დღეს, 10 ნოემბერს, გარდაიცვალა 75 წლის მზია გაბეშია, მარტვილელი აქტივისტი ქალი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს მარტვილიდან უერთდებოდა ყოველ დღე, სანამ ჯანმრთელობა აძლევდა ამის საშუალებას.
„თავისუფლება მზიას“, „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“, „არა ძალადობრივ რეჟიმს“, „წადი“, – ამ პლაკატებით გამოხატავდა ის თავის სათქმელს აქციაზე.
მზია გაბეშია „ბათუმელებს“ უყვებოდა, რომ 24 წელი იმუშავა საავადმყოფოში ექთნად. როცა მისმა შვილმა თბილისში სწავლა დაიწყო, თავადაც იქ გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ კი ისევ მარტვილში დაბრუნდა.
„ყველანაირ ამინდში იქ ვდგავარ, ვაპროტესტებ. მზიას და ყველა პატიმრის გათავისუფლებას ვითხოვ. სამართლიანობა მინდა“- უთხრა მან „ბათუმელებს“ 2025 წელს.
იგი თავად ამზადებდა ხელნაწერ ტრანსპარანტებს და ისე გადიოდა აქციაზე მარტვილის მერიასთან იმის დასტურად, რომ პროტესტის ხმა ისმის მარტვილშიც.
_________________
ამ თემაზე:
„მზიას და ყველა პატიმრის თავისუფლებას ვითხოვ“ – ერთი ქალის პროტესტი მარტვილში






