Batumelebi | როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში – Batumelebi
RU | GE  

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 25-26 იანვარს, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი
  • ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 27 იანვარს, მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი, ორშაბათს, 28 იანვარს კი ღამის და დილის  საათებში წვიმაა მოსალოდნელი.

________________

მანანა ქველიაშვილის ფოტო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.