გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 3 აპრილის 21 საათიდან 4 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დღის პირველ ნახევარში დროგამოშვებით იწვიმებს.
მაღალ მთაში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 12-17 გრადუსი
- ღამით:5-10 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 8-13 გრადუსი
- ღამით: 0-5 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 5 აპრილს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ორშაბათს, 6 აპრილს კი, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, დღისით – ზოგან ძლიერი.
_________________
ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე