მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიამ დახლების აღებისთანავე წერეთლის ქუჩის გამწვანება დაიწყო

28.01.2019
ბათუმის მერიამ დახლების აღებისთანავე წერეთლის ქუჩის გამწვანება დაიწყო

მას შემდეგ, რაც 27 იანვარს ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, უკანონო გარევაჭრობის დახლები აიღეს, ამ ტერიტორიის გამწვანება დაიწყო – ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

„წერეთლის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიებზე უკვე ჩატარდა დასუფთავების სამუშაოები და მიმდინარეობს გამწვანების ღონისძიებები.  აღნიშნულ ტერიტორიაზე საერთო ჯამში 66 ძირი კიპარისის დარგვა იგეგმება,“ – ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.

გამწვანების პარალელურად, ბათუმის მერიის წინ გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ აკრძალვით შემოსავლის ერთადერთ წყაროს კარგავენ. აქციის ერთი მონაწილე ცუდად გახდა. მერიასთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.

გარემოვაჭრეებს მერია ალტერნატიულ ადგილს სთავაზობს ვაჭრობისთვის – ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორიას, რომელიც იმავე კვარტალში მდებარეობს.

ამავე თემაზე: 

„გამოდი!“- გარემოვაჭრეები ბათუმის მერთან შეხვედრას ითხოვენ  

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: