10 ნოემბერს, დილიდან, ბათუმის რიგ ქუჩებზე გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყო.
კომპანია „სოკარში“ „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ გაზის აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს და დღის ბოლომდე გათიშულ აბონენტებს გაზი მიეწოდებათ.
„სოკარის“ ცნობით, 9 ნოემბერს ავარიული დაზიანების შედეგად გაზის მიწოდება შეუწყდა შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის 1-ელ ჩიხში, რეჯებ ნიჟარაძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, შერიფ ხიმშიაშვილის, ლეხ და მარია კაჩინსკების, ადლიის, ზღვისპირის, გურიელისა და გრიგოლ ელიავას ქუჩებზე მცხოვრებ 9357 აბონენტს.





