უნდა აშენდეს თუ არა ცათამბჯენები ბათუმის რივიერაზე? [გამოკითხვა]

როგორ ფიქრობთ, უნდა აშენდეს თუ არა ხუთი ცათამბჯენი ბათუმის კონცხზე, ე.წ. რივიერაზე? გაიგე მეტი ამ თემაზე: რა უნდა აშენდეს ბათუმში „რივიერაზე“ „ბათუმელების“ გამოკითხვა 14 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობა ანონიმურია. შეგახსენებთ, გამოკითხვა არ არის რეპრეზენტატიული. უნდა აშენდეს თუ არა ცათამბჯენები ბათუმის რივიერაზე

აჭარის ტელევიზია ივანიშვილის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფაზე განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო განცხადებას ავრცელებს მმართველი პარტიის -„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მაუწყებლის ჟურნალისტის, თეონა თურმანიძის შეურაცხყოფაზე. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „დღეს პარტიის – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო “ჰილტონში” გამართულ ბრიფინგზე აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის პროფესიულ აქტიურობას “უზრდელობა” უწოდა, ხოლო აჭარის ტელევიზია და რადიო …

ივანიშვილი: სექტემბრიდან ხალხთან მეტი კომუნიკაცია გვექნება

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ სექტემბრიდან კიდევ უფრო მეტი კომუნიკაცია ექნებათ ხალხთან. ბათუმში მყოფ ივანიშვილს ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება საყვირების ხმის ფონზე უწევდა. სასტუმრო „ჰილტონის“ ჰოლში შედიოდა იმ ადამიანების ხმები, რომლებიც გახარიას გადადგომას ითხოვდნენ და ივანიშვილის პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან: ივანიშვილმა თავისი პარტიის მომავალ გეგმებზე საუბრის ჭრილში თქვა: „დაფუძნდა აჭარის პარტიული რეგიონული ორგანიზაცია, რომლის თავმჯდომარედაც წარვადგინეთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე …

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ რივიერას მშენებლობას ნაციონალებისგან მართული ადამიანები აპროტესტებენ

ბათუმში მყოფ ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტებმა ბათუმში, რივიერაზე დაგეგმილი 5 კოშკის მშენებლობაზე ჰკითხეს. ივანიშვილს მიაჩნია, რომ ქალაქში არსებული საპროტესო განწყობა, რაც ამ მშენებლობას უკავშირდება, „ნაციონალური მოძრაობისგან“ არის მართული: „აბა, ნახეთ პანორამაზე რა დღეში იყვნენ, უნიკალურ პროექტს ვაკეთებ მე თბილისში, არარენტაბელურს. რა დღეში იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და რა დღეში იყვნენ მათგან მართული ენჯეოები. მათ უნდათ, რომ …

„ვიცი ვაშინგტონისა და ევროპის პოზიცია“ – ივანიშვილი გახარიას გადადგომაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს ბათუმში იმყოფება. ის პარტიულ აქტივთან სასტუმრო „ჰილტონში“ შეხვედრას მართავდა. ჟურნალისტებმა მას გიორგი გახარიას გადადგომაზე ჰკითხეს. „ოპოზიციური პარტიები 21 ივნისიდან გახარიას გადადგომას ითხოვენ, არც ვაშინგტონიდან არც ევროპიდან, ვინც ნახა ეს კადრები, არავის კითხვები არ ჰქონია ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე. როცა მეორე დღესვე ითხოვენ ამას, ყველაფერი ნათელია. სწორად იყო ძალა გამოყენებული. ლეგიტიმურობაზე კითხვები რომ ყოფილიყო, …

აჭარაში 10 000 დოლარის ყალბი კუპიურები ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანეს და აჭარის რეგიონში გაასაღეს ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები. უწყების ინფორმაციით, გატარებული …

გრილი დღეები და ხანმოკლე წვიმა ღამით – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 ივლისის 21 საათიდან 17 ივლისის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 23 – 28 გრადუსი ღამით: 17 – 22 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 17 …

გველის ნაკბენი – როგორ უნდა დავეხმაროთ ადამიანს

მსოფლიოში გველის 600-მდე  სახეობაა, რომელთა 70% შხამიანია. საქართველოში გველგესლას გვარის 4 სახეობის გველია გავრცელებული, რომელთაგან ყველაზე შხამიანია გიურზა. იგი აღმოსავლეთ საქართველოს ნახევრადუდაბნო ტერიტორიებზე ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ ახალგამოჩეკილი გველის შხამი ისევე საშიშია, როგორც ზრდასრულის. საქართველოში კლიმატური პირობების გათვალისწინებით გველი აქტიურდება აპრილიდან და მისი აქტიურობა ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. საკვებისთვის უმთავრესად ღამით გამოდის, მაგრამ გაზაფხულზე, ძლიერი სიცხის დადგომამდე, …

საკრებულომ „რივიერას“ გრგ-ის დამტკიცებაზე საქმისწარმოების დაწყებას მხარი დაუჭირა

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის საკრებულომ „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცებაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ საკითხს საკრებულოს 17-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტილების გაპროტესტებას აპირებს, რადგან, მათი თქმით, კენჭისყრა პროცედურის დარღვევით წარიმართა. ამ გადაწყვეტილებით ბათუმის საკრებულო „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების შესახებ დადგენილების მომზადებას ავალებს მერიას, შემდეგ ეტაპზე დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება …

ბათუმსა და ქობულეთში 1500 ღერი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმსა და ქობულეთში აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, უაქციზო სიგარეტის (ჯამში 1,500 ღერი) შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა. ___________ ფოტოზე: შემოსავლების …

საკრებულო ბათუმში 6 თაუერის აშენებაზე სამართლებრივ პროცედურებს იწყებს 

დღეს, 15 ივლისს, ბათუმის საკრებულოს ბიურომ საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხაში კიდევ ერთი საკითხი დამატებას დაუჭირა მხარი – ხვალ, 16 ივლისს, საკრებულო დაიწყებს მსჯელობას „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცებაზე. საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში განსახილველ საკითხთა ნუსხას ახლახანს [19:30] დაამატეს და მეორე საკითხად შეიტანეს მუხლი: „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ …

ბაქო-ბათუმის მიმართულებით ფრენები კვირაში სამჯერ შესრულდება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, აზერბაიჯანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways-ი ბაქო-ბათუმი-ბაქოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის. ავიაკომპანია მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, 17 ივლისიდან 18 სექტემბრამდე რეგულარულ რეისებს კვირაში ორის ნაცვლად სამჯერ შეასრულებს. ავიარეისები Embraer E190, Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. ავიაკომპანიამ ბაქოსა და ბათუმს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა წელს დაიწყო. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს …

ზურაბ პატარაძე გარეჯის ინციდენტზე აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში დაიბარეს – მედია

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დავითგარეჯში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში, ზურაბ პატარაძე, ახსნა-განმარტებებისთვის აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ელჩი დაბარებულია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ადამიანების ჯგუფი თავს დაესხა და შეურაცხყოფა მიაყენა აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს. „დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი მოქმედებები სრულად ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და განვიხილავთ მას, როგორც პროვოკაციას, …

მიიღებს თუ არა აჭარა სპორტის რეგიონის სტატუსს

აჭარის მთავრობის ცნობით, აჭარას შესაძლოა ევროპის სპორტის რეგიონის სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ მთავრობაში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და ევროპის სპორტის ქალაქების ასოციაციის გენერალური მდივანი ჰუგო ალონსო ესწრებოდნენ. ჰუგო ალონსოს თქმით, აჭარას აქვს პოტენციალი, რომ მიიღოს ევროპის სპორტის რეგიონის წოდება. ასოციაცია მზად არის განიხილოს საკითხი და ბათუმის შემდეგ …

რუსი მეფისტოფელის მიერ ისტორიის შეცვლის უნიათო მცდელობები

ავტორი: აკაკი ბერიძე, საერთაშორისო სამართლის მკვლევარი ფაუსტისა და მეფისტოფელის სკულპტურები გერმანიის ქალაქ ზემპერიში, დრეზნდენში გვერდიგვერდ დგას. ეს სკულპტურები ისე ახლოსაა ერთმანეთთან, როგორც საქართველოსა და მისი ჩრდილოელი მეზობლის ისტორიები ბოლო ორი ასეული წლის მანძილზე. გოეთეს ფაუსტის ერთ-ერთი მთავარი გააზრება ისტორიის შეჯამებაა. ადამიანის განვლილი და გასავლელი ცხოვრების ერთმანეთთან დაჯახებაა. დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკა რუსეთის იმპერიალიზმთან ურთიერთობაში მაგონებს …

ავარიის შედეგად დაშავებული 6 წლის ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია

13 ივლისს ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად 13 დაშავებულთაგან ერთი ბავშვი თბილისში გადაიყვანეს, მეორე კი ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში რჩება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, კლინიკაში მყოფი 6 წლის ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია და მისი ტრანსპორტირება თბილისში ვერ მოხდა [თავდაპირველი ინფორმაციით, ბავშვის ასაკად 3 წელი დასახელდა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში დააზუსტეს, რომ ბავშვი 6 …

დაშავებულია 13 ადამიანი, ორი მძღოლი და ტურისტები – ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 ივლისს, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ჯამში 13 ადამიანი დაშავდა, ორი მათგანი, მძღოლები, საქართველოს მოქალაქეები არიან, დანარჩენები კი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, პოლონელი და არაბი ტურისტები. ყველაზე მძიმეა 6 და 5 წლის ბავშვების მდგომარეობა, რომელთა მშობლები ავარიის შედეგად დაიღუპნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვებს ჩაუტარდათ ოპერაცია მუცლის ღრუში და სავარაუდოდ …

ავარიაში დაიღუპა ცოლ-ქმარი, ბავშვები კლინიკაშია – აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად ცოლ-ქმარი, არაბი ტურისტები დაიღუპნენ, მათი შვილები, 3 და 5 წლის ბავშვები კი მძიმე მდგომარეობაში არიან კლინიკაში გადაყვანილი. ავარია ქობულეთში დღეს, 13 ივლისს, საღამოს მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის დროს ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276- ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის …

ნატა იმედაიშვილი: აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა ჰონორარების განაწილებას მე მხარი არ დავუჭირე

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და მრჩევლების ანაზღაურება გაიზარდა. ამ თემაზე გავრცელებულ ინფორმაციას მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ფეისბუქზე გამოეხმაურა.  ნატა იმედაიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე: „მსურს გამოვეხმაურო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრების ანაზღაურების გაზრდის საკითხს და მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მეტი სიცხადე …

ფრანების შოუ, მუსიკა და ფოიერვერკი – დღეს ქობულეთში ფესტივალი გაიმართება

დღეს, 13 ივლისს, ქობულეთში ფესტივალი – Kobuleti Fest 2019 გაიხსნება.  ფესტივალი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება. Kobuleti Fest 2019 14:00 საათზე ფრანების შოუთი გაიხსნება და 03:00 საათამდე გაგრძელდება. ფესტივალზე შესაძლებელი იქნება ადგილობრივი და მოწვეული დიჯეების –  Beka,  Chiki,  Toke,  ასევე მუსიკალური ბენდების: Melomaniak და Goofy Land-ის  მოსმენა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის …

„გახარია წადი“ – ბანერი ჩაქვში მაგისტრალზე

აქტივისტებმა დღეს, 12 ივლისს, ჩაქვში შს მინისტრის გამოსახულებიანი ფოტო წარწერით – „გახარია წადი“ კიდევ ერთხელ გამოფინეს. აქტივისტები, რომლებმაც ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე გამოფინეს ეს საპროტესტო ბანერი, აცხადებდნენ, რომ მათი მიზანი იყო ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალ სტუმრებს, რომლებიც საერთაშორისო კონფერენციაში იღებდნენ მონაწილეობას, კიდევ ერთხელ ენახათ, როგორ არ ეგუება საზოგადოება მინისტრს, ვინც მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბია. ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველოს …

ბათუმში შაბათ-კვირას იწვიმებს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 ივლისის  21 საათიდან 13 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, ღამით და დილით – ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის   მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით და დილით ზოგან – 17-22 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 21 – 26 გრადუსი ღამით: …

აჭარაში დააკავეს პირი, რომელიც სიგარეტის ყალბ აქციზურ მარკებს ასაღებდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა აჭარის რეგიონში გაასაღა სიგარეტის კოლოფების ნიშანდებისათვის განკუთვნილი ყალბი აქციზური მარკები. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან …

ხანძარი ელექტროსადგურთან რუსეთში [ფოტო]

დღეს, 11 ივლისს, მოსკოვთან ახლოს, ელექტროსადგურთან მდებარე გაზსადენის მილს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც რუსული მედია წერს, ცეცხლის ალი 9-სართულიანი  შენობის სიმაღლეს აღემატებოდა. მედიაგამოცემა „მედუზას“ ცნობით, ხანძრის ჩაქრობაში 178 ადამიანი, ორი ვერტმფრენი და ორი სახანძრო მატარებელი იყო ჩართული. ხანძრის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი – დარაჯი ქალი და დაშავდა 13 პირი.  

ბათუმში მოდერნიზებული ლუდსახარში გაიხსნა

„ლუდი ბათუმურის“ მოდერნიზებული ლუდსახარშის გახსნას დღეს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტომაშ პეტრიჩეკი და ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა დაესწრნენ. საწარმოში ჩეხი სპეციალისტების მიერ შემუშავებული უახლესი თანამედროვე მოწყობილობები უკვე დამონტაჟებულია. მფლობელები საწარმოს შენობისა და დანადგარების მოდერნიზაციაზე ბოლო ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. „ბათუმის ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ქარხანა“ ბათუმში 1951 წლიდან მუშაობდა. ამ ქარხნის მშენებლობა საკმაოდ დიდ …

7 დღეში საგადასახადო სამართალდარღვევის 552 ფაქტი გამოვლინდა – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 1-7 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 552 ფაქტი გამოვლინდა. უწყების ცნობით, შემოწმდა 4 021 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 128 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების …

„აღმოსავლეთ ევროპა არ არის პუტინის ბაღჩა“ – გერმანიის სახელმწიფო მინისტრი

მიხაელ როთი, გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში:  „რუსეთი რჩება ჩვენი მეზობელი და შესაბამისად, ჩვენი დიდი ინტერესია, რომ რუსეთი ასრულებდეს კონსტრუქციულ როლს გლობალურ დონეზე სხვადასხვა კონფლიქტში და ასე შემდეგ, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპა არ არის პუტინის ბაღჩა. მეამაყება, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს სურვილი აქვთ, გაიზიარონ ჩვენი ღირებულებები. და თუ ადამიანები გადიან ქუჩაში, ითხოვენ დემოკრატიას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას …

გერმანელი მინისტრი: ამ მოვლენებით გაწბილებულნი არიან საქართველოში და ევროკავშირშიც

მიხაელ როთმა, გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში, დღეს, 11 ივლისს, ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის საქმეში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გაუსვა ხაზი. მან აღნიშნა, რომ იგი შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ისინი გაწბილებულნი არიან იმით, რაც დღეს ხდება საქართველოში. „ევროკავშირი არა მხოლოდ ერთიანი ბაზარია, ეკონომიკური პროექტი, არამედ ეს გახლავთ თემი საერთო ღირებულებებისა და ეს ღირებულებები …

თურნავა: კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ჩვენი, როგორც ტურისტული ქვეყნის უსაფრთხოება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველოში 20 ივნისის შემდგომ განვითარებული მოვლენები იწვევს ტურისტების შემცირებას არა მარტო რუსეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. „ჩვენ არ ვართ განსაკუთრებულად  დამოკიდებული რუსულ ბაზარზე და რუსულ ტურიზმზე, მაგრამ ეს მიმართულება მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ტურისტული ინდუსტრიისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს ის საოჯახო სასტუმროები, ის რიგითი ადამიანები, ვინც ელოდებოდნენ …

ძველი თაობის ლიდერები არ უსმენენ ახალგაზრდებს როგორც საჭიროა – ევროპული კონფერენცია ბათუმში

დღეს, 11 ივლისს, ბათუმში საერთაშორისო ევროპული კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა,  რომელსაც ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკიც ესწრება. დღის პირველ ნახევარში მიმდინარე პანელზე შვედეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, ჩეხეთისა და გერმანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს დემოკრატიის მნიშვნელობაზე ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში. დისკუსიის დროს ხაზი გაესვა განათლების მნიშვნელობას, რადგან დისკუსიის მონაწილეთა განცხადებით, სწორედ მათზე დგას რეფორმები და ცვლილებები. „მე კარგად მახსენდება წინა …

„ძალიან დიდი შეცდომა იყო რუსეთის ისევ დაბრუნება ევროპის საბჭოში“ – პაველ ფიშერი

პაველ ფიშერმა, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის სესიაზე – „სიცოცხლე ასოცირების შემდეგ: უფრო მაღალი მიზნის ძიებაში“ განაცხადა, რომ ევროკავშირი გაფართოებისთვის მზად არ არის, თუმცა საქართველოს სჭირდება მეტი მხარდაჭერა. „მე ვისაუბრებ ჩეხეთის სენატის სახელით, რადგან ჩეხეთის სენატში საქართველოს ბევრი კარგი მეგობარი ჰყავს. სოლიდარობა და ნდობა. ჯერ სოლიდარობას შევეხები. მიმაჩნია, …

ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი ისტორიული საზღვრების გავლებაზე პუტინს გამოეხმაურა – ბათუმის კონფერენცია

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“, რომელიც ბათუმში დღეს, 11 ივლისს, გაიხსნა, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კლაუდია როთმა, რუსეთის მიერ საქართველოში გავლებულ მავთულხლართებზე ისაუბრა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უახლეს ისტორიაზე მიუთითა: „არ უნდა მოხდეს ისე, რომ ქვეყანამ მიაღწიოს რამე მიზანს, გაჩერდეს და თქვას, რომ კმაყოფილია და მეტი არაფერი სჭირდება. არა, საჭიროა რეფორმების სრულყოფა ამ ქვეყნების …

ბათუმში იწვიმებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 ივლისის  21 საათიდან 12 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – ზოგან, დღისით კი ყველგან წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 17 – 22 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 17 – 22 …

ბახტაძემ ბათუმის კონფერენციაზე ოკუპაციაზე, სიღარიბესა და განათლებაზე ისაუბრა

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“, რომელიც ბათუმში დღეს, 11 ივლისს გაიხსნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გამოსვლისას  ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, შავი ზღვის უსაფრთხოების, ოკუპირებული ტერიტორიებისა და განათლების თემებს. „ჩვენი ერთ-ერთი რეფორმა ნამდვილად რევოლუციურია, რეფორმა განათლების სექტორში. ახალი რეფორმით მშპ-ს 6 პროცენტი , ¼ ჩვენი ბიუჯეტისა, განათლების სექტორში იქნება ჩადებული და ასევე, კერძო …

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსი მესამედ გამოცხადდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსი ხელახლა გამოცხადდება. მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო განმეორებითი კონკურსის გამოცხადების მიზნით რიგგარეშე სხდომაზე 12 ივლისს, 12 საათზე შეიკრიბება. დღეს, 10 ივლისს, საზოგადობრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეთვალყურეო საბჭომ მაუწყებლის დირექტორი ისევ ვერ აირჩია. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში ხუთი წევრია: ნატა იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე, ბეჟან გობაძე, …

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ისევ ვერ აირჩიეს

დღეს, 10 ივლისს, საზოგადობრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეთვალყურეო საბჭომ მაუწყებლის დირექტორი ისევ ვერ აირჩია. ხმები ასე გადანაწილდა: ორი ხმა მერაბ წულუკიძემ მიიღო, ორი – თინა ცისკარაძემ. საბჭოს მეხუთე წევრმა არცერთ კანდიდატს არ დაუჭირა მხარი და ბიულეტენს დააწერა – ნათია კაპანაძე. დღეს მეორეჯერ შედგა კანდიდატების წილისყრა. პირველ ჯერზე მერაბ წულუკიძემ ასევე ორი ხმა მიიღო, თინა …

Exit mobile version