დღეს, 9 ნოემბერს, ავარიული დაზიანების შედეგად გაზის მიწოდება შეუწყდა ბათუმის რიგ ქუჩებს.
ინფორმაციას „სოკარ ჯორჯია გაზი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, 16:00 საათიდან ავარიული დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის 1-ელ ჩიხში, რეჯებ ნიჟარაძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, შერიფ ხიმშიაშვილის, ლეხ და მარია კაჩინსკების, ადლიის, ზღვისპირის, გურიელისა და გრიგოლ ელიავას ქუჩებზე მცხოვრებ 9357 აბონენტს.
„ამ ეტაპზე საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს შესაბამისად ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 10 ნოემბრის 10:00 საათიდან და დასრულდება დღის ბოლომდე“ – აცხადებს კომპანია.
„სოკარი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.




