Batumelebi | თებერვლის პირველი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში თებერვლის პირველი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში – Batumelebi
RU | GE  

თებერვლის პირველი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 31  იანვრის 21 საათიდან პირველი  თებერვლის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან წვიმა, მაღალ მთაში კი – თოვლი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი
  • ღამით: 3 გრადუსი ყინვა – 2 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, 2 თებერვალს ღამით და დილით  მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა. მომდევნო 2 დღეს კი, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

_______________

მარიამ ქველიაშვილის ფოტო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.