ქედის მერიის ცნობით, უამინდობის შედეგად, სოფელ კორომხეთში მცირე მეწყერი განვითარდა. მეწყერი შიდა საუბნო, ორ ოჯახთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ჩამოწვა. მეწყრისგან გზის გაწმენდა ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება, ხოლო შემდგომ მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები გატარდება. მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე, მერია ვითარებას ადგილზე გაეცნო. მერიის ცნობით, ქედაში ვითარება ამ დროისთვის სტაბილურია. _________________ ფოტო: ქედის მერია
Author Archives: ბათუმელები
როგორ გამოვიცნოთ ნატურალური თაფლი – მეფუტკრის რჩევა
ნატურალური და ხელოვნურად დამზადებული ე.წ. შაქრიანი თაფლის ერთმანეთისგან გარჩევა, ერთი შეხედვით, ძალიან რთულია. ხშირად ნატურალური თაფლის გამოცნობა გემური თვისებებითაც შეუძლებელია. ხასან გორჯელაძემ, მეფუტკრემ მტირალადან, გვირჩია, თუ რა მეთოდებით შეიძლება გამოვიცნოთ ნატურალური თაფლი. ნატურალური თაფლი კოვზიდან გადმოღვრისას არ უნდა გაწყდეს, არ უნდა წამოვიდეს წვეთებად. წყლიან ჭიქაში ჩავასხათ თაფლის წვეთები. ნატურალური თაფლი არ გაიხსნება, დაილექება ფსკერზე, მას …
Continue reading “როგორ გამოვიცნოთ ნატურალური თაფლი – მეფუტკრის რჩევა”
ტემპერატურა იკლებს, მთაში მოსალოდნელია თოვლი და ყინვა – უახლოესი დღეების ამინდი აჭარაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 18 თებერვლის 21 საათიდან 19 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, ღამით ზოგან, დღისით კი უმეტეს რაიონში დროგამოშვებით იწვიმებს, მთაში კი – მოთოვს. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან 15-20 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 5 – 10 გრადუსი …
ბათუმში ყალბი სერტიფიკატების დამზადებისთვის ერთი პირი დააკავეს
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი სერტიფიკატებისა და ბარათების დამზადება-გასაღების ფაქტზე ბათუმში ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა ელექტრიკოსის სწავლების სრული კურსის გავლის დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატი. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 180-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების …
Continue reading “ბათუმში ყალბი სერტიფიკატების დამზადებისთვის ერთი პირი დააკავეს”
ბინა ბათუმში 154 დევნილი ოჯახისთვის
დღეს, 16 თებერვალს, ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 154 დევნილ ოჯახს გადაეცა. ამავე კორპუსებში საცხოვრებელ ფართს სოფელ წაბლანაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 208 ეკომიგრანტი ოჯახიც მიიღებს. ბათუმში დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული 154 ბინიდან 38 ერთოთახიანია, 96-ოროთახიანი, 15-სამოთახიანი, 5 კი ოთხოთახიანი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ორი 16-სართულიანი კორპუსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, …
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლეთა აქცია
დღეს, 16 თებერვალს, კიდევ ერთი აქცია გაიმართა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან. ამჯერად აქციას ცოტა მონაწილე ჰყავდა, მაგრამ აქვე დაანონსეს კიდევ უფრო ხალხმრავალი აქცია, რომელიც შემდეგში აჭარის ტელევიზიასთან გაიმართება. ბენო ჭელიძე – რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი და მის თანამოაზრეები აჭარის ტელევიზიის პირდაპირი ეთერს ითხოვენ და დებატებში იწვევენ ზაალ მიქელაძეს – აჭარის ჯანდაცვის მინისტრს. იმ შემთხვევაში, თუ ზაალ მიქელაძე …
Continue reading “ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლეთა აქცია”
„შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა” – კვირას აქცია ბათუმსა და თბილისში გაიმართება
17 თებერვალს, კვირას, დღის 2 საათზე, ბათუმში, ვარდების სკვერში გაიმართება აქცია „შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა”. აქციის ორგანიზატორია საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ბათუმი“. ორგანიზატორების განცხადებით, აქციის მიზანია „შენებისა და ინვესტიციების მოზიდვის სახელით ბათუმის ნგრევისა და ჩაბეტონების” გააპროტესტება. “ისტორიული ძველი ქალაქი თითქმის დანგრევის პირასაა, ხოლო სანაცვლოდ ვიღებთ უსახურ და ფუნქციურად დაბალხარისხიან ნაგებობებს, ცათამბჯენებს, უჟანგბადობას და ამასთანავე უამრავ სირთულეს, …
Continue reading “„შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა” – კვირას აქცია ბათუმსა და თბილისში გაიმართება”
დეკანოზი გიორგი მამალაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს
მსჯავრდებული გიორგი მამალაძე, წინასწარი დიაგნოზით, ჰიპერტონული კრიზი, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა (მცირე ინსულტი), N9 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ამ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. “მიმდინარე წლის 15 თებერვალს, 18.38 საათზე გიორგი მამალაძემ შეუძლოდ იგრძნო თავი. დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ მას 18.41 საათიდან გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო …
Continue reading “დეკანოზი გიორგი მამალაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს”
„სტუმრად იყო მეზობლის მდიდარი ოჯახი ჩემი ხელის სათხოვნელად“ – მოსწავლის ესეი
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ (NCCE) ორგანიზებით საქართველოს რეგიონებში სკოლის მოსწავლეთათვის ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ჩატარებული ესეების კონკურსის გამარჯვებული აინურ ახმედოვა გახდა,მე-12 კლასის მოსწავლე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალიდან. კონკურსში სულ 144 მოსწავლე მონაწილეობდა. „ბათუმელები“ გთავაზობთ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლის ესეის. ______________ აინურ ახმედოვა, მარნეული, სოფელი ზემო სარალი ბებია მიყვებოდა, შენი დაბადება მამაშენს ისე გაუხარდა, შამპანურების ზალპი მოაწყოო სამშობიაროს …
Continue reading “„სტუმრად იყო მეზობლის მდიდარი ოჯახი ჩემი ხელის სათხოვნელად“ – მოსწავლის ესეი”
2017 წელს საქართველოში 19 წლამდე ასაკის მოზარდებში კიბოს 110 შემთხვევა გამოვლინდა
2017 წელს საქართველოში 19 წლამდე ასაკის ბავშვებში კიბოთი ავადობის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ახალი შემთხვევების საერთო რაოდენობის 1%-ს შეადგენს – ასეთია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები. აქვე ვკითხულობთ, რომ 2015-2017 წლებში ავადობის მაჩვენებელი 100 000 ბავშვზე 13-18-ის ფარგლებში მერყეობდა, სქესობრივ ჯგუფებში შემთხვევების წილი კი დაახლოებით თანაბარი იყო. ამ …
Continue reading “2017 წელს საქართველოში 19 წლამდე ასაკის მოზარდებში კიბოს 110 შემთხვევა გამოვლინდა”
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 15 თებერვლის 21 საათიდან 16 თებერვლის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში – თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 8 – 13 გრადუსი ღამით: 3 – 8 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 0 – 5 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაცია – რას მოუყვნენ ჟურნალისტები მოსწავლეებს
8 თებერვალს ბათუმის №25 საჯარო სკოლაში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე: ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაცია. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ამავე სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მსგავსი დისკუსიების მიზანია აჭარაში მცხოვრებ ახალგაზრდებში თავისუფალი აზროვნების, მსჯელობის, პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრისა და აუდიტორიასთან საკუთარი აზრის გამოთქმის უნარების გამომუშავება. ამ საკითხზე თავიანთი გამოცდილება მოსწავლეებს გაუზიარეს ონლაინგამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ …
Continue reading “ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაცია – რას მოუყვნენ ჟურნალისტები მოსწავლეებს”
პოლიციამ მობილურის ქურდობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი ამხილა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ აჭარაში ქურდობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი – 2004 წელს დაბადებული ნ.კ. და 2003 წელს დაბადებული მ.ა. ამხილა. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს ბათუმში მდებარე ტექნიკის მაღაზიიდან მობილური ტელეფონები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. „სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები იმავე …
Continue reading “პოლიციამ მობილურის ქურდობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი ამხილა”
შეწყდეს ძველი ქალაქის ნგრევა – მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ საპროტესტო აქციას აანონსებს
დღეს, 14 თებერვალს, საინიციატივო ჯგუფმა – „დაიცავი ბათუმი“ საპროტესტო აქცია დააანონსა. აქცია, რომელიც საინიციატივო ჯგუფის წევრების თქმით, „შენებისა და ინვესტიციების მოზიდვის სახელით ბათუმის ნგრევას და ჩაბეტონებას“ გააპროტესტებს, ბათუმში კვირას, 17 თებერვალს, 14:00 საათზე, ვარდების სკვერში (გორგილაძის ქ.) გაიმართება. მოძრაობის წევრებმა ბრიფინგზე ასევე გააჟღერეს სამი მთავარი მოთხოვნა. ეს მოთხოვნებია: შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა და გაუქმდეს აჭარის მთავრობასთან არსებული ზონალური …
ისრაელში ბათუმი 2018 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელეს
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ისრაელში წამყვანმა სამოგზაურო ვებგვერდმა lametayel.co.il ბათუმი 2018 წლის 15 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა. 2018 წელს ბათუმის შესახებ ინფორმაციებს ვებგვერდის მილიონობით უნიკალურ მომხმარებლებს შორის ყველაზე დიდი წვმდომა და ძებნა ჰქონდა. ვებგვერდის წარმომადგენლებმა სპეციალური ჯილდო აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებსა და საქართველოს ელჩს ისრაელში თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გადასცეს. პოპულარული სამოგზაურო ვებგვერდი …
Continue reading “ისრაელში ბათუმი 2018 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელეს”
ბათუმის აეროპორტში ისრაელის მოქალაქეს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი აბები აღმოაჩნდა
შემოსავლების სამსახურის ცნობით, 11 თებერვლას, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ისრაელის მოქალაქის ი.ტ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას, 48 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე და 262-ე მუხლებით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებ
როგორ მოვუაროთ ციკლომენს, გაზაფხულის პირველ ყვავილს
ციკლომენი, შეიძლება ითქვას, გაზაფხულის პირველი ყვავილია. იგი სწორედ ახლა ყვავილობს და მისი ყვავილობა მარტის ბოლომდე გრძელდება. იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვუაროთ ამ მცენარეს, გვესაუბრა ეკატერინე წილოსანი, ფლორისტი ყვავილების მაღაზია „მილანიდან“. – ციკლომენი იგივე ყოჩივარდის ჰიბრიდული ჯიშია. არის გარე მცენარე, აივნის, არ უყვარს სითბო, უნდა იყოს სიგრილეში, ამიტომ არ უნდა გავაჩეროთ ოთახში. კარგი მოვლის პირობებში …
Continue reading “როგორ მოვუაროთ ციკლომენს, გაზაფხულის პირველ ყვავილს”
გეოგრაფები აჭარიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან და სხვა რეგიონებიდან ბატიაშვილს მიმართავენ
გეოგრაფები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს მიმართავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ საბუნებისმეტყველო საგნებს საქართველოს განათლების სისტემაში სულ უფრო ნაკლები ყურადღება ექცევა და განსაკუთრებით ზარალდება გეოგრაფია. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ წერილის ტექსტს: „ჩვენ, გეოგრაფები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, შეშფოთებულნი ვართ იმ რეფორმებით, რომელიც ბოლო დროს განათლების სისტემაში მიმდინარეობს. როგორც ჩანს, ჩვენთან განათლების მესვეურებს რეფორმა, …
როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 13 თებერვლის 21 საათიდან 14 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: 3 – 8 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 3 – 8 გრადუსი ღამით: …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში”
დღეიდან გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 11 თებერვლის 21 საათიდან 12 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: 3 – 8 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 3 – 8 გრადუსი ღამით: …
Continue reading “დღეიდან გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში”
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ხანძარია
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ორსართულიან სახლში ხანძარია. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა, სახლის პირველ სართულზე მაღაზიებია. ხანძრის შედეგად ერთი საცხოვრებელი ბინა დაიწვა. დაზიანდა სახურავი. ამ სახლის პირველ სართულზე განთავსებულ 7 სავაჭრო მაღაზიაში წყალი ჩავიდა და, სავარაუდოდ, საქონელი დასველდა. ბათუმის ვიცე-მერის, თენგიზ პეტრიძის ინფორმაციით, მერია ზარალს დაითვლის და ნაწილობრივ აანაზღაურებს. რაც შეეხება კომერციული …
როგორი უნდა იყოს უსაფრთხო სკოლა
რამდენად არიან სკოლები საგანგებო სიტუაციების დროს შესაბამისი რეაგირებისთვის? – სწორედ ეს იყო 2019 წლის 7 თებერვალს, ბათუმის №9 საჯარო სკოლაში დისკუსიის საგანი. შეხვედრა თემაზე – „უსაფრთხო სკოლა“, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაზე აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააცნეს. დაისვა კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს უსაფრთხო სკოლა; რამდენად იციან …
გიგა ფარტენაძის მკვლელობაზე გასამართლებულმა ციხეში თვითმკვლელობა სცადა
9 თებერვალს, 20:59 საათზე თვითმკვლელობა სცადა N9 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა შოთა შანიძემ. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური დაწესებულება ავრცელებს. უწყების ცნობით, შოთა შანიძე დაწესებულების თანამშრომლებმა გადაარჩინეს. შოთა შანიძეს 15-წლიანი სასჯელი აქვს მისჯილი ბათუმელი გიგა ფარტენაძის მკვლელობაზე. გიგა ფარტენაძე გეგუთის ციხეში 2014 წელს მოკლეს. „1989 წელს დაბადებულმა შოთა შანიძემ საკნის საპირფარეშოში სუიციდის მცდელობა განახორციელა. მან პოლიეთილენის …
Continue reading “გიგა ფარტენაძის მკვლელობაზე გასამართლებულმა ციხეში თვითმკვლელობა სცადა”
საქართველოს რკინიგზა: ომის ვეტერანებს მგზავრობის საფასური გაუნახევრდათ
„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლებით მგზავრობისას, ვეტერანებს შეუძლიათ 50%-იანი შეღავათით ისარგებლონ. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 22 იანვარს გამოსცა N44 განკარგულება, რომლის თანახმადაც ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის დაწესდა 50%-იანი შეღავათი საქართველოს რკინიგზის მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლების გარკვეული კატეგორიის ვაგონებით მგზავრობაზე. შეღავათი შეეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილეებს, აგრეთვე, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და ავღანეთის ომის …
Continue reading “საქართველოს რკინიგზა: ომის ვეტერანებს მგზავრობის საფასური გაუნახევრდათ”
აჭარაში ხანძრით დაზარალებული 4 ოჯახი სარეზერვო ფონდიდან 10 000 ლარს მიიღებს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორ და ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ხანძრის შედეგად დაზარალებულ თითო ოჯახს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 40 000 ლარი გამოეყოფა. სამინისტროს ცნობით, თითოეულ ოჯახზე 10 000 ლარია გათვალისწინებული. სხდომას მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტების მერიებისა და შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულებების წარმომადგენლები …
Continue reading “აჭარაში ხანძრით დაზარალებული 4 ოჯახი სარეზერვო ფონდიდან 10 000 ლარს მიიღებს”
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 8 თებერვლის 21 საათიდან 9 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში – თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: 3 – 8 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 3 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
დეპუტატებისა და მინისტრის მოადგილეების არასრულად შევსებული დეკლარაციები აჭარაში
აჭარის მთავრობის თანამდებობის პირთა და უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილს ქონებრივი დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული – ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს. ორგანიზაციამ თანამდებობის პირთა 30-ზე მეტი დეკლარაცია შეისწავლა და დეკლარაციების არასრულად შევსების 5 ფაქტი და კუთვნილი წილების სხვა პირებზე მინდობით გადაუცემლობის 3 შემთხვევა გამოავლინა. საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის თანახმად, თანამდებობის …
Continue reading “დეპუტატებისა და მინისტრის მოადგილეების არასრულად შევსებული დეკლარაციები აჭარაში”
რამდენ დღეს შენარჩუნდება უნალექო ამინდი ბათუმში – ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 6 თებერვლის 21 საათიდან 7 თებერვლის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 12 – 17 გრადუსი ღამით: 3 – 8 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 5 – 10 გრადუსი ღამით: …
Continue reading “რამდენ დღეს შენარჩუნდება უნალექო ამინდი ბათუმში – ამინდის პროგნოზი”
შსს: 116 პირი ბრალდებულია არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულში
შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების ბრალდებით 116 პირი ამხილა. 4 მხილებული იყო გაუპატიურების ჩადენაში (სსკ-ის 137-ე მუხლი); 2 – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში (სსკ-ის 138-ე მუხლი); 24 – გარყვნილი ქმედების ჩადენაში (სსკ-ის 141-ე მუხლი); 86 – 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ნებაყოფლობით სექსუალურ …
Continue reading “შსს: 116 პირი ბრალდებულია არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულში”
თორნიკე რიჟვაძე აჭარის განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრების გადაყენებაზე
დღეს, 6 თებერვალს, სპეციალურ ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხომ არ იგეგმება საკადრო ცვლილებები მთავრობაში – კონკრეტულად ხომ არ აპირებს მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ჯანდაცვისა და განათლების მინისტრების გადაყენებას. კითხვაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს მოარული ხმებია: „ჩვენ ვართ კონცენტრირებული საქმეზე და ამ ტიპის მოარულ ხმებს არ მივცემთ საშუალებას, რომ დისონანსი შემოიტანოს ჩვენს …
Continue reading “თორნიკე რიჟვაძე აჭარის განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრების გადაყენებაზე”
ბათუმში ბინა 139 დევნილ ოჯახს გადაეცემა – სია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დევნილ ოჯახებს ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ფართობებს გადასცემს. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე ბინა 139 დევნილ ოჯახს გადაეცემა. ერთოთახიან ბინას მიიღებს 39 ოჯახი. ოროთახიან ბინას – 84 ოჯახი. სამოთახიან ბინას მიიღებს 13 ოჯახი. ხოლო ოთხოთახიან ბინას მიიღებს სამი ოჯახი. სამინისტროს ცნობით, …
Continue reading “ბათუმში ბინა 139 დევნილ ოჯახს გადაეცემა – სია”
ხანძარი ბერიძის ქუჩაზე ლოკალიზებულია – დარჩენილია კვამლის კერა
ბათუმში, ბერიძის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია, ამჟამად მეხანძრეები კვამლის რამდენიმე დარჩენილ კერაზე მუშაობენ. ბოლო ინფორმაციით დაიწვა ერთი ოჯახის საცხოვრებელი სახლი და რამდენიმე სახლის სახურავი. სულ დამწვარია 200 კვ.მ ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის მერი, ლაშა კომახიძეც.
ქობულეთის ნაწილს 5 თებერვალს გაზის მიწოდება შეუწყდება
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 5 თებერვალს, 13:00-დან საღამოს 18:00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ ქობულეთის მუნიციპალიტეტში გელაურში, ხუცუბანში, ქვედა სამებასა და ნაკაიძეებში მცხოვრებ აბონენტებს. კომპანიის განცხადებით, ქობულეთში ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღდგება. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” მომხმარებელს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ საცხოვრებელ ბინებში არსებული გაზის ონკანები …
Continue reading “ქობულეთის ნაწილს 5 თებერვალს გაზის მიწოდება შეუწყდება”
აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 24 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2018 წლის იანვარში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 401 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 15 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 152 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 25 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში – 31 ფაქტი, გურიაში …
Continue reading “აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 24 ფაქტი გამოვლინდა”
როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 4 თებერვლის 21 საათიდან 5 თებერვლის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი ღამით: 3 – 8 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 5 – 10 გრადუსი ღამით: 3 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში”
პასუხი V კლასის სახელმძღვანელოს მიმართ გამოთქმულ შენიშვნებზე
„ბათუმელები“ სტატიებს: მდებარეობს თუ არა ენგურჰესი სვანეთში? – შეცდომა გრიფირებულ სახელმძღვანელოში და ღორჯომი ზემო იმერეთია? – შეცდომა ისტორიის გრიფირებულ სახელმძღვანელოში სახელმძღვანელოს ავტორთა ჯგუფი გამოეხმაურა. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ მათ წერილს. ______________ სახელმძღვანელოს ნებისმიერი ავტორი დაინტერესებულია იმით, რომ მისი ნაშრომის მიმართ გამოითქვას ობიექტური შენიშვნები, რაც აუცილებელია სახელმძღვანელოს დასახვეწად და მომავალში მათ გასათვალისწინებლად. ბუნებრივია, რომ შეუძლებელია სრულყოფილი სახელმძღვანელოების დაწერა იმ არანორმალურ …
Continue reading “პასუხი V კლასის სახელმძღვანელოს მიმართ გამოთქმულ შენიშვნებზე”