გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 იანვრის 21 საათიდან 16 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ღამით – უმეტესად უნალექოდ, დღისით დროგამოშვებით იწვიმებს, მთაში მოსალოდნელია თოვა, დღის მეორე ნახევრიდან – ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში კი – ქარბუქი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-1 5მ/წმ, დღის მეორე ნახევარში – ზოგან 20-25 მ/წმ.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 7 – 12 გრადუსი
- ღამით: 1 – 6 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 0 – 5 გრადუსი
- ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, 17 იანვარს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მთაში – თოვა, ზოგან ძლიერი. 18 იანვარს კი გამოიდარებს.
_________________
მთავარ ფოტოზე: თოვლიანი დღე ბათუმში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან