ბახმაროს თეატრის დაზიანებაში მხილებულია 6 მოზარდი – ბათუმიდან, თბილისიდან, გურიიდან და აჭარის სხვა რეგიონებიდან. მოზარდები კურორტზე დასასვენებლად იყვნენ ჩასულები. 14-15 წლის მოზარდები თეატრში შეიპარნენ და დააზიანეს შენობის კედლები. ასევე დაზიანებულია რამდენიმე სავარძელი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენის მიზნით, დანიშნულია სასაქონლო ექსპერტიზა.
უწყების ცნობით, დანაშაულის ჩადენაში მხილებულნი არიან: 2003 წელს დაბადებული გ.ვ., 2005 წელს დაბადებული ა.ქ., 2004 წელს დაბადებული რ.დ., 2005 წელს დაბადებული მ.ხ. 2005 წელს დაბადებული ა.კ. და 2004 წელს დაბადებული ს.ჩ.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეს გურიის პოლიცია იძიებს.