„მწერლობა, როგორც პროსტიტუცია“ – შეხვედრა დავით გაბუნიასთან ბათუმში

მწერლობისა და პროსტიტუციის კავშირზე მწერალი დავით გაბუნია ისაუბრებს 21 აგვისტოს ბათუმში,  მაღაზიაში – „წიგნები ბათუმში“. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრას ლექცია-ვორქშოპის ხასიათი ექნება, მწერალი თავის დაკვირვებებსა და პრაქტიკულ რჩევებს გაუზიარებს მწერლობით დაინტერესებულებს. დასწრება თავისუფალია, თუმცა შეხვედრაზე 16 წლამდე პირები არ დაიშვებიან. მისამართი: მემედ აბაშიძის 60, მაღაზია „წიგნები ბათუმში“. დასაწყისი: 19 საათზე.  

„ზღვაზე შტორმია, არ შეხვიდეთ წყალში“ – საგანგებო სიტუაციების სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია. გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებლებს აფრთხილებენ, წყალში არ ჩავიდნენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები; არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ …

რომელი პროფესიის პედაგოგებს ეძებენ სკოლები – ახალი ვაკანსიები

სკოლები მასწავლებლების პოზიციებზე ვაკანსიების გამოცხადებას აგრძელებენ. თუ 15 აგვისტოს მასწავლებლის 109 პოზიციაზე იყო ვაკანსია გამოცხადებული, 18 აგვისტოს მდგომარეობით, სკოლებში გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობა 250-ზე მეტია. ყველაზე მეტ ვაკანსიას აცხადებს სკოლები თბილისსა და ასევე, ბათუმში. რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, სადაც უფრო მეტი ხანდაზმული პედაგოგი  მუშაობს, ვაკანსიების გამოცხადება, ჯერჯერობით, არ დაუწყიათ. რაც შეეხება ვაკანსიებს ბათუმის სკოლებში, ამ ეტაპზე კიდევ …

საქართველოს რუკის ფორმის აბრები ანწუხელიძის ქუჩაზე

ბათუმში საქართველოს რუკის მოხაზულობის ქუჩის აღმნიშვნელი აბრები გამოჩნდა. დღეს, 18 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეს, ეს აბრები ბათუმის მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ანწუხელიძის სახელობის ქუჩაზე განათავსეს. გიორგი ანწუხელიძის სახელი ამ ქუჩას 2018 წლის 15 თებერვალს მიენიჭა. ქუჩა ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის ბოლოდან აეროპორტის გზატკეცილამდე გრძელდება. გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის …

ქობულეთში ზებრაზე მანქანა ქალს და კაცს დაეჯახა, ქალი დაიღუპა

დღეს დილით, ქობულეთში, ზებრა გადასასვლელზე მსუბუქი ავტომანქანა ცოლ-ქმარს დაეჯახა.  ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, კაცი ქვედა კიდურების მოტეხილობით ქობულეთის კლინიკაშია გადაყვანილი. „ჩვენ რომ მივედით ადგილზე, ქალი გარდაცვლილი დაგვხვდა“, – გვითხრეს ქობულეთის სასწრაფოში. ქალი და კაცი ქობულეთში ისვენებდნენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო – ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა …

შაბათ-კვირის აფიშა

შაბათ-კვირა ბათუმში მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებებით არის დატვირთული. ქალაქის სხვადასხვა ნაწილში რამდენიმე ფესტივალი გაიმართება. ნახეთ აფიშა: 17-18 აგვისტო – შავი ზღვის ღვინის ფესტივალი „შავი ზღვის ღვინის საერთაშორისო ფესტივალი“ 17 დან 18 აგვისტოს ბათუმის ძველ ბულვარში ყოველდღე 12 საათზე დაიწყება და გვიან ღამემდე გაგრძელდება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება: ასამდე ღვინის მარანი, (უფასო დეგუსტაცია), ეთნოკულინარიული გამოფენა – ქართული …

„500 წლის საჯდომის სიმღერა ჯოჯოხეთიდან“ – XVI საუკუნის ტილოზე აღმოჩენილი მუსიკა

ავტორი: მარიამ მუთიძე ოკლაჰომას ქრისტიანული უნივერსიტეტის სტუდენტმა ამელია ჰამრიკმა XV-XVI საუკუნეში მოღვაწე  ნიდერლანდელი მხატვრის, ჰიერონიმუს ბოსხის ტრიპტიქზე „ტკბობის ბაღი“, აღმოჩენილი ნოტები მუსიკად აქცია. სტუდენტმა ნაწარმოებს დაარქვა – „500 წლის საჯდომის სიმღერა ჯოჯოხეთიდან/The 500-Year-Old Butt Song from hell“. ეს გადაწყვეტილება მან იქედან გამომდინარე მიიღო, რომ ნოტები, პირდაპირი მნიშვნელობით, ტილოს ერთ-ერთი პერსონაჟის საჯდომზეა გამოსახული. „ვფიქრობ, „The 500-Year-Old Butt …

ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვის შემდეგ საოკუპაციო მავთულხლართებზე კომენტარი გააკეთა

რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების გადმოწევის პროცესი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ შეაფასა, რაც მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს ბორდერიზაციის შესახებ. საოკუპაციო მავთულხლართების გადმოწევაზე რუსული მხარე რამდენიმე დღეა მუშაობს, თუმცა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს – პრემიერს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ამ დრომდე [15:30] არავითარი ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ. მამუკა ბახტაძემ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი თხოვნით დღეს …

რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე [ვიდეო]

ავტორი: ჟურნალისტიკის რესურსცენტრი მაშინ, როდესაც „რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას პროკურატურა შუამავალ სარეკლამო კომპანიასთან „საეჭვო შეთანხმების“ გაფორმებაში ედავება, რითაც, მათივე განცადებით, კერძო მაუწყებელმა 7 მილიონი ლარი იზარალა, არავინ ინტერესდება საზოგადოებრივი მაუწყებლისა და შუამავალი სარეკლამო კომპანიების გარიგებებით. მაუწყებლის, რომლის საბიუჯეტო მხარაჭერამ 50 მილიონს გადააჭარბა და რომელიც გასულ წელს, სადავო საკანონმდებლო ცვლილებებით, კომერციული დროის გაყიდვის უფლებით …

აჭარის ტელევიზიის დირექტორობა ამჯერად 8 პირს სურს – მესამე მცდელობა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის მსურველთა განცხადებების მიღება დღეს, 14 აგვისტოს, დასრულდა. ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ რიგით მესამე კონკურსი გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 19 აპრილს ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა. ამჯერად მაუწყებლის დირექტორის კონკურსში 8 კანდიდატი დარეგისტრირდა. კონკურსანტების სია: შოთა ზოიძე გიორგი კოხრეიძე ფირუზ ბოლქვაძე შოთა გურაბანიძე თინათინ ცისკარაძე მერაბ წულუკიძე ირაკლი კიკვაძე ირმა ზოიძე …

„მეტეორების წვიმა 2019“ ასტრომოყვარულების ობიექტივში [ფოტო]

ყოველი წლის აგვისტოში ასტრომოყვარულები მეტეორების წვიმას – პერსეიდებს ელოდებიან. მეტეორებს წარმოქმნის კომეტა სვიფტ-ტატლი, რომელიც 1862 წლის ივლისში 3-დღიანი ინტერვალით აღმოაჩინეს ლუის სვიფტმა და ჰორას პარნელ ტატლიმ. პერსეიდები იმიტომ ჰქვია, რომ პერსევსის თანავარსკვლავედის მიმართულებით ჩანს ცაზე. დედამიწა ყოველწლიურად კვეთს კომეტის ორბიტას და დაახლოებით ერთი თვის (ივლისი-აგვისტო) მანძილზე იმყოფება მის სარტყელში. ამის გამო დედამიწის ატმოსფეროში იჭრება მცირე …

ბათუმში მონოპიესების ფესტივალი იწყება – აფიშა

17-19 აგვისტოს ბათუმში მონოპიესების VI საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი 17 აგვისტოს, საღამოს ხუთ საათზე ბათუმის დრამატულ თეატრში გაიხსნება სპექტაკლით „ცხრაჯერ მეტი“ (ავტორი ლაშა ბუღაძე). 18:00 საათზე ნაჩვენები იქნება სპექტაკლი  „S01E06” (ავტორი – პაატა ციკოლია). 19:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ეზოში წარმოდგენილი იქნება  თამაზ ბაძაღუას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „შიზო ფრენია“. 18-19 აგვისტოს აფიშა კი ასეთია: 18 …

ექვსმა მოზარდმა ბათუმიდან, თბილისიდან და სხვა რეგიონებიდან ბახმაროს თეატრი დააზიანა

ბახმაროს თეატრის დაზიანებაში მხილებულია 6 მოზარდი – ბათუმიდან, თბილისიდან, გურიიდან და აჭარის სხვა რეგიონებიდან. მოზარდები კურორტზე დასასვენებლად იყვნენ ჩასულები. 14-15 წლის მოზარდები თეატრში შეიპარნენ და დააზიანეს შენობის კედლები. ასევე დაზიანებულია რამდენიმე სავარძელი. შს სამინისტროს ინფორმაციით, მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენის მიზნით, დანიშნულია სასაქონლო ექსპერტიზა. უწყების ცნობით, დანაშაულის ჩადენაში მხილებულნი არიან: 2003 წელს დაბადებული გ.ვ., 2005 წელს დაბადებული ა.ქ., …

ექსპერტიზამ ლიბიაში დაღუპული მეზღვაურის სხეულზე ჭრილობა და დაზიანებები აღმოაჩინა – რ2

ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაურის, დავით რაზმაძის ცხედარს, სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, დაზიანებები აღენიშნებოდა. ამის შესახებ “რუსთავი 2” ავრცელებს ინფორმაციას. ტელეკომპანიის ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი მან ექსკლუზიურად მოიპოვა. დასკვნაში წერია, რომ “გვამის შორსწასული ლპობითი ცვლილებების გამო” მეზღვაურის სიკვდილის ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია. მასში ასევე საუბარია დაზიანებებზე, ჭრილობასა და მათ მდებარეობაზე. “სხეულის ხრწნის გამო, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა სიკვდილის …

აჭარის სანაპიროზე ძლიერი ღელვაა – აკრძალვის მიუხედავად, ზღვაში მაინც ბანაობენ

ბათუმის სანაპირო ზოლში სამაშველო სამსახურს წითელი ალმები აქვს გამოფენილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია. აკრძალვის მიუხედავად, ადამიანები მაინც ბანაობენ მთელ სანაპიროზე. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა არ ფიქსირდება, მაგრამ არის ძლიერი ღელვა. შესაბამისად, აჭარის მთელ სანაპიროზე გამოფენილია წითელი ალმები. ბანაობა მხოლოდ კვარიათშია დაშვებული.

არც იფიქროთ ჩემი გირაოს ანგარიშზე თუნდაც 1 თეთრის შეტანა – გვარამია გულშემატკივრებს

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელსაც სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 40 000 ლარი გირაო შეუფარდა, თავის მეგობრებს, გულშემატკივრებსა და თანამოაზრეებს მოუწოდებს, მისი გირაოს ანგარიშზე თანხა არ შეიტანონ. ნიკა გვარამიამ მოსამართლეს სასამართლო პროცესზე განუცხადა, რომ ის გირაოს არ გადაიხდის და ამიტომ აღკვეთ ღონისძიებად გირაოს ფორმას ნუ გამოიყენებს.  „გავარკვიე, რომ გირაოს ჩარიცხვა სპეცანგარიშზე ჩემი თანხმობის გარეშეც შესაძლებელია …

ჰოლივუდის ფილმის გადაღებებისთვის საქართველოში 8 უპილოტო საჰაერო ხომალდი დარეგისტრირდა

“პროფესიული საჰაერო ფოტო და ვიდეოგადაღების წარმოების მიზნით, უცხოურმა ოპერატორმა “XM2 UK LIMITED-მა” სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, უპილოტო საჰაერო ხომალდების სავალდებულო რეგისტრაციის პროცესი გაიარა“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. სააგენტოს ცნობით, დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიის კუთვნილი უპილოტო საჰაერო ხომალდებს შორის ყველაზე დიდი გაბარიტის მქონე დრონების (3 ერთეული) მაქსიმალური ასაფრენი მასა 70 კილოგრამია. მაღალტექნოლოგიური …

პოლიციამ ბათუმში 30 წლის ქალი იარაღსა და საბრძოლო მასალაზე დააკავა

შს სამინისტროს ინფორმაციით, ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. უწყების ცნობით ბრალდებული არის 31 წლის ხ.თ, რომელიც ბათუმში პლაზასთან დააკავეს. უწყების ცნობით, „სამართალდამცველებმა ბრალდებული ქალის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს “პარაბელიუმის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 35 საბრძოლო ვაზნა, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა“. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო. ბრალის …

მუსლიმებმა ბათუმში ყურბან-ბაირამი აღნიშნეს

დღეს, 11 აგვისტოს. დილის შვიდ საათზე, ბათუმის ორ მეჩეთში მუსლიმებმა ბაირამის ლოცვა შეასრულეს. ყურბან-ბაირამის ლოცვა აღავლინეს, როგორც ორთაჯამეში, ისე ახალ მეჩეთში, რომლის მშენებლობის უფლებას უკვე წლებია ითხოვენ მუსლიმები. როგორც სამუფთო სამმართველოში გვითხრეს,  მუსლიმებისთვის ბაირამის დღესასწაულის მისალოცად დღეს ბათუმის ორთაჯამეში იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე. ყურბანის (მსხვერპლშეწირვის) ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა მუსლიმი ოჯახი საქონელს …

რა როგორი იქნება კაცობრიობის მომავალი საიბერპანკის მიხედვით 

ავტორი: მარიამ მუთიძე საიბერპანკი/კიბერპანკი არის ფანტასტიკის ქვეჟანრი და მას დღეს განმარტავენ, როგორც მიმდინარეობას, რომელიც აღწერს კაცობრიობის ცხოვრებას მომავალში, სადაც ტექნოლოგია აღწევს განვითარების პიკს, ხოლო ადამიანის ცხოვრების პირობები (ეკოლოგიური, სოციალური) პირიქით – დეგრადირდება. თავად ტერმინი კიბერნეტიკის და პანკის ნაზავია. ის პირველად ამერიკელმა მწერალმა ბრიუს ბეთკემ გამოიყენა თავისი მოთხრობის სათაურად – „საიბერპანკი“, რომელიც გამოქვეყნდა 1983 წელს. ანა …

„ღამის სერენადები 2019“ ბათუმში

ფესტივალი „ღამის სერენადები 2019“ ბათუმში 25, 27 და 28 აგვისტოს გაიმართება. საკონცერტო საღამოები ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება. „ღამი სერენადები 2019“-ის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის – ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი კამერული ანსამბლ-ორკესტრი – „ვირტუოზები საქართველოდან“. ფესტივალის მთავარი დირიჟორია ვახტანგ მაჭავარიანი. ფესტივალში ასევე მონაწილეობენ ნინო …

ვიმღერებ მანამ, სანამ ღმერთი თავის ხმას მჩუქნის – გიორგი გაგნიძე

ავტორი: ირმა ინარიძე ფოტო: გია გოგატიშვილი 9 აგვისტოს ქართველ ბარიტონ გიორგი გაგნიძეს 49 წელი უსრულდება. მართალია, ეს მრგვალი თარიღი არ არის, მაგრამ მაინც გვსურს მივულოცოთ უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილ მომღერალს დაბადების დღე და ვუსურვოთ წარმატება, მიუხედავად იმისა, რომ მას აღიარება  ნამდვილად არ აკლია. არ ვაპირებთ გიამბოთ მისი ბიოგრაფიის ან მთლიანი რეპერტუარის შესახებ. ამჯერად თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ …

როგორ ცხოვრობენ სახლებში, რომელთა შორის რკინიგზის ლიანდაგი გადის

ავტორი: მარიამ მუთიძე ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩის 2 ნომერში, ადამიანები მატარებლის ლიანდაგისგან ერთი ხელის გაწვდენაზე ცხოვრობენ. დასახლება ბარაკების ტიპისაა და ბაზრის მახლობლადაა განლაგებული.  ნათელა გურგენიძე 30 წელზე მეტია, რაც იქ ცხოვრობს. ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამ მაშინ მოუსწრო, როცა ბინის რიგში იყო.  “ამ ტერიტორიაზე მაშინ რკინიგზელების კლუბი იყო, მერე ერთ-ერთი ოთახი განთავისუფლდა და მაშინ გადმოვედი. მარტოხელა …

“Switzerland-საქართველო” – ორი ქვეყნის მსგავსი ადგილების ფოტოგამოფენა ბათუმში

10 აგვისტოს ბათუმის ბულვარში შვეიცარიის საელჩო მართავს გამოფენას სახელწოდებით “Switzerland-საქართველო”. “გამოფენაზე ფოტოების სახით წარმოდგენილი იქნება ჩვენ მიერ აღმოჩენილი და დანახული შვეიცარიისა და საქართველოს მსგავსება და საერთო ნიშან-თვისება,” – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოფენა ბათუმის ბულვარში, კოლონადების წინ, 16:00 საათზე დაიწყება.  

ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია – აგვისტოს პირველი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1 აგვისტოს 21 საათიდან  2 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან კი ზოგან მოსალოდნელია ელჭექის ხასიათის ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 19 – 24 …

მაჭახელას ეროვნულ პარკში შველი გაუშვეს [ფოტო]

31 ივლისს აჭარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შველი გაუშვეს. „როგორც ვიცი, ეს შველი ძაღლების მიერ იყო გამოდევნილი სოფელ თხილნარის ტერიტორიიდან, სადაც ადგილობრივები დაუკავშირდნენ ზედამხედველობის სამსახურს და შემდგომ მოხდა დაცულ ტერიტორიებზე გაშვება“ – გვითხრა გიორგი ქურიძემ, მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორმა. ბუნებაში შვლის დაბრუნების შემთხვევები ყოველწლიურად ხდება. ტყის განაპირა სოფლებში შველი ხშირად მონადირე ძაღლებს …

ყალბი 500-ევროიანი კუპიურების გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა და შიდა ქართლის რეგიონში გაასაღა 6 ცალი ყალბი 500-ევროიანი კუპიურა, საერთო ჯამში 3 000 ევროს ოდენობით.  უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით …

„დღემდე მაქვს იმედი, რომ ჰოგვორთსიდან წერილს მივიღებ“ – ჰარი პოტერის დაბადების დღე

ავტორი: მარიამ მუთიძე  დღეს, 31 ივლისს ჯოან როულინგის დაბადების დღეა, ავტორის, რომელმაც მილიონობით მკითხველს გაუღო მაგიის სამყაროს კარები. მისი მთავარი გმირის, ჰარი პოტერის დაბადების დღეც 31 ივლისსაა და ამიტომაც, ეს დღე ორმაგი მნიშვნელობისაა „პოტერჰედებისთვის“. „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ 1997 წელს დაიბეჭდა, 20 წლის თავზე კი ლონდონში, ბრიტანეთის ეროვნულმა მუზეუმმა უმასპინძლა მასშტაბურ გამოფენას –  „მაგიის …

რივიერაზე მშენებლობა საშიშია – პრემიერს და გარემოს მინისტრს გზშ-ს მოთხოვნით მიმართეს

ბათუმი რივიერაზე ცათამჯენების მშენებლობის რისკების შესახებ საზოგადოება „ბათომი“, მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ და „მწვანე ალტერნატივა“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიმართავენ. განცხადების ავტორები მოითხოვენ, კონცხზე დაგეგმილი მშენებლობიდან გამომდინარე სავარაუდო რისკებისა და კატასტროფის თავიდან ასარიდებლად, აუცილებლად ჩატარდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რის მომზადებაც  მშენებელი კომპანიისთვის სახელმწიფოს ამ დრომდე არ დაუვალებია. განცხადების შინაარს …

მურა დათვი მაჭახელას ეროვნულ პარკში

მაჭახელას ეროვნულ პარკში ფოტოხაფანგმა მურა დათვი დააფიქსირა. მურა დათვი საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი. მისი დატყვევება აკრძალულია და ისჯება კანონით.

სუს: აღსრულების პოლიციის ოფიცრისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის მიცემის ფაქტზე მოქალაქე შალვა თ. დააკავეს. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ შალვა თ-მ საცხოვრებელი ბინიდან მობინადრეთა გამოსახლების პროცესის დაჩქარების სანაცვლოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის ოფიცერს ქრთამის სახით 500 აშშ დოლარი შესთავაზა, ხოლო 300 აშშ დოლარი წინასწარ გადასცა. გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს …

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: ლარი არის, ასე ვთქვათ, თავისუფალი თინეიჯერი

ნიკოლოზ ალავიძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: „ლარი არის თავისუფალი, ასე ვთქვათ თინეიჯერი, რომელსაც თვითონ არეგულირებს ბაზარი დამოუკიდებლად. რა თქმა უნდა, მასზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს. იყო, რა თქმა უნდა, მძიმე პოლიტიკური განცხადებები, იყო სამეზობლოში განვითარებული მოვლენები, როცა ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები, ეს არის თურქეთი, რუსეთი და ორივე ქვეყანაში მიმდინარეობს გარკვეული ეკონომიკური პროცესები. რა თქმა უნდა ეს აისახება ლარზე. …

შსს: შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის პასუხისგებაში 144 პირი იქნა მიცემული

შს სამინისტროს ცნობით, 2019 წლის 6 თვეში შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის პასუხისგებაში იქნა მიცემული 144 პირი, რაც ორდერების დარღვევის 3%-იან მაჩვენებელს შეადგენს. ხოლო 2018 წელს დაფიქსირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის 6%-იანი მაჩვენებელი. შემაკავებელი ორდერის დარღვევის პირველივე შემთხვევა ისჯება სისხლის სამართლის წესით, ნაცვლად ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა. 2019 წლის 6 თვეში (იანვარი-ივნისი) ჯამში გამოიცა 5399 შემაკავებელი ორდერი, ხოლო 2018 წლის 6 …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 ივლისის  21 საათიდან 31 ივლისის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 17 – 22 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 18 – 23 გრადუსი  ღამით: 7– 12 გრადუსი  …

ძველი ბათუმის ცათამბჯენების გარეშე – 29 ივლისს ბათუმში აქცია იგეგმება

29 ივლისს, ორშაბათს, საღამოს 7 საათზე, მემედ აბაშიძის ქუჩის დასაწყისში, დრამატული თეატრის უკან, ბათუმის ისტორიულ ნაწილში, ცათამბჯენების აგების მოწინააღმდეგეები შეიკრიბებიან. აქცია – „ძველი ბათუმი ცათამბჯენების გარეშე“ ბათუმის კონცხზე ხუთი მაღლივი შენობის აგების წინააღმდეგაა მიმართული. „მერიამ ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობის პროცედურა დაიწყო. უგულებელყო ბათუმელების მოთხოვნა – შეენარჩუნებინა ქალაქისთვის ერთადერთი გადარჩენილი სივრცე. არ გაითვალისწინა მეცნიერული კვლევა ისტორიული …

ბათუმის ბულვარში C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის უფასო სკრინინგი მიმდინარეობს

დღეს, 28 ივლისს, ჰეპატიტების მსოფლიო დღე აღნიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, დღეს, დილიდან ბათუმის ბულვარში C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის უფასო ინტეგრირებული სკრინინგი მიმდინარეობს.  სკრინინგი დღის ორ საათამდე გაგრძელდება. მსურველებს შეუძლიათ საცრებათა პარკში, „ეშმაკის ბორბალთან“ მივიდნენ, სადაც დგას სპეცმანქანა. სკრინინგის გავლის მსურველს თან უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობა. სკრინინგი აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული …

Exit mobile version