გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1 აგვისტოს 21 საათიდან 2 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან კი ზოგან მოსალოდნელია ელჭექის ხასიათის ხანმოკლე წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 25 – 30 გრადუსი
- ღამით: 19 – 24 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 18 – 23 გრადუსი
- ღამით: 8– 13 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია. ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ –2-3 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 3-4 აგვისტოს ზოგან მოსალოდნელია ელჭექის ხასიათის ხანმოკლე წვიმა.
___________
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“






