ყველაზე კომფორტული ქალაქების ათეული მსოფლiოში – “ეკონომისტის” რეიტინგი

„ეკონომისტმა“ ახლახან გამოაქვეყნა მსოფლიოს ქალაქების ათეული, სადაც ცხოვრება 2019 წელს ყველაზე კომფორტულია. „ეკონომისტის“ ექსპერტების შეფასებით, ამ სიაში ევროპის მხოლოდ ორი ქალაქი მოხვდა. წელს ამ თვალსაზრისით ლიდერ ქალაქებად, ძირითადად, კანადისა და ავსტრალიის მეგაპოლისები დასახელდა. რაც შეეხება პირველ პოზიციას, ის ავსტრიის დედაქალაქ ვენას ერგო წილად. მეგაპოლისმა სარეიტინგო 100 ქულიდან 99,1 ქულა მიიღო. კომფორტული ქალაქების რეიტინგში ვენა 2018 …

როგორ იცნობ ბოშებს? | ქვიზი

Batumelebi.ge  იწყებს კამპანიას “ბოშები გელაურიდან”. კამპანიის ფარგლებში გაეცნობით ქობულეთში, სოფელ გელაურში მცხოვრები ბოშების ყოველდღიურობას, საქმიანობას, ადათებს. თვალი გვადევნეთ და გაიგეთ მეტი.

სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

ავტორი: Forset მარიამი 16 წლის იყო, პირველად გინეკოლოგთან რომ მივიდა. ექიმმა არ გასინჯა და უთხრა, რომ არასრულწლოვანი კონსულტაციაზე მშობელთან ერთად უნდა მისულიყო. იმ დღის მერე კლინიკაში აღარ წასულა. სიმპტომები დაგუგლა, თავად დაისვა დიაგნოზი, შემდეგ ინტერნეტში სხვადასხვა ფორუმზე იკითხა, ამ დიაგნოზით რა წამლებს სვამდნენ სხვა გოგოები და თავადაც ის მედიკამენტები იყიდა. სრული მასალის სანახავად დააკლიკეთ ბმულს: სქესობრივი …

ბათუმელმა სტუდენტმა ბერლინში პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

ავტორი: მარიამ მუთიძე Clio Awards-ის სტუდენტური პრინტის ნომინაციაში ბათუმელი სტუდენტის ბიჭიკო ვარშანიძის გუნდმა ოქროს პრიზი მოიპოვა. გამარჯვებულების სია დღეს, 4 სექტემბერს, გახდა ცნობილი. Clio Awards – 1960 წლიდან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯილდოა სარეკლამო, კრეატიულ და საკომუნიკაციო სფეროში. 1991 წელს ჟურნალმა – “Time”  დაჯილდოება აღიარა, როგორც მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი მოვლენა სარეკლამო ბაზარზე. ბიჭიკო ამჟამად Miami …

რატომ გამოდიან მგლები და დათვები მოსახლეობის ნაკვეთებში

აჭარის სოფლებში მოსახლეობას საკარმიდამო ნაკვეთებში დათვი შეეჩვია. რატომ გამოდიან მტაცებელი ცხოველები დასახლებულ პუნქტებში, უქმნიან თუ არა საფრთხეს ადამიანს და როგორ უნდა მოიქცეთ, თუკი თქვენს თხილის ბაღს ან სიმინდის ყანას დათვი შემოეჩვია? – ამ საკითხებზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაკრესის“ კონსერვაციის პროგრამის დირექტორს, ბიოლოგ ბეჟან ლორთქიფანიძეს ესაუბრა: „აჭარაში ფართოდაა გავრცელებული, როდესაც დათვები თხილის ბაღებში ან სიმინდის ყანებში …

ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში დღეს, 3 სექტემბერს, დილით გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ პრემიერობის ახალი კანდიდატი მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იქნება. პრემიერმინისტრის პოსტზე მის დასახელებას წინ უძღოდა 2 სექტემბერს გამოქვეყნებული მამუკა ბახტაძის ფეისბუკპოსტი გადადგომის შესახებ, ხოლო მმართველი პარტიის ოფისში დილის 9 საათიდან იმართებოდა ჯერ პოლიტიკური საბჭოს, შემდეგ კი საპარლამენტიო უმრავლესობის სხდომა. “ქართული …

naec.ge-ზე ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს გამოაქვეყნა 2019 წლის ეროვნული გამოცდების ბოლო მონაცემები. აბიტურიენტებს უკვე შეუძლიათ გადაამოწმონ „ინფორმაცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და სახელმწიფო გრანტის მოპოვების თაობაზე, აგრეთვე „ნედლ“, გათანაბრებულ, სკალირებულ და მინიმალურ გამსვლელ ქულაზე თითოეულ საგანში“. აბიტურიენტი თავის მონაცემებს ნახავს naec.ge-ს სისტემაში შესვლით. შედეგების მიღება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც [სმს. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან …

წერილი საქართველოს პრემიერ მამუკა ბახტაძეს მუსლიმი ქართველისგან

ავტორი: იოსებ აბაშიძე ბატონო მამუკა, ჩვენთვის მთავრობაში ანუ თქვენამდე მოღწევა ძნელია, ამიტომ ჩვენს ტრადიციულ დღესასწაულს [შუამთობა] ვიყენებთ თქვენთვის რაღაც ცნობების მოსაწოდებლად, მაგალითად, იმაზე, რომ გზა არ გვაქვს. წლევანდელ დღესასწაულზე მეხუთედ მომიხდა თქვენთან, ანუ პრემიერთან შეხვედრა და თქვენგან მოვისმინეთ – „კი, ბატონო – კი, ბატონო“. იცით რა, მოდი თქვენ იყავით ბატონი, მაგრამ არა ისეთი, რომელიც ყმებს …

ჰანა არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის შთამბეჭდავი მიმოწერის ამბავი

ავტორი: მარიამ მუთიძე ჰანა არენდტი ებრაული წარმოშობის გერმანელ-ამერიკელი ფილოსოფოსი და მწერალი იყო, რომელიც ნაცისტურ გერმანიას გაექცა ამერიკაში და შექმნა უძლიერესი პოლიტიკური ფილოსოფიის სკოლა. ჰანამ ჩამოაყალიბა ტოტალიტარიზმის თეორიაც.  მარტინ ჰაიდეგერი კი, ნაცისტების მხარდამჭერი ფილოსოფოსი იყო. 1925 წელს მარბურგის უნივერსიტეტში შეხვდა ჰანას, ჰაიდეგერი მაშინ ლექტორი იყო, 36 წლის, უკვე დაქორწინებული კაცი, ჰანა კი მისი სტუდენტი. ჰანას გონებამახვილობამ, …

პოლიციამ დააკავა ქუჩაში 4 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ს. დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს თბილისში, პეკინის გამზირზე, 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის …

წითელი ჯვარი უგზო-უკვლოდ გაუჩინარების თემაზე ბათუმში ფოტოგამოფენას მართავს

დღეს, 27 აგვისტოს, ბათუმის საზაფხულო თეატრში უგზო-უკვლოდ გაუჩინარების თემაზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ფოტოგამოფენას მართავს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 50 ფოტო, რომლებიც ასახავს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახების გამოწვევებს, საქმიანობას, რომელსაც წითელი ჯვარი ახორციელებს მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, გაუჩინარებული ადამიანების ნეშტების მოძიების, იდენტიფიკაციისა და ღირსებით დაკრძალვისათვის. საქართველოში 90-იანი წლებისა და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2400-ზე მეტი ადამიანი დღემდე …

აგვისტოს ბოლო დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 აგვისტოს 21 საათიდან  28  აგვისტოს  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან – ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25- 30 გრადუსი ღამით: 18- 23 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 20-25 გრადუსი  ღამით: 8-13 გრადუსი  ზღვის წყლის ტემპერატურა …

რა იკრძალება ნადირობის დროს – გარემოსდაცვითი დეპარტამენტის გაფრთხილება

ნადირობის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კონტროლს ამკაცრებს. დეპარტამენტის ცნობით, სეზონის ფარგლებში, ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლები, საქართველოს მასშტაბით, 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ. დეპარტამენტის ცნობით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ  გადამფრენი ფრინველების გარემოდან ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან …

ზღვაზე თეთრი ალმებია – ბანაობა ყველგან შეიძლება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს ბათუმში ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსი იქნება. ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ – 2-3 ბალი. მთელი აჭარის ტერიტორიაზე პლაჟზე თეთრი ალმებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანაობა დასაშვებია. როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან  

200-ტონიანი გემი თითზე მობმული თოკით ხუთ მეტრზე – რეკორდი ბათუმის ნავსადგურში

საქართველოს რეკორდების ფედერაციის ინფორმაციით, ბათუმის ნავსადგურში მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. ფედერაციის ორგანიზებით, გიორგი როსტომაშვილმა თითზე მობმული თოკით ადგილიდან დაძრა და გაწია საზღვაო ბუქსირი  „თამარა 2“, რომლის წონაც 200 ტონას აღემატება. ქართველმა რეკორდსმენმა გემის გადათრევა 5 მეტრზე შეძლო. ფედერაციის ინფორმაციით, მსგავსი რეკორდი მსოფლიოში აქამდე არასდროს დამყარებულა. 29 წლის როსტომაშვილი არაერთი ძალისმიერი რეკორდის ავტორია, 2015 წელს კი  „რეკორდსმენთა …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 აგვისტოს 21 საათიდან 26 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან – ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25- 30 გრადუსი ღამით: 18- 23 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 20-25 გრადუსი  ღამით: 8-13 გრადუსი  ზღვის წყლის ტემპერატურა …

ბათუმის უნივერსიტეტმა სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. 200 პირზე გათვლილი, ოთხსართულიანი სტუდენტთა საცხოვრებელი ლეონიძის #15-ში მაისში გაიხსნა. შენობა ძირითადად 2 სტუდენტზე გათვლილი ბლოკური პრინციპის კონსტრუქციით არის აგებული და უზრუნველყოფილია დამოუკიდებელი სველი წერტილებითა და სამზარეულოთი. სტუდენტურ საცხოვრებელში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი, თავისუფალი სივრცეები, ბიბლიოთეკა, ლიფტი, დაცვის ოთახი, სამრეცხაო-საშრობი და ა.შ. სპეციალური საჭიროების პირთათვის …

ბათუმში კოღოებისა და მღრღნელების დასაწამლად 369 000 ლარი იხარჯება

ბათუმის მერია მწერებისა და მღრღნელების გასაუვნებელყოფად სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებს, რომლის ფარგლებში იტალიური ეზოებისა და მრავალბინიანი სახლების სარდაფები და ლიფტები სპეციალური ხსნარითა და პრეპარატებით იწამლება. პროგრამას, რომლის ფარგლებში მრავალბინიანი კორპუსებისა და ბათუმური ეზოების დამუშავება ხდება, სანიტარული ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი 369 000 ლარია. იმავე პროგრამის ფარგლებში ხდება ქვეწარმავლების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება შენობა-ნაგებობებში, სარდაფებში, სხვენებსა და საწყობებში. …

წითელი ალმები პლაჟზე – შავ ზღვაზე შტორმია, შესვლა აკრძალულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს, 23 აგვისტოს, შავი ზღვის მთელს სანაპირო ზოლზე 3-დან 4 ბალამდე შტორმი ფიქსირდება. ზღვაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია, რის გამოც სანაპირო ზოლზე გამოფენილია წითელი ალმები. ადგილზე მყოფი მაშველები დამსვენებლებს შტორმის შესახებ აფრთხილებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 აგვისტოს 21 საათიდან  24  აგვისტოს  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25- 30 გრადუსი ღამით: 18- 23 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 20-25 გრადუსი  ღამით: 8-13 გრადუსი  ზღვის წყლის ტემპერატურა 26 …

„ყავის სმა ბათუმი რივიერას წინააღმდეგ“ – სამოქალაქო აქტივისტების აქცია

ავტორი: მარიამ მუთიძე დღეს ბათუმელი აქტივისტები ქალაქის ერთ-ერთ ძველ კაფეში შეიკრიბნენ და გამართეს აქცია „ყავის სმა რივიერას წინააღმდეგ“. საზოგადოება „ბათომის“ წევრს, შოთა გუჯაბიძეს, ჰქონდა „ლაივი“ „საზოგადოება ბათომის“ ფეისბუქგვერდზე. მოქალაქეებმა გააკეთეს კომენტარები დღეს საკრებულოს სხდომაზე მიღებული დადგენილების შესახებ. შეგახსენებთ, დღეს, 22 აგვისტოს ბათუმის საკრებულოში პროექტ „ბათუმი რივიერას“ განხილვა ხმაურის ფონზე ჩაიარა. საკრებულომ დადგენილება მიიღო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, …

საკრებულოს წევრი: ამაზე მეტი დემოკრატია ოდესმე ყოფილა? ზედმეტი დემოკრატიაცაა ალბათ

ნატალია ზოიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი:  „დემოკრატია, როგორიც დღესაა საქართველოში, ოდესმე ყოფილა? უბრალოდ მაინტერესებს, საზოგადოებას მივმართავ. ყველას აქვს აზრის გამოთქმის საშუალება, აზრის გამოთქმის თავისუფლება, არავინ არ იდევნება განსხვავებული აზრისთვის და ამაზე მეტი დემოკრატია… მე თუ მკითხავ, ზედმეტი დემოკრატიაცაა ალბათ, რადგან ამდენი სხვანაირი შეფასებები იწყება“. _________ წყარო: აჭარის ტელევიზია

„1000 ბათუმელი დასაქმდება“ – საკრებულოს თავმჯდომარე რივიერას გეგმის დამტკიცებაზე

„1000 ბათუმელი დასაქმდება“, – ასე დაიწყო ჟურნალისტებთან თავისი მოკლე კომენტარი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ. სულიკო თებიძე აცხადებს, რომ „რივიერას“ პროექტი საფრთხეს არ წარმოადგენს ბათუმისთვის. „მე გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, დასკვნას, იკვეთება, რომ იქ ის რისკები არ არის მოსალოდნელი, რასაც მოქალაქეთა ერთი ჯგუფი აცხადებს“, – თქვა სულიკო თებიძემ. საკრებულომ დღეს დაამტკიცა „ბათუმი რივიერას“ განაშენიანების რეგულირების გეგმა. ეს კომპანია …

ბატონო პრემიერო, ეს არის ჩვენი ბოლო მომართვა – აქტივისტები რივიერას დასაცავად

საზოგადოება „ბათომი“, საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ და ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ ბათუმის კონცხზე ხუთი კოშკის დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს, ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართავენ. მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: მოგმართავთ ისევ „რივიერა ბათუმის“ პროექტთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, გვაქვს დასაბუთებული არგუმენტები პროექტის მიზანშეწონილობას და რისკებთან დაკავშირებით და, …

ბახტაძე ოკუპაციაზე: არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს პროცესი შეჩერდება უმოკლეს ვადებში

დღეს, 21 ივლისს, ბათუმში განახლებული „რვაფეხას“ გახსნაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა ბერკეტებს ხედავს ის ოკუპაციის შესაჩერებლად და ხომ არის საჭირო უფრო მეტი აქტიურობა ამ საკითხისადმი. „ბორდერიზაცია არის ოკუპაციის შედეგი. აქედან გამომდინარე, ოკუპაციასთან ბრძოლა, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ძალიან რთული პროცესი, რომელიც მოითხოვს ჩვენი მხრიდან პრინციპულ მიდგომებს და სწორ და …

ბათუმში განახლებული „რვაფეხას“ გახსნის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

დღეს, 21 აგვისტოს, ბათუმში, „რვაფეხას“ ოფიციალური გახსნის პარალელურად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იმავე ტერიტორიაზე აქციას მართვას. აქტივისტებმა „რვაფეხასთან“ მოიტანეს პლაკატები, ითხოვენ გიორგი გახარიას, პრემიერისა და საქართველოს მთავრობის გადადგომას. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, აქციის მონაწილეების წინ დგას პოლიციის კორდონი და მათ არ აძლევს საშუალებას მიუახლოვდნენ „რვაფეხას“ ტერიტორიას. „რვაფეხას“ გახსნის ცერემონიალს საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე ესწრება. See more  

ბათუმში მოქმედი 6 არასამთავრობოს განცხადება რ2-იდან ჟურნალისტების გათავისუფლებაზე 

ბათუმში მოქმედი 6 არასამთავრობო ორგანიზაცია მიუღებლად მიიჩნევს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან თანამშრომლების გათავისუფლებას. ორგანიზაციები თვლიან, რომ ამჟამინდელი მოვლენები ნეგატიურად აისახება მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე. „ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებს მიუღებლად მიგვაჩნია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან თანამშრომლების კამპანიური გათავისუფლება. „რუსთავი 2“-ის ახალმა მენეჯმენტმა, უგულებელყო არხის თანამშრომლებისა და საზოგადოების წინაშე გაცხადებული პირობა სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ ახალი მენეჯმენტი …

ბათუმში ორი დღე უნალექო ამინდია მოსალოდნელი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 აგვისტოს 21 საათიდან 22 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25- 30 გრადუსი ღამით: 18- 23 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 22-27 გრადუსი  ღამით: 10-15 გრადუსი  ზღვის წყლის ტემპერატურა 26,5 …

ბათუმში ახალგაზრდა ქალსა და კაცს ავტომანქანა დაეჯახა – ავარია

ახლახან [21:45] ავტოავარია მოხდა შარაბიძეების ბენზინგასამართ სადგურთან – ავტომანქანა ორ ქვეითს  –  ახალგაზრდა ქალსა და კაცს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, ქალი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფმა გადაიყვანა საავადმყოფოში. სასწრაფო სამსახურის ინფორმაციით, 30-წლამდე ქალი გადაყვანის დროს იყო კონტაქტური, მაგრამ მრავლობითი მოტეხილობა და დაჟეჟილობა აღენიშნებოდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილია ორი პირი, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის …

„რაც მეტს ილაპარაკებს ვინმე საქართველოდან თუ ვინ დაიწყო ომი, მით მეტ ასეთ ჩხვლეტებს მივიღებთ“

დავით უსუფაშვილი, პოლიტიკოსი:  „რაც მეტს ილაპარაკებს თუ კითხვით ნიშნის ქვეშ დააყენებს ვინმე საქართველოდან საკითხს იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო ომი და ვინაა დამნაშავე იმაში, რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში, მით მეტ ასეთ ჩხვლეტებს მივიღებთ. ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ რუსეთთან და მის დღევანდელ ლიდერთან შერიგებაზე და მორიგებაზე საუბარი არის მხოლოდ სისუსტის დემონსტრირება, რომელსაც ის იყენებს …

1000-ლარიანი ჯარიმა არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანისთვის სარფის საბაჟოზე

შემოსავლების სამსახურის ცნობით, 16-20 აგვისტოს, წითელი ხიდისა და სარფის საბაჟოზე არადეკლარირებული სიგარეტის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 6720 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, …

სარფის საბაჟოზე მედიკამენტების მალულად შემოტანისთვის ორ პირს ბრალი წაუყენეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოვლინდა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საბაჟო – გამშვები პუნქტის, „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანეს დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი, რომელთა ჯამური საბაჟო ღირებულება 37 000 ლარს აღემატებოდა. უწყების ცნობით, ორ პირს ბრალი …

ავარია და კონფლიქტი შარაბიძეებში – ნაცემი მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ახლახან [21:00] ბათუმში, შარაბიძეების ბენზინგასამართ სადგურთან,  ავტოავარია მოხდა. BMW-ს მარკის ავტომანქანას ტაქსი შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, BMW არასწორად მოძრაობდა და ტაქსის მძღოლმა ვერ მოახერხა მანქანის დამუხრუჭება. შეჯახების შემდეგ BMW-დან გადმოსული პირები სასტიკად გაუსწორდნენ ტაქსის მძღოლს. ტაქსის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, შარაბიძეებიდან ერთი პირი  მუცლის დახურული დაზიანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. …

საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის ფულად ჯილდოზე განცხადების მიღება 20 აგვისტოს სრულდება

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, განაცხადების მიღების პირველი ეტაპი – რეგისტრაციის პროცესი ფულად ჯილდოზე, საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის 2019 წლის 20 აგვისტოს 24 საათზე სრულდება. „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის განცხადებით, აღნიშნული პროცედურა ორ ეტაპად მიმდინარეობს, მასწავლებლები, რომლებიც 20 აგვისტოს 24 საათამდე გამოხატავენ სურვილს ჯილდოზე, ორი წლის ხელფასის ჯამურ ოდენობას …

დღეს მაშველებმა 6 ადამიანი გადაარჩინეს – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს, 19 აგვისტოს, მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 6 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. სამსახურის ცნობით, სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია სპეციალური წყალზე სამაშველო ტექნიკა და მაშველი დრონი. შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს ტერიტორიაზე, 3-4 ბალამდე შტორმია. ზღვაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია. აღმართულია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებლებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ …

არაფორმალური განათლების მნიშვნელობა სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის დროს – სპეცმასწავლებლი

ავტორი: ლალი ჯაფარიძე, ინკლუზიური სწავლების ფსიქოლოგი, ქ.ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელი, სასწავლო ცენტრ „ბიზნეს აკადემიის“ ტრენერი. დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სკოლებში ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვას. სახელმწიფომ ამ მხრივ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ამ ყველაფერში დიდი როლი აკისრია სპეცმასწავლებელს. სსსმ მოსწავლეებთან განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს არაფორმალურ განათლებას. ყველამ ვიცით, რომ სსსმ მოსწავლედ მიიჩნევა მოსწავლე, …

Exit mobile version