შს სამინისტროს ცნობით, თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 2 პირი – 2001 წელს დაბადებული ი.ბ. და 1987 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს. პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა თბილისში, ი.ბ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 60 აბი „სუბუტექსი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, შსს-ს ცნობით, პოლიციამ დააკავა 1987 წელს დაბადებული გ.ბ., რომლის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული …
Author Archives: ბათუმელები
ბათუმში უნალექო დღეებია მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 ივლისის 21 საათიდან 29 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 17 – 22 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 7– 12 გრადუსი ზღვის …
Continue reading “ბათუმში უნალექო დღეებია მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი”
ბახმარო დღეს [ფოტო]
პოლიციამ აჭარაში ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ამოიღო, დაკავებულია 2 პირი
შს სამინისტროს ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული მ.დ. და 1975 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციამ პოლიციამ, მ.დ.-ს პირადი და მისი მართვის არსებული ავტომობილის ჩხრეკისას, პისტოლეტი, მჭიდი და 20 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო; რ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია რევოლვერის სისტემის პისტოლეტი და 17 საბრძოლო ვაზნა. გამოძიება …
Continue reading “პოლიციამ აჭარაში ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ამოიღო, დაკავებულია 2 პირი”
გართობა და უფასო ნაყინი – ახალ ბულვარში კვირას განახლებული საბავშვო მოედანი გაიხსნება
კვირას, 28 ივლისს, 12:00 საათზე, ახალ ბულვარში განახლებული საბავშვო მოედანი გაიხსნება. „ბათუმის ბულვარის“ ცნობით, კვირას, მოედნის გახსნის ცერემონიაზე ბავშვებს სხვადასხვა გასართობი აქტივობა ელით: ხატვა, ბოულინგი, რგოლების სროლა, შეჯიბრებების მრავალი სახეობა. ზღაპრული გმირებისა და ანიმატორების სპეციალური გასართობი პროგრამა ბავშვებს ბევრ სხვა სიურპრიზს შესთავაზებს, მათ შორის უფასო ნაყინებს. „ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, ახალი ბულვარის საბავშვო კუთხეში სრული სარეაბილიტაციო …
ხაზარაძე: ქვეყანას მართავს დირიჟორი, რომელსაც ჰყავს ძალიან ცუდი შემსრულებლები
მამუკა ხაზარაძე, თიბისი ბანკის დამფუძნებელი: „ჩვენ ქვეყანა არა გვაქვს, ინსტიტუციები მოშლილი გვაქვს, აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუციები არის თავიდან ასაშენებელი. ძალიან მიხარია ის გადაწყვეტილება, რაც ერთი კვირის წინ გამოვაცხადე – საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება. ის იქნება ფართომასშტაბიანი მოძრაობა, აქ იქნება ის ძალა, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის, ვინც ებრძვის ოკუპაციას და ვისაც უნდა საქართველო შედგეს წარმატებულ ქვეყნად. დღეს ჩვენ ვართ …
Continue reading “ხაზარაძე: ქვეყანას მართავს დირიჟორი, რომელსაც ჰყავს ძალიან ცუდი შემსრულებლები”
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 ივლისის 21 საათიდან 27 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 17 – 22 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 7– 12 გრადუსი …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ყვავილების ფესტივალი გაიმართება
შაბათს, 27 ივლისს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზედა პარკში „ყვავილების ფესტივალი“ გაიმართება. ფესტივალი 13:00 საათზე დაიწყება. ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობენ რეგიონის ცნობილი სანერგე მეურნეობები, ფიზიკური პირები, ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური, „ევრო ეზო“, ყვავილების სალონი „მარიანა“ და „ჯეაპეიზაჟგორგია“. ფესტივალზე დამთვალიერებელს საშუალება ექნება შეიძინოს როგორც მოყვავილე, ისე დეკორატიული მცენარეები. ბოტანიკური ბაღის ცნობით, ფესტივალზე მოსახვედრად უახლესი …
Continue reading “ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ყვავილების ფესტივალი გაიმართება”
შვლები მაჭახელას ეროვნული პარკიდან [ფოტო]
მაჭახელას ეროვნულ პარკში ფოტოხაფანგმა შვლები დააფიქსირა. მაჭახელას ეროვნულ პარკში ბინადრობენ წითელი ნუსხით დაცული ცხოველები: მურა დათვი, არჩვი და ფოცხვერი. პარკში რამდენიმე ფოტოხაფანგია. ვრცლად ამ თემაზე: სად მივყავართ მაჭახელას ეროვნული პარკის ბილიკებს
წვიმიანი ამინდი ბათუმში ივლისის ბოლომდე შენარჩუნდება – ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 ივლისის 21 საათიდან 26 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ღამით – ყველგან, დღისით კი ზოგან იწვიმებს. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 23 – 28 გრადუსი ღამით: 17 – 22 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 15 – 20 …
Continue reading “წვიმიანი ამინდი ბათუმში ივლისის ბოლომდე შენარჩუნდება – ამინდის პროგნოზი”
„აჭარის ტურისტული განვითარების სტრატეგია მზადაა“ – ტურიზმის დეპარტამენტის პასუხი ენმ-ს
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგს ეხმაურება, რომელიც დღეს, 24 ივლისს, გაიმართა. ბრიფინგზე აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური პარტიის დეპუტატებმა მთავრობის ტურიზმის პოლიტიკა გააკრიტიკეს და აჭარის მთავრობას ტურიზმის განვითარების ხუთპუნქტიანი გეგმა შესთავაზეს. „აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ბოლო წლებია სწორედ ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით ვმუშაობთ და ამ შემთხვევაში რეგიონში რეკლამირება აქტიურად მიმდინარეობს როგორც ტრადიციულ, ისე ახალ …
ლარი დღეს დოლართან მიმართებაში 4 თეთრით გაუფასურდა
გუშინ ბათუმის ქუჩებში ვალუტის პუნქტებთან დამონტაჟებულ ელექტრონულ ტაბლოზე 1 დოლარის ყიდვა 2.88 ლარად იყო შესაძლებელი. ზოგიერთ პუნქტთან ფიქსირდებოდა 2.89 ლარიც. დღეს, 24 ივლისს, ლარის კურსმა აქამდე არსებული ყველა უარყოფითი რეკორდი მოხსნა – ამ დროისთვის [15:00] 1 დოლარის ყიდვისთვის 2.92 ლარი დაგჭირდებათ. ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც – დღეს [დრო იგივე] 1 ევროს ყიდვა 3.25 ლარად არის …
Continue reading “ლარი დღეს დოლართან მიმართებაში 4 თეთრით გაუფასურდა”
წიგნი „კავკასია“, ლუდი – „ალუდა“ და „ქალაუ“ – რა ხდება დღეს ჰამბურგის ქართულ ფესტივალზე
გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 19 ივლისს დაიწყო და 28 ივლისამდე გაგრძელდება ფესტივალი – „ქოლგა თბილისი – ფოტოფესტივალი“. გერმანიაში მცხოვრები ქართველი ხელოვანი თეონა გოგიჩაიშვილი, რომელიც უკვე 8 წელია ამ ფოტოფესტივალის თანაორგანიზატორი და კურატორია, გვიყვება, რომ დღეს ფესტივალის ფარგლებში მოუსმინეს საქართველოდან ჩასულ ფოლკლორის შემსრულებლებს. დღესვე ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე ხალისიანი და ხმაურიანი ნაწილი ქართული სამზარეულოს საუკეთესო კერძების დაგემოვნება იყო. თეონა …
საქველმოქმედო კამპანია 6-შვილიანი დედის დასახმარებლად
სტატია 32 წლის ქალზე, რომელიც ნაქირავებ ბინაში, სიღარიბეში ზრდის 6 შვილს, batumelebi.ge-ზე 22 ივლისს გამოქვეყნდა. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ჩართულობით მიმდინარეობს საქველმოქმედო კამპანია ოჯახის დასახმარებლად. მოხალისეებმა საყოფაცხოვრებო ნივთები და სათამაშოები შეაგროვეს, კომპანიებმა – „მარდი ჰოლდინგმა“ და „ანბანის კოშკმა“ კი ოჯახს პროდუქტი და ტკბილეული შეუძინეს. საქველმოქმედო კამპანია გრძელდება. თუ გსურთ, დაეხმაროთ ოჯახს, სადაც ბავშვები იძულებულნი არიან იატაკზე დაიძინონ …
Continue reading “საქველმოქმედო კამპანია 6-შვილიანი დედის დასახმარებლად”
დღეს ბათუმში თამარის დასახლებას წყლის მიწოდება შეუწყდება
შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 23 ივლისს, თამარის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს 15-დან 22 საათამდე შეეზღუდებათ წყლის მიწოდება. კომპანიის განმარტებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ქსელზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
სკოლები, რომლებმაც პირველკლასელები ვერ მიიღეს
საქართველოში 2019-2020 სასწავლო წელს დაახლოებით ასი სოფლისა და ერთი ქალაქის საჯარო სკოლებს პირველკლასელი არ ეყოლებათ. ამ ჩამონათვალში მოხვდა აჭარის მუნიციპალიტეტების 19 სოფელიც. აჭარის მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე მეტი – შუახევის ათი სოფლის სკოლებს არ ეყოლებათ წელს პირველკლასელი მოსწავლე. შუახევის რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით, გასულ წელს მხოლოდ 4 სკოლაში არ ჰყავდათ პირველკლასელი. წელს ასეთი სკოლების რიცხვი 10-მდე გაიზარდა. ედუარდ …
Continue reading “სკოლები, რომლებმაც პირველკლასელები ვერ მიიღეს”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 ივლისის 21 საათიდან 24 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 23 – 28 გრადუსი ღამით: 17 – 22 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 7– 12 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
ზაფხულში ცხელი წყლის დალევა უფრო აგრილებს – დაავადებათა კონტროლის ცენტრი
ზაფხულის ცხელ დღეებში ცივი წყლის ნაცვლად ცხელი წყლის დალევა სჯობს, ბევრი ყავის და კოფეინის შემცველი სხვა სასმელების მიღებისაგან კი უმჯობესია თავი შევიკავოთ – რეკომენდაციები ზაფხულის კვებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა. ზაფხულის ცხელ დღეებში ორგანიზმის მოთხოვნილება სითხეზე მკვეთრად იზრდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, ასეთ დროს უკეთესია თითო ჯერზე …
Continue reading “ზაფხულში ცხელი წყლის დალევა უფრო აგრილებს – დაავადებათა კონტროლის ცენტრი”
ღრუბელი და ხანმოკლე წვიმა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 ივლისის 21 საათიდან 22 ივლისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 23 – 28 გრადუსი ღამით: 17 – 22 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 7– 12 გრადუსი ზღვის წყლის …
Continue reading “ღრუბელი და ხანმოკლე წვიმა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში”
რა ისტორიას ინახავს ბათუმის რივიერა, სადაც 5 ცათამბჯენის აშენება იგეგმება
ბათუმის რივიერაზე 5 ცათამბჯენის მშენებლობის წინააღმდეგ დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს რეჟისორმა შოთა გუჯაბიძემ მიმართა. მას მიაჩნია, რომ გარდა ეკოლოგიური პრობლემებისა, ეს მშენებლობა ქალაქის ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდს საბოლოოდ წაშლის. შოთა გუჯაბიძე: „მას შემდეგ, რაც კი არსებობს ცნება – ისტორიული ზონა, ეს ადგილი ყოველთვის არის ისტორიულ ზონაში. ისტორიული ზონა ნიშნავს იმას, რომ ამ ზონაში …
Continue reading “რა ისტორიას ინახავს ბათუმის რივიერა, სადაც 5 ცათამბჯენის აშენება იგეგმება”
“რივიერა ცათამბჯენების გარეშე” – საპროტესტო აქცია ბათუმში [ფოტო]
„არა ბათუმის ჩაბეტონებას! დაიცავი ძველი ბათუმი! ბათუმი ცათამბჯენების წინააღმდეგია!“ – ამ წუთებში ბათუმის რივიერაზე ამ ადგილას 5 კოშკის აშენების მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა უკვე გააჟღერეს შემდეგი მოთხოვნები: „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მოვითხოვთ: შეჩერდეს პროექტის „რივირას“ საქმისწარმოება, რომელიც ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს. მოგიწოდებთ, გაითვალსიწინოთ ეკოლოგიური საფრთხეები, რომლის შესახებ საუბარია 2013 წლის გაკეთებულ სამთავრობო დოკუმენტში, …
Continue reading ““რივიერა ცათამბჯენების გარეშე” – საპროტესტო აქცია ბათუმში [ფოტო]”
ბათუმში ავარიის შედეგად მიკროავტობუსი გადაბრუნდა – არიან დაშავებულები [ფოტო]
ბათუმში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად მიკროავტობუსი გადაბრუნდა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ მათგანს კიდურის მოტეხილობა აღენიშნება, მეორე – გულკერდის დაჟეჟილობა, მესამეს – ჭრილობა ფეხზე, მეოთხეს კი – ჭრილობა თავზე. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავარიაში სამი ავტომობილი მონაწილეობდა. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის …
Continue reading “ბათუმში ავარიის შედეგად მიკროავტობუსი გადაბრუნდა – არიან დაშავებულები [ფოტო]”
ძროხა ბათუმის სკვერში – მეპატრონე 20 ლარით დაჯარიმდა [ფოტო]
„სანდასუფთავებამ“ ბათუმში მოქალაქე დააჯარიმა, რომლის ძროხა ყინულის სასახლის მიმდებარე სკვერში ძოვდა ბალახს. ჯარიმა ქალაქის ტერიტორიაზე მსხვილფეხა პირუტყვის უმეთვალყუროდ დატოვების გამო 20 ლარია.
ბარათი 10 ლარად, რომლითაც აჭარაში 40%-მდე ფასდაკლებას მიიღებთ ტურისტულ ობიექტებში
Batumi Discount Card – ასე ეწოდება ფასდაკლების ბარათს, რომლის ათ ლარად შეძენის შემთხვევაში, აჭარაში მდებარე 52 ტურისტულ ობიექტში 40-პროცენტამდე ფასდაკლებას მიიღებთ. მათ შორისაა ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმველო, იახტკლუბი, კინოთეატრი „აპოლო“, გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმი და კვებისა და განთავსების სხვადასხვა ობიექტი. Batumi Discount Card-ის პრეზენტაცია გიდებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის ტურიზმის დეპარტამენტში დღეს გაიმართა. „ბარათში შევძელით თავი მოგვეყარა 50-ზე მეტი …
Continue reading “ბარათი 10 ლარად, რომლითაც აჭარაში 40%-მდე ფასდაკლებას მიიღებთ ტურისტულ ობიექტებში”
„ზამთარი გადატანილია“ – გურამ წიბახაშვილის ფოტოგამოფენა ბათუმში
შაბათს, 20 ივლისს, 19 საათზე, ბათუმში, „თიბისი გალერეაში“, გურამ წიბახაშვილის გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია – „ზამთარი გადატანილია“ გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები 90-იანი წლების საქართველოს ასახავს. ამავე სახელწოდების წიგნი გურამ წიბახაშვილის 250-მდე ფოტოს, მის ისტორიებს და ანა კორძაია-სამადაშვილის ესეებს აერთიანებს. წიგნი გამომცემლობა „ინდიგოსთან“ თანამშრომლობით შეიქმნა. მისამართი: ბათუმი, ზუბალაშვილის 37. „თიბისი გალერეა“.
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 ივლისის 21 საათიდან 20 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით კი – უმეტესად უნალექოდ, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 17 – 22 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 18 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
პატრულის თანამშრომლები ახალი უნიფორმით
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ახალი დიზაინის უნიფორმებით იმუშავებენ. „თანამედროვე დიზაინის ახალი ფორმა და ფეხსაცმელი სპეციალურად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის არის შექმნილი, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებს და დამზადებულია მაღალხარისხიანი მასალისგან. გარდა ამისა, ახალი უნიფორმა მაქსიმალურად მორგებულია პატრულ-ინსპექტორთა ყოველდღიურ საჭიროებასა და მათ ფუნქცია-მოვალეობებზე“, – აცხადებენ შსს-ში.
აბიტურიენტისგან ქრთამის აღების ბრალდებით სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გია ო. და მოქალაქე ლილი ჯ. დააკავეს. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელმა გია ო-მ, ლილი ჯ-ს დახმარებით, ამავე უნივერსიტეტში აბიტურიენტის …
აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 100 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1121 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 93 – სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 447 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით – 88, იმერეთში – 119, გურიაში – …
Continue reading “აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 100 ფაქტი გამოავლინეს”
დააკავეს კომპანიის დირექტორი, რომლის მშენებლობაზეც 16 წლის ბიჭი დაიღუპა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, სამშენებლო კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტის“ დირექტორი, 1969 წელს დაბადებული შ.ბ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი” თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე წლის 16 …
Continue reading “დააკავეს კომპანიის დირექტორი, რომლის მშენებლობაზეც 16 წლის ბიჭი დაიღუპა”
გვარამია: კონტრაქტის დარღვევის გამო ავიღებ 5 მილიონ დოლარს
„რუსთავი 2“-ის დირექტორად ნიკა გვარამიას ნაცვლად უკვე დანიშნეს პაატა სალია, არხის ახალი დირექტორი დღეიდან, 18 ივლისიდან სწორედ ის იქნება. ახლახან [18:52] სალიამ განაცხადა, რომ დღესვე აპირებს არხზე მისვლას, მიუხედავად თანამშრომლების პროტესტისა. პაატა სალია ადვოკატია. ქიბარ ხალვაშს – არხის დღევანდელ მფლობელს, მიმდინარე დავის დროს სწორედ ის უწევდა სამართლებრივ მომსახურებას. ნიკა გვარამია ამბობს, რომ ის აუცილებლად წამოიწყებს …
Continue reading “გვარამია: კონტრაქტის დარღვევის გამო ავიღებ 5 მილიონ დოლარს”
რეესტრმა „რუსთავი 2“-ის მფლობელად ქიბარ ხალვაში დაარეგისტრირა
საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ქიბარ ხალვაშის წარმომადგენლის, პაატა სალიას განცხადება რ2-ის მფლობელების შეცვლასთან დაკავშირებით. ამჟამად საჯარო რეესტრის მიხედვით, რ2-ის 100-პროცენტიან წილს ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია პანორამა ფლობენ. ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ საჯარო რეესტრს მიმართა დღეს, 18 ივლისს, რათა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებები დაარეგისტრიროს. განცხადების თანახმად შესაცვლელი რეკვიზიტებია: პარტნიორის ცვლილება წილის ცვლილება …
Continue reading “რეესტრმა „რუსთავი 2“-ის მფლობელად ქიბარ ხალვაში დაარეგისტრირა”
“ერთ ქურდს წაართმევენ და მეორე ქურდს მიაკუთვნებენ” – ხიდაშელი რ2-ის შესახებ
თინათინ ხიდაშელი, პოლიტიკოსი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი: “ქარს დათესავ? ქარიშხალს მოიმკი და ის ქარიშხალი შენვე წაგლეკავს. ვაზაგაშვილის საქმეზე დღევანდელი გადაწყვეტილება გირგვლიანის საქმის მსგავსად მორიგი ლოდია სააკაშვილის პოლიტიკურ საფლავზე. სამწუხაროდ, ყველამ ვერ იპოვა სამართალი ჯერ და მათ შორის რუსთავი 2-ის ნამდვილი მესაკუთრეებიც არიან. David Dvali ურემი ნელა დადის, მაგრამ აუცილებლად მოვა შენამდე. იმედია, ახლა ევროსასამართლოს გმობის, ბიძინამ …
Continue reading ““ერთ ქურდს წაართმევენ და მეორე ქურდს მიაკუთვნებენ” – ხიდაშელი რ2-ის შესახებ”
ქიბარ ხალვაში: არ ვაპირებ შევეხო რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკას
„რუსთავი 2“-ის საქმეზე დღეს ევროსასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საბოლოო წერტილი დაუსვა ჩემს მრავალწლიან დავას სამართლიანობის აღდგენისათვის და დაადასტურა, რომ 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერი იყო. დღეს აღარ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ტელეკომპანია …
Continue reading “ქიბარ ხალვაში: არ ვაპირებ შევეხო რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკას”
რ2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა და დროებითი ღონისძიება გააუქმა
18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლის დარღვევა. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება. რა გადაწყვიტა …
Continue reading “რ2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა და დროებითი ღონისძიება გააუქმა”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 ივლისის 21 საათიდან 19 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა და ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 17 – 22 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 17 – 22 გრადუსი ღამით: 7– 12 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”