ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს.
ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა.
„დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა.
მას ბრალი წარდგენილი აქვს თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით, მათ შორის: კრიმინალური ორგანიზაციის შექმნა, ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება, მძიმე კატეგორიის ქურდობა და ნდობის ბოროტად გამოყენება“ – წერს შსს და დასძენს, რომ ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.






