რატომ შემოღობა დეპუტატ გია ჭყონიას ოჯახის კომპანიამ ძეგლის შენობა ბათუმში, მემედ აბაშიძეზე

ბათუმში, მემედ აბაშიძის #45-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სამშენებლო ღობით შემოღობეს. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და ბათუმის იმ ნაწილში მდებარეობს, რომელსაც მეტ-ნაკლებად შემორჩენილი აქვს ავთენტური სახე.

ძეგლის სტატუსი აქვს ამ სახლის გვერდით და მოპირდაპირედ მდებარე შენობებსაც.

ბათუმი, მემედ აბაშიძის # 45

ბათუმში მოქალაქეებისთვის უკვე ცნობილია, რომ სახლი, რომელიც სამშენებლო ღობით შემოსაზღვრეს, „ოცნების“ დეპუტატის, გია ჭყონიას შვილების კომპანიამ შპს „თაუერ ჯგუფმა“ იყიდა, რაც საჯარო რეესტრის ამონაწერითაც დასტურდება.

„თაუერ ჯგუფის“ 100 პროცენტი „ჯი აი კაპიტალს“ ეკუთვნის, ამ კომპანიის წილებს კი ლია და თეა ჭყონიები ინაწილებენ. „თაუერ ჯგუფი“ 2022 წელს გია ჭყონიას დაფუძნებულმა კიდევ ერთმა კომპანიამ, შპს „ბათუმი ცენტრალმა“ დააფუძნა. ახლა ეს კომპანიაც „ჯი აი კაპიტალის“ საკუთრებაა.

მემედ აბაშიძის #45-ში მდებარე ძეგლის სამშენებლო ღობით შემოღობვას მოქალაქეები სოციალურ ქსელში მწვავედ გამოეხმაურნენ, ფეისბუქჯგუფ „ბათომში“ გამოქვეყნებულ ფოტოზე ასზე მეტი კომენტარი მოჰყვა, სადაც გაჟღერებული კითხვები ძირითადად იმას შეეხებოდა, ხომ არ გეგმავს „ოცნების“ დეპუტატი ძეგლის კორპუსით ჩანაცვლებას.

საზოგადოების კითხვების შემდეგ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, მერიას და მფლობელ კომპანიას, მით უმეტეს დეპუტატს, თავი არ შეუწუხებიათ მოქალაქეების, თუნდაც თავისი ამომრჩევლისთვის მაინც იმის ასახსნელად, თუ რას გეგმავენ მემედ აბაშიძის #45-ში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილზე, სადაც არც საინფორმაციო დაფაა გამოკრული.

საინტერესოა ისიც, რომ 2026 წლის 6 ნოემბერს ზემოთ აღნიშნულ მისამართზე იპოთეკის ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით რეესტრს ბანკმა „ქართუმ“ მიმართა. რას გულისხმობს ცვლილება, ეს რეესტრში ჯერ ასახული არ არის.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან მიმართებაში გადაწყვეტილებებს არა მერია, არამედ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო იღებს, ამიტომაც სააგენტოს ვკითხეთ, შეთანხმებული აქვს თუ არა შპს „თაუერ ჯგუფს“ მემედ აბაშიძის #45-ში დაგეგმილი სამუშაოები.

სააგენტოდან მოგვწერეს, რომ კომპანია ძეგლის რესტავრაციას გეგმავს, რაც სააგენტოსთან შეთანხმებულია და შესაბამისი ნებართვაც გაცემულია. კითხვაზე, ხომ არ გულისხმობს პროექტი ძეგლზე დაშენებას, სააგენტოში არ გვიპასუხეს.

„2026 წლის 27 მაისს, შპს „თაუერ ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა ნებართვა ქალაქ ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის №45-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ.

სააგენტოს მიერ შესწავლილი საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, შენობა როგორც კონსტრუქციული მდგომარეობის, ისე ესთეტიკური თვალსაზრისით საჭიროებს გამაგრებით და სარეაბილიტაციო სამუშაოებს. წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას, მისი კონსტრუქციული მდგრადობის უზრუნველყოფასა და სრულ რეაბილიტაციას.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ავარიული შენობის შიდა სივრცის სრული რეკონსტრუქცია, ახალი მზიდი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა, ასევე, შენობის ინტერიერის თანამედროვე, მინიმალისტურ სტილში მოწყობა და ეზოში შესასვლელი ნაწილის მოწესრიგება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროექტი არ ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დემონტაჟს. სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება შენობის შენარჩუნებისა და მისი კონსტრუქციული მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით. სააგენტოს შეფასებით, წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებს საქართველოს კანონით „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ გათვალისწინებულ მოთხოვნებს“ – მოგვწერეს სააგენტოდან.

საპროექტო ორგანიზაცია, შპს „ალფა არქიტეტურამ“, რომელიც დიდი ალბათობით რესტავრაციის პროექტის ავტორია, გამოაქვეყნა ძეგლის რესტავრაციის პროექტის რენდერი, რომლის თანახმადაც რეაბილიტაციის პროექტი დაშენებასაც ითვალისწინებს, რაც ფაქტობრივად ძეგლის ავთენტური სახით შენარჩუნებას არ ნიშნავს.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ რესტავრაციის პროექტების მსგავსი მაგალითები ბათუმში ბევრია.

რესტავრაციის პროექტი – რენდერი

Three misleading claims Georgia’s ruling party is making about the European Commission’s 2026 Enlargement Report

According to a statement by Georgia’s Ministry of Foreign Affairs, “although the European Commission’s Enlargement Report on Georgia has largely been used to voice biased assessments and reinforce political speculation”, the Georgian side will examine the document in detail and submit substantiated comments to the European Commission.

However, while the Ministry of Foreign Affairs is preparing its official response, Georgian Dream has already developed several key talking points based on manipulation and falsehoods, which the ruling party and pro-government media have been promoting.

This article examines three of them

“A one-sided report”

“The report was prepared without the involvement of the Georgian government or relevant agencies, as Brussels is boycotting Georgia. Consequently, the report does not reflect reality, since it is based entirely on disinformation supplied by the opposition,” pro-government media outlets such as Imedi, POSTV, Newshub, ongo.ge and others reported in unison.

Levan Makashvili, Chair of Parliament’s European Integration Committee, who is well aware of how EU institutions operate, claimed that the report had been prepared unilaterally, with “no communication with Georgia, no communication with ministries, no communication with experts”.

“This is a report written unilaterally by five or six people from Brussels, looking out of their windows and writing from their offices,” Makashvili said.

According to Shalva Papuashvili, “Brussels has declared a boycott of Georgia, and it is impossible to prepare such a report without cooperating with the Georgian authorities, obtaining information and verifying it”.

In reality, however, as Georgia’s Ministry of Foreign Affairs itself acknowledges, the European Commission’s report assesses progress made over the course of the year based on information submitted by candidate countries.

The Foreign Ministry also identifies the dialogue formats established under the Association Agreement as another mechanism for assessing progress. It expresses regret that, during the reporting period, the EU side once again failed to hold any of the meetings envisaged by the Association Agreement, at any level, citing the suspension of dialogue with the Georgian side following the European Council conclusions of 27 June 2024. According to the Ministry, this “significantly limits the European Commission’s ability to assess progress objectively”.

“The theory that we have no communication and no contacts with the government is simply not true. The Enlargement Report is a very heavy work the result of 60 colleagues here working in the EU Delegation and hundreds of colleagues working in Brussels, who are following all the developments very closely.

We have consulted all stakeholders. But, the most important input –  the Enlargement Report came from the Georgian authorities. We received two inputs: the first one on the 27th of April, the second on the 7th of September. All together – colleagues just informed me – over 530 pages of very detailed information. All this information has been assessed and this is a result in front of you – 90 pages of enlargement report,” said Pavel Herczynski, the EU Ambassador to Georgia.

The Enlargement Report, which covers the period from 1 September 2025 to 1 September 2026, states that it draws on information from various sources, including material submitted by the Georgian government and EU Member States, European Parliament reports, as well as data from various international and non-governmental organisations.

The report also incorporates comparative assessments and indices prepared by other stakeholders, particularly in the field of the rule of law.

“Appointing judges from abroad”

According to Georgian Dream, the EU is demanding that judges be appointed from abroad.

“When they talk about judges being appointed in Georgia from outside the country, this directly confirms what we have been saying all along: European bureaucracy fails to understand the importance of the rule of law, democracy and constitutionalism, and therefore comes up with such proposals, which are simply disgraceful,” Irakli Kobakhidze said.

“As long as I am a member of Parliament and Speaker of Parliament, I will not allow Georgia’s Constitution to be violated or a foreigner to appoint a judge in this country. Period,” Shalva Papuashvili said.

In fact, the Enlargement Report does not call for judges to be appointed by foreigners. Rather, it refers to so-called vetting — a mechanism for assessing the integrity of judges appointed to senior positions, not all judges. The European Commission has been recommending such a mechanism for years, including in relation to other candidate countries, such as Ukraine and Moldova.

In other words, the EU is calling for integrity checks and financial scrutiny of judges holding senior positions in the judiciary, not seeking the authority to appoint anyone to a judicial post.

According to the Commission’s recommendation, Georgia should launch a more comprehensive reform of its judicial system next year. Specifically, it should reform the High Council of Justice in line with the recommendations of the Venice Commission, including addressing the issue of reappointing its members and introducing restrictions on reappointment by establishing fixed, non-renewable terms of office.

It should also establish an extraordinary integrity vetting mechanism involving international experts, who would play a decisive role in the process. The checks should apply both to candidates and to those currently holding all key positions within the judicial system, namely members of the High Council of Justice, Supreme Court judges and chairpersons of common courts.

Although the European Commission does not explicitly use the term vetting, legal experts say that the wording effectively calls on the authorities to introduce precisely such a mechanism. This would involve reassessing judges’ integrity, including by scrutinising their financial assets, examining possible nepotistic connections and conducting other checks.

The leadership of the judiciary, incumbent judges — with a few exceptions — and Georgian Dream all oppose the introduction of an integrity assessment mechanism involving foreign experts, describing it as unacceptable interference in the country’s internal affairs.

However, there are judges who are not opposed to undergoing such checks, including with the participation of foreign experts.

It is worth noting that, after coming to power, Georgian Dream actively cooperated with Thomas Hammarberg, the EU Special Adviser to the Georgian Government on Constitutional and Legal Reform and Human Rights. However, Hammarberg did not have any “decisive role” in the country’s legal reforms.

“Should we release someone who threw a Molotov cocktail?”

The European Commission is calling on the Georgian authorities to “release all persons arbitrarily detained, including politicians, journalists and activists”.

Georgian Dream interprets this as a demand to release people who threw Molotov cocktails and as an attempt to encourage violence.

“What exactly are they asking us to do — release someone who threw a Molotov cocktail or someone who insulted a police officer? They cannot give us any names because they have none. In that case, it would mean openly endorsing violence and the throwing of Molotov cocktails, which is something they do not want to do. They prefer to speak in general terms, but that will not work. Let them have the decency to provide the names of those they want released,” Irakli Kobakhidze said.

It is true that the report does not include a named list of people who should be released.

EU Ambassador Pavel Herczynski said that he could not go into detail, but that various human rights organisations had submitted different lists. He stressed that the decision ultimately rests with the Georgian courts, while emphasising that the EU wants people who have been unfairly handed disproportionate sentences to be released as soon as possible.

Two people are currently in detention on charges of throwing Molotov cocktails at police officers: Davit Lomidze and Temur Zasokashvili. Dozens of other prisoners are serving sentences in cases where the only evidence presented against them consists of police officers’ testimonies.

Elene Khoshtaria, whose health is in a serious condition, is in prison for writing an inscription on a banner. According to the EU’s assessment, this is a clear example of a disproportionate punishment.

Journalists and activists are being arrested for standing on pavements and exercising their freedom of expression on social media. These arrests are also selective, as representatives of Georgian Dream have never been fined for “indecency”.

“The European Union does not support violence, looting, vandalism, throwing Molotov cocktails – in Georgia or anywhere else. .. Claims to the contrary are simply part of a smear campaign against the European Union, and in this deplorable situation in which we are here today with Georgia’s accession de facto halted is also part of this smear campaign. My plea is to Georgian politicians, but also to Georgian journalists, who also have responsibilities: do not take part in this anti-European rhetoric,” Herczynski said.

Ending the disinformation campaign against the European Union is one of the recommendations in the European Commission’s Enlargement Report.

Georgia remains an EU candidate country in name only and is at risk of losing its visa-free travel regime. This is the European Commission’s main conclusion regarding Georgia in its 2026 Enlargement Report.

According to the European Commission’s assessment, the ruling Georgian Dream party continues to undermine the country’s path towards EU membership by attacking democratic principles, the rule of law and fundamental rights, while further facilitating state capture.

ბსუ-ს სტუდენტ ბიჭს მინიმუმ 4 გოგო სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს

„გოგოებო უფრთხილდით, ეს არის სექს მანიაკი, თუ მასთან არ დაიწყებთ ურთიერთობას, ყველას აშანტაჟებს და ემუქრება საგნების შეტენვით!“ – ამ შინაარსის პოსტი გამოქვეყნდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო ჯგუფში 2026 წლის 7 ნოემბერს.

პოსტი, რომელიც ავტორმა ანონიმურად დაწერა, მალევე წაიშალა, თუმცა ანონიმურმა ავტორმა ის კიდევ ორჯერ გამოაქვეყნა.

პოსტს თან ახლდა სქრინი, ბსუ-ს ერთ-ერთი სტუდენტის ფეისბუქ პროფილიდან. ანონიმი ავტორის მტკიცებით, პირი, რომელიც სქრინზე ჩანდა, ბსუ-ს სტუდენტ გოგოებს სექსუალურად ავიწროებდა.

სქრინი ბსუ-ს სტუდენტური საჯარო ჯგუფიდან

ანონიმური პოსტის გამოქვეყნებიდან მალევე ბსუს-ს საჯარო ჯგუფში ათობით პოსტი დაიწერა, დაიდო სქრინები პირადი მიმოწერიდან. ბსუ-ს რამდენიმე სტუდენტი გოგო ბსუ-ს სტუდენტ ბიჭს სექსუალურ შევიწროებაში, უხამს ქცევაში და საკუთარი გავლენის გოგონების წინააღმდეგ ბოროტად გამოყენებაში სდებდა ბრალს.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტუდენტი, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, იყო სტუდენტური თვითმმართველობის წევრი, ასევე იყო დაახლოებული ლექტორებთან და პირად კომუნიკაციაში თავს პარტია „ქართული ოცნების“ წევრად წარადგენდა.

„ბათუმელები“ შეხვდა და ესაუბრა მინიმუმ 3 სტუდენტ და ერთ არასრულწლოვან გოგოს, რომლებიც ამბობენ, რომ ბსუ-ს სტუდენტი ბიჭი მათ სექსუალურად ავიწროებდა.

გოგოებმა სრული კონფიდენციალურობა ითხოვეს, რასაც “ბათუმელები” მკაცრად იცავს. გთავაზობთ მათ მონათხრობს:

  •  გოგოს ამბავი

„ბსუ-ს სტუდენტი ბიჭი, რომელსაც ახლა გოგოები სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, გავიცანი 2 წლის წინ.  ონლაინ გვქონდა მიმოწერა. წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რაც ურთიერთობა გვქონდა, ფიზიკურადაც  შევხვდით რამდენჯერმე.

თავიდან ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო. გავიცანით ერთმანეთი – მისი თქმით, მოვეწონე და დაიწყო მიმოწერა ჩვენს შორის.

თავიდან ეს მიმოწერა ჩვეულებრივ მეგობრული იყო, შემდეგ კი დაიწყო ვიდეოების გამოგზავნა – ამ ვიდეოებში ჩანდა თავად, შიშველი. ჩემი მხრიდანაც ითხოვდა მსგავსი შინაარსის ვიდეოების გაგზავნას. მაძალებდა, სულ მაძალებდა”.

სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ პოსტები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქ ჯგუფში დაიდო.

სტუდენტი გოგოები ანონიმურად ჰყვებიან თავიანთ ისტორიებს.

ყველა ისტორიას აქვს ერთი საერთო ხაზი – შევიწროებაში დადანაშაულებული სტუდენტი ბიჭი ახლო ურთიერთობაში შედიოდა პირველ ან მეორე კურსელ გოგოებთან, ურთიერთობაში იყენებდა თავის სტატუსს, თავდაპირველად სთავაზობდა დახმარებას სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში, ამყარებდა მეგობრულ ურთიერთობას თითოეულ მათგანთან, მოგვიანებით კი ეს მეგობრული მიმოწერა სექსუალური შინაარსის მესიჯებით ან შეთავაზებებით მთავრდებოდა.

  • სტუდენტი გოგო – მეორე ისტორია

„კრასავიცა, ახლა ჩაგეხუტებოდი. არც გაცვია რამე ხო? რა იყო“, – ეს არის მიმოწერიდან ნაწყვეტი, რომლის შემდეგაც სტუდენტმა გოგომ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ბიჭი სოციალური ქსელიდან დაბლოკა.

„ეს ბიჭი გავიცანი უნივერსიტეტში, სადაც იყო ერთ-ერთი ფაკულტეტის თავმჯდომარე. რაღაც შეხვედრაზე ვიყავით და იქ შევხვდით. ინსტაგრამზე დამამატა და პირველად რუსულად მომწერა „კაკაია კრასავიცა“. მე ეს მონაწერი მივიღე კომპლიმენტად.

შემდეგ უკვე სთორებზე მპასუხობდა, გულებს მიგზავნიდა. რაღაც ეტაპზე, როდესაც ნდობაში შემოვიდა, დაიწყო საზღვრების დარღვევა – მწერდა: „რა კარგი ტანი გაქვსო“, „მოტკეცილები ძალიან გიხდებაო“ და ა.შ.

ბოლო მესიჯი, რის შემდეგაც დავბლოკე, იყო ასეთი შინაარსის. რას შვრებიო? მეთქი ვწევარ. „ახლა ჩაგეხუტები, ალბათ არც არაფერი გაცვიაო“. მაგ მესიჯის მერე ჩავთვალე, რომ ეს იყო ჩემთვის მიუღებელი და დავბლოკე“, – უყვება „ბათუმელებს“ ერთ-ერთი გოგო, რომელიც ამბობს, რომ ბსუ-ს სტუდენტმა ბიჭმა მასთან ურთიერთობაში საზღვრები დაარღვია.

სქრინი, რომელიც “ბათუმელებს” სტუდენტმა გოგომ მოაწოდა. გოგო ამ მიმოწერის ფიგურანტია

სტუდენტი გოგოს თქმით, მანამ, სანამ დაბლოკავდა, როცა ბიჭს უნივერსიტეტში ხვდებოდა, ეს ბიჭი ყოველთვის სთავაზობდა დახმარებას და ახსენებდა, რომ თუკი რაიმე დასჭირდებოდა, შეეძლო მისი იმედი ჰქონოდა.

სტუდენტი გოგო ამბობს, რომ საკუთარი ისტორიის გაზიარება ერთადერთი მიზეზით გადაწყვიტა – მხარი დაეჭირა იმ გოგოებისთვის, ვინც ხმის ამოღება და სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ საუბარი გადაწყვიტა.

  • სტუდენტი გოგო – მესამე ისტორია

„უნივერსიტეტში რაღაც საკითხში დახმარება მჭირდებოდა. ეგ ბიჭი ბსუ-ში ცნობილია, როგორც პირი, რომელიც ყველასთან ახლოსაა და ყველას ეხმარება – ვგულისხმობ ლექტორებთან ურთიერთობას თუ ვინმე თანამდებობის პირთან.

მნიშვნელოვანი საკითხი მქონდა მოსაგვარებელი, რომლის მოგვარებაში დახმარებას დამპირდა და მომიგვარა კიდეც. როცა პირველ კურსზე ხარ, ახალი ხარ უნივერსიტეტში, ჯერ გარემოს ეგუები, კარგად არ იცი, ვინ რას წარმოადგენს. ამიტომ მეგონა, რომ ეს ბიჭი გულწრფელი დამხმარე იყო პირველკურსელების.

თავიდან თბილი კომუნიკაცია დაიწყო, ზედმეტი ყურადღების გამოჩენა. სთორებზე პასუხით – „უხ რა ეშხიანი ხარ, უხ, რა სასწაული ტანი გაქვს“ და მსგავსი კომენტარები.

ასე გაპარებდა – ნელ-ნელა რომ ცდილობს ადამიანი კომუნიკაციაში ჩაგითრიოს. მე ამაზე გავგიჟდი, ვეჩხუბე და მერე არაფერი აღარ მიმიწერია.

ერთ საღამოს როცა ყველაფერი ჩამოარაკრიკა, მომწერა სექსუალური შინაარსის ტექსტი იყო, რას როგორ გააკეთებდა. ოღონდ ეს იყო მისი ბინძური ფიქრები. მე პასუხი არ გავეცი, რადგან ძალიან შემრცხვა და თან მომერიდა ჩხუბიც, უკვე უხერხული იყო და წავშალე ეგ ადამიანი ყველაფრიდან.

ბევრი ადამიანი ჰყავს, ვინც ზურგს უმაგრებს. სულ ცდილობს, რომ ლექტორებთან ახლო ურთიერთობა ჰქონდეს, რომ მერე გამოიყენოს ისინი.

არაერთგზის ჰქონდა ჩემთან მცდელობა დაეწყო სექსუალური ურთიერთობა. უკითხავს – აი, შენ არ გინდა ჩემთან რაღაც გააკეთო და მსგავსი რამეები. არ ვპასუხობდი, არც ვხვდებოდი.

თვითმმართველობის წევრია, მგონია, რომ ალბათ მაგან გადაარჩინა აქამდე, რადგან ბევრი კუთხით აქვს გავლენები“.

  • სამართლებრივი შეფასება

უფლებადამცველი, იურისტი ანა თავხელიძე, სექსუალური შევიწროებად აფასებს ბსუ-ს სტუდენტი გოგონების მონაყოლს.

„როცა სტუდენტური თვითმმართველობის წევრი თავის სტატუსს იყენებს სხვა სტუდენტების, მით უფრო არასრულწლოვნების ნდობის მოსაპოვებლად და შემდეგ მათ სექსუალურად შესავიწროებლად, ეს მხოლოდ კონკრეტული პირის ინდივიდუალური ქცევა არ არის.

თვითმმართველობა უნივერსიტეტის სისტემის ნაწილია და ეს სტატუსი სტუდენტს უნივერსიტეტისგან აქვს.  განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ვსაუბრობთ სახელმწიფო უნივერსიტეტზე, რომელსაც ჩვენ ვაფინანსებთ.

ამიტომ, როცა სტატუსი შევიწროების/ძალადობის ინსტრუმენტად იქცევა, უნივერსიტეტის ინსტიტუციური პასუხისმგებლობა დგება.

აღწერილი ქმედება სულ მცირე სექსუალური შევიწროებაა, რომელიც გულისხმობს არასასურველ სექსუალური შინაარსის ქცევას.

ჩნდება კითხვები სექსუალურ ძალადობაზეც და ეს გამოძიების საგანი უნდა გახდეს. გავრცელებული ინფორმაცია საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ სამართალდამცავმა ორგანომ გამოძიება დაიწყოს, თუნდაც დაზარალებულებმა არ მიმართონ. დასადგენია, ხომ არ ყოფილა სექსუალური ხასიათის ქმედების იძულება.

თუ ქმედების ჩამდენი სრულწლოვანი იყო, ხოლო ადრესატი თექვსმეტ წლამდე, შესაძლოა საქმე გარყვნილ ქმედებასაც ეხებოდეს. გოგოებთან სისტემატური, არასასურველი კომუნიკაცია კი შეიძლება ადევნებადაც შეფასდეს. ეს ყველაფერი დანაშაულია. ქმედებების სწორი სამართლებრივი შეფასება მხოლოდ მიუკერძოებელი, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების პირობებშია შესაძლებელი.

ეფექტიანი გამოძიებისგან დამოუკიდებლად არსებობს უნივერსიტეტის პასუხისმგებლობა, რომელიც ვალდებულია, სტუდენტებისთვის უსაფრთხო გარემო უზრუნველყოს. ეს ნიშნავს, რომ უნდა ჰქონდეს შევიწროებისგან დაცვის მექანიზმი და ზრუნავდეს ასეთი შემთხვევების პრევენციაზე. ახლა კი, როცა ეს ფაქტები საჯაროდ გახდა ცნობილი, დაუყოვნებლივ და ადეკვატურად უნდა მოახდინოს რეაგირება.

გოგოებს აქვთ უფლება, საჯაროდ ისაუბრონ განცდილ ძალადობასა და შევიწროებაზე. მათ ვურჩევ დაიწყონ სამართლებრივი ბრძოლა, ამით სხვა გოგოებსაც დაიცავენ. მნიშვნელოვანია, რომ მათი ვინაობა მკაცრად კონფიდენციალური დარჩეს. თუ მეორე მხარე მათ გასაჯაროებით დაემუქრება, უნდა იცოდნენ, რომ შეუძლიათ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს,“ – განმარტავს ანა თავხელიძე.

ანა თავხელიძე
  • რა პოზიცია აქვს ბსუ-ს

„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის სტუდენტთა უფლებების დაცვა და უსაფრთხო გარემოს შექმნა უმთავრესი პრიორიტეტია. უნივერსიტეტი თავისი კომპეტენციისა და კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, სათანადო რეაგირებას მოახდენს თითოეულ საკითხზე, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს სტუდენტთა უფლებების დარღვევას.

გუშინ, 2026 წლის 9 ნოემბერს, უნივერსიტეტში შემოვიდა ერთ-ერთი სტუდენტის წერილობითი მომართვა, რომელიც დადგენილი წესით დარეგისტრირდა ბსუ-ს კანცელარიაში. უნივერსიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

ამ ეტაპზე უნივერსიტეტს არ აქვს ინფორმაცია, მიმართეს თუ არა სავარაუდო დაზარალებულებმა სამართალდამცავ ორგანოებს. ამასთან, წერილში არ არის მითითებული სავარაუდო დაზარალებულ პირთა ვინაობა, რის გამოც უნივერსიტეტს მათი იდენტიფიცირების და გამოვლენის შესაძლებლობა არ აქვს.

უნივერსიტეტი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება მსგავს საკითხებს და იმოქმედებს სტუდენტთა უფლებების, კონფიდენციალურობისა და კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით,“ – ნათქვამია ბსუ-ს მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ კომენტარში.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. შსს-ს ვკითხეთ, საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე სავარაუდო დანაშაულის შესახებ, ხომ არ დაუწყია გამოძიება.

შსს-სგან ამ საკითხზე განმარტება არ მიგვიღია. ამ ეტაპზე უცნობია დაიწყო თუ არა გამოძიება.

„ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა საქმის ფიგურანტ სტუდენტ ბიჭს. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მოგვიანებით WhatsApp-ის აპლიკაციით გავუგზავნეთ კითხვები.  მან ეს კითხვებიც უპასუხოდ დატოვა.

და ბოლოს,

ფეისბუქ ჯგუფში, სადაც თავდაპირველად სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა, ათამდე გოგომ დაწერა საკუთარი გამოცდილების შესახებ. თუმცა „ბათუმელებმა“ ამ სტატიაში მხოლოდ ის ისტორიები მოიყვანა, რომელთა ფიგურანტებსაც პირადად შეხვდა და მათთან ინტერვიუ ჩაწერა.

თუ თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვისაც მსგავსი ისტორია გაქვთ, გთხოვთ დაუკავშირდით რედაქციას. კონფიდენციალურობა სრულად იქნება დაცული.

პატიმრობა შეუფარდეს მასწავლებელს, რომელსაც ბავშვზე სექსუალური ძალადობას ედავებიან

პატიმრობა შეუფარდეს მასწავლებელს, რომელსაც პროკურატურა ბავშვზე სექსუალურ ძალადობას ედავება.

ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ მიიღო. ბრალდებულ კაცს ხელბორკილები სასამართლო სხდომათა დაბრაზშივე დაადეს.

სავარაუდო დანაშაული დაახლოებით 27 წლის წინ მოხდა. დაზარალებული ქალის ინტერესებს უფლებადამცველ ორგანიზაცია „საფარი“ იცავს.

ორგანიზაციის ცნობით, 1 წლის წინ მათ 40 წლამდე ქალმა მიმართა დაბავშვობაში, სპორტის მასწავლებლის მხრიდან ძალადობის შესახებ უამბო. ქალი მაშინ 7 წლის იყო. ის ჰყვება, რომ მასზე წლების განმავლობაში ძალადობდნენ.

ქალს აინტერესებდა, იყო თუ არა შესაძლებელი გამოძიების დაწყება ამდენი წლის შემდეგ. როგორც იურისტი, მარი ვარამაშვილი ამბობს, დაზარალებული ქალისთვის ამ თემაზე საუბრის ბიძგი გახდა „საფარის“ მიერ გამოძებული პედოფილიის სხვა შემთხვევები. ქალი სოციალურ ქსელში გადააწყდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ორგანიზაცია ბავშობაში ძალადობაგადატანილ ქალებთან მუშაობდა და მათ ეხმარებოდა.

„მთელი ამ დროის [ერთი წლის] განმავლობაში იურისტი დაზარალებულთან ერთად აქტიურად აგროვებდა მტკიცებულებებს. მისი ჩართულობით ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რითაც დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სრულად დადასტურდა“, – წერია„საფარის“ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულ კაცს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” და მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ჩადენას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. უწყების ცნობით, ბრალის დამტკიცებს შემთხვევაშ მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოძიება გრძელდება.

ამავე თემაზე:

შიფერი, როგორც კიბოს გამომწვევი – ომბუდსმენის ანგარიში აზბესტთან დაკავშირებულ საფრთხეებზე და რეკომენდაციები

საქართველოს სახალხო დამცველი ხელისუფლებას აზბესტის საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელიც სხვადასხვა დაავადებებს, მათ შორის კიბოს იწვევს, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისკენ მოუწოდებს.

სახალხო დამცველი ასევე წერს, რომ აზბესტცემენტის მასალების [განსაკუთრებით ე.წ. „შიფერის“] ექსპლუატაციის ვადა ათწლეულებს მოიცავს, ხოლო მათი მასობრივი დემონტაჟის ან ჩანაცვლების სახელმწიფო პროგრამა ამ დრომდე არ განხორციელებულა.

მეტიც, საქსტატის მონაცემებით, ბოლო 10 წელში საქართველოში შემოტანილია ჯამში 15 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აზბესტცემენტისგან და სხვა ანალოგიური მასალებისგან ნაწარმოები საქონელი, აზბესტის ბოჭკო და უშუალოდ აზბესტის ნაწარმი.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა [WHO] და კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს [IARC] კვლევები ცალსახად ადასტურებს, რომ აზბესტის ზემოქმედება იწვევს ისეთ სერიოზულ და ხშირად ფატალურ დაავადებებს, როგორიცაა მეზოთელიომა, აზბესტოზი და ფილტვის კიბო.

საქართველოში აზბესტ-ცემენტის მასალების [ე.წ. „შიფერის“] მასობრივი დემონტაჟის ან ჩანაცვლების სახელმწიფო პროგრამა არ განხორციელებულა. შესაბამისად, საცხოვრებელი, საჯარო და სამრეწველო ნაგებობების მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე შეიძლება შეიცავდეს ამ სახიფათო მასალას.

WHO-სა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის [ILO] ერთობლივი შეფასებით, აზბესტთან პროფესიული ექსპოზიციის შედეგად მსოფლიოში წლიურად 200 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება. ეს სამუშაოსთან დაკავშირებული სიმსივნით გამოწვეული სიკვდილიანობის 70%-ზე მეტია“, – წერს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში შეხვედრების დროს აღმოჩნდა, რომ აზბესტის საფრთხეების შესახებ ცნობიერება დაბალია, როგორც მოსახლეობაში, ისე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებში.

„მონაწილეები სისტემატურად სვამდნენ კითხვებს, რომლებზეც ოფიციალური, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია არ არსებობს. მათ შორის, აინტერესებდათ:

  • როგორ უნდა გაიწმინდოს უსაფრთხოდ ტერიტორია დამტვრეული შიფერისგან;
  • რა ქმედებები უნდა განხორციელდეს, თუ აზბესტის შემცველი მასალა აღმოჩნდა სკოლაში, საბავშვო ბაღში ან სხვა საზოგადოებრივ შენობაში;
  • ვის უნდა მიმართოს პირმა, თუ მეზობელი აზბესტის შემცველი სახურავის დემონტაჟს არასწორად ახორციელებს;
  • არსებობს თუ არა აზბესტის შემცველი მასალების [მაგ. ე.წ. შიფერის] ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდგომ აზბესტის ჰაერში გაფრქვევის პრევენციის საშუალებები [მაგ. აზბესტის შემცველი მასალების მოვლის საშუალებები];
  • საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, როგორია აზბესტის შემცველი მასალების დემონტაჟის/უტილიზაციის უსაფრთხო პროცედურა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორს – „შესაძლებლობის ფარგლებში დაგეგმოს და განახორციელოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები აზბესტის საფრთხეებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად.“

სახალხო დამცველი ასევე წერს, რომ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“ ახორციელებს გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობასა და ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, თუმცა, ცენტრს ცნობიერების ამაღლების პროგრამები, რომლებიც შეეხებოდა აზბესტის მავნე ზემოქმედებას, არ განუხორციელებია.“

„საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში და დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ, ხოლო ამავე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ზრუნავს გარემოს დაცვაზე.

კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი სახელმწიფოს ავალდებულებს, იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე. გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ამ უფლებების რეალიზების წინაპირობაა.

პირს, რომელსაც არ მიეწოდება ინფორმაცია ზემოქმედების წყაროსა და თავდაცვის საშუალებების თაობაზე, ფაქტობრივად ერთმევა შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

„საქართველოში აზბესტის მოხმარების ისტორიული მოცულობის შესახებ ოფიციალური და სისტემატიზებული სტატისტიკა არ არსებობს. თუმცა პრობლემის მასშტაბის აღსაქმელად შესაძლებელია რეგიონული კონტექსტის გამოყენება. ესტონეთის მაგალითზე ჩატარებული კვლევების თანახმად, საბჭოთა კავშირში წლიურად ერთ მოსახლეზე საშუალოდ 12-14 კგ აზბესტი და მისი შემცველი პროდუქცია იწარმოებოდა.

საბჭოთა ერთიანი ინდუსტრიული სტანდარტებისა და ცენტრალიზებული მიწოდების ჯაჭვის გათვალისწინებით, საფუძვლიანია ვარაუდი, რომ საქართველოშიც ანალოგიური პრაქტიკა არსებობდა. აზბესტცემენტის მასალების [განსაკუთრებით ე.წ. „შიფერის“] ექსპლუატაციის ვადა ათწლეულებს მოიცავს, ხოლო მათი მასობრივი დემონტაჟის ან ჩანაცვლების სახელმწიფო პროგრამა არ განხორციელებულა“, – წერს სახალხო დამცველი თავის მიმართვაში.

აქვე აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების, გამოყენებისა და ექსპორტ-იმპორტის აკრძალვას ან მკაცრად შეზღუდულ გამოყენებას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერებების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ჯანდაცვის მინისტრის 2001 წლის ბრძანებით აზბესტის ბოჭკოების მრეწველობაში გამოყენება აკრძალულია.

მიუხედავად ამისა, საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2015 წლიდან დღემდე პერიოდში საქართველოში შემოტანილია:

  • 13 731 100 აშშ დოლარის ღირებულების – „ნაწარმი აზბესტცემენტის ან ანალოგიური მასალებისაგან“. აქედან 1 მილიონი აშშ დოლარის მარტო 2026 წელს.
  • 1 709 200 აშშ დოლარის ღირებულების – „ბოჭკო აზბესტისა დამუშავებული; აზბესტის ნაწარმი“.

ამ თემაზე:

აზბესტი – კიბოს წყარო სახლების სახურავებზე ბათუმში

 

 

ბათუმში ლპება საჩოგბურთო კომპლექსი, რომლის განახლებაც ჯერ კიდევ 2 წლის წინ უნდა დასრულებულიყო

ბათუმში, ტბეთის ქუჩაზე, ბალახშია ჩაფლული საჩოგბურთო კომპლექსის ინფრასტრუქტურა, სადაც ახლა ბავშვები უნდა ვარჯიშობდნენ, სადაც, როგორც „ოცნების“ მთავრობა ჰპირდებოდა მოსახლეობას, „ღვაწლმოსილებს მომავალი თაობები უნდა აღეზარდათ. კიდევ ბევრი ტურნირი და მედალი უნდა მოეგოთ“.

ტბეთის ქუჩაზე საჩოგბურთო კომპლექსის განახლებას ბავშვებს 2022 წელს დაჰპირდნენ და 2024 წელს ეს პროცესი უნდა დასრულებულიყო, თუმცა რას დაასრულებდნენ, რაც სინამდვილეში არც დაწყებულა.

აქაურობა უკვე წლებია ბალახითა და ტალახით არის დაფარული, შენობის ნაწილი კი ლპება და ყარს.

საჩოგბურთო მოედანი დღეს
შენობის ეს ნაწილი ნაგვითაა სავსე და ყარს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „პროექტების მართვის კომპანიას“ ტბეთის ქუჩაზე არსებული საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაციიის მცდელობა სამჯერ ჰქონდა, რეაბილიტაციაზე ტენდერები გამოაცხადა: 2023 წელს – ორჯერ, 2026 წელს კი – ერთხელ. თუმცა, სამივე ტენდერი უშედეგოდ დასრულდა.

ბოლო, ანუ 2026 წლის ტენდერი „პროექტების მართვის კომპანიამ“ გამოცხადებიდან მალევე იმ მიზეზით შეწყვიტა, რომ „პროექტის გადამუშავება“ გახდა საჭირო.

ბიუჯეტში ამ კომპლექსის რეაბილიტაციისთვის 2023 წელს 3,8 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, მიმდინარე, 2026 წელს კი – 3,9 მილიონი ლარი.

აქვე უნდა ითქვას, რომ ეს პროექტი 2022 წელს არის მომზადებული და იგივეა, რომლითაც ტენდერი 2023 წელს ჰქონდათ გამოცხადებული. როგორც ჩანს, 4 წლის შემდეგ ისე გამოაცხადეს განმეორებითი ტენდერი 2022 წელს მომზადებული პროექტით, რომ ის არავინ წაიკითხა.

პროექტის ტენდერით გათვალისწინებული საწყისი ფასი ამჯერად 3 მილიონ 963 052 ლარის სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებდა.

როგორც ტენდერის შეწყვეტის ოქმშია მითითებული, საპროექტო დოკუმენტაციის განხილვის შედეგად გამოვლინდა,  რომ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გადამუშავებასთან ერთად საჭირო იყო „კორექტირებების შეტანა“.  საინტერესოა, რატომ განიხილეს სატენდერო დოკუმენტაცია ტენდერის გამოცხადების შემდეგ და არა მანამდე, რამ შეუშალა ამას ხელი, არც ერთ დოკუმენტში არ წერია.

პროექტის რენდერი – პროექტი ბათუმში, თამარის დასახლებაში, ტბეთის ქუჩაზე #6-ში არსებული საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/ რეკონსტრუქციას ითვალისწინებდა, რომელიც მოედნის ჩათვლით 5111 კვ.მეტრ ტერიტორიას მოიცავს.
რენდერი

შესყიდვის პირობა იყო ასევე საჩოგბურთო კომპლექსის ადმინისტრაციული შენობისა და სასტუმროს, ღია და დახურული კორტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, რომელიც ითვალისწინებდა ორსართულიანი სასტუმროს შენობის და ერთსართულიანი დამხმარე შენობის [ტრიბუნით] დემონტაჟს იმავე ადგილზე.

ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე საჩოგბურთო კომპლექსის ადმინისტრაციული შენობისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ 2026 წლის 15 ივლისს მეორედ გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტებს თან დაურთეს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის 2022 წელს გამოცემული ბრძანება. ამ ბრძანების თანახმად, დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი მასალები ტენდერში გამარჯვებულს 1 ლარად უნდა გადაეცეს.

ბათუმში, ტბეთის ქუჩაზე არსებული საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას აჭარის მთავრობა 2022 წლიდან გეგმავს და როგორც ამ ქუჩაზე და მის მიმდებარედ მცხოვრებლები გვიყვებიან, „დღემდე საშველი ვერ დააყენა“.

ამავე თემაზე:

ვიდრე „ოცნება“ სპორტსმენების ოქროს ითვლის, სპორტული ინფრასტრუქტურა მოუვლელობის გამო ლპება

გარდაიცვალა 75 წლის მზისა გაბეშია, რომელიც პროტესტს მარტვილიდან მარტო უერთდებოდა

დღეს, 10 ნოემბერს, გარდაიცვალა 75 წლის მზისა გაბეშია, მარტვილელი აქტივისტი ქალი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს მარტვილიდან უერთდებოდა ყოველ დღე, სანამ ჯანმრთელობა აძლევდა ამის საშუალებას.

„თავისუფლება მზიას“, „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“, „არა ძალადობრივ რეჟიმს“, „წადი“, – ამ პლაკატებით გამოხატავდა ის თავის სათქმელს აქციაზე.

მზისა გაბეშია „ბათუმელებს“ უყვებოდა, რომ 24 წელი იმუშავა საავადმყოფოში ექთნად. როცა მისმა შვილმა თბილისში სწავლა დაიწყო, თავადაც იქ გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ კი ისევ მარტვილში დაბრუნდა.

„ყველანაირ ამინდში იქ ვდგავარ, ვაპროტესტებ. მზიას და ყველა პატიმრის გათავისუფლებას ვითხოვ. სამართლიანობა მინდა“- უთხრა მან „ბათუმელებს“ 2025 წელს.

იგი თავად ამზადებდა ხელნაწერ ტრანსპარანტებს და ისე გადიოდა აქციაზე მარტვილის მერიასთან იმის დასტურად, რომ პროტესტის ხმა ისმის მარტვილშიც.

_________________

ამ თემაზე:

„მზიას და ყველა პატიმრის თავისუფლებას ვითხოვ“ – ერთი ქალის პროტესტი მარტვილში

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა

თბილისში რეგიონული კონფერენცია გაიმართა. მთავარი თემები ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ვაჭრობის დაფინანსება, შესაბამისობა და ტრანსსასაზღვრო გადახდები იყო. ღონისძიებას საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა (ICC Georgia), რაიფაიზენ ბანკ ინთერნეიშენალმა (RBI), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) უმასპინძლეს.

ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობდნენ რეგულატორების, კომერციული ბანკების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები დსთ-ის (CIS) რეგიონიდან – მსხვილი ექსპორტიორები და იმპორტიორები, ასევე ლოგისტიკური კომპანიები. ღონისძიებამ ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა: გასცნობოდნენ ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების სფეროში არსებულ გამოწვევებს; მიეღოთ ინფორმაცია მარეგულირებელ ცვლილებებზე და გაეზიარებინათ გამოცდილება რეგიონში წამყვანი სპეციალისტებისგან, კომერციული ბანკებისა და მარეგულირებელი ორგანოების მაღალი რანგის პროფესიონალებისგან.

კონფერენციის ფარგლებში გამართულ პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებზე მონაწილეებმა განიხილეს გეოპოლიტიკური ცვლილებების გავლენა სავაჭრო ურთიერთობებზე, შესაბამისობის მოთხოვნები და მათი გავლენა ბიზნესის საქმიანობაზე. ასევე ისაუბრეს ევრაზიული სავაჭრო დერეფნების მნიშვნელობაზე, საერთაშორისო ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების როლზე,  განიხილეს რეგიონში ვაჭრობის დაფინანსების შესაძლებლობებიც. პირისპირ შეხვედრებმა მონაწილეებს საშუალება მისცა, დაემყარებინათ პროფესიული კავშირები პოტენციურ პარტნიორებთან.

კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ თიბისი, საქართველოს ბანკი, ბაზისბანკი და Argos Advisory.

ქობულეთში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

დღეს, 10 ნოემბერს, ქობულეთში, თავისუფლების ქუჩაზე [ახალსოფლის დასახლებაში], ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულია დედა-შვილი. როგორც ქობულეთის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, დაშავებულებს ზედაპირული დამწვრობა აქვთ და ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილნი.

წინასწარი ინფორმაციით,  აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია.

დეტალებს აზუსტებენ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხობს თბოენერგიის, გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას.

3.4 მლნ კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების დახურული დაწესებულებისთვის

2026 წლის ბოლომდე 3 445 000 ლარი დაიხარჯება 10-14 წლის ბავშვებისთვის დახურული ტიპის დაწესებულების შექმნისთვის.

საუბარია „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრზე“, რომლის შესაბამისი კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ გასული წლის ბოლოს დაამტკიცა. 

ცენტრის შექმნის იდეას ჯერ კიდევ კანონპროექტის განხილვის დროს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა: ბავშვთა უფლებადამცველების, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების შეფასებით, სახელმწიფო აშენებდა ბავშვთა ციხეს. მოზარდებთან მუშაობის გამოცდილების მქონე სპეციალისტების თქმით, ბავშვების მოთავსება დახურული ტიპის დაწესებულებაში ვერ შეასრულებს განსაზღვრულ მიზანს – რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას. უფრო მეტიც, ისინი აცხადებდნენ, რომ ცენტრს არა პრევენციის, არამედ დასჯის ფუნქცია ექნებოდა.

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონპროექტში „პრინციპული გამოწვევები“ დაინახა სახალხო დამცველმაც.

28 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ გამოსცა განკარგულება ცენტრის 2026 წლის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე.

დოკუმენტით ირკვევა, რომ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ-ს 139 თანამშრომელი ჰყავს. მათ, 2026 წლის განმავლობაში, ხელფასის სახით, ჯამში 719 000 ლარს გადაუხდიან.

ყველაზე მაღალი ანაზღაურება, ცხადია, ცენტრის თავმჯდომარეს აქვს – 10 000 ლარი, თავმჯდომარის 1-ელ მოადგილეს – 8 900, ხოლო მოადგილეს – 8 400 ლარი.

ცენტრში დასაქმებულთა შორის ყველაზე ნაკლები ანაზღაურება აქვთ საქმისწარმოების სპეციალისტს, ახალგაზრდულ ლიდერებსა და უსაფრთხოების თანამშრომლებს – თითოეულს 2 560 ლარი.

დოკუმენტის თანახმად, ცენტრს 7 ფსიქოლოგი (მათგან 2 პროფესიული ზედამხედველი), 10 სოციალური მუშაკი (მათგან 2 პროფესიული ზედამხედველი), 3 ექიმი, 4 ექთანი, 8 აღმზრდელი და 7 „ახალგაზრდული ლიდერი“ ჰყავს. 

ამავე დროს, ცენტრს ჰყავს 48 „უსაფრთხოების სპეციალისტი“. 

„ბათუმელებისთვის“ უცნობია ჰყავს თუ არა, ან ვინ არის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი. ვიცით მხოლოდ ის, რომ საშტატო ნუსხის მიხედვით, მისი ანაზღაურება 4 160 ლარია. ამიტომ, ახალშექმნილი სსიპ-ის შესახებ ინფორმაციის მისაღებად „ბათუმელები“ იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა.

იუსტიციის სამინისტროდან მოგვწერეს, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი 2026 წლის 1-ელი მაისიდან ფუნქციონირებს.

„ბავშვთან მომუშავე სპეციალისტები, სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები აფასებენ ცენტრში გადმომისამართებული არასრულწლოვანების ინდივიდუალურ საჭიროებებს და რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მათ მშობლებთანაც მუშაობენ.

შეფასების შედეგების საფუძველზე მულტიდისციპლინური ჯგუფი იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ და ითვალისწინებს არასრულწლოვანების საუკეთესო ინტერესებსა და მოსაზრებებს, აგრეთვე მათი კანონიერი წარმომადგენლების მოსაზრებებს.

კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების საკითხს სასამართლო ჯგუფის შუამდგომლობით წყვეტს, ხოლო სახლში სარეაბილიტაციო და მხარდამჭერი ღონისძიებები, მათ შორის თერაპიული მუშაობა, თითოეული ბავშვის საჭიროებების შესაბამისად ხორციელდება“, – აცხადებენ სამინისტროში.

ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე იძებნება ცენტრის თავმჯდომარის, ნათია ახმეტელის დეკლარაცია. მან დეკლარაცია 1-ელ ივლისს შეავსო, ანუ ცენტრის ოფიციალურად ამოქმედებიდან 1 თვეში. დეკლარაცია გასული, 2025 წლის მონაცემებს ასახავს.

დოკუმენტით ირკვევა, რომ 31 წლის ნათია ახმეტელი 2025 წელსაც იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებაში მუშაობდა. კერძოდ, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში. ახმეტელი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრს ხელმძღვანელობდა, სადაც ერთი წლის განმავლობაში ხელფასის სახით 51 222 ლარი აიღო (თვეში დაახლოებით 4 200 ლარი). გარდა ამისა, იმავე პერიოდში ის იყო იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერიც, სადაც გაწეული სამსახურისთვის 361 ლარი გადაუხადეს.

რატომ შეიქმნა „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი“?

„ქართულმა ოცნებამ“ კანონის მიღება იმით ახსნა, რომ გაზრდილია 14 წლამდე მოზარდების მხრიდან კანონდარღვევის შემთხვევები. თუმცა, ამ ასაკის ბავშვებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ვრცელდება. იდეის ავტორები („ქართული ოცნების“ დეპუტატები – რატი იონათამიშვილი, არჩილ გორდულაძე, თენგიზ შარმანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზურაბ ქადაგიძე, თორნიკე ჭეიშვილი, სალომე ჯინჯოლავა და ალუდა ღუდუშაური) განმარტავდნენ, რომ ქვეყანაში არ არსებობდა 14 წლამდე ბავშვების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების მექანიზმი. მათი განცხადებით, ცენტრი სწორედ ამ პრობლემის საპასუხოდ უნდა შექმნილიყო.

ამავე თემაზე: ეს იქნება მცირე ზომის საოჯახო ტიპის დაწესებულება – იონათამიშვილი ბავშვთა „რეაბილიტაციის სახლზე“

კანონის მიხედვით, ცენტრში არასრულწლოვანის გადამისამართების უფლება აქვს პროკურორს. ინდივიდუალური პროგრამების გავლის შემდეგ, თუ ამის საჭიროება კვლავ იქნება, პროკურორი მიმართავს სასამართლოს და მოსამართლის თანხმობით ბავშვები არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართდებიან.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიეცემა მშობლის ან ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც უარს იტყვის ცენტრთან თანამშრომლობაზე, ან არ შეასრულებს პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

  • რატომ აკრიტიკებენ ამ ინიციატივას ბავშვთა უფლებადამცველები?

მთავარი არგუმენტი, რაც ბავშვთა საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებს – ფსიქოლოგებს, იურისტებს, მედიატორებს, სოციალურ მუშაკებს აქვთ, არის ის, რომ დახურული ტიპის დაწესებულებაში ბავშვის იძულებით მოთავსება არის დასჯა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. უფრო მეტიც, მათი შეფასებით, ამგვარმა მიდგომამ, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი პრობლემა შექმნას – გამოიწვიოს კონკრეტული ბავშვების იზოლაცია და მათ მიერ კანონის დარღვევის წახალისება.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს ბავშვების მიერ ჩადენილი დანაშაულის პრევენცია და არა მათი დასჯა უკვე მომხდარი ფაქტის შემდეგ.

„მოზარდების რთული ქცევა არის არაჯანსაღი გარემოს სიმპტომი. შესაბამისად, თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს, რომ გრძელვადიან, მდგრად შედეგებზე გავიდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია თავად გარემოს შეცვლაზე ვიზრუნოთ – ავიღოთ ამაზე პასუხისმგებლობა და არ მოვახდინოთ ბავშვის იზოლაცია“, – ამბობდა ფსიქოლოგიის დოქტორი თინათინ ბანძელაძე ჯერ კიდევ კანონპროექტის დამტკიცებამდე.

ის წლების განმავლობაში მუშაობდა საჯარო სექტორში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებები ეწინააღმდეგება ბავშვების საუკეთესო ინტერესებს, რითაც ხელმძღვანელობდნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებისას, რომელზეც თავადაც მუშაობდა.

__

ამავე თემაზე:

მოვუწოდებთ “ოცნებას”, დასჯის ნაცვლად, ბავშვთა მხარდაჭერასა და ოჯახების გაძლიერებაზე ორიენტირდეს – SJC

 

 

„ბიზნესმენმა, რომელიც პატიმრებს მატლიანი და ობიანი საკვებით ამარაგებდა, 3 მლნ-იანი ტენდერი მოიგო“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ შემწირველ იაშა ჩაჩუას კომპანია „ლუკა 2005“-მა 26 ოქტომბერს რუსთავის სოციალურად დაუცველი მოქალაქეების კვების 2.98 მილიონი ლარის ღირებულების უკონკურენტო ტენდერი მოიგო.

შვიდი თვით ადრე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ჩაჩუას მეორე კომპანიას, „ილი ჯგუფს“, სისტემატური დარღვევების გამო პატიმრების კვების ხელშეკრულება შეუწყვიტა. ახლა იმავე ბიზნესმენის კომპანიამ რუსთავის ყველაზე მოწყვლადი მოქალაქეები უნდა გამოკვებოს.

შვიდი ტენდერი, ხუთი უკონკურენტო

როგორც „გამჭვირვალობა“ წერს, 2021 წლის აგვისტოდან რუსთავის სოციალურად დაუცველი მოქალაქეების კვებით უზრუნველყოფის შვიდივე ტენდერი ჩაჩუას კომპანიებმა მოიგეს. „ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 15.5 მილიონი ლარია. პირველ ოთხ ტენდერში შპს „ილი ჯგუფმა“ გაიმარჯვა (2021-2023 წლებში), ბოლო სამში კი – შპს „ლუკა 2005“-მა (2024-2026 წლებში).

შეიცვალა კომპანია, თუმცა მფლობელი იგივე დარჩა: იაშა ჩაჩუა „ლუკა 2005“-ის 100%-ს და „ილი ჯგუფის“ 71%-ს ფლობს.

მანამდე, სულ მცირე 2017 წლიდან, რუსთავის სასადილოებს შპს „ალიონი“ ემსახურებოდა. „ილი ჯგუფმა“ ეს ადგილი 2021 წლის აგვისტოში დაიკავა, როდესაც „ალიონზე“ დაბალი ფასი შესთავაზა შემსყიდველს.

მომდევნო ტენდერში, 2022 წლის იანვარში, „ალიონის“ შეთავაზება „ილი ჯგუფის“ შეთავაზებაზე 155 000 ლარით ნაკლები იყო, თუმცა სატენდერო კომისიამ „ალიონი“ ტენდერიდან მოხსნა.

დისკვალიფიკაციის საბოლოო საფუძველი იყო ის, რომ ფასების დაზუსტებულ ცხრილში თანხები სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ორი ათწილადის ნაცვლად ოთხი ათწილადით იყო მითითებული.

წესები განმეორებით დაზუსტებას არ ითვალისწინებს. შედეგად კონტრაქტი „ილი ჯგუფს“ ერგო, რუსთავის მერიას კი მომსახურება 155 000 ლარით უფრო ძვირი დაუჯდა.

მას შემდეგ ტენდერში მონაწილეობა სხვა არც ერთ კომპანიას აღარ მიუღია. ბოლო ხუთ ტენდერში, 2022 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის ოქტომბრამდე, ჩაჩუას კომპანია ერთადერთი პრეტენდენტი იყო და შესაბამისად საბიუჯეტო თანხები ფაქტობრივად არ დაზოგილა. შედარებისთვის, კონკურენციის პირობებში ჩატარებულ ორ ტენდერში ფასი სავარაუდო ღირებულებაზე 28%-ით და 10%-ით ნაკლები იყო.

მანამდე, 2018-2020 წლებში, იაშა ჩაჩუამ, შპს „ილი ჯგუფის“ მეწილე ლაშა უღრელიძემ და შპს „ლუკა 2005“-ის დღევანდელმა დირექტორმა იუზა ჯოგლიძემ „ქართულ ოცნებას“ და პარტიის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიას ჯამში 245 000 ლარი შესწირეს:

ჩაჩუამ 60 000 ლარი, უღრელიძემ 110 000 ლარი, ჯოგლიძემ – 75 000 ლარი. სულ კი 2019 წლიდან დღემდე „ლუკა 2005“-ს 44.3 მილიონი ლარის ღირებულების 51 სახელმწიფო ტენდერი აქვს მოგებული“-წერს „გამჭვირვალობა“.

ციხის კვების სკანდალი

„2019 და 2023 წლებში „ილი ჯგუფმა“ პატიმრების კვების უზრუნველყოფის ორი ტენდერი მოიგო ჯამში 186.8 მილიონი ლარის ღირებულებით. პრობლემები თავიდანვე გამოჩნდა. „რადიო თავისუფლების“ გამოძიების თანახმად, ინსპექტორებმა ხაჭაპურში ხოჭო, პაშტეტში მატლები და სოსისზე ობი აღმოაჩინეს.

მხოლოდ 2019-2021 წლებში პენიტენციურმა სამსახურმა კომპანია 3.3 მილიონი ლარით დააჯარიმა. ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში „რადიო თავისუფლება“ წერდა, რომ კომპანიამ ხელშეკრულება 29-ჯერ დაარღვია, თუმცა კონტრაქტი არ შეუწყვეტიათ და კომპანიაც „შავ სიაში“ არ შეუყვანიათ. 2023 წლის იანვარში კი კომპანიამ პატიმრების კვების ახალი, 103.5 მილიონი ლარის ხელშეკრულებაც გააფორმა.

დარღვევები კვლავ გაგრძელდა.

2026 წლის მარტში, „რადიო თავისუფლების“ ახალი ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, პრობლემა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმაც აღიარა. შესყიდვების სააგენტოს განკარგულებაში აღწერილი ინსპექტირების შედეგების თანახმად, პატიმრები, მათ შორის დიაბეტითა და ტუბერკულოზით დაავადებულები, მათთვის განკუთვნილ საკვებს ვერ იღებდნენ. რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში კი პატიმრის ულუფაში ტარაკანი იპოვეს. 10 მარტის მდგომარეობით 375 დარღვევა იყო გამოვლენილი და 34.9 მილიონი ლარის პირგასამტეხლო დაკისრებული. 12 მარტიდან პენიტენციურმა სამსახურმა ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა.

საკვების ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზიები რუსთავის სასადილოებშიც ისმოდა. 2021 წლის დეკემბერში „რადიო თავისუფლება“ წერდა, რომ „ილი ჯგუფის“ მართვაში არსებული ოთხი უფასო სასადილოს ბენეფიციარები ლობიოში ქვებსა და მატლებზე, ასევე დაობებულ პურზე ჩიოდნენ, სოსისში კი საქონლის ხორცი საერთოდ არ იყო. ამ სასადილოებს პურით „ლუკა 2005“ ამარაგებდა. რუსთავის მერიას ეს გარემოებები სხვა მიმწოდებლის მოძიების საფუძვლად არ მიუჩნევია“.

ცნობები სუს-ის მფარველობის შესახებ

„გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, ჯერ კიდევ  2021 წლის დეკემბრის სტატიაში „რადიო თავისუფლება“ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ კომპანიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი უფროსის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი მფარველობდა.

„2020 წლის ივნისში, „ფორმულა“ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით „ილი ჯგუფს“ სუს-ის მაშინდელ ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილს უკავშირებდა.

ლილუაშვილმა უწყება 2025 წელს დატოვა, ხოლო იმავე წლის დეკემბერში ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. სამ თვეში „ილი ჯგუფმა“ ციხის კონტრაქტი დაკარგა“- წერს გამჭვირვალობა-საქართველო.

გაფრთხილება „შავი სიის“ ნაცვლად

გამჭვირვალობის შეფასებით, ეს შემთხვევა იმასაც აჩვენებს, თუ რა მარტივია სატენდერო ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში არაკეთილსინდისიერი მიმწოდებლისთვის ნებისმიერი ნეგატიური შედეგის თავიდან არიდება.

„ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ „ლუკა 2005“ საკვების მიწოდების ხელშეკრულებების არაჯეროვანი შესრულების გამო შესყიდვების „შავ სიაში“ შეიყვანა. „შავ სიაში“ შეყვანილ კომპანიას ერთი წლის განმავლობაში ტენდერებში მონაწილეობა ეკრძალება, თუმცა ეს შეზღუდვა მის მფლობელებზე არ ვრცელდება. 2021 წლის აგვისტოში, როდესაც შპს „ლუკა 2005“ ჯერ კიდევ „შავ სიაში“ იმყოფებოდა, რუსთავის ტენდერი ჩაჩუას მეორე კომპანიამ, „ილი ჯგუფმა“ მოიგო.

2026 წელს, მიუხედავად უმძიმესი დარღვევებისა, სააგენტოს „შავ სიაში“ შპს „ილი ჯგუფი“ არ შეუყვანია. უწყებამ დაადასტურა, რომ ამის საფუძველი არსებობდა, თუმცა 7 მაისს კომპანიას მხოლოდ გაფრთხილება მისცა, რაც მას ტენდერებში მონაწილეობას არ უკრძალავს.

კანონი გაფრთხილებას საერთოდ არ ითვალისწინებს, ეს წესი სააგენტომ თავად დააწესა და მისი ხარვეზიც სააგენტოს პასუხისმგებლობაა.

გარდა ამისა, სადავოა, რომ „ილი ჯგუფს“ ხელშეკრულება ნახევრად მაინც ჰქონდა შესრულებული: 97% გადახდილ თანხას ასახავს, ხელშეკრულება კი სწორედ არაჯეროვანი შესრულების გამო შეწყდა. საკვების ფორმალური მიწოდება შესრულებად არ უნდა ჩაითვალოს“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა –-საქართველო“ ჯერ კიდევ 2018 წელს მოუწოდებდა ხელისუფლებას, რომ კორუფციასა თუ თაღლითობაში მხილებულ პირებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა აკრძალვოდათ და ეს შეზღუდვა ასეთი კომპანიების მფლობელებზეც გავრცელებულიყო, რადგან ამ შეზღუდვის გარეშე მფლობელს შეუძლია იგივე საქმიანობა უბრალოდ სხვა იურიდიული პირის მეშვეობით განაგრძოს.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში 2026 წლის მაისის ცვლილება ამას ნაწილობრივ ასახავს: 2026 წლის 1 დეკემბრიდან აკრძალვა გავრცელდება იმ კომპანიებზეც, რომლებიც „შავ სიაში“ შეყვანილ კომპანიასთან მფლობელობით ან მართვით არიან დაკავშირებული. თუმცა მანამ, სანამ სააგენტო საკუთარ წესს ინარჩუნებს, „ილი ჯგუფის“ მსგავსი მიმწოდებელი კვლავ მხოლოდ გაფრთხილებას მიიღებს და შეზღუდვა მფლობელის სხვა კომპანიებს ვერ შეეხება“-წერს გამჭვირვალობა.

„ამბასადორი ჯგუფმა“ და Ria Keburia Foundation-მა ამბასადორის კუნძულისთვის ახალი საკოლექციო უძრავი ქონების კონცეფცია წარადგინეს

„ამბასადორი ჯგუფისა“ და თანამედროვე ხელოვნების ფონდის, Ria Keburia Foundation-ის ორგანიზებით, სპეციალურად “ამბასადორი აილენდ ბათუმისთვის” შექმნილი, საკოლექციო უძრავი ქონების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე, სახელწოდებით „როდესაც არქიტექტურა თავად იქცევა ხელოვნებად” საზოგადოებას პირველად წარედგინა Ambassadori Art Apartments-ის კონცეფცია ორი ტიპის აპარტამენტისთვის, რომლებიც სპეციალურად „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტისთვის შეიქმნა.

Ambassadori Art Apartments-ის კონცეფციის ინიციატორი რია ქებურიაა, რომლის ხედვაც ორი საცხოვრებელი აპარტამენტის საკოლექციო ხელოვნების ნიმუშებად გარდაქმნას გულისხმობდა, არქიტექტურის, დიზაინისა და თანამედროვე ხელოვნების გაერთიანების გზით.

Ambassadori Art Apartments-ის კონცეფცია არქიტექტურულმა ბიურომ Arabidze Architects-მა და კვლევითმა ლაბორატორიამ AD1369105-მა შექმნეს. აპარტამენტების საკოლექციო ღირებულება კონკრეტულ მახასიათებლებს ეფუძნება: სივრცის ყველა ელემენტი: დივანი, მაგიდა, სავარძლები, განათება და სარკეები სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა, რაც გამორიცხავს მზა კატალოგების გამოყენებას. ინტერიერში გამოყენებულია კაკლის ხე, ბუნებრივი ქვა, დამუშავებული ლითონი და სარკის ინსტალაციები. ხის კონსტრუქციული ელემენტები კი, ადგილობრივი ოსტატების მიერ, ხელით არის დამზადებული.

ზურაბ არაბიძე ქართველი არქიტექტორი და ხელოვანია, რომლის შემოქმედებაც არქიტექტურულ სიზუსტესა და მინიმალისტურ მხატვრულ გამომსახველობას აერთიანებს. მისი ნამუშევრები საერთაშორისო გამოფენებზე არაერთხელ ყოფილა წარმოდგენილი.

„ჩემთვის საკოლექციო უძრავი ქონება არის საცხოვრებელი გარემო, სადაც თითოეული დეტალი მხატვრული გამოცდილების წყარო ხდება. ჩვენი ფონდი წლებია ავითარებს საერთაშორისო არტ და კულტურულ ინიციატივებს. „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტმა კი მოგვცა შესაძლებლობა, შეგვექმნა საკოლექციო უძრავი ქონების ახალი პრეცედენტი. ზურაბ არაბიძესთან და Arabidze Architects-თან თანამშრომლობით შევქმენით აპარტამენტები, სადაც არქიტექტურა, ავეჯი და ხელოვნება ერთიან, გაუყოფელ სისავსეს ქმნიან, რაც მათ განსაკუთრებულ კულტურულ და საინვესტიციო ღირებულებას ანიჭებენ.“ – აღნიშნა Ria Keburia Foundation-ის დამფუძნებელმა, რია ქებურიამ.

როდის აღდგება გაზის მიწოდება ბათუმში – გათიშულია 10 ათასამდე აბონენტი

10 ნოემბერს, დილიდან, ბათუმის რიგ ქუჩებზე გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყო.

კომპანია „სოკარში“ „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ გაზის აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს და დღის ბოლომდე გათიშულ აბონენტებს გაზი მიეწოდებათ.

„სოკარის“ ცნობით, 9 ნოემბერს ავარიული დაზიანების შედეგად  გაზის მიწოდება შეუწყდა შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის 1-ელ ჩიხში, რეჯებ ნიჟარაძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, შერიფ ხიმშიაშვილის, ლეხ და მარია კაჩინსკების, ადლიის, ზღვისპირის, გურიელისა და გრიგოლ ელიავას ქუჩებზე მცხოვრებ 9357 აბონენტს.

„სოკარი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

 

გოდერძიზე სეზონს ორდღიანი ფესტივალით გახსნიან – ბიუჯეტიდან ₾109 ათასი დაიხარჯება

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ხულოში, კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონის გახსნას ორდღიანი ფესტივალით გეგმავს.

ფესტივალის ორგანიზებისთვის 109 ათასი ლარი დაიხარჯება. ამ ხარჯს კი შემდგომში იმ ჰონორარის თანხაც დაემატება, რასაც ფესტივალზე მოწვეულ DJ-ეებსა და მუსიკოსებს გადაუხდიან.

ამ ეტაპზე უცნობია სეზონის გახსნის, ანუ ფესტივალის ჩატარების ზუსტი თარიღი.

„ფესტივალის ჩატარება იგეგმება დეკემბრის თვეში, რომელიმე შაბათს/კვირას. ფესტივალის ჩატარების ზუსტი თარიღი დამოკიდებულია ამინდსა და თოვლის სიმაღლეზე.“ – აღნიშნულია ტენდერის პირობაში, რომელიც დეპარტამენტმა გამოაცხადა.

ფესტივალის წინასწარი პროგრამა [ტენდერიდან]:

დღე 1

ფესტივალის გახსნა [ოფიციალური ნაწილი]
საბავშვო აქტივობები
მუსიკალური პროგრამა – მოწვეული ბენდი
მუსიკალური პროგრამა – ადგილობრივი ბენდი 1
მუსიკალური პროგრამა – ადგილობრივი ბენდი 2
კოცონი
DJ 1, DJ 2, DJ3

დღე 2

ელექტრონული მუსიკა [DJ 1], [DJ2]
საბავშვო აქტივობები
კოცონი
მუსიკალური პროგრამა – ადგილობრივი ბენდი 1
ელექტრონული მუსიკა [DJ 3]

ფესტივალის წინასწარი პროგრამა შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

ფესტივალის დეკორაციის, ფოტოზონების, ინსტალაციების საორიენტაციო ვიზუალები მაგალითისთვის კი ნახეთ ამ ბმულზე.

„სამთო – სათხილამურო კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონის გახსნის, კურორტ გოდერძის პოპულარიზაციისა და კურორტზე სათხილამურო სეზონის დაწყების შესახებ შიდა და საერთაშორისო ვიზიტორების ინფორმირების მიზნით ორდღიანი ფესტივალის ორგანიზებაზე“ ტენდერი 109 ათას 900 ლარითაა გამოცხადებული.

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 15 ნოემბერს დაიწყება და 17 ნოემბერს დასრულდება.

„ფესტივალის ჩატარების ზუსტი თარიღები ეცნობება მიმწოდებელს, ფესტივალის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე“ – წერია სატენდერო პირობაში.

________________

ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 10 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 611 600 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +2 220. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 465 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 25 696 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 52 158 ერთეული [+46]
  • MLRS – 2 266 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 754 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 452 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 603 351 ერთეული [+1 331]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 3 117 ერთეული [+8]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 173 013 ერთეული [+525]
  • სპეცტექნიკა – 4 892 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 196 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ეს არის სუვერენიტეტის თვითშეზღუდვა“ – ვახტანგ ხმალაძე ოპოზიციის აკრძალვის საქმეზე

ხვალ, 10 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება „ოპოზიციის აკრძალვის საქმის“ განხილვა. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება რამდენიმე სახის საფრთხეს ქმნის, მათ შორის, უმთავრესი „სუვერენიტეტის თვითშეზღუდვაა“.

ვახტანგ ხმალაძე სარჩელის იმ ნაწილზე მიუთითებს, სადაც „ოცნება“ ენმ-ს ადანაშაულებს აგვისტოს ომის დროს საოკუპაციო ძალის შესაჭრელად ნიადაგის შექმნაში.

„…თუ დაადასტურა, რომ არაკონსტიტუციური იყო საქართველოს ხელისუფლების მოქმედება, ეს იქნება იმის გაცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე ჯერ უნდა გაარკვიოს: ხომ არ გააღიზიანებს რუსეთს და თუ გააღიზიანებს, მაშინ უარი თქვას ამ მოქმედებაზე. მაშინ, როცა ეს მოქმედება შესაძლებელია აუცილებელია საქართველოს ინტერესების დასაცავად. ეს ნიშნავს ნებაყოფლობით უარის თქმას სახელმწიფოს სუვერენიტეტზე. თუ ქვეყნის ხელისუფლებამ წამდაუწუმ ჩრდილოეთით უნდა გაიხედოს, ხომ არ ეწყინება ეს რუსეთს, ეს არის  სუვერენიტეტის თვითშეზღუდვა,“ – ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

რა არის მთავარი საფრთხე, თუ „ოცნების“ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს და ოპოზიციური პარტიები აიკრძალება? – „ბათუმელებმა“ კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრია.

  • ბატონო ვახტანგ, სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის იმიტომ, რომ „ოცნების“ მთავრობის ლეგიტიმაციას არ ცნობს, ივანიშვილის დაჯგუფება ოპოზიციის აკრძალვას აპირებს. უნდა განეხილა არსებითად ეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს? 

ჩემი აზრით, არ უნდა შესულიყო არსებით განხილვაში სასამართლო, რადგან სარჩელი რამდენიმე სუბიექტის მიმართ არის შედგენილი. მკაფიოდ უნდა ყოფილიყო განსაზღვრული, რომელ სუბიექტს რა ბრალს უყენებს „ოცნება“, ან ყველა სუბიექტს ერთსა და იმავე ბრალს უყენებს თუ არა, რაც ამ სარჩელის მიხედვით არ ჩანს. ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს ხარვეზი და მისი გამოსწორების შემდეგ შეიძლება იმსჯელოს მიღებაზე.

ვახტანგ ხმალაძე

საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლო დასაშვებობის ეტაპზე ეს სარჩელი არ მიეღო განსახილველად, რადგან სარჩელში არ ჩანდა მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზე შეიძლება შეიქმნას ვარაუდი, რომ მოპასუხეებმა, ან რომელიმე მოპასუხემ დაარღვიეს კონსტიტუციით დაწესებულები აკრძალვები.

  • გულისხმობთ იმას, რომ „ოცნების“ ამ სარჩელის მტკიცებულება ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნაა, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე თქვა, რომ საპარლამენტო კომისიის დასკვნა პოლიტიკური შეფასების დოკუმენტია და იგი ვერ გამოიწვევს სამართლებრივ შედეგს?

დიახ, ეს აბსოლუტურად სწორია, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში აღნიშნული მოსაზრებები არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, ან საერთო სასამართლომ ეს მიიღოს, როგორც მტკიცებულება. ეს შეიძლება იყოს განხილული, როგორც მოსაზრება და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს განხილული, როგორც ფაქტი.

გამოდის, საკონსტიტუციო სასამართლო შეეწინააღმდეგა ამ საქმეზე მის მიერვე მიღებულ გადაწყვეტილებას.

საგამოძიებო კომისიის დასკვნა ვერ იქნება პრეიუდიციული ძალის მქონე დოკუმენტი. სასამართლო როცა უთითებს სხვა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ის უკვე აღარ შედის ამ ფაქტის განხილვაში, რადგან ის დაადგინა სასამართლომ. ასეთი მტკიცებულება ვერ იქნება საპარლამენტო კომისიის დასკვნა.

პარტიის აკრძალვის საფუძველი მკაფიოდ არის განსაზღვრული საქართველოს კონსტიტუციით და არანაირი სხვა საფუძვლით პარტიის აკრძალვა არ შეიძლება. პირველი ამ ჩამონათვალში არის შემთხვევა, თუ პარტიის მიზანია ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა.

  • დიახ, სარჩელი ამ ბრალდებით იწყება კიდეც: ჩვენს ლეგიტიმაციას ოპოზიციური პარტიები არ ცნობენ და ამით უქმნიან საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებასო. 

კონსტიტუციაში გვიწერია, რომ სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა. კონსტიტუციური წყობილებისო და არა მთავრობის. ეს სხვადასხვა რამეა. რამდენიმე პარტიამ თქვა, რომ ისინი არ ცნობენ არჩევნების შედეგის ლეგიტიმაციას, რადგან არსებობდა მთელი რიგი დარღვევები. ეს საფუძვლიანია, თუ არა, ეს არ არის არსებითი.

არსებითია ის, რომ აქ საუბარია მთავრობის ლეგიტიმურობის არაღიარებაზე და არა იმაზე, რომ კონსტიტუციური წყობილება – პარლამენტი, მთავრობა, პარლამენტის საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი, სასამართლო ხელისუფლება – მაშინ ამის დამხობას უნდა აცხადებდეს თავის მიზნად პარტია, ან არ აცხადებდეს, მაგრამ თავისი მოქმედებით ცდილობდეს ამ წყობილების დამხობას.

აბა, ვინმემ მითხრას: სად იყო მსგავსი მცდელობა, ან მსგავსი მიზნის გაცხადება? რას ითხოვდნენ ეს პარტიები? – აცხადებდნენ, რომ არჩევნების დროს დაფიქსირდა დარღვევები, რაც გასაჩივრდა, პარლამენტის შეკრება არ იყო კანონიერი, კონსტიტუციის და რეგლამენტის დარღვევით მოხდა შეკრება, ამიტომაც, ოპოზიციური პარტიები ითხოვდნენ ხელახალი არჩევნების დანიშვნას.

  • „ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა“ ერთმანეთის გამომრიცხავი სიტყვების შეხამებააო – „ოცნების“ სარჩელში ვკითხულობთ…   

ეს არის ჟონგლიორობა სიტყვებით. ყურადღება მივაქციოთ პარტიების მოთხოვნებს: დავნიშნოთ ხელახალი არჩევნები, რათა მისი შედეგები იყოს სარწმუნო. ეს მოთხოვნა, ცხადია, არანაირად არ ეხება კონსტიტუციურ წყობილებას. პირიქით: ეს პარტიები ამბობდნენ, რომ პარლამენტი შეიკრიბა კონსტიტუციის დარღვევით, ამიტომ არის არალეგიტიმური და მოდი, ჩავატაროთ ხელახალი არჩევნები და ჩავატაროთ კონსტიტუციის მოთხოვნების დაცვით, რათა ხელისუფლება იყოს ლეგიტიმური.

აქ არსად ჩანს კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობა. მით უფრო, ძალადობით კონსტიტუციური წყობილების შექმნა.

ეს არგუმენტი შეუძლებელია გამოეყენებინათ გახარიას პარტიის წინააღმდეგ. ისინი აცხადებდნენ იმას, რომ არჩევნების შედეგი არალეგიტიმურია, თუმცა ამის მიუხედავად შევიდნენ პარლამენტში და დღემდე მონაწილეობენ პარლამენტის მუშაობაში.

სარჩელში არც ეს ნაწილია გამოკვეთილი: კონსტიტუციური წყობილების დამხობა, რასაც ისინი ამბობენ, არ ეხება გახარიას პარტიასო. სხვათა შორის, შუამდგომლობის სახითაც იყო დაყენებული ის, რომ მოსარჩელეს დაეკონკრეტებინა, რომელ მოპასუხესთან კონკრეტულად რა ბრალდება ჰქონდა, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

  • ისევე, როგორც კიდევ 13 შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ. მხოლოდ 1 შუამდგომლობა დააკმაყოფილეს, ისიც იმ ნაწილში, რაც „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატებისთვისაც მისაღები იყო 

საკონსტიტუციო სასამართლოს ასეთი მოქმედება – თუნდაც მხოლოდ შუამდგომლობების დაუკმაყოფილებლობა, აჩენს ეჭვს სასამართლოს ობიექტურობის მიმართ.

  • ენმ-მ „შექმნა და განავითარა მკვლელობებისა და სხვაგვარი ძალადობის სისტემაო“, წერია სარჩელში და ხაზგასმულია, რომ სხვა ოპოზიციური პარტიების დანაშაულია თითქოს ის, რომ არ გაემიჯნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ 

რას ნიშნავს „არ გაემიჯნენ“, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს იმ დროს არსებული პარტიები ყველა გამოდიოდა მის წინააღმდეგ?

გახარიას პარტია ენმ-ს რანაირად გაემიჯნებოდა 2012 წლამდელ საქმეებზე, როცა არ არსებობდა? არც „ახალი“ არსებობდა, ან „ფედერალისტები“.

ან ეს გამიჯვნა რას ნიშნავს: ყველას წავუყენოთ მაშინ ბრალად, მათ შორის, „ქართულ ოცნებას“, რომ არ გაემიჯნენ კომუნისტებს.

გამიჯვნაზე როცა ვლაპარაკობთ, ეს შეიძლება ეხებოდეს შემთხვევას, როცა ხელისუფლება არის კოალიციური, მაგრამ იმ კოალიციაში წამყვანი როლი ერთ პარტიას აქვს, თუ რაღაც დაარღვია, კოალიციაში მყოფი სხვა პარტიები არ გაემიჯნენ წამყვანი პარტიის მოქმედებას. ამ შემთხვევაში, შეიძლება ვისაუბროთ გამიჯვნის საჭიროებაზე.

  • როგორც, მაგალითად, „ლელო“ გაემიჯნა ალეკო ელისაშვილის ქმედებას? „ოცნების“ სარჩელის მიხედვით, „ტერორისტულ აქტს“ „ლელო“ არ გაემიჯნა, რადგან ელისაშვილის დაპატიმრება „პოლიტიკურ ანგარიშსწორებად“ შეაფასესო. „ლელოს“ წარმომადგენელმა კი, საკონსტიტუციო სასამართლოში, ერთ-ერთ პროცესზე თქვა, რომ ელისაშვილი „ლელოს“ წევრი არც ყოფილა, ის 2024 წლის არჩევნებზე „ლელოს“ საარჩევნო სიის წევრი იყო, ხოლო ქმედებას იმავე დღეს გამოეხმაურნენ. 

„ლელომ“ თქვა, რომ ელისაშვილის ეს მოქმედება იყო არასწორი. მეტი რა უნდა ეთქვა? მეტი რა უნდა იყოს გამიჯვნა? სიტყვა უნდა ჩაეწერათ მაინცადამაინც „ვემიჯნები“?

პარტიის ნებისმიერი წევრის, ან თანამდებობის პირის რაიმე კანონსაწინააღმდეგო მოქმედება არ შეიძლება შეერაცხოს ამ პარტიას, მით უმეტეს, როცა საარჩევნო სიაზეა საუბარი.

ახლახან თბილისის მერმა რომ განაცხადა ძაღლების დამცველების მიმართ, 5-6 დასაძინებელიაო, ამ განცხადების გამო მერს შეიძლება წარედგინოს ბრალი და დაეკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობაც, რაც გამოიხატება მის გადადგომაში, მაგრამ არ შეიძლება ეს ბრალად შეერაცხოს „ქართულ ოცნებას“ მიუხედავად იმისა, რომ კალაძე არის „ოცნების“ გენერალური მდივანი.

„ოცნება“ თავის სარჩელში ჟონგლიორობს სხვადასხვა დარღვევით. საბოლოოდ, მიჰყავს საქმე იქამდე, რომ აი, ეს არის პარტიის მიერ კონსტიტუციის დარღვევა. ყველა ბრალდება, რაც წარდგენილია პარტიებისთვის, დაწვრილებით შეიძლება განვიხილოთ.

მე, როცა ამ სარჩელს გავეცანი, იქ ვერ დავინახე ვერცერთი საფუძველი, რომლის გამო შეიძლება დაისვას ნებისმიერი პარტიის აკრძალვის საკითხი, მათ შორის, 2008 წლის ომის ნაწილში.

  • „საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად…“ – პოლიტიკოსების გარდა, იურისტებიც მიიჩნევენ, რომ ეს „ოცნების“ სარჩელის მთავარი საფრთხეა. თქვენ თუ ხედავთ საფრთხეს სამართლებრივად? 

სარჩელში ამ და სხვა ჩანაწერების მტკიცებულებად მოჰყავთ ტალიავინის კომისიის დასკვნა, მაგრამ კომისიის დასკვნა არაა ერთი აბზაცი. კეთილი ინებონ და მოიყვანონ დასკვნა სრულად, სადაც ნათლად ჩანს, რა წერია ამ დასკვნაში. იქ წერია, რომ ცხინვალის დაბომბვა იყო უკვე დაწყებული კონფლიქტის ესკალაცია და არ იყო ომის დაწყება – რუსის ჯარი უკვე შემოსული იყო საქართველოში. იმ დასკვნაში წერია, რომ რუსეთმა მოახდინა სამხედრო ინტერვენცია საქართველოში და მისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია.

ამას გარდა არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, ასევე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ერთმნიშვნელოვნად ბრალი ედება რუსეთის ხელისუფლებას.

დავუშვათ, რომ ამ ომის დაწყებაში დამნაშავეა საქართველო, ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ შეერაცხება კონსტიტუციის დარღვევად, რადგან ეს იყო ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელსაც წარმოადგენდნენ: პრეზიდენტი, რომლის გადაწყვეტილებაც დამტკიცებული იყო პარლამენტის მიერ, ამიტომ თუ ბრალი შეერაცხებოდა ვინმეს, შეერაცხებოდა ხელისუფლებას და არა კონკრეტულ პარტიას. ეს სხვადასხვა რამეა.

მაგრამ საბედნიეროდ მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილება არ იყო არაკონსტიტუციური. ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო რეაქცია იმ მოქმედებებზე, რაც ხდებოდა ცხინვალის რეგიონში. ეს იყო ქართული სოფლების დაბომბვა, ადამიანების გატაცება, რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალების უმოქმედობა, რომელმაც არ აღკვეთა ოსური მხარის ეს მოქმედებები. ეს იყო საქართველოს ხელისუფლების მოქმედება ანტიკონსტიტუციური მოქმედებების აღსაკვეთად.

მოსალოდნელია, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და თქვას, რომ 2008 წლის აგვისტოში ხელისუფლების მოქმედება იყო ანტიკონსტიტუციური, რაც იმის ტოლფასი იქნება, რომ თქვა – ომი დაიწყო საქართველომ.

  • ეს ახალ სამართლებრივ მოცემულობას შექმნის? 

დიახ, სამწუხაროდ ასეა. უნდა მივაქციოთ ყურადღება, სარჩელში რა წერია: საქართველოს ხელისუფლების ამ მოქმედებამ გამოიწვია რუსეთის გაღიზიანება, საპასუხო მოქმედება, რასაც მოჰყვა ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია. ეს თუ დაადასტურა სასამართლომ, რომ არაკონსტიტუციური იყო საქართველოს ხელისუფლების მოქმედება, ეს იქნება იმის გაცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე ჯერ უნდა გაარკვიოს: ხომ არ გააღიზიანებს რუსეთს და თუ გააღიზიანებს, მაშინ უარი თქვას ამ მოქმედებაზე.

ეს ნიშნავს ნებაყოფლობით უარის თქმას სახელმწიფოს სუვერენიტეტზე. თუ ქვეყნის ხელისუფლებამ წამდაუწუმ ჩრდილოეთით უნდა გაიხედოს, ხომ არ ეწყინება რუსეთს, ეს არის სუვერენიტეტის თვითშეზღუდვა.

ეს საფრთხეა ამ გადაწყვეტილებაში. მე მინდა იმედი ვიქონიო, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, თუმცა ამის იმედი დიდად არ მაქვს.

  • რა არის კიდევ მთავარი საფრთხე, რაც შეიძლება მივიღოთ, თუ მართლაც გააუქმებენ ქვეყანაში ოპოზიციას? 

პირველი რისკი არის სუვერენიტეტის თვითშეზღუდვა, ასევე გადაწყვეტილება შეიძლება რუსეთმა გამოიყენოს  საქართველოს წინააღმდეგ თავისი მოქმედებების გასამართლებლად.

მეორე რისკია ერთპარტიული დიქტატურის დაკანონება. დღევანდელი მდგომარეობა, როდესაც ხელისუფლება ერთპარტიულია და სასამართლო ხელისუფლება არის პოლიტიკური ხელისუფლების მსახურად ქცეული, უკვე იურიდიულად გაფორმდება.

ამას მოჰყვება რიგგარეშე არჩევნები.

  • რატომ ელოდებით რიგგარეშე არჩევნებს?

აკრძალული ოპოზიციური პარტიების პირობებში ექნებათ შესაძლებლობა, მოიპოვონ სრული უმრავლესობა პარლამენტში, ფორმალურად არ იქნება ეს ერთპარტიული არჩევნები, ცალკე სუბიექტად იქნება, მაგალითად, „ხალხის ძალა“, ასევე „ნეიტრალური საქართველო“, კიდევ რამდენიმე პარტიას შეიყვანენ პარლამენტში, ხოლო „ოცნებას“ უკვე ექნება საკმარისი ხმები, რომ კონსტიტუცია შეცვალოს.

ამის შემდეგ კონსტიტუციიდან ამოიღებენ 78-ე მუხლს, ანუ გაუქმებენ ევროინტეგრაციის ვალდებულებას. ეს ფსევდო ოპოზიციაც, ცხადია, დაუჭერს მხარს ამ ცვლილებებს. გვაქვს ისტორიის მაგალითი რუსეთის იმპერიასა თუ საბჭოთა კავშირში, სხვა სახელმწიფოებში, სადაც არსებობს მსგავსი დიქტატურები.

2028 წლამდე რომც არ ჩატარდეს არჩევნები, პარტიები ლეგალურად უკვე აღარ იარსებებენ და იქნებიან, როგორც კანონგარეშე. ასეთი პარტიები იყო საბჭოთა კავშირის დროსაც, როგორც საბჭოთა კავშირის დასაწყისში, ისე მისი დაშლის წინა პერიოდში. მაგალითად, „რესპუბლიკური პარტია“ 1978 წელს დაარსდა, ასევე „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ არსებობდა, ბოლო წლებში „ჰელსინკის კავშირი“, „კოსტავას საზოგადოება“. ესენი არ იყვნენ დარეგისტრირებული პარტიებად, მხოლოდ ერთი პარტია არსებობდა, „კომუნისტური პარტია“. ამ პარტიების ლეგალიზება მოხდა მხოლოდ 1990 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში.

უბედურება ის არის, რომ ვიდრე იარსებებს ლეგალურად ერთპარტიული ხელისუფლება, ქვეყანა ვერ განვითარდება. ქვეყანას სჭირდება განვითარება – განათლება, ეკონომიკა. ადამიანის თავისუფლების დაცვა შეუძლებელია ამ დროს. ზოგან დიდ ხანს გრძელდება ეს ერთპარტიულობა, ზოგან – ნაკლებ ხანს, მაგრამ საბოლოოდ მთავრდება იმ პარტიისთვის კატასტროფით, რომელმაც ასეთი რეჟიმი დაამყარა.

ქვეყანას კი ხელახლა უწევს ბრძოლა, რომ თანდათან გადავიდეს დემოკრატიულ რელსებზე, ამაში იხარჯება წლები, ზოგჯერ თაობები მიდიან ისე, რომ ვერ მოესწრებიან ქვეყნის დემოკრატიულ გზაზე გადასვლას.

  • თქვენ პოლიტიკური გამოცდილება დიდი გაქვთ: ამ ნაბიჯით, ივანიშვილი იმყარებს ძალაუფლებას, თუ პირიქით?

ფორმალურად იმყარებს, მაგრამ ფაქტობრივად ძალიან ამძიმებს თავის მდგომარეობას, რადგან არა მგონია, რომ ყველაფერი ასეთი ცუდი და მძიმე სცენარით განვითარდეს. იმედი მაქვს, რომ გადავრჩებით.

ივანიშვილი ვეღარ გადარჩება. ვერც „ქართული ოცნება“ ვერ გადარჩება.

„კენგურუს სასამართლოს კლასიკური ნიმუში“ – რაზე წერს ღარიბაშვილი ახალ წერილში

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს ციხიდან. ახალი წერილი მის ფეისბუქზე დღეს, 9 ნოემბერს გამოქვეყნდა.

ირაკლი ღარიბაშვილი ამჯერად მისი სასამართლო პროცესის დახურვაზე წერს და აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ სასამართლო პროცესის დახურვის მიზეზი არის მედიაკონტროლის მოხსნა და იმის დამალვა, თუ როგორ მოქმედებს ზეწოლის მექნიზმები და ფაბრიკაციები. 

ამ წერილში ღარიბაშვილი აღარ ახსენებს ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს, თუმცა სასამართლოს „კენგურუს სასამართლოს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ამ პროცესს სამართალთან საერთო არაფერი აქვს და ატარებს პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ხასიათს. 

„2 ნოემბერს სასამართლოში დაიწყო ჩემი საქმის არსებითი განხილვა, სადაც მსურდა, საჯაროდ გამეკეთებინა განცხადება ჩემს მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნისა და ზეწოლის ფაქტების შესახებ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ხელისუფლებამ მიიღო მორიგი უსამართლო გადაწყვეტილება და ჩემი სასამართლო სხდომები სრულად დახურა.

სასამართლო სხდომების დახურვა იმ ფონზე, როდესაც ანალოგიური საქმეები ღია რეჟიმში განიხილებოდა, წარმოადგენს დისკრიმინაციას, ორმაგი სტანდარტის გამოვლინებასა და მართლმსაჯულების საჯაროობის ფუნდამენტური პრინციპის უხეშ დარღვევას.

ხელისუფლების მოტივი სასაცილო და უსაფუძვლოა. ეს არის ორმაგი სტანდარტის მკაფიო დასტური: ერთსა და იმავე კონტექსტთან ან მსგავს ბრალდებებთან დაკავშირებული სხვა პირების საქმეები, ჩვეულებრივ, ღია რეჟიმში განიხილებოდა, ხოლო ჩემი პროცესი დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცედურა გამოიყენება არა კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად, არამედ შერჩევითი მართლმსაჯულების ინსტრუმენტად. ეს არის „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითი და საზოგადოებრივი კონტროლის მოხსნის მცდელობა.

სასამართლო პროცესის დახურვა მიზნად ისახავს იმის დამალვას, თუ როგორ იკვეთება ამ საქმეში პოლიტიკური ინტერესები, ზეწოლის მექანიზმები და ფაბრიკაციები. როდესაც პროცესი იხურება, იხსნება საზოგადოებრივი და მედიაკონტროლი, რაც საშუალებას იძლევა, დაიმალოს სისტემური მანკიერებები და ჩემს წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ანგარიშსწორება.

ეს არის პოლიტიკური იზოლაციის ნათელი მაგალითი, რომლის მიზანია პოლიტიკური ფიგურის სრული იზოლაცია, მისი ხმის ჩახშობა და პროცესის ისეთ ფორმატში გადაყვანა, სადაც სიმართლე საჯარო სივრცეში ვერ გამჟღავნდება.

ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება შიშით არის ნაკარნახევი და მიზნად ისახავს, რომ პროცესი „სიბნელეში“ წარიმართოს. მე კი მინდა განვაცხადო, რომ არაფერი მაქვს დასამალი. შესაბამისად, ვითხოვდი პროცესის გახსნას და „სინათლეს“.

საერთაშორისო სამართლებრივი და ევროპული სტანდარტების მიხედვით, როდესაც სასამართლო სხდომების დახურვა ემსახურება არა ობიექტურ აუცილებლობას, არამედ პოლიტიკური პროცესების დამალვას, ეს კონვენციის ფუნდამენტური დარღვევაა. ამასთან, დახურული, არასაჯარო და შერჩევითი სასამართლო პროცესები წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორს იმისა, რომ საქმე გვაქვს არა სისხლის სამართლის ჩვეულებრივ დანაშაულთან, არამედ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან.

დახურულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს ვაცნობე ჩემს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორისა და კომბინირებული დანაშაულის შესახებ, რომელიც მოიცავს ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და წამებას, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას, იძულებასა და პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლას. აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-6 და მე-18 მუხლების ერთობლივ უმძიმეს დარღვევას.

მთელი ეს პროცესი სცილდება სამართლებრივ ჩარჩოებს და წარმოადგენს მართული პოლიტიკური მართლმსაჯულების კლასიკურ მაგალითს.

ჩემს მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნისა და უმძიმესი დანაშაულის შესახებ განცხადება 17 აგვისტოს სოციალური ქსელის მეშვეობით გავაკეთე, როდესაც გამოვაქვეყნე ხელისუფლების მიერ გამოგზავნილი წერილი. მას შემდეგ ველოდებოდი ხელისუფლების რეაგირებას – გამოძიების დაწყებას, რაც დღემდე არ მომხდარა. აქვე შეგახსენებთ, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე პროკურატურა ვალდებული იყო, დაეწყო გამოძიება.

როდესაც პროკურატურამ და სასამართლომ იცოდნენ შანტაჟისა და წერილის შესახებ, მაგრამ ეს გარემოებები არათუ გამოიძიეს, არამედ, პირიქით, წერილში მითითებული ულტიმატუმის მიხედვით წამიყენეს ახალი, აბსურდული ბრალი, ხოლო შემდეგ დახურეს პროცესი და დამალეს მასალები, სახელმწიფომ თავად აიღო პასუხისმგებლობა ამ დანაშაულზე.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი დაცვის მხარეს სასამართლოში არ მიეცა უფლება, წარედგინა საკვანძო მტკიცებულება – შანტაჟის წერილი. ამასთან, დაცვის მხარეს ეზღუდება გარკვეულ საქმის მასალებზე წვდომა, რითაც უხეშად ირღვევა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი.

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ასეთ პროცესს არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია – ის „კენგურუს სასამართლოს“ (ფიქტიური მართლმსაჯულების) კლასიკური ნიმუშია.

შეჯამების სახით მსურს განვაცხადო, რომ სასამართლო პროცესის დახურვა პირდაპირ თავსდება იმავე სქემაში, რომლის შესახებაც აქამდე ვაცნობე საზოგადოებას: ციხეში ზეწოლა და შანტაჟი, მტკიცებულების (წერილის) იგნორირება, საქმის მასალების გადმოცემაზე უარის თქმა და, ბოლოს, პროცესის საზოგადოებისგან დამალვა – მისი დახურვა – ეს ყველაფერი ერთიანი, მიზანმიმართული პროცესია, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს და სრულად ატარებს პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ხასიათს“ – წერს ღარიბაშვილი.

მასწავლებელს ბრალი წარუდგინეს – მას 30 წლის წინ 7 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობას ედავებიან

30 წლის წინ 7 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობისთვის ბრალი წარედგინა მასწავლებელს – ინფორმაციას ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარი“ ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, 1 წლის წინ მათ ქალმა მიმართა და 30 წლის წინ მომხდარი დანაშაულის შესახებ უამბო. ქალი მაშინ 7 წლის იყო. ის ჰყვება, რომ მასზე წლების განმავლობაში ძალადობდნენ.

„საფარის“ იურისტთან, მარი ვარამაშვილთან დაზარალებულის 1-წლიანი მუშაობის შემდეგ კაცს ბრალი წარუდგინეს.

„მთელი ამ დროის განმავლობაში იურისტი დაზარალებულთან ერთად აქტიურად აგროვებდა მტკიცებულებებს. მისი ჩართულობით ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რითაც დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სრულად დადასტურდა.

პროკურატურამ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე კაცს ბრალი წარუდგინა. საგანგაშოა გარემოება, რომ ბრალდებულს დღემდე ჰქონდა შეხება ბავშვებთან და ის კერძო პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა“, – წერია „საფარის“ განცხადებაში.

ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მასწავლებლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო ხვალ, 10 ნოემბერს იმსჯელებს. ​ორგანიზაციის ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ამავე თემაზე:

ქობულეთის შემოვლითი გზა დაზიანდა – „მოძრაობის ჩაკეტვა ამ ეტაპისთვის დაგეგმილი არ არის“

ქობულეთის შემოვლით გზაზე, ჩაქვთან, სავალი ნაწილი ჩავარდა, რის გამოც შეფერხებულია ავტომანქანების თავისუფლად გადაადგილება.

„ბათუმელებს“ გზების დეპარტამენტში უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ქობულეთის შემოვლით გზაზე მოძრაობის ჩაკეტვა დაგეგმილი არ არის.

„ქობულეთის შემოვლით გზაზე – სენაკი-ფოთი-სარფის 86-ე კმ-ზე გუშინ განვითარებული მეწყრული პროცესის შედეგად დაზიანდა არსებული მიწის ვაკისი, რის გამოც შევიწროვდა ბათუმი-თბილისის მიმართულებით სამოძრაო ზოლი, განთავსთა დროებითი საგზაო ნიშნები. მოძრაობის ჩაკეტვა ამ ეტაპისთვის დაგეგმილი არ არის.

დაწყებულია წინასამობილიზაციო სამუშაოები გეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად“ – მოგვწერეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან დღეს, 9 ნოემბერს.

ამავე თემაზე: 

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

ბათუმში გაზი შეუწყდა 10 ათასამდე აბონენტს

დღეს, 9 ნოემბერს, ავარიული დაზიანების შედეგად გაზის მიწოდება შეუწყდა ბათუმის რიგ ქუჩებს.

ინფორმაციას „სოკარ ჯორჯია გაზი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, 16:00 საათიდან ავარიული დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის 1-ელ ჩიხში, რეჯებ ნიჟარაძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, შერიფ ხიმშიაშვილის, ლეხ და მარია კაჩინსკების, ადლიის, ზღვისპირის, გურიელისა და გრიგოლ ელიავას ქუჩებზე მცხოვრებ 9357 აბონენტს.

„ამ ეტაპზე საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს შესაბამისად ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 10 ნოემბრის 10:00 საათიდან და დასრულდება დღის ბოლომდე“ – აცხადებს კომპანია.

„სოკარი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

ბათუმის აეროპორტში სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ვერ ჯდება

დღეს, 9 ნოემბერს, ბათუმის აეროპორტში სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ვერ დაჯდა.

TAV Georgia-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიზეზი უამინდობაა.

ამ დროისთვის [17:00 სთ] თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაჯდომას ისევ ცდილობს.

განახლება: თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში მეორე მცდელობისას [დაახლოებით 17:09 სთ] დაჯდა.

სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში პირველ მცდელობაზე ვერ დაჯდა / 9.11.2026
სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში მეორე მცდელობაზე დაჯდა / 9.11.2026

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

შემუშავდეს ადვოკატის ჩანაწერების ციხეში შეტანა/გატანის პროცედურა – ომბუდსმენის რეკომენდაცია

ადვოკატების სამუშაო ჩანაწერები მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში უნდა შემოწმდეს – ასეთია სახალხო დამცველის რეკომენდაცია პენიტენციური სამსახურისადმი.

ასე გამოეხმაურა ომბუდსმენი ბოლო პერიოდში გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ ადვოკატებს ციხიდან ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს.

განცხადება სახალხო დამცველმა დღეს, 9 ნოემბერს გაავრცელა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს პენიტენციურ სამსახურს, შეიმუშაოს ან დააზუსტოს ადვოკატების პროფესიული ჩანაწერების ციხეში შეტანისა და გამოტანის პროცედურები.

სახალხო დამცველის განცხადებიდან ირკვევა, რომ უწყებას ამ პრობლემის შესახებ არაერთმა ადვოკატმა მიმართა.

„სახალხო დამცველის შეფასებით, ადვოკატის სამუშაო ჩანაწერები შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას, მათ შორის, დაცვის მხარის მიერ შემუშავებულ ვერსიებს, მტკიცებულებათა შეფასებას, მოწმეების დაკითხვის დეტალებს და სასამართლო პროცესისთვის მომზადებასთან დაკავშირებულ სხვა მონაცემებს. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა აუცილებელია ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობისა და დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელებისთვის.

ამასთან, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადვოკატის პროფესიული ჩანაწერები უნდა გაიმიჯნოს პატიმრის კორესპონდენციისგან და მათზე კორესპონდენციისთვის დადგენილი წესები ავტომატურად არ უნდა გავრცელდეს. მხოლოდ ის გარემოება, რომ ჩანაწერი პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმართან შეხვედრისას შეიქმნა, თავისთავად არ არის საკმარისი მისი პატიმრის კორესპონდენციად მისაჩნევად.

სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრს მიმართავს რეკომენდაციით – შეიმუშაოს/დააზუსტოს ადვოკატების პროფესიული სამუშაო ჩანაწერების შეტანისა და გატანის მკაფიო პროცედურა. ამასთან, ჩანაწერების უსაფრთხოების მიზნით, შემოწმება უნდა განხორციელდეს მხოლოდ აუცილებელი და კანონით დასაშვები ღონისძიებების ფარგლებში. პროცედურებმა უნდა გამორიცხოს ჩანაწერების შინაარსის არასათანადო გაცნობის, მათი ასლების გადაღების, შენახვისა და გამჟღავნების რისკები“, – წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულმა ღონისძიებებმა არ უნდა შეზღუდოს ადვოკატის პროფესიული საიდუმლოების დაცვა და დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელება.

7 ოქტომბერს, პატიმართან შეხვედრის შემდეგ, ციხეში გაკეთებული ჩანაწერების დაწესებულებიდან გამოტანის უფლება არ მისცეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტს, ჯუბა ქათამაძეს. ის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა პატიმარ გიორგი დავითაძესთან, რომელიც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

საიამ ეს ფაქტი შეაფასა როგორც პენიტენციური სამსახურის ჩარევა ადვოკატის საქმიანობაში. ასოციაცია განმარტავს, რომ პატიმრის ადვოკატთან შეხვედრის უფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ შეხვედრაზე დაშვებით და იგი გულისხმობს სამართლებრივი დახმარების რეალურად მიღების შესაძლებლობას, რისთვისაც ადვოკატს უნდა შეეძლოს კლიენტისგან მიღებული ინფორმაციის დოკუმენტირება და შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის გამოყენება. შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის აკრძალვა ამ შესაძლებლობას უშუალოდ აფერხებს და გაუმართლებლად ზღუდავს.

საიას გამოეხმაურა პენიტენციური სამსახური, რომელმაც მომხდარის გასამართლებლად კანონმდებლობა მოიშველია. უწყების განცხადებაში ეწერა, რომ დასაბუთებული ვარაუდის შემთხვევაში მათ უფლება აქვთ, გაეცნონ „კორესპონდენციის შინაარსს“.

„შემოწმება მოიცავს კორესპონდენციის ვიზუალურ დათვალიერებას მისი შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო, უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე უფლებამოსილია, გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა“, – ეწერა პენიტენციურის განცხადებაში.

ბათუმში ხვალ გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 ნოემბრის 21 საათიდან 10 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – წვიმა, მაღალ მთაში – თოვა.

დღისით, 10 ნოემბერს, გამოიდარებს.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

ჰაერის ტემპერატურა მთიან რაიონებში:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0- 5 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში:

  • ღამით და დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა: ღამით და დილით – 4-5 ბალი, დღისით, 10 ნოემბერს – 2-3 ბალი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 11-12 ნოემბერს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

მაღალმთიანი აჭარის სოფლებს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

მაღალმთიან აჭარაში თოვლის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და ჰკითხა, რამდენი აბონენტია დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე ამ დროისთვის.

კომპანიის განცხადებით, ამ დროისთვის ქედის მუნიციპალიტეტში შეფერხებებია ორ მონაკვეთზე – სოფელ ოქტომბერსა და ნამონასტრევში.

შუახევის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება დაბასა და სოფლების ნაწილს, სადაც კომპანიის თქმით, „აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს“.

ხულოს მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება 4 სოფელს. კომპანია ამბობს, რომ აღდგენითი სამუშაოები ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს.

„გვაქვს ავარიული შემთხვევები, კომპანიის ტექნიკური ჯგუფი მუშაობს და ვცდილობთ, უმოკლეს ვადაში აღვადგინოთ ამ მიმართულებებზე ელექტროენერგიის მიწოდება“- მოგვწერეს „ენერგო-პრო ჯორჯიადან“.

ხულოში ელექტროენერგიის გაუმართაობაზე საუბრობდნენ ადგილობრივები „ბათუმელებთან“ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ. მოქალაქეების თქმით, ელექტრობოძებს ზაფხულში არ აახლებენ,  ზამთარში კი დაზიანებული ბოძები ადვილად იქცევა და მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

ხულოს მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი ამ დროისთვის 30 სმ-ს აღწევს. თოვა მაღალმთიანეთში ისევ გრძელდება.

_______

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ოჩამჩირის პორტში ბორანის უნებართვოდ შესვლის გამო სასაზღვრო პოლიციამ გამოძიება დაიწყო

სასაზღვრო პოლიციამ ოკუპირებულ აფხაზეთში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი ბორანის უნებართვოდ, კანონდარღვევით შესვლის გამო გამოძიება დაიწყო.

ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ შსს-ს საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ მიაწოდა.

„მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს საქართველოს საზღვაო სივრცის ტერიტორიული ზღვის ნაოსნობისთვის დახურულ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვაო აკვატორიაში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მიერ დაფიქსირდა პალაუს დროშის ქვეშ მცურავი ბორანი FIRUZE G-ი.

აღნიშნული ინფორმაცია ეცნობა სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტს, რომლის თანამშრომლებმაც მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322¹ მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით შესვლას,“ – ნათქვამია სასაზღვრო პოლიციის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ კომენტარში.

„ბათუმელებმა“ საქართველოს საზღვაო სივრცეში უნებართვო გადაადგილებისა და ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის შესახებ 6 ნოემბერს გამოაქვეყნა ინფორმაცია.

Firuze G ოჩამჩირის პორტში 31 ოქტომბერს შევიდა და საქართველოს ტერიტორიული წყლები 5 ნოემბერს დატოვა
  • რა ვიცით Firuze G-ის შესახებ

Firuze G სამგზავრო/სატვირთო ბორანია, რომელიც 1979 წელს ააშენეს. სხვადასხვა დროს ბორანს ერქვა Golfo Degli Ulivi, Cenk Y, Cellt9, Cenky და Cek და დაცურავდა პანამისა და თურქეთის დროშების ქვეშ.

ბორანი ამჟამად პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს, მისი ამჟამინდელი რეგისტრირებული მფლობელია GURCAK GEMICILIK INSAAT NAK-ი.

AIS-ზე დაფუძნებული MyShipTracking-ის მონაცემებით, ბოლო 12 თვის განმავლობაში ბორანი ტუაფსეში 41-ჯერ, ხოლო თურქეთში, ქარასუს პორტში, 32-ჯერ იმყოფებოდა, რაც მიუთითებს რუსეთ–თურქეთის მიმართულებით განმეორებით კომერციულ ოპერაციებზე.

ბორანი, სახელწოდებით Firuze G [IMO: 7811329] ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში 31 ოქტომბერს შევიდა. ბორანმა საქართველოს საზღვაო სივრცე 5 ნოემბერს დატოვა.

  • ოჩამჩირის ვიზიტის მნიშვნელობა საქართველოსთვის

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში საზღვაო ინფრასტრუქტურას ავითარებს. ამ ფონზე ოჩამჩირის პორტი განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს.

საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან შეუძლებელია დადგენა FIRUZE G-ის ოჩამჩირის პორტში ვიზიტი რას უკავშირდება.

კერძოდ, უცნობია, ბორანი რეიდზე იდგა, თუ უშუალოდ ნავსადგურში შევიდა, ჰქონდა თუ არა ტვირთი, ან გადაჰყავდა თუ არა მგზავრები, მოხდა თუ არა ბორნიდან ჩატვირთვა/გადმოტვირთვა ან ხომ არ ჩატარდა სხვა კომერციული ოპერაცია.

ამავე თემაზე:

რა შენდება ოჩამჩირეში, პორტი თუ ტერმინალი? – რას ამბობს სუსი და რა ხდება სინამდვილეში

პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა 10 ნოემბერს გაგრძელდება

„პარტიების აკრძალვის საქმის“ განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ, 10 ნოემბერს, დღის 12 საათზე განახლდება.

კითხვა-პასუხის ეტაპიდან საქმის არსებითი განხილვა 9 ნოემბერს უნდა განახლებულიყო, თუმცა 8 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ  სხდომა ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, სხდომები ასევე გაგრძელდება 11, 12, 13 ნოემბერს 11:00 საათზე.

„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო. აქამდე სულ 8 სხდომა ჩატარდა.

განხილვა არ ყოფილა არც გასულ კვირას. ამ შემთხვევაში სხდომების გადადების მიზეზი საკონსტიტუციოს იუბილე იყო – 5 ნოემბერს სასამართლოს დაარსებიდან 30 წელი გავიდა.

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი,დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

ბათუმში დააკავეს წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს.

ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა.

„დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა.

მას ბრალი წარდგენილი აქვს თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით, მათ შორის: კრიმინალური ორგანიზაციის შექმნა, ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება, მძიმე კატეგორიის ქურდობა და ნდობის ბოროტად გამოყენება“ – წერს შსს და დასძენს, რომ ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ხულოს მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარის სიმაღლე 30 სანტიმეტრს აღწევს

აჭარის მაღალმთიან სოფლებში უკვე ჩამოთოვა.

„ბათუმელებს“ დღეს, 9 ნოემბერს, ხულოს მერიაში უთხრეს, რომ თოვლის საფარის სიმაღლე მაღალი ზონის სოფლებში 20-30 სანტიმეტრია, დაბალ ზონაში კი – 10-15 სმ.

„ჯერ არ არის იმხელა თოვლი, რომ გზებს გაწმენდა დასჭირდეს, მაგრამ ცენტრალური გზების გაწმენდა უკვე დაწყებულია“- გვითხრეს ხულოს მერიაში.

გასულ კვირებში ხულოს მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობა „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობდა, რომ შეშისთვის ბილეთების დაგვიანებით გაცემის გამო ბევრი ვერ ასწრებდა შეშის დროულად მოტანას.

მერიაში ვიკითხეთ, ხომ არ აქვთ მონაცემები იმ ოჯახების შესახებ, რომლებმაც, შესაძლოა, ვერ მოასწრეს შეშის მოტანა უსახსრობის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო. მერიაში გვითხრეს, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.

„სკოლები უზრუნველყოფილია შეშით, ვისაც შეშაზე აქვს გათბობა ან დიზელზე, გათბობის სისტემები ჩართულია და სკოლებში პრობლემა არ გვაქვს“- გვითხრეს ხულოს მერიაში.

ამინდი აჭარაში რამდენიმე დღეა, რაც გაუარესდა. ძლიერი წვიმაა დაბლობშიც.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 9 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 609 380 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +2 980. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 462 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 25 683 ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 52 112 ერთეული [+68]
  • MLRS – 2 263 ერთეული [+6]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 753 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 452 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 602 020 ერთეული [+1 843]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 3 109 ერთეული [+10]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 172 488 ერთეული [+638]
  • სპეცტექნიკა – 4 889 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 196 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ვიდრე „ოცნება“ სპორტსმენების ოქროს ითვლის, სპორტული ინფრასტრუქტურა მოუვლელობის გამო ლპება

გამარჯვებულ სპორტსმენებთან ფოტო-ვიდეო გადაღებას და მედლების ფონზე პოზირებას მთავრობის წარმომადგენლებს ზოგჯერ მედალოსნების ოჯახის წევრებიც ვერ ასწრებენ. ოფიციალურ ვებგვერდებსა და ფეისბუქზე გამოქვეყნებული ფოტოებითაც მიხვდებით, რომ დაჯილდოებების „ბრჭყვიალა“ ცერემონიალებზე მისვლა და მილოცვა ერთ-ერთია მათ შორის, რაც მთავრობის წარმომადგენლებსა და მერებს ყველაზე მეტად უყვართ.

მაგრამ, რას აკეთებს მთავრობა მათთვის, ვინც ქვეყანას ოქროს მედლები და, შესაბამისად, სახელი მოუტანა მსოფლიო ასპარეზზე? – საინტერესოა რეალურად უმაგრებენ თუ არა ზურგს სახელოვან სპორტსმენებს შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და იმ პირობების შექმნაზე ზრუნვით, რაც მათ ასე სჭირდებათ. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რასაც ისინი იმსახურებენ? –  ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად „ბათუმელები“ აჭარის მთავრობის კონკრეტულ დაპირებებს გაჰყვა.

აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარე სპორტსმენებთან ერთად
აჭარაში „ოცნების“ მთავრობის წევრები სპორტსმენებთან ერთად

გადავამოწმეთ და გამოვარკვიეთ, რომ რეალობა მედლების გადაცემის პომპეზური ცერემონიალებისგან რადიკალურად განსხვავდება.

ზოგჯერ ბალახშია ჩაფლული, ზოგჯერ კი ტალახითაა დაფარული ინფრასტრუქტურა, სადაც ახლა ბავშვები უნდა ვარჯიშობდნენ. სადაც, როგორც მთავრობა ჰპირდებოდა მათ, „ღვაწლმოსილებს მომავალი თაობები უნდა აღეზარდათ. კიდევ ბევრი ტურნირი და მედალი უნდა მოეგოთ“ [ეს სადღეგრძელო არ არის, „ოცნების“ მთავრობის სიტყვებია].

დაპირებულ პროექტებს შორის არის საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია ბათუმში, ტბეთის ქუჩაზე. აქ განახლების პროცესის დაწყებას ბავშვებს 2022 წელს დაჰპირდნენ, 2024 წელს უნდა დაესრულებინათ, თუმცა რას დაასრულებდნენ, რაც სინამდვილეში არც დაუწყიათ. აქაურობა უკვე წლებია ბალახით და ტალახით არის დაფარული, არსებული შენობის ნაწილი კი ლპობის სუნით ყარს.

ტბეთის ქუჩა – საჩოგბურთო კომპლექსი, რომელიც 2022 წლიდან არ მუშაობს
ტბეთის ქუჩაზე არსებული საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას აჭარის მთავრობა 2022 წლიდან გეგმავდა. თუმცა როგორც ამ ქუჩაზე და მის მიმდებარედ მცხოვრებლები გვიყვებიან, „დღემდე საშველი ვერ დააყენა.“

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „პროექტების მართვის კომპანიამ“ ტბეთის ქუჩაზე არსებული საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების  შესყიდვა ორჯერ სცადა: 2023 წელს და 2026 წელს, თუმცა უშედეგოდ. პირველ შემთხვევაში შესყიდვის ღირებულება 3 მილიონ 854 018 ლარი იყო და ტენდერი არ შედგა.

დაპირებული საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის პროცესი აჭარის მთავრობამ ვერც 2026 წელს გამოცხადებული ტენდერის შედეგად შეძლო. გამოცხადებიდან მალევე შესყიდვის პროცესი „პროექტების მართვის კომპანიამ“ პროექტის „გადამუშავების საჭიროების მიზეზით“ შეწყვიტა.

აქვე უნდა ითქვას, რომ ეს პროექტი 2022 წელს არის მომზადებული და იგივეა, რომლითაც ტენდერი 2023 წელს ჰქონდათ გამოცხადებული. როგორც ჩანს, 4 წლის შემდეგ ისე გამოაცხადეს განმეორებითი ტენდერი 2022 წელს მომზადებული პროექტით, რომ ის არავინ წაიკითხა.

პროექტის ტენდერით გათვალისწინებული საწყისი ფასი ამჯერად 3 მილიონ 963 052 ლარის სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებდა.

როგორც ტენდერის შეწყვეტის ოქმშია მითითებული, საპროექტო დოკუმენტაციის განხილვის შედეგად გამოვლინდა,  რომ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გადამუშავებასთან ერთად საჭირო იყო „კორექტირებების შეტანა.“  საინტერესოა, რატომ განიხილეს სატენდერო დოკუმენტაცია ტენდერის გამოცხადების შემდეგ და არა მანამდე, რამ შეუშალა ამას ხელი, არც ერთ დოკუმენტში არ წერია.

პროექტის რენდერი – ტერიტორია მოედნის ჩათვლით 5111 კვ.მეტრ ფართობს მოიცავს.
რენდერი

შესყიდვის პირობა იყო ასევე საჩოგბურთო კომპლექსის ადმინისტრაციული შენობისა და სასტუმროს, ღია და დახურული კორტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, რომელიც ითვალისწინებდა ორსართულიანი სასტუმროს შენობის და ერთსართულიანი დამხმარე შენობის [ტრიბუნით] დემონტაჟს იმავე ადგილზე.

ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე საჩოგბურთო კომპლექსის ადმინისტრაციული შენობისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ 2026 წლის 15 ივლისს მეორედ გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტებს თან დაურთეს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის 2022 წელს გამოცემული ბრძანება. ამ ბრძანების თანახმად, დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი მასალები ტენდერში გამარჯვებულს 1 ლარად უნდა გადაეცეს.

საჩოგბურთო მოედანი დღეს
შენობის ეს ნაწილი ნაგვითაა სავსე და ყარს

2023 წლიდან გეგმავს აჭარის მთავრობა ქობულეთში, 9 აპრილის #28-ში სპორტული კომპლექსის მშენებლობას, მაგრამ ჯერ თავი ვერ მოაბა. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი ორჯერ უშედეგოდ გამოაცხადეს, ჯერ 2023 წელს და შემდეგ 2024 წელს.

განმეორებითი ტენდერის შეწყვეტის ოქმის მიხედვით, 2024 წლის პირველი ნოემბრის [N 974/2024] მოხსენებითი ბარათით ცნობილი გახდა, რომ  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კიდევ ერთხელ გადამოწმების შედეგად გამოვლინდა „არსებითი შეუსაბამობა.“

დოკუმენტებში წერდნენ, რომ ამ შეუსაბამობის გასწორებას სჭირდებოდა შეთანხმება ნებართვის გამცემ ორგანოსთან.

კომისიამ მიიჩნია, რომ სატენდერო პირობებში „ორაზროვანი, ბუნდოვანი მოთხოვნები იყო ჩადებული, რომელიც უშვებდა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.“ კომისია წერს, რომ შესაძლებელი იყო ამას მნიშვნელოვნად შეემცირებინა პოტენციურ მიმწოდებელთა რიცხვი და „შემსყიდველ ორგანიზაციას მიეღო შესყიდვის ობიექტი, რომელიც შეუსაბამო იქნება მის რეალურ საჭიროებებთან.“

კომისიამ ტენდერი შეწყვიტა 2024 წლის პირველ ნოემბერს. პროექტის საწყისი ფასი 29 მილიონ 660 597 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებდა.

9 აპრილის ქუჩაზე, ანუ იქ, სადაც უკვე რეაბილიტირებული სტადიონი უნდა იყოს, ორი ჟანგმოდებული და გაღუნული ძელი და კიდევ ორი ძველი ბურთი დაგვხვდა. თუმცა ეს ადგილი სხვა მიტოვებული სპორტული მოედნებისგან ბევრად განსხვავდება იმით, რომ უფრო სუფთა და ლამაზია – ირგვლივ კარგად გამწვანებული სივრცეებია.

ადგილზე გვითხრეს, რომ ამ მოედანს ბავშვები სათამაშოდ მაინც იყენებენ.

 

სტადიონი, რომლის მოწყობასაც აჭარის მთავრობა 2022 წლიდან გეგმავს
სტადიონის კარი და ძველი ბურთები

დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა 7-8 ათას მაყურებელზე გათვლილი უეფას მე-2 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის, „ჩელე არენას“ რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე. მართალია, ამ სტადიონს მოზარდი და ახალგაზრდა ფეხბურთელები სავარჯიშოდ უკვე იყენებენ, მაგრამ შეუძლებელია დასრულებული პროექტი ეწოდოს მას, რაც ადგილზე ვნახეთ.

როგორც შესყიდვების პორტალზეა მითითებული, „ჩელე არენას“ ძირითადი და სავარჯიშო საფეხბურთო მოედნების სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურის სამუშაოებზე ტენდერი 2024 წელს გამოაცხადეს. თუმცა უარყოფითი შედეგით დასრულდა. ოქმის მიხედვით, ტენდერში მონაწილე კომპანიამ შესაბამისი სამუშაოების გამოცდილება ვერ დაადასტურა.

საფეხბურთო სტადიონ „ჩელე არენას“ ძირითადი და სავარჯიშო საფეხბურთო მოედნების სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურის სამუშაოების (II ეტაპი) შესყიდვის მიზნით, პროექტების მართვის კომპანიამ ტენდერი ორჯერ გამოაცხადა.

პირველ შემთხვევაში 2026 წლის მარტში, შესყიდვის ღირებულება იყო 1 მილიონ 220 302 ლარი, თუმცა ეს ტენდერი არ შედგა. შემდეგ კი 2026 წლის აპრილში იმავე თანხით. ამ შემთხვევაში ხელშეკრულება შპს „კაიზენს“ გაუფორმეს.

„ჩელე არენა“ 6 ნოემბერს
როგორც ქობულეთში გვითხრეს, „ჩელე არენას“ საპირფარეშო დღეს ისეთ მდგომარეობაშია, „ამ ქალაქში გაურემონტებელ სტადიონსაც კი არ ეკადრება“

ჩაქვში რაგბის სტადიონის დაუსრულებელ პროექტზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა. პროექტი გააჩერეს იმის გამო, რომ 2025 წლის იანვრის ერთ თოვლიან დღეს ჩამოინგრა, კედლები კი დაიბზარა. შემდეგ სამშენებლო მოედანი უსაფრთხოების ლენტით შემოსაზღვრეს, შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტები კი პროკურატურამ წაიღო.

ამ დროისთვის ადგილზე აქტიურად მუშაობენ. აქ გვითხრეს, რომ კომპანიამ ვითარების გამოსასწორებლად მშენებლები შეცვალა. მშენებლობას „გლობალ სტანდარტმშენი“ აგრძელებს, იგივე კომპანია, რომელსაც „პროექტების მართვის კომპანიამ“ 2022 წლის სექტემბერში გაუფორმა ხელშეკრულება. შესყიდვის ბიუჯეტი 4 მილიონ 310 553 ლარია.

„აქტიურად ვმუშაობთ, ერთი შენობა დასანგრევი იყო და დავანგრიეთ, ზოგი რამ შევცვალეთ, ავამაღლეთ, აქაურობას გავასწორებთ და დავასხამთ. წლის ბოლოს ამ ყველაფერს დავასრულებთ“, – გვითხრეს ადგილზე. დოკუმენტების მიხედვით კი, მოედნის მშენებლობა, რომელიც 2024 წლამდე უნდა დასრულებულიყო, 2026 წლის ივლისიდან გაგრძელდა და 2027 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.

ადგილზე დათვალიერებით გაგიჭირდებათ იმის დაჯერება, რომ ამ მასშტაბის სამუშაოებს 2027 წლის იანვარში, ანუ 3 თვეში დაასრულებენ.

ჩაქვის რაგბის სტადიონი 6 ნოემბერს
ამჯერად ადგილზე აქტიური სამუშაო პროცესი დაგვხვდა
ჩაქვის რაგბის სტადიონი – სამშენებლო სამუშაოები

მშენებარე რაგბის სტადიონთან ახლოს კიდევ ერთი სტადიონია, მიტოვებული და მწყობრიდან გამოსული. ამ სტადიონის კეთილმოწყობაზე ვინ და როდის იზრუნებს, ამაზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს.

დაბა ხულოში, წერეთლის ქუჩაზე #4, #7ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე თანამედროვე სტანდარტების სასპორტო სკოლის მოწყობასა და არსებული საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაციას აჭარის მთავრობა 2024 წლიდან გეგმავს, პირველი მცდელობა პრეტენდენტი კომპანიის დისკვალიფიკაციით დასრულდა.

განმეორებითი ტენდერი იმავე კომპანიამ – შპს „არალმა“ მოიგო. ხელშეკრულების ღირებულება 11 მილიონ 422 940 ლარია. დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოები დაწყებული უნდა იყოს. ამ დროისთვის გადახდილია 2 მილიონ 202 714  ლარი, რაც ხელშეკრულების ღირებულების 16 პროცენტია.

დაბა ქედაში „საფეხბურთო კლუბ ბეთლემისა“ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალსოფელში „საფეხბურთო კლუბ მაჭახელას“ სათამაშო მოედნების რეაბილიტაციისა და საფეხბურთო სტადიონების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ 2024 წლის ნოემბერში გამოაცხადა. შესყიდვის საწყისი ღირებულება 11 მილიონ 999 922 ლარი იყო. ტენდერი არ შედგა და ეს პროექტებიც აქ გაჩერდა.

„7 კაცთან ჰყვები, როგორ გაუპატიურებდნენ“ – მსხვერპლი ქალების გამოცდილება პოლიციის განყოფილებებში

„7 კაცი იჯდა და თავიდან მაყოლებდნენ ხოლმე… ჰყვები როგორ გაუპატიურებდნენ 7 კაცში, არ არის მარტივი, არც მოსაყოლად, არც მოსასმენად, ძალიან ცუდი რაღაცაა“, – ასე იხსენებს 17 წლის გოგო საკუთარ გამოცდილებას პოლიციის განყოფილებაში მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებს გაუპატიურების შესახებ შეატყობინა.

ეს არის ამონარიდი ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციის, „საფარის“ კვლევიდან, რომელმაც შეისწავლა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების გამოცდილებები მართლმსაჯულების სფეროში. ანუ, ის, რა გზას გადიან ქალები ძალადობიდან სასამართლოს განაჩენამდე.

აღმოჩნდა, რომ პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვა და, ზოგადად, პოლიციელებთან კომუნიკაცია ძალადობის მსხვერპლი ზოგიერთი ქალისთვის საკმაოდ სტრესული გამოცდილებაა. განსაკუთრებით მძიმეა ის პრაქტიკა, როცა ქალებს ძალადობის შესახებ საკუთარი გამოცდილების დეტალურად მოყოლა არაერთხელ, სხვადასხვა ადამიანთან უწევთ.

ფსიქოლოგების შეფასებით, ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მომხდარის დეტალურად გახსენება განმეორებითი ტრავმის წყარო შეიძლება გახდეს. განსაკუთრებით, თუ მას ამბის მოყოლა არაკეთილგანწყობილ გარემოში უწევს.

„ერთ-ერთი რესპონდენტი დეტალურად იხსენებს, თუ რამდენ ადამიანთან მოუწია კომუნიკაცია: ჯერ გასაუბრება მოუწია მისაღებში, როგორც თვითონ მოიხსენიებს, „ადმინისტრატორთან“. კიდევ ერთ ადამიანს ესაუბრა 5 წუთის ლოდინის შემდეგ. შემდეგ ესაუბრა გამომძიებელს დაახლოებით 20 წუთი, რომელმაც აცნობა, რომ პოლიციის სხვა განყოფილებაში უნდა გადასულიყო, რადგან სხვა ტერიტორიას ეკუთვნოდა გამოძიება.

ის პოლიციის მანქანითვე გადაიყვანეს სხვა განყოფილებაში. მსხვერპლი იხსენებს, რომ მანქანაში ის სვამდა შეკითხვებს, მაგრამ ყველა შეკითხვაზე პასუხი იყო „არ ვიცი“. ახალ განყოფილებაში ჯერ ესაუბრა განყოფილების უფროსს, შემდეგ – ერთ გამომძიებელს, შემდეგ მოვიდა მეორე, მთავარი გამომძიებელიც.

მეორე დღეს, საქმეში ჩაერთო კიდევ ერთი გამომძიებელი, ამჯერად ქალი. სწორედ ამ ქალ გამომძიებელს იხსენიებს რესპონდენტი ყველაზე დადებითად, ხოლო სამმართველოს უფროსს იხსენიებს ნეგატიურად და ახასიათებს აგრესიულად, რომელიც მას საყვედურობდა, რადგან გაუპატიურება გადახდა“, – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევაში მონაწილე ქალებმა აღნიშნეს, რომ მათთვის უფრო კომფორტულია ქალ გამომძიებელთან კომუნიკაცია, ვიდრე კაცთან.

ტრავმის ხელახალი განცდის გარდა, მომხდარის შესახებ ბევრ პოლიციელთან კომუნიკაცია სხვა რისკებსაც ქმნის. ამის შესახებ ის იურისტები საუბრობენ, რომლებიც „საფარის“ კვლევაში ექსპერტის სტატუსით მონაწილეობდნენ. მაგალითად, ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ თუ განყოფილებაში მისვლის შემდეგ ქალს სხვადასხვა პოლიციელთან ფრაგმენტულად უწევს საუბარი, შესაძლოა მან „უბრალოდ აღარ ჩათვალოს საჭიროდ გამომძიებელს უთხრას ის, რაც მაგალითად, რომელიმე დანაყოფის უფროსს უთხრა. შეიძლება, მან აღიქვას, რომ… თუ სხვასთან დააფიქსირა, ესეც იქნება ოფიციალურად მონიშნული“.

უნდობლობა და პასიურ-აგრესიული დამოკიდებულება პოლიციელების მხრიდან არის კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები ამახვილებენ ყურადღებას.

„რესპონდენტები აღნიშნავენ სამმართველოს უფროსებისა და მათი მოადგილეებისგან ყვირილის და შეუსაბამო ტონით კომუნიკაციას. ერთ-ერთი მსხვერპლი რესპონდენტი იხსენებს ასეთ ფრაზასაც: „ახლა შენი დრო არ მაქვს, ეს უნდა დაწერო, გინდა დაწერე, გინდა არა…“.

მსხვერპლი რესპონდენტები ამბობენ, რომ მათ სურთ, პოლიციაში შესულებმა თავი დაცულად იგრძნონ, თუმცა, ამას საერთოდ ვერ უზრუნველყოფს პოლიციელთა დამოკიდებულება. ეს გამოიხატება არა მხოლოდ უსიამოვნო და სტერეოტიპული შეკითხვების დასმით, არამედ არასასურველი ჟესტებით, მიმიკებით და უადგილო ხუმრობებით პოლიციელების მხრიდან“, – წერია კვლევაში.

კვლევაში, გარდა უშალოდ ძალადობაგამოვლილი ქალებისა, მონაწილეობდნენ იურისტები და ფსიქოლოგები, რომლებსაც ამ ტრავმების მქონე ქალებთან მუშობის გამოცდილება აქვთ. ისინი იხსენებენ შემთხვევებს, როცა პოლიციელები  ქალებს „პრობლემურ“ კითხვებს უსვამენ.

„იურისტი ექსპერტის თქმით, პრაქტიკაში გვხვდება ისეთი დამადანაშაულებელი შეკითხვები, როგორიცაა გაუპატიურებისას „განიცადა თუ არა სიამოვნება მსხვერპლმა“.

ზოგჯერ, პოლიციელები აქცენტს აკეთებენ მსხვერპლის გარეგნობაზე, მის ინსტაგრამ გვერდზე განთავსებულ ფოტოებზე.

თუ ქალი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, არაადეკვატურ კომენტარებს აკეთებენ ქალის აღქმის უნარზე.

ექსპერტის თქმით, პოლიციის ასეთი დამოკიდებულება მსხვერპლზე ძალიან ნეგატიურ გავლენას ახდენს და ზოგჯერ, „მას სურვილი აღარ აქვს, რომ ჩვენება მისცეს სასამართლოში“, – ვკითხულობთ კვლევაში.

  • კონფიდენციალურობის დაცვა

სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლი ქალებისთვის მნიშვნელოვანია კონფიდენციალურობის დაცვა. შესაძლოა, მათმა ნაწილმა იმის შიშით არ მიმართოს პოლიციას, რომ მომხდარის შესახებ მისი ოჯახის წევრები, თანამშრომლები და სხვა ახლობელი ადამიანები გაიგებენ.

მიუხედავად იმისა, კონფიდენციალურობას კანონი იცავს, კვლევაში მონაწილე ქალებს ნაწილს სხვანაირი გამოცდილებაც აქვს. მაგალითად, ერთი ახალგაზრდა მსხვერპლი ქალი ჰყვება:

„იმ გამომძიებელმა ისეთი რაღაც გააკეთა, რაც არ უნდა გაეკეთებინა: ჩემი ჩვენება წააკითხა მამაჩემს… იყო რაღაცები, რაც მინდოდა, რომ არ გაეგო მამას. ამ საქმეში გამომძიებლის აცილება მოხდა მოგვიანებით და შეიცვალა გამომძიებელი“.

  • გადაწყვეტილების ტვირთის მსხვერპლზე გადატანა

კვლევაში მონაწილე ქალებმა გაიხსენეს შემთხვევები, როცა სავარაუდო დანაშაულის შესახებ გამოძიების დაწყება/არდაწყების შესახებ კითხვა პოლიციელებმა თავად ამ ქალებს დაუსვეს. მაგალითად, როგორც ქალები ჰყვებიან, გამომძიებლებისგან მოუსმენიათ მსგავსი შინაარსის კითხვები: „ამ ადამიანის დაჭერა გინდა?“ „პოლიციაში არ მიხვალ, თუ ადამიანის დაკავება არ გინდა, ხო?“

„გადაგვამისამართეს გამომძიებელთან, რომელმაც ამიხსნა, რომ ასეთი და ასეთი პროცედურები არის და გინდა, ეს რთული გზა გაიაროთო? მე ვუთხარი, აბა თქვენთან რატომ მოვედი-მეთქი?“, – იხსენებს ერთ-ერთი ქალი.

კვლევაში მონაწილე ფსიქოლოგები აცხადებენ, რომ სავარაუდო სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლ ქალებთან კომუნიკაცია შესაბამისი ცოდნის მქონე, დატრენინგებულ პოლიციელებს უნდა ჰქონდეთ. იურისტების თქმით, გამომძიებლები, ხშირად არაემპათიურები არიან, თუმცა ზოგჯერ მათ, უბრალოდ, არ იციან, რომ სავარაუდო სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლ ქალებთან განსხვავებული, მეტად ფრთხილი მიდგომაა საჭირო.

მაგალითად, იმ შემთხვევაშიც, როცა გამოძიების მიზნებიდან გამომდინარე უხერხული კითხვების დასმა უწევს პოლიციელს, მან წინასწარ უნდა აუხსნას მსხვერპლს ქალს, რატომ სვამს ამ კითხვას, რა მნიშვნელობა აქვს ამ ინფორმაციას გამოძიებისთვის და ა.შ.

„როცა მსხვერპლი სცემს პასუხს, მაშინ აქტიურია მისი ლიმბური სისტემა, – ეს არის ტრავმირებული ადამიანი, სადაც ემოციები არის წამყვანი და ამიტომ მისი ნარატივი, მისი თანმიმდევრობა მონაყოლის, ვერ იქნება ისეთი, როგორიც არის მოძალადის. ამისი არცოდნა ხშირად პოლიციელში იწვევს დაეჭვებას მსხვერპლის მონაყოლში, რადგან მსხვერპლის თხრობა, შესაძლოა, იყოს ბუნდოვანი და არათანმიმდევრული.

გამომძიებელმა უნდა იცოდეს, როგორია ტრავმირებული ადამიანის მეხსიერება, უნდა იცოდეს, როგორ დასვას შეკითხვა და როგორ აიცილოს თავიდან ცრუ მოგონებების აქტივირება“, – ამბობს კვლევის მონაწილე ერთ-ერთი ექსპერტი.

„საფარის“ კვლევას, რომელიც მოიცავს სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლი ქალების გამოცდილებას არა მხოლოდ პოლიციელებთან, არამედ პროკურორებთან, ექსპერტებთან, სასამართლოსთან და ბრალდებულის ადვოკატებთან, სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

კვლევის ავტორების შეფასებით, კვლევაში განხილული შემთხვევები აჩვენებს რეფორმების საჭიროებას სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში. კერძოდ, მართლმსაჯულების პროცესში ჩართული ყველა უწყების თანამშრომლების გადამზადებას, გაუპატიურების შესახებ კანონის ცვლილებას, დაზარალებული ქალების გამოკითხვის, მათთვის ექსპერტიზის ჩატარებისა და სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის ზუსტი წესების განსაზღვრას, რომლებიც იქნება ამ ქალების საჭიროებებზე ორიენტირებული და არ გამოიწვევს მათ რე-ტრავმირებას და ა.შ.

Continue reading “„7 კაცთან ჰყვები, როგორ გაუპატიურებდნენ“ – მსხვერპლი ქალების გამოცდილება პოლიციის განყოფილებებში”

„სტუდენტებმა ერთმანეთი უნდა დავინახოთ“ – რას ცვლის სერბეთის მაგალითი?

„საჭიროა საკუთარი წრიდან გასვლა და იმ ხალხთან საუბარი, ვისაც დარწმუნება სჭირდება, ვისაც ბუნდოვანება აქვს… პოლიტიკოსებმა ბმის გაჩენაზე უნდა იმუშაონ,“ – თსუ-ს სტუდენტი, მეგი დიასამიძე მიიჩნევს, რომ ეს გვჭირდება საქართველოში დემოკრატიული პროცესის გადასარჩენად.

როგორ ხედავენ სტუდენტები წინააღმდეგობის განვითარებას საქართველოში განსაკუთრებით მას აქეთ, რაც სერბეთში მოხდა და იმ რეალობაში, როცა ივანიშვილი ოპოზიციას საერთოდ აუქმებს? – „ბათუმელები“ სტუდენტური მოძრაობის „დაიცავი თსუ“-ს 2 აქტივისტს, მეგი დიასამიძეს და არჩილ გოჩიტაშვილს ესაუბრა.

მეგი დიასამიძე წლებია პროევროპული აქციების მონაწილეა. იგი 2025 წლის 9 სექტემბერს დააპატიმრეს. მან ერთ-ერთი საპროტესტო მსვლელობის დროს, კალაძის ბანერს მიაწერა „რუსული ოცნება“. „პარტიისთვის მიყენებულმა ზიანმა 380 ლარი შეადგინა“, – აღნიშნულია მეგი დიასამიძის საქმის მასალებში. მეგი დიასამიძე გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მისი სისხლის სამართლის საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მეგი დიასამიძე

პროევროპული აქციები ქვეყნის მასშტაბით 2023 წელს გააქტიურდა, როცა „ოცნებამ“ რუსული კანონი მიიღო. თავდაპირველად ამ აქციებზე ყველაზე აქტიურები სტუდენტები იყვნენ. მეგი დიასამიძე დღესაც რუსთაველზეა, მაგრამ სტუდენტების დიდმა ნაწილმა ქუჩაში პროტესტის შეწყვეტა ამჯობინა.

რა გახდა ამის მიზეზი და დღეს რა სტრატეგიით ხედავენ სტუდენტები ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე დაბრუნებას?

„ახლა თუ სტუდენტები არ ხმაურობენ, გარეთ არ აქვთ ყიჟინა, ამისთვის „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა. აამუშავა პროპაგანდა და შექმნა შიშის გარემო – დაგაჯარიმებთ… ყველანაირი ბარიერი შექმნეს, რომ სტუდენტები გაჩერებულიყვნენ,“ – გვესაუბრება მეგი დიასამიძე. – „როდესაც პროტესტი გრძელვადიან ფაზაში გადადის, მას სჭირდება შესაბამისი დისციპლინა და ორგანიზება. მუშაობა და განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება ამ ყველაფერს. ის სპონტანური ემოცია და ენერგია, რაც იყო 2 წლის წინ, 28 ნოემბერს, ვერ იქნება მუდმივად.

აუცილებელია შენი დღის წესრიგი გქონდეს და საჭიროა ორგანიზებულობა, კოორდინირებული მუშაობა. ჩემი აზრით, ახლანდელ თაობასაც გვიჭირს თანმიმდევრულობა და დისციპლინა. როცა ვსაუბრობთ ამის შესახებ, თითქოს ყველა ვთანხმდებით, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, არავის სურს პასუხისმგებლობის აღება,“ – ამბობს მეგი დიასამიძე.

სტუდენტი ყურადღებას ამახვილებს სოციალურ პრობლემებზეც, რაც ბევრი სტუდენტისთვის აღმოჩნდა მთავარი ფაქტორი, აქციაზე აღარ გასულიყო:

„სტუდენტები ძირითადად ვეძებთ სამსახურს ნახევარ განაკვეთზე. სინამდვილეში, მაინც იმ დატვირთვით მუშაობ და ისეთ მიზერულ ხელფასს იღებ, არ გრჩება არანაირი რესურსი, სწავლის და მუშაობის გარდა, კიდევ რამე აკეთო.

ბევრ სტუდენტთან მისაუბრია ამ თემაზე. ისინი პირდაპირ არ გეტყვიან, მაგრამ უთქვამთ, რომ აი, ჯარიმებია… ჩემი აზრით, რეპრესიულმა კანონებმა თავისი გააკეთა – რაღაცნაირად გამოიფიტა ბევრი.

სტუდენტებში არსებობს კონსენსუსი, რომ არ უნდათ ბიძინა, მაგრამ ვინ? ვერ ხედავენ ალტერნატივას, რომ გააქტიურდნენ.

ერთმანეთსაც ვერ ვპოულობთ სტუდენტები. ამიტომაც, მჯერა, რომ პირველ რიგში, სტუდენტებს ერთმანეთის დანახვა გვჭირდება…“ – მიიჩნევს მეგი დიასამიძე.

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სტუდენტებიც დააკავეს წინააღმდეგობის გამო, რამდენიმე სტუდენტური ორგანიზაციის აქტივობა შესუსტდა. „ოცნების“ მთავრობის განათლების რეფორმის წინააღმდეგ კი, ორ უნივერსიტეტში – ილიაუნიში და თსუ-ში გააქტიურდა სტუდენტური მოძრაობაში.

„დაიცავი თსუ-ს“ ვიდეოებს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ სტუდენტები ძირითადად საუბრობენ განათლების რეფორმის უარყოფით გავლენებზე, ან იმაზე, რამდენად მოუწესრიგებელია, მაგალითად, თსუ-ს ინფრასტრუქტურა. რატომ არ საუბრობენ სტუდენტები ქვეყნის ევროპული კურსის დაკარგვაზე, რომელიც მთლიანად ქვეყანას  და, მათ შორის, განათლებას საფრთხეს უქმნის?

„ახლა სტუდენტთან რომ მიხვიდე და უთხრა, წამოდი, ერთად ბიძინა გავუშვათ, არ გამოგყვება, არარეალური ჰგონია და იმიტომ. სტუდენტს უნდა ვუთხრა, რომ უნივერსიტეტში, მაგალითად, ერთ-ერთ კორპუსში წვიმაში წყალი ჩამოდის და სწავლისთვის შესაბამისი გარემო არ მაქვს, მას უნდა დავანახო, რომ საერთო ჯამში ეს ინსტიტუცია კარგად არ მუშაობს, რაც სახელმწიფოსთანაა დაკავშირებული.

ყველას ახსოვს, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ შევთანხმდით, რომ ჯერ ერთმანეთი უნდა დავინახოთ, გავძლიერდეთ“, – აღნიშნა მეგი დიასამიძემ „ბათუმელებთან“.

როგორ რეაგირებს თსუ-ს ადმინისტრაცია სტუდენტური მოძრაობის მიერ წამოჭრილი პრობლემებზე? – მეგი დიასამიძე ამბობს, რომ სისტემა სტუდენტების მიერ გაჟღერებული პრობლემების მეტ-ნაკლებად მოგვარებას ცდილობს. სტუდენტის დაკვირვებით, ეს, მათ შორის იმიტომაც ხდება, რომ პროტესტი უფრო დიდ მოძრაობაში არ გადაიზარდოს.

„ერთ-ერთ კორპუსში, მაგალითად, პიანინო დაგვხვდა კიბეზე, ვიდეო გვქონდა კაბელების პრობლემაზეც, ან საპირფარეშოს დაზიანებულ კარზე… ვიდეოები ჩავწერეთ და ეს პრობლემები მოგვარდა. მერე მივედით იმ კორპუსში, სადაც ტურიზმის სკოლაა. რამდენიმე სტუდენტმა გვითხრა, რა კარგია, რომ მოხვედით, გელოდებოდითო. იცით, ეს როგორი მოტივაცია იყო ჩვენთვის? მივხვდი, რომ ეს ბრძოლა ტყუილად არ დაგვიწყია.

მგონია, რომ საჭიროა იმ ხალხთან მისვლა, ვინც თავის დროზე ჩვენთან იყო, აი, ნეიტრალურია. სტუდენტებიც ხომ ნეიტრალურები არიან დღეს? იდეურად წინააღმდეგობის მხარეს არიან, მაგრამ რაღაცნაირად ალტერნატივას ვერ ხედავენ. ამიტომაც, მარტო იმის თქმა, რომ „რუსეთი არ მინდა“, არაა რაიმეს მომცემი. ყველამ იცის, რომ რუსეთი არ უნდა, მაგრამ როგორ ცვლი არსებულ რეალობას? შეგიძლია დამანახო, რომ ცვლილებების მერე კარგად ვიქნები?

სტუდენტებმა უნდა დაინახონ ბმა კონკრეტულ პროცესთან, პარტიებთან… უნდა დაიჯერონ, რომ შესაძლებელია რეალური ცვლილებები,“ – გვითხრა მეგი დიასამიძემ.

  • „ოპოზიცია კი აიკრძალება, მაგრამ საზოგადოება რჩება „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგედ“ – სტუდენტი 

თსუ-ს კიდევ ერთმა სტუდენტმა, არჩილ გოჩიტაშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ სერბეთზე სტუდენტები ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად საუბრობენ. სტუდენტის დაკვირვებით, მთავარია კოორდინირებულად მოქმედებაა რეჟიმის წინააღმდეგ.

„სერბეთზე ხშირად ვლაპარაკობთ, მაგრამ ფაქტია, რომ იქ სტუდენტები მარტო არ იყვნენ. ამ პროცესში კოორდინირებულად იყვნენ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია – ერთად იბრძოდნენ.

ორგანიზებულად უნდა შევძლოთ მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიცით, რომ მორიგ არჩევნებში ოპოზიცია უკვე ვეღარ მიიღებს მონაწილეობას, ასევე ქართველი ემიგრანტები, რომლებსაც გადარჩენისთვის მოუწიათ ქვეყნის დატოვება.

აუცილებლად მოსაფიქრებელია ისეთი რამ, რომ ქართველი ერი ერთად დადგეს,“ – გვითხრა არჩილ გოჩიტაშვილმა.

არჩილ გოჩიტაშვილი

არჩილ გოჩიტაშვილის აზრითაც, მართებული სტუდენტური მოძრაობების სტრატეგია: ამ ეტაპზე განათლების პრობლემებზე ისაუბრონ, რადგან უნივერსიტეტი მაინც არსებობდეს „ნათელ წერტილად“:

„ეს არის ბრძოლა უნივერსიტეტებში ავტონომიის მოსაპოვებლად. აქტიურად ვიბრძვით, პირველ რიგში, განათლების იმ რეფორმის წინააღმდეგ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შემოგვტენა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. არ ყოფილა არანაირი გასაუბრება არც პროფესორ-მასწავლებლებთან, არც დეკანთან, არც ლექტორთან, არც სტუდენტებთან. 

დღეს ჩვენი საბრძოლო ხაზი ამ, ასე ვთქვათ, ნეიტრალურ დღის წესრიგშია… ჩვენი გრძელვადიანი გეგმა არის ის, რომ უნივერსიტეტის ავტონომია მოვიპოვოთ, ვინაიდან ამ მთლიან ბნელ სურათში, რაღაც პატარა ნათელი წერტილი მაინც გადარჩეს. პირველ რიგში, უნდა მოვიპოვოთ ავტონომია ჩვენივე წრეში, ჩვენსავე უნივერსიტეტებში, რის შედეგადაც ფართომასშტაბიანად შევძლებთ საუბარს. 

სერბეთის მაგალითი თამამად შეგვიძლია ავიღოთ, სადაც ოპოზიციურ პარტიებს კიდევ უფრო ნაკლები რეიტინგი ჰქონდათ, ვიდრე დღეს საქართველოში აქვს ოპოზიციას. მთავარი გახდა სტუდენტური სია, რომელიც შეადგინეს სტუდენტებმა… ვფიქრობ, რომ საქართველოშიც რაღაც ამის მსგავსი უნდა გავაკეთოთ. ჩვენთან ოპოზიცია კი აიკრძალება, მაგრამ საზოგადოება რჩება „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგედ.

ვფიქრობ, 2028 წელი გადამწყვეტი იქნება: ან გავხდებით რუსეთის გუბერნია, ან გადავრჩებით… უნდა ვიბრძოლოთ ყველა დემოკრატიული საშუალებით, რომ გავიმარჯვოთ,“ – გვითხრა არჩილ გოჩიტაშვილმა.

როდის გამოიდარებს ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 ნოემბრის 21 საათიდან 9 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მთაში თოვა, ღამით ზოგან ძლიერი, გორაკბორცვიან ადგილებში ზოგან ნალექი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15, ღამით ზოგან 17-22 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

ჰაერის ტემპერატურა მთიან რაიონებში:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: -2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • ღამით და დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 4-5 ბალი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 10 და 11 ნოემბერს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

საკონსტიტუციოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა გადაიდო

ხვალ, 9 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა არ გაიმართება.

სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომა ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება სხდომები.

„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო. აქამდე სულ 8 სხდომა ჩატარდა.

განხილვა არ ყოფილა არც გასულ კვირას. ამ შემთხვევაში, სხდომების გადადების მიზეზი საკონსტიტუციოს იუბილე იყო – 5 ნოემბერს სასამართლოს დაარსებიდან 30 წელი გავიდა.

სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 8 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 606 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +2 290. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 458 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 25 668 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 52 044 ერთეული [+44]
  • MLRS – 2 257 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 751 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 452 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 600 177 ერთეული [+1 337]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 3 099 ერთეული [+6]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 171 850 ერთეული [+461]
  • სპეცტექნიკა – 4 888 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 196 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

სროლა კრაკოვის ცენტრში – მოკლულია 6 ადამიანი

პოლონეთში, კრაკოვში, ქალაქის მთავარ მოედანზე, ტურისტულად პოპულარულ ადგილას, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. უცნობმა პირმა მოძრავი მანქანიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა- 4 ქალი და 2 კაცი. პოლონური მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიჭრა 12 ადამიანი.

პოლონური მედია თითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელი ქალაქის ისტორიულ ცენტრში შავი ავტომობილით მივიდა, მანქანიდან გადმოვიდა და იარაღიდან უმისამართო სროლა დაიწყო.

თავდასხმის სამიზნე შემთხვევითი გამვლელები აღმოჩნდნენ. ტყვიები მოხვდა მოედანზე მდებარე მაღაზიების ვიტრინებსაც.

პოლიციამ სავარაუდო თავდამსხმელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელი დაჭრილია, დაკავებულია და ამჟამად ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.

პოლონეთის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელს “სამხედრო სტილის” ტანსაცმელი ეცვა და ცეცხლი “სამხედრო ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან” გახსნა.

პოლიციელებმა თავდამსხმელის ავტომობილიდან სხვა იარაღებიც ამოიღეს.

“შინაგან საქმეთა მინისტრი მაწვდის ინფორმაციას კრაკოვში, სროლის შედეგად შექმნილი ვითარების შესახებ. პოლიცია იკვლევს თავდასხმის წინაპირობებს და ყველა გარემოებას,” – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.

შეიარაღებული თავდასხმიდან 1 საათის შემდეგ, მალოპოლსკას რეგიონის პოლიციამ საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ თავდამსხველი პოლონელია.

ამ განცხადებით პოლიციამ გააქარწყლა სოციალურ ქსელში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს თავდამსხმელი უცხოელი იყო.

პოლიციამ ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიდევ ერთი დამნაშავე თავისუფალია.

Exit mobile version