მთავარი,სიახლეები

მაჭახელას ეროვნულ პარკში შველი გაუშვეს [ფოტო]

01.08.2019
მაჭახელას ეროვნულ პარკში შველი გაუშვეს [ფოტო]

31 ივლისს აჭარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შველი გაუშვეს.

„როგორც ვიცი, ეს შველი ძაღლების მიერ იყო გამოდევნილი სოფელ თხილნარის ტერიტორიიდან, სადაც ადგილობრივები დაუკავშირდნენ ზედამხედველობის სამსახურს და შემდგომ მოხდა დაცულ ტერიტორიებზე გაშვება“ – გვითხრა გიორგი ქურიძემ, მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორმა.

ფოტო: მაჭახელას ეროვნული პარკი

ფოტო: მაჭახელას ეროვნული პარკი

ბუნებაში შვლის დაბრუნების შემთხვევები ყოველწლიურად ხდება. ტყის განაპირა სოფლებში შველი ხშირად მონადირე ძაღლებს გამოჰყავთ და გარემოსდამცველები ცხოველს მაჭახელას ან მტირალას ეროვნულ პარკში აბრუნებენ.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: