„გააღვიძე ოლიგარქი“ – საია აქციის მონაწილეების სახელით საკონსტიტუციოს მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აქციის – „გააღვიძე ოლიგარქი“ მონაწილეების, ბონდო თედორაძის, ანზორ გუბაევისა და ხათუნა ბერიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მოსარჩელეები არიან ქალაქ ქობულეთსა და ბათუმში მცხოვრები პირები, რომელთა მიმართაც ოზურგეთის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურმა 2019 წლის 14 აგვისტოს, აქციის „გააღვიძე ოლიგარქის“ მიმდინარეობის დროს შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. ოქმების შედგენის საფუძველი გახდა მოსარჩელეთა …

„რას აჩენდი ამდენს?“

მაია სარიშვილი, პოეტი:  მხოლოდ ღმერთს შეუძლია იცოდეს, რა ძალიან მეშინია, როცა ვინმე მრავალშვილიან დედაზე ამბობენ: რას აჩენდა ამდენს, თუ რჩენა არ შეეძლოო? ჩვენ იმედად აჩენდაო? რამდენი არგუმენტიც არ უნდა მედოს წინ, რომ მართლები არიან, მაინც მეშინია… შესაძლოა იმიტომაც, რომ დაახლოებით იგივე გამოვიარე თავად. ახლობლების თუ შორებლების უმრავლესობა ძალიან შეშფოთებული იყო ჩემი მესამე და განსაკუთრებით მეოთხე …

რეჟისორი ზაზა ხალვაში 62 წლის ასაკში გარდაიცვალა

4 თებერვალს თბილისში გარდაიცვალა რეჟისორი ზაზა ხალვაში. ზაზა ხალვაში 1957 წელს დაიბადა ბათუმში. 1983 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის სახელოსნო. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა „ქართულ ფილმში“, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში კათედრის გამგედ, აჭარის ტელევიზიის დირექტორად. ფილმებისათვის მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი. არის დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა: …

ქედაში გზაზე ორი მეწყერი ჩამოწვა

დღეს, 4 თებერვალს, მეწყერი ჩამოწვა ქედაში, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე, მახუნცეთის მონაკვეთზე, რის გამოც 15 წუთის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა იყო შეფერხებული. ამ დროისთვის მოძრაობა ცალმხრივად უკვე აღდგენილია. დღეს ქედაში კიდევ ერთი მეწყერი ჩამოწვა სოფელ აბუქეთაში, საავტომობილო გზაზე. ქედის მერიის ინფორმაციით, მეწყერი საგზაო დეპარტამენტმა გაწმინდა და ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. ქედაში დღეს დილიდან თოვლ-ჭყაპია, ამჟამად კი ინტენსიურად თოვს.

სარფის საბაჟოზე მოქალაქე 11 263 ლარით დააჯარიმეს ოქროს მალულად გადატანისთვის

შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟოზე მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 11,263.44 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (132.2 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 11,263. 44 ლარის ოდენობით შეეფარდა.

იანვარში საერთაშორისო მოგზაურებისა და ტურისტების ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა – სტატისტიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2020 წლის იანვარში საქართველოს საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტთა რეკორდული რაოდენობა ეწვია. ადმინისტრაციის ცნობით, 2020 წლის იანვარში საქართველოში 633,201 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის იანვართან შედარებით 19.8%-ით მეტია, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 363,614 შეადგინა, რაც 57,675-ით მეტია 2019 წლის იანვართან შედარებით – ზრდა +18.9%. 2020 წლის იანვარში საქართველოში ყველაზე მეტი …

ჩინეთში კორონავირუსით 425 ადამიანი დაიღუპა – 4 თებერვლის მონაცემები

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 4 თებერვლის მონაცემებით აღრიცხულია კორონავირუსის  3 235 ახალი შემთხვევა, მათგან 492 მძიმედ მწვავედ მიმდინარეა. 4 თებერვლის მონაცემებით სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 20 438 შემთხვევა. სულ შესაძლო შემთხვევების რაოდენობა 23 214-ს აღწევს. 4 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია კორონავირუსით სიკვდილი 425 შემთხვევა და გამოჯანმრთელების 632 შემთხვევა. ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ჩინეთის გარდა 24 …

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 4 თებერვალს, ბათუმში საღამოს 9 საათის შემდეგ წვიმა გადაიღებს და ხვალამდე, 5 თებერვლის 21 საათამდე ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 7-12 გრადუსი ღამით: 1-6 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 1-6 გრადუსი სითბო ღამით: 0-5 გრადუსი …

ავარია ბათუმში – დაშავებულია 5 ადამიანი

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ანგისის დასახლებაში, დღეს, 3 თებერვალს, ავარია მოხდა. ავტოავარიის შედეგად დაშავებულია 5 ადამიანი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, 4 მათგანი საქართველოს მოქალაქეა, ერთი კი – თურქეთის. დაშავებულები სამედიცინო დახმარების სამსახურმა ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. როგორც „ბათუმელებს“ კლინიკაში უთხრეს, მათი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, ერთს აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობა, მიმდინარეობს პაციენტებზე დაკვირვება.

როგორ მუშაობს ასოცირების შეთანხმება ხელმოწერიდან ხუთი წლის შემდეგ

ავტორი: სოფო ხუციშვილი, JAMnews უკვე ხუთ წელზე მეტია, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება იყო. რა შეიცვალა ამ ხუთ წელიწადში? რა მოუტანა ამ შეთანხმებამ ქართველ მეწარმეებსა და ქართულ ეკონომიკას? ისტორია # 1. ფერმერი სოფელ რუისპირიდან გიორგი ალადაშვილი პირდაპირ ეთერში უყურებდა კადრებს, …

ევრაზიული ფოცხვერი ახლო ხედით [ფოტო]

ევრაზიული ფოცხვერის ეს იშვიათი კადრი ფოტოხაფანგმა რამდენიმე დღის წინ ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე დააფიქსირა. ევრაზიული ფოცხვერი (Lynx lynx) საქართველოს მოქმედ “წითელ ნუსხაში” გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფის სტატუსით შედის. ფოტო დაცული ტერიტორიების სააგენტომ გაავრცელა.

„ნათია ზოიძის წასვლა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ფაქტია“ – განცხადება

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პროფკავშირები ტელევიზიის ყოფილი დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძის ტელევიზიიდან წასვლას განცხადებით ეხმაურება. გუშინ, 2 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ ნათია ზოიძემ მაუწყებელი დატოვა. ალტერნატიული პროფკავშირები მიიჩნევს, რომ ნათია ზოიძის სამსახურიდან წასვლა სხვა არაფერია, თუ არა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის უკვე დამდგარი ფაქტი: „ვინაიდან ეს არ არის ერთეული შემთხვევა და მაუწყებლიდან პროფესიონალი და …

ჩინეთში კორონავირუსით 361 ადამიანი დაიღუპა და 475 გამოჯანმრთელდა – 3 თებერვლის მონაცემები

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 3 თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის  2 829 ახალი შემთხვევა, მათგან 186 მძიმედ მწვავედ მიმდინარეა. 3 თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსის 17 205 შემთხვევა. სულ შესაძლო შემთხვევების რაოდენობა შეადგენს 21 558-ს. 3 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია სიკვდილის 361 და გამოჯანმრთელების 475 შემთხვევა. ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის მონაცემებით, …

სარფში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში ნარკოდანაშაულისთვის 1994 წელს დაბადებული ი.თ. დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 1 შეკვრად დაფასოებული, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება და „მეტადონის“ შემცველი 28 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ …

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთიდან თურქული სამხედრო თვითმფრინავით გამოიყვანეს

თურქული მედია პირველ კადრებს ავრცელებს სამხედრო თვითმფრინავიდან, რომელმაც ჩინეთის პროვინცია ჰუბეიდან 42 პირი გამოიყვანა. კადრებში ჩანს, რომ თითოეულ ადამიანს აცვია სპეცტანსაცმელი. ბორტზე ჩანან ბავშვებიც. თურქული მედიის ცნობით, სამხედრო თვითმფრინავში საქართველოს 3 მოქალაქეც იმყოფება. სამხედრო ხომალდი რამდენიმე საათში ჩაფრინდება თურქეთში. თურქულ მედიასთან ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ყველა ადამიანი, მათ შორის, საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეებიც, ორი კვირის …

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ BBC-ის მიერ თებერვალში რეკომენდებული ფილმების ათეულშია

bbc.culture თებერვალში სანახავ, რეკომენდებული ფილმების ათეულს აქვეყნებს. ათეულში მოხვდა ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“. ფილმის მოკლე აღწერაში აღნიშნულია, რომ უკიდურესად მემარჯვენე ჯგუფებმა საქართველოში ფილმის კინოთეატრებში ჩვენებისას პიკეტირება მოაწყვეს. აქვე მითითებულია, რომ ფილმი აშშ-ში 7 თებერვალს გამოვა, იაპონიაში კი – 21 თებერვალს. bbc.culture-ს თებერვალში სანახავი ფილმების ათეული ასე გამოიყურება: „უჩინარი კაცი“ – ჰერბერტ უელსის …

2019 წელს აჭარას 2 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია – სტატისტიკა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2019 წელს აჭარაში 2 002 540 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 3.7 პროცენტით მეტია 2018 წლის მონაცემებზე. რეგიონში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი ტრადიციული სამიზნე ქვეყნებიდან განხორციელდა: [checklist] თურქეთი – 894 750 აზერბაიჯანი – 206 412 რუსეთი – 106 276 ისრაელი – 100 992  უკრაინა – 59 342 [/checklist] დეპარტამენტის ცნობით, …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 31 იანვარს, ბათუმში ღრუბლიანი ამინდი იქნება, დროგამოშვებით იწვიმებს. წვიმაა მოსალოდნელი ბათუმში ხვალ, პირველ თებერვალსაც. მთიან აჭარაში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში – ქარბუქი და ზვავსაშიშროება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით ქარი გაძლიერდება და მიაღწევს 17-22 მეტრს წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: …

კრემლისა და ხელისუფლების ტროლები, ბრძოლა ორ ფრონტზე – დისკუსია ბათუმში

25  იანვარს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ დისკუსია  გამართა.  შეხვედრის თემას ბოლო პერიოდის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა  წარმოადგენდა.  „ყალბი ანგარიშები სოციალურ მედიაში და  ანეკდოტური მტკიცებულებები საზოგადოებაში“ – ამ საკითხზე   მოხსენება მედიის  განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ  კინწურაშვილმა წაიკითხა. თამარ კინწურაშვილი: ჩვენ  წლებია  ვავლენდით  რუსულ  დეზინფორმაციას  ქართულ მედიასაშუალებებში და შიდა  აქტორებზე  არ გვქონია  ფოკუსი, იმიტომ, რომ მიგვაჩნია,  გაცილებით  დიდი  …

სუს-ი: აფეთქებით შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე 4 ბათუმელია დაკავებული

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კონტრტერორისტული ცენტრის და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული აღკვეთეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, შეკვეთით, განზრახ მკვლელობის მომზადებას და ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება, შეძენა შენახვას და გასაღებას გულისხმობს. სუს-ის ცნობით, თბილისსა და ბათუმში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, დაკავებულია საქართველოს 6 მოქალაქე. …

შაბათს მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი – როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 30 იანვარს, ბათუმში ღრუბლიანი ამინდი იქნება, უმეტესად – უნალექოდ. უნალექო ამინდი შენარჩუნდება ღამითაც, ხვალ, 31 იანვარს კი დღისით დროგამოშვებით იწვიმებს. მთიან აჭარაში თოვაა მოსალოდნელი, ზოგან – ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, დღისით ზოგან – 17-22 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით:6-11 …

აჭარის ტელევიზიაში ალტერნატიული პროფკავშირი დაარსდა

დღეს, 28 იანვარს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების ნაწილმა მაუწყებელში ალტერნატიული პროფკავშირების შემქნის შესახებ განაცხადეს. ალტერნატიულ პროფკავშირებში ამ დროისათვის 64 თანამშრომელია გაწევრიანებული. „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები დიდი ხანია ვაკვირდებით მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს. ამ დროის განმავლობაში მაუწყებელმა გამოიცვალა დირექტორები, რომელთაც ჰქონდათ საკუთარი პრიორიტეტები და ხედვები. ხშირად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თანამშრომელთა ჩართულობა …

გასულ წელს მოვიფიქრე, თირკმელს გავყიდი-მეთქი – არ მინდა, ჩემი შვილებიც ქუჩაში დარჩნენ

ავტორი: აკაკი დავითაძე 6 წლიდან ქუჩაში ვცხოვრობ. არ მინდა, ჩემი შვილებიც ქუჩაში დარჩნენ. გოგო უკვე 9 წლისაა, ბიჭი – 7 წლის… თქვენთან მოსვლამდე ბათუმის მერთან ვიყავი და მთავრობაშიც. მე ვითხოვ თავშესაფარს, ან ბინას, რომელსაც ნელ-ნელა შევისყიდი. ბათუმში ვცხოვრობ. აჭარის მთავრობაში მითხრეს, ბინა რომ მიიღო, ან ლტოლვილი უნდა იყო, ან ეკომიგრანტიო. მერიაშიც მასე – სტაბილური შემოსავალი …

ფოტორეპორტაჟი ჩინეთის 5-მილიონიანი ქალაქიდან – ცხოვრება ვირუსის შიშით

ფოტოები ჩინეთში, ჰენანის პროვინციის ქალაქ ანიანგში დღეს, 28 იანვარს, გადაიღო ირმა დიმიტრაძემ, რომელიც იქ ცხოვრობს. კორონავირუსმა ანიანგშიც შეაღწია, ბოლო მონაცემებით, ამ ქალაქში 11 ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი. ქალაქის ქუჩები, რომელშიც 5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ფაქტობრივად ცარიელია. ფართო ქუჩებზე კანტიკუნტად ჩანს ავტომანქანები, სხვა დროს სავსე სუპერმარკეტებში ხალხი ცოტაა, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა, რეკომენდაციის თანახმად, სახლში რჩება. ქუჩებსა …

ჩაქვში ძველი ქსელის აბონენტებს წყალი შეუწყდათ – ავარიული დაზიანება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო ჩაქვში ძველი ქსელის აბონენტებს ღამის 3 საათამდე შეუწყდებათ წყალმომარაგება. „წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით,“ – აღნიშნულია კომპანიის …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 28-29 იანვარს, ბათუმში ღრუბლიანი ამინდი იქნება, თუმცა, უნალექო. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით:8-13 გრადუსი სითბო  ღამით: -1 გრადუსი ყინვა, 4 გრადუსი სითბო მთაში მოსალოდნელია: დღისით: 3-8 გრადუსი სითბო ღამით: -5-10 გრადუსი ყინვა სინოპტიკოსების ცნობით, 30 იანვარს …

ჯიხვი ფოტოხაფანგში [ფოტო]

ეს აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე გადაიღო ფოტოხაფანგმა. აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი, როგორც იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობა.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ, 27 იანვარს, ბათუმში ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. უნალექო ამინდი იქნება 28 და 29 იანვარსაც. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 8-13 გრადუსი სითბო  ღამით: -1 გრადუსი ყინვა, 4 გრადუსი სითბო მთაში მოსალოდნელია: დღისით: 5-10 გრადუსი სითბო ღამით: 0-5 გრადუსი …

26 იანვრის დიდთოვლობა – ფოტორეპორტაჟი ბათუმის უახლესი წარსულიდან

XXI საუკუნის ბათუმში ყველაზე უხვთოვლიანი დღე 2016 წლის 26 იანვარს იყო, როცა ბათუმში ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე დიდი თოვლი მოვიდა და თოვლის საფარის სიმაღლემ 60-80 სანტიმეტრს მიაღწია. დიდთოვლობის შედეგად ბათუმი პარალიზებული იყო. ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი მხოლოდ რამდენიმე ხაზზე მუშაობდა, ისიც შეზღუდვებით. უგზოობის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური ყველა გამოძახებაზე რეაგირებას ვერ ახერხებდა. მაღაზიებში ვერ …

6.8-ბალიანი მიწისძვრის მიწისქვეშა ბიძგების ხმა მკვლევარებმა ჩაიწერეს – თურქული მედია

თურქული მედია ქალაქ ელაზიღში მომხდარი 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის მიწისქვეშა ბიძგების ხმის ჩანაწერს ავრცელებს. მედიის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების ჩაწერა შეძლო ამერიკული უნივერსიტეტის კონსორციუმმა, რომელიც მიწისქვეშა ქანებს იკვლევს. უნივერსიტეტმა ჩანაწერი თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა. თურქეთში წუხელ მომხდარი მიწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა. თურქული მედიის ცნობითვე, ქალაქ ელაზიღთან არსებული ერთ-ერთი სოფელი მთლიანად დაინგრა. მიწისძვრის …

მედიაწიგნიერების სკოლა 14-დან 26-წლამდე ახალგაზრდებისთვის ბათუმში

„ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი“ მედიაწიგნიერების 4-თვიან პროექტში მონაწილეობისთვის იწვევს აჭარაში მცხოვრებ 14-დან 26-წლამდე ახალგაზრდებს. შერჩეულ მონაწილეებს გამოცდილებას გაუზიარებენ “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა” და პარტნიორი მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები. პროექტის ფარგლებში გამართული 3-დღიანი ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემის გამოწვევებს. ეს არის ინტერაქტიული შეხვედრების ციკლი, რომლის დროსაც მიიღებთ შემდეგ ინფორმაციას: როგორ იმუშაოთ სოციალურ ქსელებში;  როგორ გაარჩიოთ ერთმანეთისგან ყალბი ინფორმაცია …

თოვლის სიმაღლე მთიან აჭარაში ერთი მეტრია – 17 სკოლაში სასწავლო პროცესი არ შედგა

დღეს, 24 იანვარს, აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში დილიდან თოვს. ქედის ცენტრში თოვლის საფარის სიმაღლე 10 სანტიმეტრია, შუა ზონაში – 50 სმ, ხოლო მაღლობში – 80 სმ. ქედის მერიაში გვითხრეს, რომ ქედაში სასწავლო პროცესი ყველა საჯარო სკოლაში შედგა, ხოლო ვაიოს, წონიარისის, მერისისა და ოქტომბრის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი ჩაიშალა აღსაზრდელების გამოუცხადებლობის გამო. ამ დროისათვის ქედაში ელექტროენერგია არ …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 24 იანვარს, ბათუმში ღამით დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი, შაბათს, 25 იანვარს კი, ბათუმში გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დღეს, ღამით, -1 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი სანაპირო რაიონებში. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 5-10 გრადუსი სითბო  ღამით: -1 გრადუსი ყინვა, …

ფოცხვერი კინტრიშიდან [ფოტო]

ეს ფოცხვერი კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე ცხოვრობს. გარდა სისწრაფისა, ახასიათებს ხეებზე კარგად ცოცვის უნარი, იკვებება ძუძუმწოვრებით, ფრინველებით. ხშირად თავს ესხმის ირემს, ძროხას და ცხვარს. ფოცხვერი განსაკუთრებით აქტიურია ღამის საათებში. კინტრიშელი ფოცხვერის ფოტოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.  

23-25 იანვარს საქართველოში თოვაა მოსალოდნელი – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 იანვრიდან 25 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მთაში და მაღალ მთაში – ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 4-5- ბალიანი შტორმი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავის ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – …

Exit mobile version