დღეს, 10 დეკემბერს, ღამის 12 საათზე წყლის მიწოდება შეუწყდებათ ფიროსმანის და შარტავას ქუჩის აბონენტებს. შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი წყალმომარაგების სისტემაზე დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოებია. აღნიშნულ ქუჩებზე წყალი აბონენტებთან 11 დეკემბერს, დილის 8 საათზე ჩაირთვება.
Author Archives: ბათუმელები
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 დეკემბრის 21 საათიდან 11 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 12 – 17 გრადუსი ღამით: 3 – 8 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო ღამით: 0 …
Continue reading “უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში”
გერმანული მედია: ქვეყანაში ყოველ წელს 29 მილიონი ნაძვის ხე იყიდება და ისინი ქართული წარმოშობისაა
გერმანული რადიო WDR-ი [საზოგადოებრივი მაუწყებელი] სიუჟეტს აქვეყნებს საქართველოში ნაძვისა და სოჭის გირჩების შეგროვებაზე. WDR-ის ცნობით, გერმანიაში ყოველწლიურად 29 მილიონი საახალწლო ნაძვის ხე იყიდება, რომლებიც, ძირითადად, საქართველოდან შეტანილი გირჩებისგან გამოჰყავთ. გამოცემის ცნობით, ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სწორედ ამ გირჩებისგან გამოყვანილი სამხრეთული საახალწლო ნაძვის ხეებია. WDR-ის მიერ მომზადებულ ვიდეოსიუჟეტში გირჩის ქართველი შემგროვებლები ყვებიან, თუ რამდენად სახიფათოა ეს საქმიანობა. ვიდეოში, ასევე, …
დაუტბორავი ბათუმი? – „იქნება,“ მაგრამ არ ვიცით, როდის
ავტორი: ნინო შონია, ifact.ge ბათუმში წვიმის დროს დატბორილი ქუჩები ხომ ყველას გვინახავს? არადა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად წლიდან წლამდე მილიონები იხარჯება. მაგალითად, ორი წლის წინაც 6 მილიონზე მეტი ლარი მეტი დაიხარჯა ჟილინის 3.3 კმ-იანი სანიაღვრე არხის შესაკეთებლად. ამ არხის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ათობით ქუჩას მოიცავს, მაინც იტბორება. სკოლაში მიმავალ ბავშვებს მშრალ ამინდშიც კი ტალახის გუბეების გადავლა უწევთ. მაშინ რისთვის …
Continue reading “დაუტბორავი ბათუმი? – „იქნება,“ მაგრამ არ ვიცით, როდის”
დეკემბრის თოვლიანი დღე ხულოს სოფელში [ფოტო]
ფოტოები გადაღებულია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში.
დუბაის პრინცესა გაუჩინარებულია მას შემდეგ, რაც ავტორიტარი მამისგან შტატებში გაქცევა სცადა
დუბაის მმართველისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრის ქალიშვილმა 2018 წლის მარტში სცადა გაქცეოდა მამის ავტორიტარულ მმართველობას. ის შეიარაღებულმა პირებმა დააკავეს – მას შემდეგ ამ პრინცესას შესახებ არაფერია ცნობილი. გუშინ კი ოჯახმა გაავრცელა განცხადება, რომ პრინცესა საკუთარ სახლში უსაფრთხოდ არის. ამ განცხადების მიუხედავად, ოჯახს არ გამოუქვეყნებია რაიმე ვიდეო ან სხვა მესიჯი, რაც განცხადების ნამდვილობას დაადასტურებდა. დუბაის …
ბექა ბოლქვაძის პერსონალური გამოფენა ბათუმის ხელონების მუზეუმში
8 დეკემბერს, 16.00 საათზე ბათუმის ხელოვნების მუზეუმში მხატვრის ბექა ბოლქვაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ ბოლო პერიოდში შესრულებული ფიგურატიული კომპოზიციები. ბექა ბოლქვაძე არის მრავალი პერსონალური და ჯგუფური გამოფენების ავტორი, ასევე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო არტ სიმპოზიუმებსა და პლენერებში. ბექა ბოლქვაძის პერსონალური გამოფენა ხელოვნების მუზეუმში 14 დეკემბრამდე გაგრძელდება.
ბათუმში 8 თანამდებობის პირის არადეკლარირებული ქონება – „გამჭვირვალობის“ კვლევა
ბათუმის საკრებულოსა და მერიის 8 თანამდებობის პირს ქონებრივი დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული – ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებს. ორგანიზაცია მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები შეისწავლოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. „გამჭვირვალობამ“ მუნიციპალიტეტის 30 თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეისწავლა. „აღმოჩენილი დარღვევებიდან 6 შემთხვევა ეხება თანამდებობის პირებისა …
Continue reading “ბათუმში 8 თანამდებობის პირის არადეკლარირებული ქონება – „გამჭვირვალობის“ კვლევა”
ლუსტრაციის კანონი, როგორც ისტორიის გააზრება – დავით ჯიშკარიანის ლექცია ბათუმში
7 დეკემბერს, 14:00 საათზე, ბათუმში, დემოკრატიის სკოლაში გაიმართება სემინარი თემაზე: „ლუსტრაციის კანონი, როგორც ისტორიის გააზრება“. სემინარს წარუძღვება ისტორიკოსი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, დავით ჯიშკარიანი. ლექცია შეეხება იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არქივების გახსნილობა და ლუსტრაცია ისტორიის გააზრებისათვის. ლუსტრაცია არის ისტორიული ფენომენი და ის არ არის სისხლის სამართლებირივი დევნის საშუალება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. დასაწყისი: 14 საათზე. …
Continue reading “ლუსტრაციის კანონი, როგორც ისტორიის გააზრება – დავით ჯიშკარიანის ლექცია ბათუმში”
ბათუმი Airbnb-ის 19 ტრენდული ქალაქის ჩამონათვალში მოხვდა
Airbnb-ი თავის მომხმარებლებს 2019 წელს მოგზაურობის დასაგეგმად 19 ტრენდულ ტურისტულ ადგილს სთავაზობს, რომელთა შორის ბათუმიც მოხვდა. “საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი ადგილობრივებსა და ტურისტებს შორის მზარდი პოპულარობით სარგებლობს. ეს განპირობებულია ქალაქის ზღვისპირა მდებარეობით და მთელი წლის განმავლობაში საშუალო კლიმატით. შავი ზღვის საპორტო ქალაქი 160 000-იანი მცხოვრებით, აერთიანებს გასართობ დაწესებულებებსა და ძველ დასახლებას, რომელიც დროში გამოგზაურებთ. რეგიონი პლაჟებსა …
Continue reading “ბათუმი Airbnb-ის 19 ტრენდული ქალაქის ჩამონათვალში მოხვდა”
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 5-6 დეკემბერს, სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში – თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 12 – 17 გრადუსი ღამით: 5 – 10 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო ღამით: 0 …
Continue reading “უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში”
1 კილოგრამზე 10 თეთრი – სუბსიდია არასტანდარტულ მანდარინზე
არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდირება წელსაც მიმდინარეობს – სამეწარმო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება, აქედან სახელმწიფოს თანადაფინანსება 10 თეთრი იქნება, 10 თეთრს კი – საწარმო გადაიხდის. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შპს TCF GEORGIA მიმდინარე წლის სეზონზე 3000 ტონა არასტანდარტული მანდარინის მიღებას გეგმავს. რაც შეეხება არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხანა შპს Georgian industrial Asset Management Group-ს, სამინისტროს …
Continue reading “1 კილოგრამზე 10 თეთრი – სუბსიდია არასტანდარტულ მანდარინზე”
გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14 კმ-იან მონაკვეთს ერთობლივი საწარმო „პოლატიოლი და მაპა“ ააშენებს. გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს. აშენდება 4-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, 22 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, …
Continue reading “გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს”
„ბოსების ბოსი“ დაკავებულია – იტალიის პოლიცია იუწყება, რომ „კოზა ნოსტრას“ შეფი დააკავა
სეტიმო მინეო ოფიციალურად იუველირების მაღაზიის მენეჯერია კუნძულ სიცილიაზე მდებარე ქალაქ პალერმოში. სინამდვილეში, 80 წლის მინეო, შესაძლოა, იტალიური მაფიის, „კოზა ნოსტრას“ შეფი იყოს. მრავალთვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იტალიის პოლიცია აცხადებს, რომ „ბოსების ბოსი“ დაკავებულია. პოლიციამ სიცილიაში 40 პირი დააკავა მაფიის წევრობის ბრალდებით – მათ შორის არის „კოზა ნოსტრას“ ახალი შეფი. დაკავებულებს არაერთი ისეთი მძიმე დანაშაული ედებათ …
„ტოტალიტარიზმი და ხელოვნება“ – ლაშა ბაქრაძის ლექცია ბათუმში
7 დეკემბერს, 16:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ფილოსოფოს ლაშა ბაქრაძის საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე: „ტოტალიტარიზმი და ხელოვნება“. ლექცია გაიმართება უნივერსიტეტის 32-ე აუდიტორიაში და მასზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია. ლექცია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში იმართება.
აჭარის მთავრობა ხანძრის შედეგად დაზარალებულ 5 ოჯახს 50 000 ლარს გამოუყოფს
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარის მთავრობა სარეზერვო ფონდიდან 50 000 ლარს გამოყოფს 2018 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში აჭარაში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში ხანძრის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტში – ორი, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში სამი ოჯახი დაზარალდა, მათ შორისაა ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემის სოფელ ჭახაურში მცხოვრები ოჯახი, სადაც გაჩენილი ხანძრის დროს ორი ადამიანი დაიღუპა. ხანძრის …
Continue reading “აჭარის მთავრობა ხანძრის შედეგად დაზარალებულ 5 ოჯახს 50 000 ლარს გამოუყოფს”
დეკემბრის პირველი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 დეკემბრის 21 საათიდან 4 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი ღამით: 5 – 10 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო ღამით: 0 …
Continue reading “დეკემბრის პირველი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში”
მილიონი მყიდველი – მიშელ ობამას მემუარები გამოცემიდან ორ კვირაში წლის ბესტსელერი გახდა
მიშელ ობამას მემუარები ამერიკის შეერთებულ შტატებში წლის ბესტსელერია. არადა, ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემიდან სამი კვირაც კი არ არის გასული. ამ წიგნში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედის ცხოვრების პიკანტურ დეტალებსაც წაიკითხავთ. წიგნი 13 ნოემბერს გამოვიდა და ამ დროისთვის უკვე ერთ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. 421-გვერდიანი წიგნი შეეხება 54 წლის ქალის მუშაობას, ბავშვობას, გზას ღარიბი სამხრეთი ჩიკაგოდან …
თორნიკე რიჟვაძე: არც ერთ ჩინოვნიკს არ ეპატიება გულგრილობა
დღეს, 30 ნოემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქედაში, გასვლით სხდომაზე არჩევნების შედეგებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მთავრობამ ადეკვატური დასკვნები გააკეთა: „მთლიანად გუნდი, ხელისუფლება, მზად არის იმ გამოწვევების დასაძლევად, რომლებიც ჩვენი მოსახლეობისგან მივიღეთ გზავნილად. საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი თანაბარი პირობები სოფლად და ქალაქად. სწორედ ამიტომ, არც ერთ საჯარო მოხელეს, არც ერთ ჩინოვნიკს არ ეპატიება გულგრილობა, უყურადღებობა და პირადად …
Continue reading “თორნიკე რიჟვაძე: არც ერთ ჩინოვნიკს არ ეპატიება გულგრილობა”
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 ნოემბრის 21 საათიდან პირველი დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით – უმეტესად უნალექოდ, თუმცა დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია წვიმა, ზოგან – ძლიერი. მთაში ითოვებს. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი ღამით: …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
აჭარის მთავრობის კიდევ ერთი დახურული სხდომა ქედაში, ღვინის ქარხანაში
დღეს, 30 ნოემბერს, აჭარის მთავრობა ქედის მუნიციპალიტეტში, ტრადიციული კახური მეღვინეობის ქარხანაში შეიკრიბა სხდომის ჩასატარებლად. ადგილზე მივიდნენ ჟურნალისტებიც, თუმცა მალევე ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ამ სხდომის დახურვასაც აპირებს. ქედაში ჩასული ჟურნალისტები მხოლოდ რამდენიმე წუთით დაესწრნენ სხდომას, შემდეგ კი სხდომა დაიხურა. „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა სხდომის დახურვის შემდეგ: „გასვლითი სხდომები ხომ იმიტომ არის, რომ მეტი …
Continue reading “აჭარის მთავრობის კიდევ ერთი დახურული სხდომა ქედაში, ღვინის ქარხანაში”
ბათუმში სუპერმარკეტი გაქურდეს – წაღებულია ფული და სიგარეტი
ბათუმში, მელიქიშვილის #111-ში მდებარე სუპერმარკეტი გაქურდეს. სუპერმარკეტიდან წაღებულია ფული და სიგარეტი. არსებული ინფორმაციით, ქურდებმა სუპერმარკეტის კარი სპეციალური ხელსაწყოებით გააღეს. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილას კრიმინალისტები და პოლიცია მუშაობენ. შსს-ს ცნობით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე. მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.
როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 ნოემბრის 21 საათიდან 30 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დღისით – უმეტესად უნალექოდ, ღამით – დროგამოშვებით წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი ღამით: 5 – 10 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 5 – …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში”
ბათუმში არჩევნები სალომე ზურაბიშვილმა მოიგო
ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის მონაცემებით, ბათუმში არჩევნები სახელისუფლებო გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მოიგო. ცესკოს მონაცემებით, ბათუმში სულ ხმა მისცა 80 364-მა ამომრჩეველმა. ოლქში შესული ოქმების თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: სალომე ზურაბიშვილი – 43 630 ხმა [56 %] გრიგოლ ვაშაძე – 34 656 ხმა [44 %] ბათილად იქნა ცნობილი 2 051 ბიულეტენი. …
Continue reading “ბათუმში არჩევნები სალომე ზურაბიშვილმა მოიგო”
ბათუმის #64 უბანზე ხმა მისცა ამომრჩეველმა, რომელსაც მარკირების კვალი ჰქონდა
ბათუმის #64 უბანზე ამომრჩეველს, რომელსაც ხელზე მარკირების კვალი აღენიშნებოდა, უბანზე არ უშვებდნენ, რასაც იგი აპროტესტებდა, ირწმუნებოდა, რომ ხმა არ ჰქონდა მიცემული და ითხოვდა სხვა მეთოდით გადამოწმებას. საბოლოოდ ამომრჩეველს კომისიამ მაინც მისცა ხმის მიცემის საშუალება. აღნიშნულის შესახებ უბანზე საჩივარი არ დაწერილა.
საჩივარი ამომრჩევლის ხმის ფარულობის დარღვევის გამო
ბათუმის 59-ე უბანზე საჩივრის დაწერის მიზეზი ამომრჩევლის გაცხადებული არჩევანი გახდა. ამომრჩეველი კაბინიდან გაშლილი ბიულეტენით გამოვიდა და ბიულეტენი ყუთთან მყოფ საარჩევნო კომისიის წევრს აჩვენა. მან თქვა, რომ „ქალური სოლიდარობის გამო“ გააკეთა არჩევანი. აღნიშნულზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა. საარჩევნო უბანზე განაცხადეს, რომ ეს კანონდარღვევა არ ყოფილა და კომისიის წევრი ვერ გააკონტროლებს ამომრჩევლის ქცევას. ამომრჩევლის ხმის ფარულობა დღეს …
Continue reading “საჩივარი ამომრჩევლის ხმის ფარულობის დარღვევის გამო”
რა გახდა დამკვირვებლის გაძევების მიზეზი ბათუმის #13 საარჩევნო უბნიდან
ბათუმის #13 საარჩევნო უბნიდან ორგანიზაციის – „ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის“ დამკვირვებელი გააძევეს. ადგილზე იმყოფებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი და გამოიძახეს პოლიციაც. საბოლოოდ დამკვირვებელი საარჩევნო უბნიდან გაიყვანეს. „დამკვირვებელი ახდენდა პირადი მონაცემების გადაღება-დამუშავებას. ნაკადის მომწესრიგებელთან იდგა, ამომრჩევლების პირადობაში იხედებოდა, იღებდა ინფორმაციას და შემდეგ ტელეფონით რაღაცას ეძებდა, რაღაც სისტემაში შედიოდა. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად იმავეს აგრძელებდა, შენიშვნაც ასახულია ჟურნალში და ბოლოს …
Continue reading “რა გახდა დამკვირვებლის გაძევების მიზეზი ბათუმის #13 საარჩევნო უბნიდან”
ბათუმში საარჩევნო უბნებთან ამომრჩეველთა რიგებია [ფოტო]
დღის 12 საათისთვის ბათუმის რამდენიმე საარჩევნო უბანთან ამომრჩეველთა რიგები გაჩნდა. ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლები ელოდებიან, როდის მიეცემათ არჩევანის გაკეთების საშუალება. ცესკოს ბოლო მონაცემებით, ჯერჯერობით ამომრჩეველთა აქტივობა მეორე ტურში უფრო მიღალია, ვიდრე პირველ ტურში იყო.
თორნიკე რიჟვაძე ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ხმა ბათუმის #16 საარცევნო უბანზე მისცა. მან მედიასთან ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა: „დღეს გავაკეთე პრინციპული არჩევანი ქვეყნის ევროპული გზით განვითარების სასარგებლოდ. მინდა მოვუწოდო ამომრჩევლებს აქტიურობისკენ. დღეს ყველას ვალია დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი, რომლითაც განისაზღვრება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური აჭარაში – ყველა სიახლე [განახლებადი]
ბათუმის #17 საარჩევნო უბნიდან კომისიამ დამკვირვებელი გააძევა
ბათუმის #17 საარჩევნო უბნიდან კომისიამ ორგანიზაცია “ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის” დაკვირვებელი გააძევა. კომისიის განმარტებით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ დამკვირვებელი ხმის მისაცემად შემოსულ ამომრჩევლებს სთხოვდა სახელისა და გვარის დასახელებას და პირადობის მოწმობის ჩვენებას, რითაც, კომისიის განმარტებით, ხელს უშლიდა კომისიის მუშაობას. აქტის დაწერამდე იგი კომისიის თავმჯდომარემ გააფრთხილა, რომ მას არ ჰქონდა ამის უფლება. ადგილზე გამოიძახეს პოლიციაც, რადგან …
Continue reading “ბათუმის #17 საარჩევნო უბნიდან კომისიამ დამკვირვებელი გააძევა”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 ნოემბრის 21 საათიდან 28 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი ღამით: 5 – 10 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 5 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
რამდენად კარგად იცნობ ძველ ბათუმს? | ფოტოტესტი
ხილის ფესტივალი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში [ფოტო]
დღეს, 25 ნოემბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ხილის ფესტივალი გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ბაღის ტერიტორიაზე არსებული ციტრუსების კოლექციიდან 33 სახეობის ციტრუსი, ხეხილ-კენკროვნები, ბაღის ფიტოგეოგრაფიული განყოფილებების ეგზოტური ხილი და კაკლოვნები. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ შეეძინათ ბაღის სანერგეში გამოყვანილი ციტრუსის ნერგები. ფესტივალში მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“ და მეწარმეები, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვადასხვა სახის წვენებს, ჯემებს, მურაბებსა და მანდარინის ,,ჩიფსებს”.
ქობულეთში 240-ნომრიანი სასტუმრო აშენდება
ქობულეთში 40 მლნ ლარის საინვესტიციო ღირებულების ახალი სასტუმრო-კომპლექსი შენდება. აჭარის მთავრობის ცნობით, კომპლექსის მშენებლობას 24 ნოემბერს ჩაეყარა საფუძველი და ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე და ინვესტორი კომპანიის ხელმძღვანელი, გიორგი შერაზადიშვილი ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის ცნობით, სასტუმროში 240 ნომერი იქნება, თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო კომპლექსში განთავსდება გამაჯანსაღებელი ცენტრი, ღია და დახურული აუზი, საკონფერენციო დარბაზი, …
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 ნოემბრის 21 საათიდან 26 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი ღამით: 5 – 10 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო ღამით: 0 …
Continue reading “უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში”