მთავარი,სიახლეები

ახალგაზრდა კაცს ბათუმში მანქანა დაეჯახა

10.01.2019 • 2367
ახალგაზრდა კაცს ბათუმში მანქანა დაეჯახა

ახლახანს, ბათუმში, კლინიკა „მედინას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 25-წლამდე კაცს ავტომანქანა დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, დაზარალებული  კონტაქტურია და ის „მედინაში“ მოათავსა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ.

თვითმხილველების თქმით, დაზარალებული გადადიოდა ქუჩის იმ მონაკვეთში, სადაც ინტენსიური მოძრაობაა. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

 

მთავარი ფოტო: შემთხვევის ადგილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: