დღეს, 10 ნოემბერს, ქობულეთში, თავისუფლების ქუჩაზე [ახალსოფლის დასახლებაში], ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულია დედა-შვილი. როგორც ქობულეთის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, დაშავებულებს ზედაპირული დამწვრობა აქვთ და ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილნი.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია.
დეტალებს აზუსტებენ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხობს თბოენერგიის, გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას.






