეკემბერს, მედიცინის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ  რეგიონის ჯანდაცვის სფეროს 24 წარმომადგენელს გადასცა სიგელი. სამინისტროს ინფორმაციით, დაჯილდოებულები თავად სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებისა და ამ დაწესებულებებში დასაქმებული თანამშრომლების მიერ შეირჩნენ, შერჩევის კრიტერიუმს მათ მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა წარმოადგენდა. სამინისტრომ დააჯილდოვა: ჯემალ ქიქავა – უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, 80 …

ამბების საძებნელად გოდერძიზე – სამთო კურორტი ზღვასთან ახლოს

ბათუმიდან სულ რაღაც ასი კილომეტრის დაშორებით სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძიზე“ მოხვდებით. აქ ახლა დიდი ფუსფუსია გაჩაღებული: ხის პატარ-პატარა ნაგებობებში ცხელი სასმელების, თხილამურებისა და სამთო აღჭურვილობის გასაქირავებელი პუნქტები ეწყობა, კურორტის რესტორნის მეპატრონე პროდუქტებს იმარაგებს, სპეციალური ტექნიკა სასრიალო ტრასებს ამზადებს, საბაგიროები უსასრულოდ მოძრაობენ წრეზე სატესტო რეჟიმში. ყველა სეზონის გახსნის მოლოდინშია და სტუმრებს ელიან. საოჯახო სასტუმრო თუ სასტუმრო? ვისთვის …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24  დეკემბრის  21 საათიდან 25 დეკემბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – წვიმა, მთაში – თოვა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 8 – 13 გრადუსი ღამით: 3 – 8 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: …

მდინარე ღორჯომისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები 2019 წელს დასრულდება

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სოფელ ღორჯომში მდინარე ღორჯომისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 795 000 ლარია გამოყოფილი, ტენდერით გამოვლენილი ამხანაგობა „კაპიტელი+“ ახორციელებს. პროექტი გარდამავალია და 2019 წელს დასრულდება.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 დეკემბრის 21 საათიდან 23 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 9 – 14 გრადუსი ღამით: 3 – 8 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 0 – 5 გრადუსი ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა  …

შსს ამბობს, რომ 14 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკი გაანადგურა

შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ ტონაზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა. სამინისტროს ცნობით, სისხლის სამართლის 750 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული, განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, 14 მილიონი ლარია. „შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით ეტაპობრივად ანადგურებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ …

„უცნობი ძველი აჭარა“ – წიგნის პრეზენტაცია ბათუმში

კვირას, 23 დეკემბერს, ბათუმში  სულხან სალაძის წიგნის – „უცნობი ძველი აჭარას“ პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი გაზეთმა „ბათუმელებმა“ გამოსცა 2018 წლის სექტემბერში. წიგნში გამოქვეყნებულია რჩეული სტატიები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში იბეჭდებოდა გაზეთ „ბათუმელებში“, სულხან სალაძის საავტორო რუბრიკაში აჭარის წარსულის შესახებ. წიგნი დასურათებულია უნიკალური ფოტომასალით, რომელიც XX საუკუნის 20-30-იან წლებშია გადაღებული მაღალმთიან აჭარაში. ფოტომასალა მინის ნეგატივებზეა დაცული აჭარის …

2018 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოში [გამოკითხვა]

როგორ ფიქრობთ, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა წელს? მამების პროტესტი, რომელიც თვეებია გრძელდება, მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაცია, ქლაბერებისა და მათი მხარდამჭერების მრავალათასიანი აქცია რუსთაველზე, საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე თუ სულაც, მოწევის აკრძალვა კაფე-ბარებსა და დაწესებულებებში? „ბათუმელებმა“ 2018 წლის მნიშვნელოვან მოვლენებს გადახედა და გთავაზობთ, მონაწილეობა მიიღოთ გამოკითხვაში, რომლის შედეგებიც 31 დეკემბერს გახდება ცნობილი ჩვენი …

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 დეკემბრის 21 საათიდან 21 დეკემბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში – თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 8 – 13 გრადუსი ღამით: 3 – 8 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 0 – 5 გრადუსი …

„პატარა ქვეყნის ისტორია, როგორც რომანი“ – ლაშა ბუღაძის საჯარო ლექცია ბათუმში

24 დეკემბერს, 14 საათზე, ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრში ქართველი მწერალი ლაშა ბუღაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „პატარა ქვეყნის ისტორია, როგორც რომანი“. ლაშა ბუღაძემ ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანისთვის – „პატარა ქვეყანა“ 2018 წლის ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო ნომინაციაში – წლის საუკეთესო რომანი. „პატარა ქვეყანა“ ნახევრად ავტობიოგრაფიული ტექსტია და მასში მოთხრობილია თავად ავტორის და საქართველოს ბიოგრაფია ოთხმოცდაათიანი წლების …

შემოსავლების სამსახური: მოქალაქეს არადეკლარირებული ოქრო მალულად გადაჰქონდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 6 198.99 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 100 გრამი) გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, „აღნიშნული საქონელი, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სხეულზე, სპეციალურად მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული“. უწყების ცნობით, საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა …

ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით,  13-16 დეკემბერს, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა. შემოსავლების სამსახურის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, ისრაელისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (20 ამპულა და 43 აბი) და ფსიქოტროპული (245 აბი და 2 …

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 დეკემბრის 21 საათიდან 19 დეკემბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: 4 – 9 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 0 – 5 გრადუსი ღამით: 0 – 5 გრადუსი …

„მშენებლობა და ისტორიული უბნები“ – კვლევის პრეზენტაცია ბათუმში

18 დეკემბერს, 11:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება კვლევის პრეზენტაცია – „მშენებლობა და ისტორიული უბნები“. კვლევა პროექტის – „ურბანული გამოწვევები და მოსახლეობის ჩართულობა“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტის მიზანია, ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, ურბანული დაგეგმარების თვალსაზრისით და ამ პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო, ეფექტური მექანიზმების ერთობლივად შემუშავება. პროექტს ახორციელებს „საგამოძიებო სტუდია REC“-ი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) …

ყველაზე ძველი პარლამენტი და ყველაზე „ახალგაზრდა“ სასამართლო ბრექსითის შესახებ

ავტორი: აკაკი ბერიძე, ლექტორი, საერთაშორისო  სამართლის დოქტორანტი 200 ხმა 117-ის წინააღმდეგ – კონსერვატიულმა პარტიამ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და პარტიის ლიდერს, ტერეზა მეის, ნდობა გამოუცხადა. კენჭისყრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში, ტერეზა მეიმ დაიფიცა, რომ ის ბოლომდე მიიყვანს ბრექსითის პროცედურას, “რომელსაც ბრიტანელმა ხალხმა მხარი დაუჭირა”. ტერეზა მეის მიმართ ნდობის გამოცხადების საკითხს წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი რთული მოლაპარაკება, რის შედეგადაც დიდი …

ბათუმის საახალწლო ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთება

25 დეკემბერს, 21:00 საათზე,  ევროპის მოედანზე ბათუმის მთავარი ნაძვის ხე აინთება. ნაძვის ხის ანთების პარალელურად ევროპის მოედანზე კონცერტი გაიმართება, სადაც, ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, ბათუმური ბენდები დაუკრავენ და მოლაპარაკება მიმდინარეობს „სალიოსთან“, იგივე სალომე კორკოტაშვილთან. ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი ფეიერვერკით დასრულდება. საახალწლო ღონისძიებები ბათუმში 25 დეკემბრიდან დაიწყება და ორი იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ამავე თემაზე:  ბათუმის მთავარი …

ორი კონკურსი მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ინტერიერის დიზაინის შესაქმნელად

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შენობის ინტერიერის დიზაინის განახლებას მოსწავლეებისა და სტუდენტების ჩართულობით გეგმავს. ამისათვის ცენტრმა ორი კონკურსი გამოაცხადა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ფოტოკონკურსი მოსწავლეებისთვისაა. კონკურსში მონაწილე მოსწავლემა  უნდა წარმოადგინოს კონცეპტუალური ფოტოები, რომლებიც ასახავენ ცენტრის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს.  კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ მაღალი გარჩევადობის ფოტონამუშევრები (არაუმეტეს 5 ფოტო). მონაწილეები შეფასდებიან კრიტერიუმებით: რამდენად პასუხობს ნამუშევარი …

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16  დეკემბრის  21 საათიდან 17  დეკემბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 8 – 13 გრადუსი ღამით: 3 – 8 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო ღამით: 2 – 7 …

რატომ აპროტესტებენ ბათუმის პორტში ტერმინალის მშენებლობას – აქცია ბათუმში

დღეს, 14 დეკემბერს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურთან აქცია გაიმართა. მოქალაქეების ჯგუფმა ბათუმის ნავსადგურში ტერმინალის მშენებლობა გააპროტესტა, სადაც, აქციის მონაწილეების თქმით, ქიმიური ნივთიერებების გადატანა იგეგმება. „გამაფრთხილებელი აქცია“ – ასე უწოდეს თავად აქციის მონაწილეებმა შეკრებას, რომელზეც აქციის მონაწილეები პირბადეებითა და ყვითელი ჟილეტებით მივიდნენ და მთავრობას მოუწოდეს, მოუსმინონ და გაითვალისწინონ მათი მოსაზრება. აქციას შეუერთდა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის პროფკავშირის თავმჯდომარე …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14  დეკემბრის  21 საათიდან 15 დეკემბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 8 – 13 გრადუსი ღამით: 2 – 7 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო ღამით: 2 – 7 …

თოვლიანი დღე კურორტ გოდერძიზე [ფოტო]

კურორტ გოდერძიზე თოვლის საფარმა 50 სანტიმეტრს მიაღწია. კურორტი ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მდებარეობს. ამჟამად კურორტის ტერიტორიაზე 6 კოტეჯი დგას, თითოეულში ერთდროულად 12 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. კოტეჯში ორადგილიანი ნომრის ერთი დღით დაქირავება 100 ლარადაა შესაძლებელი, ოთხადგილიანის ფასი კი – 150 ლარია. ამავე თემაზე: რა ღირს დასვენება კურორტ გოდერძიზე

მასწავლებელი გურიიდან მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 ფინალისტს შორისაა

ლადო აფხაზავა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან, მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე წარდგენილ 50 მასწავლებელს შორისაა. ლადო აფხაზავა სოფელ ჩიბათის სკოლის მასწავლებელია. იგი 2010 წლიდან მუშაობს ამ სოფლის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად, 2012 წლიდან კი  არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. ლადო აფხაზავა 2017 წელს საქართველოში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა. „მისი ბევრი აქტივობა …

აჭარაში გამოკვლეული 2915 ადამიანიდან 58-ს C ჰეპატიტი, ერთს კი აივ ინფექცია დაუდგინდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი აგვისტოდან დღემდე მობილურმა ბრიგადამ აჭარის ექვს მუნიციპალიტეტებში განახორციელა 84 ვიზიტი, რომლის ფარგლებში სკრინინგი ჩაუტარდა 2915 ადამიანს, შედეგად გამოვლინდა C ჰეპატიტის 58 შემთხვევა, აქედან 29 – პირველადი. გამოკვლეულთა შორის აივ ინფექცია დაუდასტურდა ერთ მოქალაქეს, რაც შეეხება ტუბერკულოზს, დაავადება არ გამოვლენილა. სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის რეგიონში, სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით, ფიქსირდება აღნიშნულ დაავადებათა გავრცელების …

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12  დეკემბრის  21 საათიდან 13 დეკემბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, სუპტროპიკულ ზონაში ნალექი, თოვლ-ჭყაპის სახით. მთაში თოვა, ზოგან – ძლიერი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი, ზოგან ზოგან 17-22 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 5 – 10 გრადუსი ღამით: 2 – 7 გრადუსი …

ბსუ-ს განმარტება ,,რუსულენოვანი“ ლიტერატურის შეძენასთან დაკავშირებით

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, გაზეთ ,,ბათუმელებში“ დაბეჭდილ სტატიასთან „75 დასახელების ჟურნალ-გაზეთებიდან, რომელთა შეძენას ბსუ 2019 წელში გეგმავს, 54 რუსულია“ დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ბსუ ყოველწლიურად სხვადასხვა გზით შეისყიდის სამეცნიერო საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი საერთაშორისო  მონაცემთა ბაზების: Elsevier, ScienceDirect; Scopus; Clarivate Analytics; EBSCO; Cambridge Journals Online და ა.შ. პროდუქციას. აღნიშნულ ბაზებში განთავსებული ათასობით …

სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობებისთვის შემოტანისთვის ორი მოქალაქე დააჯარიმეს

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების ი.მ.-სა და ს.გ.-ს, ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 14 974.52 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 219.77 გრამი) გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 14 974.52 …

Exit mobile version