მთავარი,სიახლეები

ბათუმში მონოპიესების ფესტივალი იწყება – აფიშა

14.08.2019
ბათუმში მონოპიესების ფესტივალი იწყება – აფიშა

17-19 აგვისტოს ბათუმში მონოპიესების VI საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი 17 აგვისტოს, საღამოს ხუთ საათზე ბათუმის დრამატულ თეატრში გაიხსნება სპექტაკლით „ცხრაჯერ მეტი“ (ავტორი ლაშა ბუღაძე). 18:00 საათზე ნაჩვენები იქნება სპექტაკლი  „S01E06” (ავტორი – პაატა ციკოლია).

19:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ეზოში წარმოდგენილი იქნება  თამაზ ბაძაღუას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „შიზო ფრენია“.

18-19 აგვისტოს აფიშა კი ასეთია:

18 აგვისტო

17:00 საათი – „შეჭრა“
(ავტორი – კიტა ცხომაია)
ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის დრამატული თეატრი

18:00 საათი – „ბრიფინგი“
(ავტორი – გუგა მგელაძე)
ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის დრამატული თეატრი

19:00 საათი – „სიბნელე“
(ავტორი-ნატალია ბლოკი)
ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის დრამატული თეატრი

19 აგვისტო

17:00 საათი – „ცარიელი ფურცელი“
(ავტორი – ტატო ჩანგელია)
ახალი სცენა

18:00 საათი – „შეშლილი ნიცშე“
(ავტორი – ვალერი ოთხოზორია)
ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის დრამატული თეატრი

19:00 საათი – „ქაღალდის თამრო“
(ავტორი – მეგი კობალაძე)
ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის დრამატული თეატრი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.