7 ოქტომბერს უკრაინაში, ქალაქ პრილუკიში საცხოვრებელ შენობაზე რუსული რაკეტის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის ოთხი ბავშვია. დაშავდა 55 ადამიანი.
ზელენსკის განცხადების თანახმად, ოთხი დაღუპული ბავშვიდან 3 ერთი წლის იყო, კიდევ ერთი ბავშვი კი – 8 წლის.
მაშველებმა 15 ადამიანი გადარჩენა და გამოყვანა შეძლეს ნანგრევებიდან. მათ შორის ერთი ბავშვის.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიზე სარაკეტო იერიში დღეს, 7 ოქტომბერს, დილით, მიიტანეს. შეტევის შედეგად აფეთქება მოხდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, რომელიც ჩამოინგრა.
ახალგაზრდა იურისტთა აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ორგანიზაციის ადვოკატს საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს და ფაქტს საგანგაშოს უწოდებს.
დღეს, 7 ოქტომბერს, საიას ადვოკატი უფლებადაცვითი საქმიანობის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა პატიმარ გიორგი დავითაძესთან, რომელიც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.
საიას ცნობით, პატიმართან შეხვედრის დასრულების შემდეგ, დაწესებულების დატოვებისას, ადვოკატს არ მისცეს პატიმართან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება.
საია აღნიშნულ ქმედებას აფასებს როგორც საადვოკატო საქმიანობაში ჩარევას, ორგანიზაციის უფლებადაცვითი საქმიანობის ხელშეშლას და პატიმრისთვის ეფექტიანი სამართლებრივი დახმარების გაწევის დაბრკოლებას. „ადვოკატის საქმიანობის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და მასში ჩაურევლობა საქართველოს კანონმდებლობით დაცული პრინციპებია“ – აცხადებს ორგანიზაცია.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განმარტავს, რომ პატიმრის ადვოკატთან შეხვედრის უფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ შეხვედრაზე დაშვებით და იგი გულისხმობს სამართლებრივი დახმარების რეალურად მიღების შესაძლებლობას, რისთვისაც ადვოკატს უნდა შეეძლოს კლიენტისგან მიღებული ინფორმაციის დოკუმენტირება და შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის გამოყენება. შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის აკრძალვა ამ შესაძლებლობას უშუალოდ აფერხებს და გაუმართლებლად ზღუდავს.
„მომხდარი განსაკუთრებით საგანგაშოა იმის გათვალისწინებით, რომ ადვოკატის შეხვედრა უკავშირდებოდა პატიმრის განცხადებებს შესაძლო მძიმე სექსუალური ძალადობის შესახებ. ასეთ გარემოებებში სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ეფექტიანი გამოძიება და არ შექმნას დაბრკოლებები ინფორმაციის დოკუმენტირებისა და სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენებისთვის.
საიას ადვოკატი ჯუმბერ ქათამაძე რამდენიმე საათის განმავლობაში იყო დაყოვნებული პენიტენციურ დაწესებულებაში, რის შემდეგაც იძულებული გახდა, დაეხია საკუთარი ჩანაწერები და მხოლოდ ამის შემდეგ დაეტოვებინა დაწესებულება“ – წერს საია.
საია საქართველოს სახალხო დამცველისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს შემთხვევა, როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელების, ისე პატიმრის სამართლებრივი დახმარებისა და კონფიდენციალური კომუნიკაციის გარანტიების დაცვის კუთხით და ყურადღება მიაქციოს პატიმრის უსაფრთხოებასა და შესაძლო ზეწოლის რისკებს;
ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას – მოახდინოს დროული და ქმედითი რეაგირება ადვოკატის პროფესიული უფლებების დასაცავად და შესაბამისი ორგანოების წინაშე დააყენოს მსგავსი შეზღუდვების აღკვეთის საკითხი.
ასევე, საია მოითხოვს პროკურატურისგან, დაიწყოს გამოძიება და შეისწავლოს ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლის გარემოებები.
ორგანიზაცია წერს, რომ მათი წარმომადგენლები შესაბამისი რეაგირების მისაღებად ცდილობდნენ სახალხო დამცველთან დაკავშირებასაც. ამასთან, ისინი ესაუბრნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს და მიაწოდეს ინფორმაცია მომხდარის შესახებ მაშინ, როდესაც ადვოკატი ჯერ კიდევ პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პატიმრის უფლებების დაცვა ვერ იქნება დამოკიდებული იმ უწყების ნებართვაზე, რომლის თანამშრომლების ქმედებებზეც იგი ჩივის. დამოუკიდებელი სამართლებრივი დახმარება და ადვოკატთან ურთიერთობის კონფიდენციალურობა უფლებების დაცვის აუცილებელი გარანტიებია და არა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ დასაშვები პრივილეგია.
აქვე განვმარტავთ, რომ საია პატიმარ გ. დავითაძის საქმესთან მიმართებით განხორციელებული დოკუმენტირების შესახებ უახლოეს პერიოდში მიაწვდის საზოგადოებას უფრო ვრცელ ინფორმაციას“ – იუწყება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო და მათ 18 და 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 3748.803 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და შექმნეს პირობები მისი უკანონო რეალიზაციისთვის.
„აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება და დაფასოებისთვის საჭირო ნივთები შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოიღეს“ – აცხადებს პროკურატურა.
უწყება არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან მსჯავრდებულები.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი, რომელიც თავადაც იმავე ციხეში ზის, სადაც სასჯელს გიორგი დავითაძე იხდის, დღეს, 7 ოქტომბერს, ციხიდან წერილს ავრცელებს და აცხადებს, რომ დავითაძის სოლიდარობის ნიშნად №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების პატიმრებმა პროტესტი გამოხატეს და არაერთმა პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა.
„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ მსჯავრდებული დავითაძე არის ვაჟკაცი და გამბედავი ბიჭი და ყველა ღირსეული პატიმარი სოლიდარულია მის მიმართ.
პენიტენციური დეპარტამენტი 2 ოქტომბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით იტყუება და თავს იკატუნებს. საათების განმავლობაში მთელი საპატიმრო აპროტესტებდა დავითაძის მიმართ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას. იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები.
არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება.
ისეთი ხმაური იყო და ისეთი ძლიერი პროტესტი, რომ ციხის ადმინისტრაციამ დაიწყო პატიმრების გაყვანა. გაყვანები იყო ხმაურიანი და დაუდგენელია, როგორ ეპყრობოდნენ მაგ დროს პატიმრებს.
აღსანიშნავია, რომ იმ ღამეს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე დარეკვის საშუალებას არ აძლევდნენ პატიმრებს.
ციხეში კვლავ დაძაბული სიტუაციაა. ამ ვითარების განმუხტვისთვის აუცილებელია გაირკვეს, სად არიან გადაყვანილი პატიმრები და რა მდგომარეობაში არიან ისინი ახლა. უტარდებათ თუ არა შესაბამისი დახმარება. ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს.
ვითარების განმუხტვა არ მოხდება დროული, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების გარეშე.
თანამდებობები დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ პენიტენციური დეპარტამენტის უფროსმა, №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დირექტორმა და ყველა ბადრაგმა, ვინც იმ სადისტურ ინციდენტში რაიმე ფორმით იღებდა მონაწილეობას, და ყველა ამ პირმა პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე სრული სიმკაცრით“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
რა ხდება?
პატიმარი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ ის ციხეში ბადრაგებმა გააუპატიურეს. ამ საკითხზე მან სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, კამერის ჩანაწერში ჩანს აღნიშნული ფაქტი და რომ დეესკალაციის საკანში ამ დროს 10 ადამიანი იმყოფებოდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გიორგი დავითაძის განცხადებას. უწყებამ კადრებიც გაავრცელა და თქვა, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება – დათვალიერებას, რაზეც დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.
უწყების პოზიციით, „მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“.
დავითაძის დედა აცხადებს, რომ გავრცელებული ვიდეომასალა სრული არაა და მას ნანახი აქვს 5 ფაილი, 20 წუთამდე კადრები.
მსჯავრდებულის ოჯახის წევრებმა 3 ოქტომბერს რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გამართეს და მოითხოვეს, სრულად და ხმით გასაჯაროვდეს ვიდეოკადრები. ოჯახი ასევე ითხოვს ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომასა და ამ საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას. საქმეს სახალხო დამცველის აპარატიც სწავლობს.
უკრაინაში, ქალაქ პრილუკიში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა ნანგრევებში სამი ბავშვის ცხედარი იპოვეს.
ბოლო ცნობებით, მინიმუმ 40 ადამიანი დაშავდა, სამაშველო სამუშაოები ადგილზე გრძელდება.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიზე სარაკეტო იერიში დღეს, 7 ოქტომბერს, დილით, მიიტანეს. შეტევის შედეგად აფეთქება მოხდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, რომელიც ჩამოინგრა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 7 ოქტომბერს, განაცხადა, რომ რუსული ბალისტიკური რაკეტები ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს დღეს, ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეს, უკრაინისთვის მტკივნეული და დემონსტრაციული დარტყმის მიყენება სურდა.
„დღეს, პუტინის დაბადების დღეზე, რუსეთის არმიამ მას ჩერნიგოვის ოლქში, პრილუკიში, საცხოვრებელი კორპუსის დანგრევა „აჩუქა“. ეს იყო ჩვეულებრივი ხუთსართულიანი შენობა“ – თქვა მან.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, 7 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო დარტყმა განახორციელა, გამოიყენა „ისკანდერის“ ტიპის და საზღვაო ფრთოსანი რაკეტები, „შაჰედის“ დრონები და სხვა იარაღი. ოფიციალური კიევის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მტრის 161 სამიზნე გაანადგურა.
ბულგარეთში, შავ ზღვაში შეწყვიტეს 6 ოქტომბერს დრონის დარტყმის შედეგად ჩაძირული გემის სამძებრო სამუშაოები.
„ჩაძირული სატვირთო გემ ALFA WATAN-ის ეკიპაჟის სამძებრო ოპერაცია შეწყდა და აღარ განახლდება. მეზღვაურების კვალი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი“, – ციტირებს ბულგარული მედია საზღვაო ადმინისტრაციის აღმასრულებელი სააგენტოს სამაშველო ოპერაციების მთავარ დირექტორს, რუმენ ნიკოლოვს.
ადგილზე მხოლოდ გადაბრუნებული სამაშველო ნავი, სამი სამაშველო ტივი და გემის აღჭურვილობის ნაწილები იპოვეს, რომლებიც ზღვის ზედაპირზე ტივტივებდნენ. მედიის ინფორმაციით, დაკარგული ეკიპაჟის პოვნის იმედი ფაქტობრივად არ არსებობს.
ბორტზე სავარაუდოდ 10-დან 20-მდე წევრი იმყოფებოდა. ამ დრომდე არ ვრცელდება დაზუსტებული ინფორმაცია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ეკიპაჟის წევრები.
„ბათუმელები“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დაუკავშირდა კითხვით, ხომ არ იმყოფებოდნენ აღნიშნულ გემზე ქართველი მეზღვაურები. სააგენტოში გვაცნობეს, რომ აღნიშნულ გემზე საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, გემს მარილი გადაჰქონდა და ეგვიპტიდან რუმინეთში მიცურავდა.
დრონები ბულგარეთის სანაპიროდან 80 საზღვაო მილის დაშორებით ორ სატვირთო გემს 6 ოქტომბერს დაეჯახა. სატვირთო გემი ALFA WATAN-ი ძლიერი აფეთქების შემდეგ რამდენიმე წამში ჩაიძირა.
მედიის ცნობით, მეორე გემის მდგომარეობა, რომლის ეკიპაჟის 18 წევრი, თურქეთის და ინდოეთის მოქალაქეები გადაარჩინეს, ასევე კრიტიკულია. გემი, სავარაუდოდ, ჩაიძირება.
თიბისისა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, 3 ოქტომბერს, საქართველოში პირველად საერთაშორისო AI კონფერენცია „Crossroad AI“ გაიმართა.
კონფერენციამ შექმნა სივრცე, სადაც საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი AI შესაძლებლობები ერთმანეთს შეხვდა და ახალი თანამშრომლობებისთვის საფუძველი შეიქმნა. ღონისძიებას 500-ზე მეტი ქართველი და უცხოელი AI პროფესიონალები, ინჟინრები, მკვლევრები და ტექნოლოგიური ლიდერები ესწრებოდნენ.
თიბისიტექნოლოგიურიგანვითარებისადაინოვაციებისმიმართულებით AI ეკოსისტემისგანვითარებისმოწინავებრენდიასაქართველოშიდატექნოლოგიურიგანათლებისმთავარიმხარდამჭერია. თიბისი აქტიურად უწყობს ხელს ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის სფეროს განვითარებას, AI ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინიციატივების განხორციელებასა და ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას. სწორედ ამ ხედვის ნაწილია Crossroad AI-ის მხარდაჭერაც.
წლევანდელი Crossroad AI-ის მთავარი თემა იყო ხელოვნური ინტელექტის გავლენა ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე, მათ შორის დეველოპმენტზე, პროდუქტების შექმნასა და კომპანიების კორპორატიულ ფუნქციებზე.
კონფერენციაში 20-მდე საერთაშორისო და ქართველი სპიკერი მონაწილეობდა წამყვანი AI კომპანიებიდან. სპიკერებმა რეალური გამოცდილება გააზიარეს და ისაუბრეს იმაზე, რა მუშაობს დღეს და როგორ იცვლება AI-ის განვითარებასთან ერთად ინჟინრების, პროდუქტის გუნდებისა და მენეჯერების ყოველდღიური საქმიანობა.
მოწვეულ 25 სპიკერს შორის იყვნენ ისეთი წამყვანი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები, როგორიცაა Anthropic/Claude, Google/Gemini, YouTube, Hugging Face, ElevenLabs, Make და სხვა.
კონფერენცია ორ – Builders და Applied მიმართულებას აერთიანებდა და მოიცავდა AI-ზე დაფუძნებულ დეველოპმენტს, AI აგენტებს, ღია და ხმოვან მოდელებს, პროდუქტებსა და ბიზნესპროცესებში AI-ის გამოყენებას. ღონისძიების ფარგლებში მენეჯერებისა და დეველოპერებისთვის პრაქტიკული ვორქშოფებიც ჩატარდა.
თიბისისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოში შეიქმნას გარემო, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ AI-ის მიმართულებით თანამედროვე ცოდნა, განივითარონ შესაბამისი უნარები და აქტიურად ჩაერთონ ტექნოლოგიური მომავლის შექმნაში.
მაგდა მიქაბერიძე 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა. იგი შვიდი წელია თბილისის 45-ე საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ასწავლის. ამბობს, რომ მასწავლებლობა ალბათ ქვეცნობიერად, ჯერ კიდევ მაშინ აირჩია, როცა მასწავლებელ დედას საბავშვო ბაღის ნაცვლად სკოლაში დაჰყვებოდა ყოველდღე და არც დილით ადრე გაღვიძების პრობლემა ჰქონია.
მაგდა გვიამბობს, რომ ყოველ დილით სამ კილომეტრს გადიოდა ფეხით აბაშაში, სოფელ კეთილარში დედასთან ერთად. მაშინ ტრანსპორტი არ იყო და ფეხით გვიწევდა სიარულიო – ამბობს.
„ერთ ამბავს ავტეხდი, რომ არ გავეღვიძებინე და არ წავეყვანე სკოლაში“, – ამბობს მაგდა „ბათუმელებთან“.
როგორია დღევანდელი სკოლა, რა სირთულეებთან უწევთ გამკლავება მასწავლებლებს და რატომ ვერ გახდა დღემდე მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოსთვის ღირებული? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა მაგდა მიქაბერიძეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს.
ქალბატონო მაგდა, მოგვიყევით, რა ხდება დღევანდელ სკოლაში, რა სჭირდებათ ყველაზე მეტად ბავშვებს განვითარებისთვის და რისი გაკეთება ვერ ხერხდება, მაგალითად?
მთავარი გამოწვევა ალბათ არის ტექნოლოგიური პროგრესი, რადგან ისე სწრაფად ვითარდება თუნდაც ხელოვნური ინტელექტი, რომ მასწავლებლებიც ვცდილობთ, დავეწიოთ ამ პროცესებს.
ბევრ გამოწვევაზე შეიძლება ზოგადად ვისაუბროთ, მაგრამ მთავარი სირთულე მაინც არის ორცვლიანი სკოლები. განსაკუთრებით, დიდ ქალაქებში, რადგან ეს იწვევს მოსწავლეების დღის რეჟიმის გადატვირთვას და შემდეგ ბავშვებს უჭირთ არაფორმალურ აქტივობებში ჩართვა.
პრობლემებია ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და ამაზე არ ვსაუბრობ მხოლოდ ჩემი სკოლის მაგალითზე, ზოგადად, ბევრ სკოლაშია ინფრასტრუქტურის პრობლემა. ჩვენს სკოლაში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა მაინც.
კლასების უმეტესობა აღჭურვილია პროექტორით, გვაქვს ძალიან ბევრი კომპიუტერი, კომპიუტერული ლაბორატორია. ბავშვებს მაქსიმალურად აქვთ შესაძლებლობა, თანამედროვე ტიპის გაკვეთილებს დაესწრონ და ამ პროცესში მიიღონ მონაწილეობა.
თუმცა მსგავსი ფუფუნება რეგიონის სკოლებს არ აქვთ და ერთი პროექტორიც კი ხშირად პრობლემაა. ვგულისხმობ კლასში დამონტაჟებულ პროექტორს, რადგან ხელით სატარებელი პროექტორი ყველა სკოლაშია, მაგრამ იმდენად დიდ დროსთან და ენერგიასთან არის დაკავშირებული მისი ტარება, რომ მასწავლებლების უმეტესობა იშვიათად იყენებს ხოლმე.
ჭკვიანი დაფები ხომ საერთოდ დიდი ფუფუნებაა სკოლებისთვის და რამდენიმე კერძო სკოლის გარდა, ასეთი ტექნიკა არ არის ხელმისაწვდომი ჩვენთვის.
თქვენ თქვით, რომ კლასი გადატვირთულია ბავშვებით. მახსოვს, არსებობდა სტანდარტი, რომლის მიხედვითაც 25 ბავშვზე მეტი არ უნდა ყოფილიყო კლასში, ეს სტანდარტი საერთოდ არ მუშაობს?
საბოლოო ჯამში, მოსწავლეების რაოდენობა მაინც 29-მდე ადის და ეს ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა ჩვენთვის, რადგან დღეს მოსწავლეებიც განსხვავებულები არიან და სწავლების პროცესიც განსხვავებულია.
თუ ადრე ლექციური ტიპის იყო გაკვეთილები და მოსწავლეებიც მოთმინებით ისხდნენ და უსმენდნენ მასწავლებლებს, დღეს ბავშვები ბევრად თავისუფალი, ბევრად მოუსვენრები არიან. ჰიპერაქტიური თაობაა და შესაბამისად, რაოდენობა ამ პროცესს ართულებს.
თქვენ თქვით, რომ გიწევთ კონკურენციაში შესვლა ხელოვნურ ინტელექტთან. როგორ უმკლავდებით ამას, როგორ იჭერთ კლასში ბავშვის ყურადღებას?
ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით პრობლემა უფროს კლასებში უფრო ჩნდება, რადგან დავალებების შესრულების საკითხი დგება ეჭვის ქვეშ, რომ რამდენად მოსწავლის ნამუშევარია ეს.
ჩემს შემთხვევაში ამის რისკი ნაკლებია, რადგან პატარები არიან ბავშვები და დავალებებიც არ არის ისეთი, რომ ვერ შეძლონ შესრულება. ძალიან მცირე მოცულობის დავალებებს ვაძლევ სახლში ბავშვებს, რადგან მეორე ცვლიდან მოსული მოსწავლე ძალიან დიდი მოცულობის დავალებას ფიზიკურად ვერ გაართმევს თავს.
მე ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებ ინტერაქციული პრეზენტაციების მოსამზადებლად, რომლებიც ვიზუალურად იმდენად მომხიბვლელი და მრავალფეროვანია, რომ ამ თაობის მოსწავლეებისთვის ნებისმიერი გაკვეთილი მიმზიდველი ხდება, იქნება ეს ბუნებისმეტყველებაში, მათემატიკაში თუ ქართულში.
არის შემთხვევები, როდესაც ტექსტის ადაპტაცია მჭირდება ხოლმე და უფრო ვამარტივებ ტექსტებს, რომ მეტად გასაგები იყოს.
განსაკუთრებით პრეზენტაციებისთვის ვიყენებ ხელოვნურ ინტელექტს, ასევე ვიდეოპოდკასტებსაც ვაკეთებ, რადგან YouTube-ის ფორმატი კარგად ნაცნობია ბავშვებისთვის და ესეც მოსწონთ ხოლმე. მოსწავლეები თვითონ ირჩევენ ხოლმე თემებს და იმისთვის, რომ უფრო კარგად გაიაზრონ, თვითონვე ირგებენ როლებს კლიპებისთვის. შემდეგ ვიღებთ კლიპებს, რომლებიც ჩემს YouTube-გვერდზეც არის განთავსებული.
ეს ეხმარებათ ბავშვებს თემის გააზრებაშიც, სოციალიზაციაშიც, რომ თანამშრომლობითი უნარები განუვითარდეთ.
მობილურების შეზღუდვაზე იყო საუბარი და ახერხებთ ტექნიკის გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში?
გვქონდა ფაქტები, რომ ტელეფონებს არამიზნობრივად იყენებდნენ მოსწავლეები გაკვეთილზე, ახლა დაყენებულია კარადები ტელეფონებისთვის, მაგრამ ასეთი პრაქტიკაც არის, რომ თუ მასწავლებელს წინასწარ აქვს დაგეგმილი გაკვეთილი, სადაც QR კოდის დასკანერება სჭირდება ან ინტერაქციისთვის სჭირდება ტელეფონის გამოყენება, ამ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ ის კარადა გაიღოს და მოსწავლემ შეძლოს ტელეფონით სარგებლობა.
თუმცა, მე თავს ვარიდებ ხოლმე ისეთ აქტივობებს, სადაც ბავშვები ტელეფონით უნდა ჩაერთონ, რადგან სახლში ისედაც აქვთ წვდომა ტელეფონებთან და ვცდილობ ყურადღება სხვა ტიპის აქტივობებზე გავამახვილო.
დაწყებითი საფეხური ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვმა საბაზისო უნარები განივითაროს. ისწავლოს კარგი კითხვა, კრიტიკული აზროვნება, ანგარიში და ასე შემდეგ. თქვენ რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად ამ საფეხურზე ბავშვისთვის?
ვფიქრობ, დაწყებით საფეხურზე ყველაზე მნიშვნელოვანი მოსწავლეებში დამოუკიდებელი სწავლის უნარების განვითარებაა, რათა მათ ასაკობრივი დავალებების შესრულება საკუთარ თავზე აიღონ.
მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ნებისმიერი ფორმალური თუ არაფორმალური აქტივობით შევუწყო მათ ამაში ხელი. როდესაც პირველ კლასში მოდიან მოსწავლეები, ფაქტობრივად დიაგნოსტირებას ვატარებ, თუ რომელ მოსწავლეს რა საჭიროება აქვს.
დაკვირვებით, ტესტების შევსებით, მშობლებთან გასაუბრებით, გამოკითხვის მეთოდებითაც და მაქსიმუმ მეოთხე კლასამდე, თითოეული მოსწავლის საჭიროებების სურათი მაქვს, რომ მე-5 კლასში გადასული მოსწავლის შესახებ ყველა ინფორმაცია ჰქონდეთ ახალ მასწავლებლებსაც, რათა იქნება დასწავლის სირთულე თუ სხვა ტიპის საჭიროება, აღმოუჩინონ მოსწავლეს დახმარება. როცა პატარა დეტალები გამოგვეპარება ხოლმე, მაგალითად, ბავშვი ვერ კითხულობს და სიზარმაცეს ვაბრალებთ, ამ დროს შესაძლოა ბავშვს ჰქონდეს დისლექსია ან დისგრაფია, ან დისკალკულია იყოს მიზეზი და ამის აღმოჩენა არის ჩემი მთავარი მისია.
ჩვენი პროფესიის ალბათ ერთ-ერთი მთავარი თვისება უნდა იყოს ყურადღება და დაკვირვება. ერთ-ერთი სავალდებულო კომპონენტია ეს ჩვენთვის, რომ დავეხმაროთ ბავშვს განვითარებაში და კეთილსინდისიერი მასწავლებელი, ვფიქრობ, ასე უნდა იქცეოდეს.
თქვენ კლასის დამრიგებელიც ხართ. ვიცით, რომ დამრიგებლის ანაზღაურება ძალიან დაბალია დღეს სკოლაში. არც მასწავლებლის ხელფასი გაზრდილა. ახლახან თქვეს, რომ ახალი წლიდან საათობრივი დანამატი, შესაძლოა, მხოლოდ 2 ლარით გაიზარდოს. როგორ ფიქრობთ, რატომ უღირს სახელმწიფოს მასწავლებლის შრომა ასეთი იაფი? რა შეგიძლიათ თქვათ ამაზე?
მეც მოვისმინე 2 ლარით ზრდის ამბავი, თუმცა არ გადამიმოწმებია რეალურია თუ არა, მაგრამ ცოტა სასაცილოა და ამაზე არც ღირს ალბათ სერიოზული კომენტარის გაკეთება.
მასწავლებელი ფაქტობრივად არის განმანათლებელი, რომელსაც უშუალო შეხება აქვს მომავალ თაობებთან და წესით, ეს უნდა იყოს პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის, რომ მასწავლებელიც უფრო მეტად იყოს დაფასებული.
აქ მხოლოდ ხელფასი არ იგულისხმება. მნიშვნელოვანია თუნდაც აღიარების და მხარდაჭერის ნაწილიც. თუნდაც ის, რომ თავისუფლად შეგეძლოს შენი მოსაზრების დაფიქსირება.
არც ერთი სხვა პროფესია არ მახსენდება, სადაც ასე საჯაროდ განიხილავდნენ, ეკუთვნით თუ არა მათ მაღალი ანაზღაურება და იმსახურებენ თუ არა ამას, ისე, როგორც მასწავლებლების შემთხვევაში.
პარლამენტარები ხომ ითხოვენ მაღალ ხელფასებს და იზრდიან კიდეც, რატომ ვერ იღებენ იმავეს მასწავლებლები, როგორ ფიქრობთ?
ალბათ უფრო ძლიერი პროფკავშირია საჭირო, რომ მეტი ყურადღება გამახვილდეს მასწავლებელთა შრომითი უფლებების დაცვაზე და რაღაცნაირად, მგონია, რომ მაინც მოწყვლადია მასწავლებელი დღეს ბევრი ფაქტორის გამო, იქნება ეს სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა.
ხშირად მესმის ფრაზები, რომ მასწავლებელს შეუძლია შეცვალოს მსოფლიო, რომ ძალა მასწავლებლების ხელშია და ასე შემდეგ. საქართველოში რატომ არის მასწავლებელი მოწყვლადი?
მე მაინც მგონია, რომ ამ სირთულეების მიუხედავად, მაინც ვახერხებთ რაღაცების ცვლილებას მასწავლებლები და ამაზე მეტყველებს თუნდაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდო და ის ასზე მეტი პედაგოგი, რომლებიც დაჯილდოების დღეს ჩემ გვერდით იდგნენ.
ეს პედაგოგები მართლა ღირსეულად ემსახურებიან ჩვენს პროფესიას, გულწრფელები არიან თავიანთ საქმეში და ვიცი, რომ არც ბავშვების მომავალს დააზიანებენ.
მესმის, რომ გვყავს სხვა თაობის მასწავლებლებიც, რომლებიც უფრო მეტად არიან მიჩვეულნი მორჩილებას და ნაკლებად იღებენ „შენიშვნებს“, მაგრამ მე მჯერა იმ ახალი თაობის, რომელიც დღეს გვყავს, ლაღი და ბევრად თავისუფალი ადამიანების, რომლებიც უფრო მეტად დაიცავენ თავიანთ უფლებებს, ვიდრე, თუნდაც, დღეს ჩვენ შეგვიძლია.
ამის რომ არ მჯეროდეს, უბრალოდ ძალიან რთული იქნებოდა ცხოვრება.
მე სტუდენტებიც მყავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და ძალიან კარგი თაობა გვყავს ახალგაზრდა მასწავლებლების. კონკრეტულად დაწყებითი კლასის მასწავლებლებთან მაქვს შეხება და ძალიან მეიმედებიან ეს ადამიანები, იმდენად კარგი ცოდნით არიან აღჭურვილნი. ვფიქრობ, რომ ისინი ნამდვილად შეძლებენ ცვლილებების მოტანას.
პირველ რიგში, ჩვენი ქცევით უნდა ვაჩვენოთ მოსწავლეებს, რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, აზრის თავისუფლება და როდესაც მოსწავლე ხედავს, რომ მასწავლებელი არის თავისუფალი საკუთარ არჩევანში, აზროვნებაში, მასაც უჩნდება საკუთარი აზრის გამოხატვის და ამ თავისუფლების დაცვის განცდა, საკლასო ოთახშიც და საკლასო ოთახს გარეთაც.
ბავშვის საჭიროებებზე ვსაუბრობდით და ამაზეც მინდა გკითხოთ. 40 მილიონამდე დახარჯეს სკოლის ფორმებზე, თქვენზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, რაში დახარჯავდით ამ თანხას?
უფასო კვების პრობლემას მოვაგვარებდი სკოლებში, რადგან ეს არის პირამიდის პირველი საფეხური. პირველ რიგში, მოსწავლის ფიზიოლოგიური საჭიროებები უნდა იყოს დაკმაყოფილებული, რომ შემდეგ შეძლოს სწავლაზე, ცოდნის შეძენაზე ფიქრი.
ამ ასაკში ბავშვებს ძალიან სჭირდებათ შესაბამისი კვება, ვიტამინების მიღება, რომელიც მათ განვითარებაში ეხმარება.
არც ფორმის წინააღმდეგი ვარ, შეიძლება ესეც ჰქონდეთ ბავშვებს, მაგრამ პირველ რიგში სასკოლო კვების საჭიროება დგას ჩვენს სკოლებში.
სოციალური უთანასწორობა ისედაც ძალიან თვალშისაცემია დღეს და ეს პრობლემა ფორმებით არ მოგვარდება. სოციალური უთანასწორობა ჩანს ლანჩის ყუთშიც, ფეხსაცმელშიც და ჩანთაშიც. თუნდაც მათ მიერ მოყოლილ ისტორიებში, როდესაც ბავშვები მოგზაურობაზე ან ზაფხულში გატარებულ დროზე საუბრობენ.
სუს-ის ინფორმაციით, დააკავეს ერთი პირი, რადიოაქტიური ნივთიერება „ურანის“ უკანონო მოპყრობის ფაქტზე.
დაკავებული საქართველოს მოქალაქეა.
„ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბირთვული მასალისადმი, კერძოდ, რადიოაქტიური ნივთიერება „ურანის“ უკანონო მოპყრობის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მის ხელთ არსებული ბირთვული მასალა „ურან 238“-ის გაყიდვას უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 700 000 აშშ დოლარად გეგმავდა“, – წერს სუს-ი.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 7 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 545 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 690. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 396 ერთეული [+0]
ჯავშანტექნიკა – 25 498 ერთეული [+4]
საარტილერიო სისტემა – 50 836 ერთეული [+51]
MLRS – 2 192 ერთეული [+8]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 690 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 443 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 551 876 ერთეული [+1 890]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 878 ერთეული [+12]
გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 159 128 ერთეული [+577]
სპეცტექნიკა – 4 800 ერთეული [+5]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 126 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
„სამარცხვინოა პენსიების 20 ლარით გაზრდა“ – გვითხრა ბათუმში, ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოკითხვის დროს.
რამდენად სამართლიანია ჩინოვნიკებისთვის ხელფასების ათასობით ლარით გაზრდა, როცა პენსია 20-60 ლარით იზრდება? – ნახეთ „ბათუმელების“ გამოკითხვა ბათუმის აგრარულ ბაზართან და ჭავჭავაძის ქუჩაზე.
„ლელო“ აჭარის აკადემიური ანსამბლის, „არსიანის“ შენობის [ ე.წ. ბონის კულტურის სახლის] უსაფრთხოების შესწავლას ითხოვს. დღეს, 6 ოქტომბერს, ამ თემაზე „ლელომ“ ბრიფინგი გამართა შენობასთან.
პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გენო თებიძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე იმ მშობლებმა მიმართეს, რომელთა შვილებიც, მოსწავლეები, ამ შენობაში სწავლობენ და ვარჯიშობენ.
გენო თებიძის ინფორმაციით, შენობას ბზარები აქვს.
ადგილზე დათვალიერებით ირკვევა, რომ შენობის ერთ მხარეს ბზარი იმდენად ღრმაა, რომ კედლის ერთი მხარე ფაქტობრივად დაცილებულია მეორე მხარესთან.
დააკვირდით ბზარს კედელზებზარი უფრო ახლო ხედით
ანსამბლი „არსიანი“ აჭარის კულტურის სამინისტროს სსიპ-ის დაქვემდებარებაშია. სამინისტროს განმარტებით, „არსიანის“ ბალანსზე არსებულ შენობას ბზარები არ აქვს და ის უსაფრთხოა.
ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“ ვაჟა დარჩია მიიჩნევს, რომ შენობის უსაფრთხოების საკითხი ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნით უნდა დადასტურდეს.
„ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს, რომ შენობა უსაფრთხოა. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ეს ექსპერტებმა დაადასტურონ. მართალია, ბზარები შენობის გაგრძელებაზე არსებულ ნაწილში ფიქსირდება, მაგრამ ეს ერთი შენობაა, შესაბამისად, კითხვები ეხება მთელ შენობას.
„ბასკოს“ აქვს იჯარით აღებული ფართობი და აქაც სპორტსმენები ვარჯიშობენ.
გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ რეაბილიტაცია იგეგმებოდა და ტენდერიც იყო გამოცხადებული, მაგრამ ვინ და რატომ გადადო, არ ვიცით. ამ ყველაფერზე პასუხები არ გვაქვს, ამიტომ უნდა გამოვითხოვოთ საჯარო ინფორმაციის სახით“, – ამბობს ვაჟა დარჩია.
რას ნიშნავს კულტურის სამინისტროს პასუხი, რომ „არსიანის“ ბალანსზე არსებულ შენობას ბზარები არ აქვს და ის უსაფრთხოა, როცა შენობას ბზარები ნამდვილად აქვს? – საქმე ისაა, რომ ამ შენობის ნაწილი აჭარის მთავრობამ 2006 წელს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალს“ მიჰყიდა. სახელმწიფოს ბალანსზე დარჩა 1310.80 კვ. მეტრი, 1328.50 კვ.მეტრი კი შპს „ბათუმის ნავთობტემინალმა“ დაირეგისტრირა.
„ბათუმის ნავთობტემინალის“ შენობაში საკალათბურთო კლუბ „ბასკოს“ სპორტსმენები რომ ვარჯიშობენ, ამონაწერში არ ჩანს, თუმცა როგორც ადგილზე გვითხრეს, ისინი საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე იყენებენ შენობას.
შენობის ფასადის მხარეს არსებული ღრმა ბზარები მართლაც ტერმინალის მხარეს ფიქსირდება, თუმცა ეს არაფერს ცვლის, რადგან შენობა ერთია და მისი მდგრადობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
გარდა ამისა, არ გვაქვს პასუხი კითხვაზე – რამდენად უსაფრთხოა შენობა, სადაც მოზარდები კალათბურთში ვარჯიშობენ.
„როცა ინვესტორს დანგრევა და კორპუსის მშენებლობა სურს, ხომ უცებ ამზადებენ დასკვნებს, ახლა რატომ არ შეიძლება იგივე ეფექტურად გააკეთონ?“ – სვამს კითხვას ვაჟა დარჩია.
„ბასკოს“ წარმომადგენელმა სატელეფონო საუბრისას გვითხრა, რომ უსაფრთხოების საკითხზე შენობის მესაკუთრისგან პასუხებს ელოდება:
„უნდა ჩატარდეს შესაბამისი შემოწმება, ჩვენ ამ საკითხს დიდ ყურადღებას ვაქცევთ, ველოდებით შესაბამის პასუხებს. როგორც იცით, შენობა ჩვენი არ არის და თუ დაზუსტდება, რომ შენობა უსაფრთხო არ არის, მოგვიწევს ხელშეკრულების გაწყვეტა“ – გვითხრა მან და დაგვპირდა, რომ ამ საკითხზე მეტ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდის.
„ლელოს“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გენო თებიძე „ბათუმელებთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელთა გამოსწორებასაც ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა თავს ვერ ართმევს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით მილიონები იხარჯება, დაგროვდა და ყოველდღე მწვავდება:
„ქობულეთში ჩავედით – 21-ე საუკუნეში სასმელი წყალი არ აქვს ხალხს. აქ კი იმის გამო მოვედით, რომ მშობლებმა გვთხოვეს, ბავშვები და მათი უსაფრთხოება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის. სიცოცხლის უფლება უნდა იყოს გარანტირებული, გადახედონ საქართველოს კონსტიტუციას და წაიკითხონ, რით იწყება კონსტიტუცია. ადამიანზე მაღალი ფასეულობა არ არსებობს და როდესაც ჩვენ ასეთ გარემოში შეგვყავს ჩვენი ბავშვები, კითხვები ჩნდება და უნდა ვიცოდეთ, მოხდა თუ არა ამ შენობის სრული შესწავლა, ან როდის მოხდება“.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ შენობას რესტავრაცია 2012 წლის შემდეგ არ ჩატარებია.
საქართველოში ომის ვეტერანის პენსია 100 ლარია. ამ ოდენობის თანხას ისინი მხოლოდ ბოლო 4 წელია იღებენ. მანამდე, წლების განმავლობაში ვეტერანები 22 ლარს იღებდნენ პენსიის სახით.
მაშინ, როცა იზრდება მაღალჩინოსანთა ხელფასები, იზრდება პარლამენტარების თუ რიგითი ჩინოვნიკების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ანაზღაურება, 20 ლარით, მაგრამ მაინც იზრდება ასაკით პენსია, წლებია არ გაზრდილა ომის ვეტერანის პენსია.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერ 22 ლარი იყო ვეტერანის პენსია, 4 წლის წინ 100 ლარამდე გაიზარდა და სამომავლოდ გაზრდის არანაირი პერსპექტივა არ ჩანს ამ ეტაპზე.
„ის 22 ლარი არასდროს ამიღია. უნდა მისულიყავი, განცხადება დაგეწერა, შეგნებულად არ მივედი. ახლა 69 წლის ვარ, ასაკით პენსიონერი. 370 ლარი მაქვს ასაკის მიხედვით პენსია და 100 ლარი დამატებით, როგორც ომის ვეტერანს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აბესალომ კოპალიანმა.
ის აფხაზეთის ომის ვეტერანია. აბესალომ კოპალიანი ამბობს, რომ სახელმწიფო მეტ-ნაკლებად ყველა ჯგუფზე ფიქრობს, ომის ვეტერანების გარდა.
„პოლიციაში რომ მუშაობს ადამიანი და გადის პენსიაზე, 800-900 ლარი აქვთ პენსია. ომის ვეტერანებს ჯერ ხომ წლები 22 ლარი ჰქონდათ და ახლა მხოლოდ 100 ლარია. არც აპირებენ რომ გაზარდონ,“ – ამბობს აბესალომ კოპალიანი.
2021 წელს საქართველოს პარლამენტში ეს საკითხი განხილვის საგნად იქცა. პარლამენტის წევრმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში მოსმენაზე მისულ მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და უთხრა, რომ ომის ვეტერანებისათვის პენსიის სახით 22 ლარის გადახდა დამამცირებელი იყო.
2021 წლის ოქტომბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ომის ვეტერანებს პირობა მისცა, რომ მათი პენსია 5-ჯერ გაიზრდებოდა.
2022 წლის იანვრიდან ყველა ომის ვეტერანი პენსიის სახით 100 ლარს იღებს.
„ჩვენ ასეთი ქვეყანა ვართ, რომ ვეტერანებს არც ხელისუფლება და არც საზოგადოება არაფრად არ თვლის, რა ვიცი აბა, წაგებული ომის ჯარისკაცი ვის უნდა? ომი რომ მოგვეგო, ალბათ უფრო მოგვაქცევდნენ ყურადღებას.
საზოგადოებასაც ასეთი დამოკიდებულება აქვს – „რას აკლავდით თავს, რა გააკეთეთ…“ ჩემთან თუ ვინმე ამბობს მსგავსს, იმას კი ვცემ საკადრის პასუხს, მაგრამ იმ დაღუპულ ბიჭებსაც აყენებენ ამით შეურაცხყოფას, მათ ოჯახებს.
მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში საზოგადოებისგან დაფასება ერთადერთხელ ვიგრძენი და ახლაც რომ მახსენდება, ცრემლები მომდის. ავტობუსის ბარათზე აწერია, რომ ომის ვეტერანი ვარ. კონტროლიორმა რომ შემიმოწმა ბილეთი, მადლობა მითხრა.
ახლაც მეტირება. ფინანსურად სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ომის ვეტერანი, მაგრამ საზოგადოებასაც მართებს მეტი დაფასება. ისე, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, შეიძლება საერთოდ არც ერთი თეთრი არ მიიღო, მაგრამ მაინც უნდა იბრძოლო და დაიცვა სამშობლო,“ – ამბობს აბესალომ კოპალიანი.
„ომის ვეტერანი არასდროს იყო დაფასებული ამ ქვეყანაში, მაგრამ ამ ხელისუფლების დროს სულ აიგდეს.
როცა გეუბნებიან ბოდიში უნდა მოუხადოთო, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ დაგცინიან. რას ჰქვია ბოდიში უნდა მოვუხადო? ვის უნდა მოვუხადო ბოდიში?
იცით, მე შიში მაქვს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საერთოდ არ დავკარგოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო, რაღაც სისულელეს არ მოაწერონ ხელი. ჯარისკაცი საიდან ეყვარებათ ახლა ამათ? ჯარისკაცი არ უნდათ ამათ. სახლში ხომ ვერ გაუშვებენ, მაგრამ ჯარისკაცი ეზიზღებათ. პატრიოტიზმი ამათთვის არ არის და ჯარისკაცი რად უნდათ?“ – სვამს კითხვას აბესალომ კოპალიანი.
„ომის ვეტერანი, ეს არის მომავალი თაობების მასწავლებელი. ხვალ და ზეგ რაღაცა რომ იყოს და დასჭირდეს სამშობლოს, თითოეულმა ომის ვეტერანმა შეიძლება მცირე სწავლება ჩაატაროს და მოამზადოს თაობა სამშობლოს დასაცავად,“ – ამბობს აგვისტოს ომის ვეტერანი, არტილერისტი იმედა ცერცვაძე.
იმედა ცერცვაძეც სხვა ომის ვეტერანების მსგავსად ვეტერანობის პენსიას – 100 ლარს იღებს.
ყოფილმა სამხედრომ და ომის ვეტერანმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 26 წელი და 7 თვე იმსახურა, შემდეგ კი პენსიაზე გავიდა. ახლა 535 ლარს სამხედრო მოსამსახურის პენსიას იღებს, როგორც ომის ვეტერანი, ცალკე 100 ლარს.
„რაც პენსიაზე გავედი, არანაირი შეღავათით არ მისარგებლია, როგორც ომის ვეტერანს. გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოვხვდი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. როგორც ჩვეულებრივ სამოქალაქო პირი იხდის, ისე გადავიხადე მეც. რომ ვთქვი ომის ვეტერანი ვარ, ყოფილი სამხედრო-მეთქი, მითხრეს, ბრძანების ამონაწერი მოიტანე, რომ ნამდვილად მსახურობდი და მერე ვნახოთო.
ქუთაისის მესამე ბრიგადაში ვმსახურობდი. ანუ უნდა წავსულიყავი იქ, ამეღო საბუთი, ჩამეტანა გორში და მერე ალბათ ნახევარს დამიფინანსებდნენ. გადავიხადე რასაც ითხოვდნენ.
როდესაც ჯარისკაცის სიცოცხლე სასწორზე დევს და ის 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, სამშობლოსთვის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის თავს სწირავს, მას სამსახურის პერიოდშიც უნდა ჰქონდეს უზრუნველყოფილი როგორც თავისი ჯანდაცვა, ისე ოჯახის – მეუღლის, შვილების და მშობლების.
20-25 წელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში იმსახურო და არანაირი შეღავათით არ სარგებლობდე? შეიძლება ვიღაცა სარგებლობს, მაგრამ ეს ხომ უნდა იყოს ყველასათვის?“ – ამბობს იმედა ცერცვაძე „ბათუმელებთან“.
ყოფილი სამხედრო მოსამსახურის თქმით, წესით და კანონით, უნდა გაიზარდოს როგორც ომის ვეტერანების პენსია, ისე ყოფილი სამხედროების.
„რატომ არ უნდა ემატებოდეს ვეტერანების პენსიას არაფერი წლების განმავლობაში? დარჩა და დარჩა 100 ლარი. რატომ არ ემატება?
რაზე მეტყველებს ეს? ჩემს აზრს გეტყვით, მეც და ჩემ ირგვლივ უმრავლესობაც ასე მიიჩნ3ვს – დღევანდელ ხელისუფლებას საქართველოს შეიარაღებული ძალები არ სჭირდება. სჭირდება შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელზეც დგას. მტრები, გარშემო ვისაც ვუყურებთ, ყველანი საქართველოში ცხოვრობენ უკვე, ყველანი საქართველოში არიან შემოგზავნილები და დასახლებულები. ჰოდა, მაშ ვისთვის უნდა ეს შეიარაღებული ძალები? მე ვთვლი, რომ ამიტომ არ ექცევა ყურადღება [ვეტერანებს],“ – ამბობს იმედა ცერცვაძე.
ყოფილი სამხედრო პარალელს ავლებს სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებზე, კერძოდ, აზერბაიჯანზე და ამბობს, რომ საქართველოსგან განსხვავებით აზერბაიჯანში სამხედრო მოსამსახურეებიც დაფასებულები არიან და ომის ვეტერანებიც. იქ ყოფილ სამხედროს თავის რჩენა შეუძლია პენსიით.
„ჩვენ რა უნდა ვქნათ? სამსახურის დაწყება ვცადე, ასაკობრივ ზღვარს გადაცილებული ხარო და არ ხარ საჭიროო. მე ერთგულად და პატიოსნად ვემსახურე ჩემს ქვეყანას. პროფესიით არტილერისტი გახლავართ, რაც ერთ-ერთი სპეციფიკური სტრუქტურაა ჯარში, თავდაცვის სამინისტროში. ჰოდა, რა ვიცი, რა გითხრათ? გული მტკივა, მაგრამ რას ვიზამ?
პატრონი უნდა, პატრონი საქართველოს. დედას ვფიცავ, ძალიან მტკივა გული. მე 2008 წელს ომში ვიყავი, ვიბრძოდი და ის ჩემი მტერი, ვისაც მაშინ ვებრძოდი, დღეს აქ „სტუმრად“ არის მოსული, ცხვრის ტყავში გადაცმული მგელია. ჩემზე კარგად ცხოვრობს საქართველოში, ჩემზე კარგად ჭამს, ჩემზე კარგად სვამს, ჩემზე მეტი უფლებები აქვს და ასე შემდეგ.
ძალიან მტკივა გული. მე ჩემი სამშობლოსთვის ვარ დაბადებული, მაგრამ ვსვამ კითხვას – რისთვის გავწირეთ თავი, რისთვის? რისთვის, გავიფუჭეთ ჯანმრთელობა? ამას ხომ დაფასება სჭირდება?
ხაზგასმით, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ხელისუფლება ვინ იქნება, რადგან მე სამშობლოს ვემსახურები. ჩემი მოვალეობაა ჩემი სამშობლოს წინაშე დავდგე და არანაირად ხელისუფლების წინაშე.
ხელისუფლებამ, უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მაინც ყოველთვის ხმალამოღებულები ვიქნებით სამშობლოსთვის, მტრის მიმართ, დავდგებით იქ, სადაც საჭირო იქნება,“ – ამბობს იმედა ცერცვაძე.
ომის რამდენი ვეტერანია საქართველოში
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ, 2024 წელს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის 15 მარტის მონაცემებით, ვეტერანების, ვეტერანებთან გათანაბრებულ პირთა და მათი ოჯახის წევრების რაოდენობა საქართველოში 67 131 ადამიანია.
მათ შორის იყო: მეორე მსოფლიო ომის 81 ვეტერანი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებული 489 პირი, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების 2 596 ვეტერანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების 30 459 ვეტერანი, 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების 21 601 ვეტერანი, თავდაცვის ძალების 1 004 ვეტერანი.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე ყოველთვიურად გაიცემა სოციალური დახმარება – 180 ლარი.
ომის ვეტერანები ასევე სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და აქვთ შეღავათები მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას.
ბათუმის გენგეგმის პროექტის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ-ს] ანგარიშის განხილვის პროცედურას გარემოს ეროვნული სააგენტო შეწყვეტს. მიზეზი, როგორც სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, ისაა, რომ ქალაქის მერიისგან წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მნიშვნელოვანი ხარვეზებია.
ამასთან, სააგენტოში აცხადებენ, რომ „მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ მოიცავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ინფორმაციას საჯარო განხილვის ჩატარების ადგილისა და სავარაუდო დროის შესახებაც“.
თუმცა, ბათუმის მერის მიერ სააგენტში გაგზავნილ წერილში ეწერა, რომ „საჯარო განხილვის სავარაუდო ვადად განისაზღვრა მიმდინარე წლის 18 სექტემბერი“.
ამონარიდი ბათუმის მერის წერილიდან
„როგორც მოგეხსენებათ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ მოიცავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ინფორმაციას საჯარო განხილვის ჩატარების ადგილისა და სავარაუდო დროის შესახებ.
მუნიციპალიტეტის მიერ დროულად ვერ მოხერხდა აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტება, ხოლო მოგვიანებით მისი გასაჯაროვება ეწინააღმდეგება „საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
აღნიშნულ პროცედურულ შეუსაბამობასთან ერთად, მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მოიცავს მნიშვნელოვან ხარვეზებს, რასთან დაკავშირებითაც სააგენტოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.
ხარვეზების სრულად იდენტიფიცერების შემდგომ აღნიშნულის თაობაზე მუნიციპალიტეტს ეცნობება წერილობით ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული კორესპონდენცია ასევე გასაჯაროვდება გარემოსდაცვითი საინფორმაციო პორტალის მეშვეობით“, – მოგვწერეს „ბათუმელებს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან 2026 წლის 6 ოქტომბერს.
რა ხდება
სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტზე რეკომენდაციების მიღების მიზნით განცხადება გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე 2026 წლის 11 აგვისტოს გამოქვეყნდა.
კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე გამოქვეყნდა სგშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვის დროის შესახებ განცხადებაც, თუმცა ეს განცხადება პორტალიდან მალევე აიღეს და ის აღარ გამოუქვეყნებიათ.
„ბათუმელები“ აგვისტოს შუა რიცხვებშივე დაუკავშირდა სააგენტოს, სადაც განაცხადეს, რომ თარიღი მერიისგან დადასტურებული არ იყო, ამიტომ განცხადება აიღეს და მერიისგან პასუხს ელოდებოდნენ.
მოგვიანებით ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ გარკვეული დოკუმენტაცია სააგენტოს დამატებით გადაუგზავნეს და საჯარო განხილვის თარიღიც ჩაინიშნებოდა.
კიდევ უფრო მოგვიანებით, არც მერიაში და არც სააგენტოში ამ საკითხზე აღარ გვიპასუხეს.
სააგენტოდან 6 ოქტომბერს მიღებული ინფორმაციით კი ირკვევა, რომ საჯარო განხილვა ამჯერად აღარ ჩაინიშნება, ვინაიდან მერიამ ხარვეზები უნდა გამოასწოროს.
„საჯარო განხილვა ჩატარდება სააგენტოს მიერ გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებისა და დოკუმენტაციის კანონმდებლობის შესაბამისად წარმოდგენის შემდგომ, რომლის მიხედვითაც მოხდება საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება“, – მოგვწერეს სააგენტოდან.
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის“ [გენგეგმის] შემუშავებაზე ბათუმის მერიას ხელშეკრულება „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“ 2021 წლის 16 აგვისტოს აქვს გაფორმებული 2 495 700 ლარზე.
ეს ხელშეკრულება რამდენჯერმე შეცვალეს. გაიზარდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაც [ბოლო ცვლილებით 2027 წლის 20 აპრილამდე].
„რიგ შემთხვევებში დაგვიანდა კანონით გათვალისწინებული „სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან“ მოსაზრებების წარმოდგენის ვადა, რის გამოც შეფერხდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შესყიდვის საგნის მიღება-ჩაბარება.“ – წერია ერთ-ერთ შეთანხმებაში, რომელიც მერიასა და კომპანიას შორის შედგა.
ამჯერად, როგორც ჩანს, გენგეგმის პროექტის სგშ-ს განხილვაც „დაგვიანდება“, ვინაიდან სააგენტო პროცედურის შეწყვეტას გეგმავს და საკითხს მხოლოდ მაშინ დაუბრუნდება, როცა ბათუმის მერია „ხარვეზებს გამოასწორებს“. დაგვიანებული პროცედურების გამო კი „გვიანდება“ გენგეგმის დამტკიცებაც, რისი ბერკეტიც ბათუმის მერიის ხელშია, თუმცა არ ან ვერ იყენებს.
Prisoner alleges sexual violence at Rustavi No.6 prison; other inmates also reported being subjected to violence after protesting in solidarity with him.
After a prisoner at Rustavi’s No. 6 Penitentiary alleged that prison guards had sexually assaulted him — describing what he said was forced penetration with a finger — other prisoners reportedly began protesting and making allegations of violence and mistreatment.
The allegations became public on October 2, when prisoner Giorgi Davitadze said during an appellate court hearing that he had been subjected to violence by several prison guards in what he described as a humiliating act.
“They took me to the de-escalation room and raped me — with a finger, with a hand. I am saying this here, in front of my family. Mr. Judge, you can see how he makes this movement toward my buttocks. At the same time, he lies to me as if he has taken his trousers down, but he has his finger inside me. What more can they do to a man? Ten men raped me. The guards are there and everything can be seen on camera. They do everything under the cameras, standing in such a way that it cannot be seen, but they still cannot hide it,” Davitadze said.
According to Davitadze, after he requested forensic examinations, he was subjected to what he described as “unimaginable pressure.” He also said he had attempted suicide, following which a representative of the Public Defender’s Office visited him.
“I tell the man, ‘I was raped.’ The representative of the Public Defender’s Office lowers his head and tells me to pause the footage… Why is there no audio in the de-escalation room when they call me ‘f*cked,’ ‘chicken,’ … ? I attempted suicide because what is it like to keep seeing the same guards who raped you?” Davitadze said in court.
Giorgi Davitadze is the son of former Tbilisi City Council member Avtandil Davitadze. Avtandil Davitadze took a seat in the Tbilisi City Council in 2014 on the Georgian Dream coalition ticket and was a member of the Georgian Dream–National Forum faction.
Davitadze’s family says that he was beaten by guards at Rustavi prison and that he has been subjected to systematic violence.
Penitentiary Service denies allegations
On the same day, the Special Penitentiary Service released video footage, without audio, showing Giorgi Davitadze being transferred to and staying in a de-escalation cell on December 21, 2025. Davitadze says the sexual assault took place during this incident.
The Penitentiary Service said the allegation was false.
According to the agency, under the rules governing penitentiary institutions and the Penitentiary Code, prisoners transferred to a de-escalation cell are subject to an inspection and search. The service said Davitadze “categorically refused” to undergo the procedure and began verbally insulting prison staff:
“The footage also shows that only after this, in order to perform their duties, the institution’s employees forcibly carried out an inspection of the prisoner, using an electronic detector on his body,” the Penitentiary Service said.
The agency said it had previously refrained from releasing the footage because an investigation into the case was ongoing and it did not want its actions to be perceived as an attempt to put pressure on the investigation.
“However, given the high level of public interest in the matter, the particular sensitivity of the case, and the deliberate attempt by the prisoner’s family to discredit the agency, the Penitentiary Service made the decision [to release the footage],” it said.
The Penitentiary Service also said that, since March 3, 2026, continuous video footage documenting all of Davitadze’s movements inside the penitentiary has been archived. According to the agency, the footage can be provided to all interested parties in accordance with the procedures established by law.
Davitadze’s mother, however, said the footage released by the Penitentiary Service was incomplete and that a prosecutor had shown her footage lasting approximately 20 minutes.
“This is not complete. This is only part of the footage. I saw five files. This is their show now… They cut out one second that suited them. You will not succeed in washing away these criminal acts… From the files I saw, it lasted around 20 minutes,” she told TV Pirveli.
According to Davitadze’s mother, the footage showed guards taking her son to the de-escalation room while he was unaware of why he was being taken there.
Public Defender says no evidence of physical abuse was found
Public Defender Levan Ioseliani said his office had “thoroughly” examined the case of Giorgi Davitadze, who accuses prison guards of sexual violence.
Ioseliani said the Public Defender’s Office had not found “any evidence of physical ill-treatment or any type of violence.”
He said Davitadze had also reported verbal abuse, regarding which the Public Defender’s Office contacted the Prosecutor’s Office, which subsequently launched an investigation.
“We thoroughly examined this issue, including the archived materials. We requested that the materials be archived and reviewed the video recordings… We did not see any evidence of physical ill-treatment or any type of violence. He also referred to verbal abuse, and regarding this we contacted the Prosecutor’s Office, which launched an investigation,” Ioseliani said.
Political parties and civil society organisations called for an immediate investigation into the allegations.
Davitadze reportedly swallows an unidentified object
On October 4, the Special Penitentiary Service said that at 9:12 p.m., Giorgi Davitadze, who had accused prison guards of sexual violence, swallowed an “unidentified small object.”
According to the agency, he did so “demonstratively” in front of a prison employee.
The Penitentiary Service said Davitadze was offered transfer to Vivamedi hospital for further medical monitoring, but refused.
Davitadze’s father responded to the statement and called on the Public Defender’s Office to intervene. Speaking to Formula TV, he said he believed that pressure on his son might be continuing inside the prison.
According to a representative of the Public Defender’s Office, Davitadze refused to be transferred to hospital until prisoners who had been moved to de-escalation rooms after expressing solidarity with him were returned to their cells.
Davitadze’s family reported that several prisoners expressed solidarity and protested from inside their cells by making collective noise. The family says that, in response, some of the prisoners were transferred by guards to de-escalation rooms.
The Special Penitentiary Service denied this account. It released footage from October 2 and said the prisoners had been transferred to de-escalation rooms because they had physically attacked prison guards, rather than because they had protested in solidarity with Davitadze.
Justice Minister calls accusations attempts to destabilize prisons
On October 5, Georgian Dream Justice Minister Paata Salia said that “certain forces want to create destabilisation in penitentiary institutions.”
Salia was referring to what he called “unconfirmed allegations” concerning the case of Giorgi Davitadze, which, he said, certain actors were attempting to present as established facts.
He also said that “these statements” concerning violence in prisons “may contain signs of a crime.”
Paata Salia did not answer questions about why exactly Giorgi Davitadze was transferred to the de-escalation room.
Journalists also asked Salia whether there is footage with audio and whether cameras installed in de-escalation rooms record sound. Despite repeated questions, the minister declined to answer.
“I will not answer that question,” Salia told journalists.
Giorgi Davitadze’s family is demanding that the full footage with audio be made public, rather than only an edited segment.
We also asked the Georgian Dream minister to comment on the manner in which Davitadze was searched, based on the footage released by the Penitentiary Service. Salia said Davitadze had been protesting and had prevented Penitentiary Service employees from carrying out their duties as required by law.
Following Giorgi Davitadze’s allegations of sexual violence by Penitentiary Service personnel, none of the individuals allegedly involved has been removed from the penitentiary facility.
Paata Salia maintains that Davitadze’s safety is fully protected and that his rights will be safeguarded. According to the minister, ‘Davitadze’s life and health are being monitored around the clock’.
“There are procedures for transferring a prisoner from one institution to another, and there are specific grounds and prerequisites. Accordingly, if those prerequisites are met, we will consider the transfer and move him; if they are not met, we will not transfer him,” Salia said.
Other prisoners reportedly go on hunger strike
Also on October 5, lawyer Darejan Sulashvili said that six prisoners at Rustavi No. 6 Penitentiary had begun a hunger strike in solidarity with Giorgi Davitadze.
The lawyer told journalists about the hunger strike after meeting with Davitadze in prison. According to Sulashvili, Davitadze himself had provided her with the information.
The hunger strike was also confirmed by Sophio Khorguani, a member of the political party For Georgia, who visited Davitadze in prison on October 5.
The Penitentiary Service, however, did not confirm the information to Netgazeti.
Lawyer alleges another prisoner was beaten in solidarity with Davitadze
On October 5, lawyer Ana Akopova said that prisoner Lasha Chachanidze had been “severely beaten with batons by guards at the No. 6 facility because he expressed solidarity with Giorgi Davitadze by shouting.”
Akopova, who represents Chachanidze, said she met with him on October 5 at Batumi No. 3 Penitentiary, where he told her that he had been beaten at the Rustavi No. 6 facility on October 2 — the same day the Penitentiary Service released footage concerning Davitadze.
According to Akopova, visible signs of physical violence remained on different parts of Chachanidze’s body.
She also said that several other prisoners at the Rustavi No. 6 facility had been severely beaten for expressing solidarity with Davitadze.
According to the lawyer, on October 3, Chachanidze and three other prisoners who had allegedly been beaten were transferred from the Rustavi No. 6 facility (where Davitadze is serving his sentence) to Batumi No. 3 Penitentiary, without being informed of the reasons for their transfer, according to Akopova.
The lawyer said Chachanidze had identified the director of the facility, Shota Trapaidze, as the person who displayed particular aggression toward him.
Batumelebi contacted the press center of the Special Penitentiary Service, which categorically denied that the prisoner had been physically assaulted.
On October 6, lawyer Omar Purtseladze said that he had visited his client, Beka Shengelia, at Rustavi No. 6 Penitentiary. According to Purtseladze, Shengelia told him about the situation inside the prison and expressed fears for his safety.
Purtseladze said Shengelia reported that, following the public disclosure of Giorgi Davitadze’s case, certain prison administration employees had allegedly attempted to provoke physical confrontations with prisoners.
According to Shengelia, these employees had continuously verbally abused prisoners in their cells for several hours, which subsequently led to several incidents.
Shengelia also told his lawyer that at least four prisoners were currently on hunger strike.
According to Purtseladze, Shengelia plans to remain in his cell to avoid being provoked into a confrontation and/or having an illegal item “planted” on him.
Shengelia holds the prison administration and the Ministry of Justice fully responsible for his life and health and for any possible complications, according to his lawyer.
The hunger-striking prisoners and Shengelia are demanding that all pressure against them cease immediately and that the specific prison administration employees allegedly involved be suspended from their duties.
Shengelia is also requesting a meeting with the Public Defender. According to his lawyer, he intends to provide the public with information about the identities of the specific employees through the Public Defender’s Office.
“His public statement should serve as a guarantee of his safety,” Purtseladze said.
Davitadze’s family continues protests
On October 6, members of Giorgi Davitadze’s family continued their protests outside the Special Penitentiary Service and the Georgian Public Broadcaster.
They are demanding the resignation of those allegedly involved in the violence, including the Special Penitentiary Service’s Director General, Giorgi Pataridze, and Shota Trapaidze, director of Rustavi No. 6 Penitentiary. The family also calls on the Public Broadcaster to provide airtime and cover the allegations.
Papuashvili accuses online media of disinformation campaign over Davitadze case
Georgian Dream Parliament Speaker Shalva Papuashvili criticised online media outlets over their coverage of the case of prisoner Giorgi Davitadze.
Papuashvili accused the outlets of being “at the forefront of disinformation campaigns,” although he did not specify what information he considered to be false or misleading:
“The whole campaign that we are seeing — and we see the same faces here, right? The same extremist groups that we see at the forefront of this campaign, the same online outlets that have repeatedly received awards from various global progressive groups and are often at the forefront of such disinformation campaigns. It is the same attempt to present an absolute absurdity as an issue, and this is a standard campaign against common sense,” Papuashvili said.
He further claimed that the case was part of an “information attack” against Georgia carried out by a group of people, intending to destabilise the country.
“The problem is that the NGOs supporting and standing behind all this — we saw their statement — are funded from abroad precisely so that such information attacks against Georgia can be carried out. And there are media outlets that, what can I say, receive medals after medals and diplomas after diplomas from abroad precisely because they help various groups carry out an information assault against Georgia,” Papuashvili said.
Earlier, on October 4, another Georgian Dream official, Tbilisi Mayor Kakha Kaladze, also commented on the case, calling it “planned.” According to Kaladze, no misconduct had taken place against Davitadze.
ბათუმის მე-3 დაწესებულებაში გამომძიებლები შევიდნენ. „ტვ პირველთან“ გამომძიებელი ადასტურებს, რომ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 333-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას.
„ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებული გვაქვს 333-ე მუხლით. შევალთ ახლა და გავესაუბრებით მსჯავრდებულს, მივიღებთ მისგან ინფორმაციას და შემდეგ უკვე დავიგეგმებით, რა და როგორ“, – უთხრა „ტვ პირველს“ გამომძიებელმა.
„ბათუმელებს“ პროკურატურის პრესცენტრში არ მოაწოდეს ინფორმაცია პატიმრის საქმეზე, რომელსაც გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო სავარაუდოდ მე-6 დაწესებულებაში სცემეს და შემდეგ ბათუმის ციხეში გადმოიყვანეს.
საუბარია მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძეზე, რომლის ადვოკატი ანა აკოფოვა აცხადებს, რომ ჩაჩანიძეს 2 ოქტომბერს მე-6 დაწესებულებაში რეზინის ხელკეტებით სცემეს მას შემდეგ, როცა გიორგი დავითაძეს რამდენიმე პატიმარმა შეძახილებით სოლიდარობა გამოუცხადა. გიორგი დავითაძე კი, ის პატიმარია, რომელიც ამბობს, რომ მასზე ციხეში ბადრაგებმა სექსუალურად იძალადეს.
ადვოკატ ანა აკოფოვას თქმით, სასტიკად ნაცემი ლაშა ჩაჩანიძე კიდევ სამ ნაცემ მსჯავრდებულთან ერთად მე-6 დაწესებულებიდან ბათუმის ციხეში დაუსაბუთებლად გადმოიყვანეს. ამის შესახებ ადვოკატი „ბათუმელებს“ გუშინ, 5 ოქტომბერს ესაუბრა.
ბათუმის ციხეში სახალხო დამცველის წარმომადგენლები გუშინ, 5 ოქტომბერს, საღამოს შევიდნენ, თუმცა ამ დრომდე სახალხო დამცველის აპარატმა არ უპასუხა შეკითხვას: რა გახდა ცნობილი ბათუმის ციხეში პატიმრებთან შეხვედრისას?
ადვოკატი ანა აკოფოვა ამ დროისთვის სავარაუდოდ ბათუმის ციხეში საგამოძიებო მოქმედებებს ესწრება. ის ამბობს, რომ ციხეში შევიდა ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომელიც, რომელიც ლაშა ჩაჩანიძის სხეულზე არსებულ დაზიანებებს შეისწავლის.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინეს.
სააგენტოს ცნობით, ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ფიზიკური პირი ა. ჩ.-ის (მისამართი: ბათუმი, ბაგრატიონის 113 ა) ხორცპროდუქტების საწარმო და გამოვლენილი დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს.
„ინსპექტირების პროცესში დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ხორცპროდუქტების (მათ შორის შებოლილი ხორცპროდუქტების) წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა“ – წერს სააგენტო.
კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
შავ ზღვაში, ბულგარეთის ტერიტორიულ წლებში, დრონები დაესხა თავს ორ სატვირთო გემს, ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ ALFA WATAN-სა და პალაუს დროშის ქვეშ მცურავ ABLE-ს.
დრონების თავდასხმის შედეგად დაზარალებული ორი სავაჭრო გემიდან ერთ-ერთს, ALFA WATAN-ს სერიოზული ზიანი მიადგა და ჩაიძირა. მედიის ცნობით, დაკარგული ეკიპაჟის მოსაძებნად მიმდინარეობს სამუშაოები.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რუმენ რადევის განცხადებით, თავდასხმა მოხდა ბულგარეთის ეკონომიკურ ზონაში, ქალაქ ბიალას აღმოსავლეთით, დაახლოებით 70 საზღვაო მილის დაშორებით.
მან დაადასტურა, რომ იმავე ზონაში მყოფმა ბულგარულმა ბორანმა „დიოსკურიამ“ (Dioscuria) პირველ გემზე აფეთქება დაინახა და შემთხვევის ადგილისკენ გაემართა. მათ აღმოაჩინეს ამოტრიალებული სამაშველო ნავი და სამაშველო ჟილეტები, თუმცა ეკიპაჟის ვერცერთი წევრი ვერ იპოვეს.
ოფიციალურ პირებს არ დაუკონკრეტებიათ, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე.
მეორე გემზე, ABLE-ზე, ხანძარი გაჩნდა, რის გამოც გემზე მყოფი ეკიპაჟის 18 წევრი იძულებული გახდა გემი დაეტოვებინა.
ეკიპაჟის წევრები გადარჩნენ, თუმცა მათ შორის არიან დაშავებულები. ბულგარული მედიის ცნობით, მეზღვაურთაგან 11 თურქეთის, ხოლო 7 ინდოეთის მოქალაქეა.
ამ დრომდე უცნობია, რომელი ქვეყნის დრონებით მოხდა თავდასხმა გემებზე.
ბულგარეთის ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს არის პირველი თავდასხმა კომერციულ გემებზე ნატოს წევრი სახელმწიფოს ეკონომიკურ ზონაში. ეს ხაზს უსვამს შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის მზარდ რისკებს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე.
ოდესის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ცნობით, რუსული დრონის თავდასხმის შედეგად შავ ზღვაში დაზიანდა მარშალის კუნძულების დროშით მცურავი კომერციული გემი, რომელიც რაფსის ზეთით იყო დატვირთული.
რუსული დრონის თავდასხმამ გემზე ხანძარი გამოიწვია, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.
ჯერჯერობით უცნობია, თავდასხმის შედეგად დაღუპული პირი რომელი ქვეყნის მოქალაქე იყო.
„სამოქალაქო გემებსა და პორტის ინფრასტრუქტურაზე განზრახ დარტყმებით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას“, – განაცხადა კიპერმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 6 ოქტომბერს, ღამით რუსულმა დრონებმა ოდესის რეგიონში „უკრაინის შეიარაღებული ძალების“ სამიზნეები დაბომბეს.
ასევე, 3 ოქტომბერს, ოდესის რეგიონის პორტში რუსეთის ძალებმა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ კომერციულ გემს შეუტიეს. ერთი მეზღვაური დაიღუპა, ხოლო ეკიპაჟის კიდევ სამი წევრი დაშავდა.
6 ოქტომბერს, ღამით, უკრაინამ რუსეთში მოსკოვის ოლქს 600-ზე მეტი დრონით შეუტია.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, უკრაინის თავდასხმის შედეგად ორი კაცი დაიღუპა, ცხრა დაშავდა და ისტრაში, დომოდედოვოსა და ოლქის სხვა ქალაქებში კერძო სახლები დაზიანდა.
უკრაინის თავდასხმის გამო ღამით მოსკოვის აეროპორტების მუშაობა შეიზღუდა. მოგვიანებით „როსავიაციამ“ განაცხადა, რომ მათ ოპერაციები დილის 5 საათის შემდეგ განაახლეს.
პირველადი ინფორმაციით, უკრაინული დრონები მოსკოვის ოლქში ნავთობის ინფრასტრუქტურას დაესხნენ თავს, საუბარია ვოლოდარსკაიას ხაზოვანი წარმოებისა და განაწილების სადგურის შესაძლო დაბომბვაზე. სადგურს ყოველწლიურად 3 მილიონამდე ტონა ნავთობპროდუქტი გადააქვს.
ტელეგრამზე დრონების შეტევის ამსახველი არაერთი კადრი გავრცელდა.
კიევი პერიოდულად ესხმის თავს რუსეთში ნავთობის მრეწველობის ობიექტებს, რათა შეაფერხოს ნავთობის ინდუსტრია რუსეთში და შეამციროს ენერგიის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, რომლებიც გამოიყენება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად.
_______________
ფოტოზე: აფეთქება დრონების თავდასხმის შედეგად მოსკოვის ოლქში. ფოტო: Exilenova+/telegram
ბავშვების ყოველდღიურობა პატარა დეტალებისგან შედგება – კომფორტული ტანსაცმელი, სწორად შერჩეული ფეხსაცმელი, მოვლის საშუალებები, საყვარელი სათამაშო თუ აქსესუარი, რომელიც მათ რუტინას ამარტივებს. სწორედ ამ სამყაროს ნაწილია ჩიკო, რომელიც უკვე 60 წელზე მეტია ბავშვებისა და მშობლების ყოველდღიურობას ქმნის.
Chicco-ს ფილოსოფია აერთიანებს ხარისხს, უსაფრთხოებასა და ბავშვის კომფორტზე ზრუნვას. ბრენდის ასორტიმენტში თავმოყრილია ყველაფერი, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვჭირდება – მოვლის საშუალებები, აქსესუარები, ინვენტარი, სათამაშოები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
ახლა Chicco-ს სრული პროდუქციის აღმოჩენა უკვე ბათუმშიც არის შესაძლებელი. ბრენდის ახალი სივრცე ბარათაშვილის ქუჩა N30-ში მშობლებს იტალიურ ხარისხზე დაფუძნებულ არჩევანს სთავაზობს.
საქართველოში Chicco-ს ოფიციალური დისტრიბუტორია ავერსი ფარმა. ბრენდის პროდუქცია ხელმისაწვდომია ავერსის აფთიაქებსა და Chicco-ს სამ შოურუმში: თბილისსა და ბათუმში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 6 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 544 260 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 540. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 396 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 25 494 ერთეული [+7]
საარტილერიო სისტემა – 50 785 ერთეული [+52]
MLRS – 2 184 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 688 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 443 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 549 986 ერთეული [+1 891]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 866 ერთეული [+7]
გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 158 551 ერთეული [+566]
სპეცტექნიკა – 4 795 ერთეული [+2]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 126 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
საფრანგეთის მოქალაქე არტურ გამუსი [Arthur Gamus] „ბათუმელებს“ სწერს, რომ ის თავის მეგობართან, ბაისანგურ გაურგაშვილთან [Gaourgashvili Baysangour] ერთად საქართველოში ჩამოფრინდა, თუმცა ის და მისი მეგობარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააჩერეს და ქვეყანაში გაურკვეველი მიზეზით არ შემოუშვეს.
„რამდენიმესაათიანი მგზავრობის შემდეგ, 2026 წლის 14 სექტემბერს, ამსტერდამიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვედით, სასაზღვრო კონტროლის წარმომადგენლებს წარვუდგინეთ საფრანგეთის მოქალაქის პასპორტები, თუმცა ერთ-ერთმა ოფიცერმა ჩემს მეგობარს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება არ მისცა. პასპორტები წესრიგში გვქონდა, ამიტომ ჩვენთვის გაუგებარი იყო, რატომ არ გვაძლევდნენ ქვეყანაში შემოსვლის უფლებას“, – გვწერს არტურ გამუსი.
ოფიციალურ საჩივრის წერილში, რომელიც არტურმა გადმოგვიგზავნა და რომელიც მისი მეგობრის სახელით არის მომზადებული, წერია, რომ ბაისანგურ გაურგაშვილმა ოფიცერს ასევე უთხრა, რომ მას რუსული წარმოშობა ჰქონდა.
„ოფიცერი მთხოვდა წარმედგინა რუსული პასპორტის ორიგინალი, ავუხსენი, რომ რუსული პასპორტის ორიგინალი თან არ მქონდა. მიუხედავად ამისა, ოფიცერს ვაჩვენე დოკუმენტის ფოტოსურათი. თუმცა ეს არ მიიღეს. ის დაჟინებით მოითხოვდა დოკუმენტის ორიგინალის წარდგენას“, – წერია განცხადებაში, რომელიც ბაისანგურ გაურგაშვილის სახელით არის ხელმოწერილი.
არტურ გამუსის თქმით, ისინი ითხოვდნენ სამართლებრივ განმარტებას, თუ რატომ არ უშვებდნენ ქვეყანაში და „ზუსტი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების მითითებას“.
„მოვითხოვეთ განემარტათ შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, ადმინისტრაციული პროცედურა და ის კონკრეტული მიზეზები, რომლებსაც ჩვენს შემთხვევაში დაეყრდნენ.
თუმცა, ჩვენ გადაგვიყვანეს დახურულ, უფანჯრო ოთახში, რომელიც, ჩვენი აღქმითა და არსებული გარემოებების გათვალისწინებით, დაკავების ან დროებითი მოთავსების ადგილის ფუნქციას ასრულებდა.
რამდენადაც მახსოვს, იქ დაახლოებით სამი დღე დავყავით.
ჩვენ ისევ ვითხოვდით, რომ ეცნობებინათ ჩვენი სამართლებრივი სტატუსი, რომლითაც ამ იზოლატორში ვიმყოფებოდით“, – გვწერს არტურ გამუსი.
მისი თქმით და მისი მეგობრის აღწერით, დაკავების შემდეგ ისინი უკიდურესად მძიმე პირობებში იმყოფებოდნენ.
„ოთახი ძალიან პატარა იყო, არ ჰქონდა ფანჯარა, რომელიც გარე ხედს უზრუნველყოფდა. გვციოდა და ბარგზე წვდომა არ გვქონდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ თბილი ტანსაცმლის აღებას ვერ ვახერხებდით.
ჩამოგვართვეს მობილური ტელეფონებიც, რის გამოც აღარ გვქონდა ოჯახის წევრებთან და დაწესებულების გარეთ მყოფ სხვა პირებთან კომუნიკაციის საშუალება.
დაკავების პერიოდში არ ვიღებდით საკმარისი რაოდენობის საკვებს. ოთახში შევნიშნეთ ტარაკნებიც“, – გვწერს არტურ გამუსი.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათ ტელეფონები წაართვეს, დრონის მეშვეობით მაინც მოახერხეს დაკავების ოთახის გადაღება, სადაც ჩანს, თუ რა პირობებში უწევდათ ყოფნა.
როგორც არტური გვწერს, ის პირველად იმყოფებოდა საქართველოში და რამდენიმე დღე აპირებდა მოგზაურობას, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცა.
არტურის მეგობრის განცხადებაში ასევე წერია, რომ მზად არიან მიაწოდონ გამოძიებას ყველა საჭირო მტკიცებულება იმისთვის, რომ გაირკვეს, რა მიზეზით დააყოვნეს ისინი აეროპორტში.
„მზად ვარ, მოთხოვნის შემთხვევაში და დადგენილი პროცედურის შესაბამისად, აღნიშნული მასალები კომპეტენტურ ორგანოს გადავცე, რომ დაადგინონ, ითამაშა თუ არა რაიმე როლი ჩემმა ფრანგულმა ეროვნებამ ან რუსულმა წარმოშობამ იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც ჩემთან დაკავშირებით იქნა მიღებული, ან იმგვარ მოპყრობაში, რომელიც მე და ჩემს თანამგზავრს შეგვხვდა“, – წერს ბაისანგურ გაურგაშვილი.
საფრანგეთის მოქალაქეები ასევე ითხოვენ, რომ გამოძიებამ დაადგინოს მათი იზოლატორში ყოფნის ხანგრძლივობა და საფუძველი, შეისწავლოს მატერიალური და სანიტარული პირობები იმ ოთახის, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, „შეესაბამებოდა თუ არა ჩვენ მიმართ განხორციელებული მოპყრობა საქართველოს და საერთაშორისო სტანდარტებს“.
ისინი ასევე საუბრობენ ფსიქოლოგიურ გავლენაზე, „რომელიც ზემოთ აღწერილმა გარემოებებმა მოახდინა ჩვენზე“, – გვწერენ უცხოელები.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა შს სამინისტროს და ჰკითხა, რა იყო საფრანგეთის მოქალაქეების საქართველოში არ შემოშვების საფუძველი და დაირღვა თუ არა აღნიშნული პირების უფლებები მათი თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში?
შსს-ში გვითხრეს, რომ საფრანგეთის მოქალაქისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარი არ უთქვამს საქართველოს. „მან თავად თქვა უარი ქვეყანაში შემოსვლაზე“, – გვითხრეს შსს-ში.
რაც შეეხება მეორე პირს – ბაისანგურ გაურგაშვილს, მასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ამბობს, რომ არტურის თანმხლებ პირს დოკუმენტაცია წესრიგში არ ჰქონდა.
„ბათუმელებმა“ ინფორმაცია კვლავ გადაამოწმა არტურ გამუსთან და ჰკითხა, რატომ თქვა მან უარი საქართველოში შემოსვლაზე მას შემდეგ, როცა მის მეგობარს არ მისცეს საზღვრის კვეთის უფლება?
არტურმა მოგვწერა, რომ შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.
„ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან მე არ მიმიღია თავისუფალი და ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება, რომ არ შემოვსულიყავი საქართველოში. მე უკვე გავლილი მქონდა სასაზღვრო კონტროლი და მხოლოდ იმიტომ გავბრუნდი უკან, როცა დავინახე, რომ ჩემს მეგობარს პრობლემა შეექმნა შემოსვლაზე. ჩვენ მოვითხოვდით ახსნა-განმარტებას.
ამის შემდეგ, ჩამომართვეს პასპორტი და აღარ დამიბრუნეს. შემდეგ კი მთლიანად მათი კონტროლის ქვეშ ვიმყოფებოდი ამსტერდამში გაფრენამდე“, – გვწერს არტურ გამუსი.
რაც შეეხება თანმხლებ პირს, მას როგორც არტური გვწერს, თან ჰქონდა საფრანგეთის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც მას თავისუფალი მგზავრობის შესაძლებლობას აძლევს.
„გაურგაშვილი მოგზაურობდა ალპ-მარატიმის (Alpes-Maritimes) პრეფექტურის მიერ გაცემული ოფიციალური, მოქმედი ფრანგული პასპორტით და, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებისთვის წარდგენილი დოკუმენტი ნამდვილად იყო ოფიციალური ფრანგული დოკუმენტი.
მასზე მკაფიოდ არის დატანილი წარწერა «RÉPUBLIQUE FRANÇAISE» (საფრანგეთის რესპუბლიკა)“, – მოგვწერამან და აღნიშნული დოკუმენტის ფოტო გამოგვიგზავნა.
აღნიშნული დოკუმენტი [და არა პასპორტი] ნამდვილად არის გაცემული საფრანგეთის რესპუბლიკის მიერ, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო სამგზავრო დოკუმენტს იმ პირისთვის, რომელსაც საფრანგეთში მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი.
დოკუმენტზე გარკვევით წერია, რომ ამ საბუთის მფლობელს შეუძლია ყველა ქვეყანაში შესვლა, გარდა რუსეთისა.
კონკურსის გენერალური სპონსორი „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდია“.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლიდან არსებობს. ჯილდოს დაწესების მიზანი შემოქმედებითი და პროფესიონალი მასწავლებლების გამოვლენაა, ასევე, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია.
ინიციატივა გლობალური კამპანიის – The Global Teacher Prize-ის ნაწილს წარმოადგენს. ჯილდო მიზნად ისახავს საქართველოში პროფესიის პოპულარიზაციას, პედაგოგების პრესტიჟის გაზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.
სახალხო დამცველის წარმომადგენელს ამ დრომდე არ მოუნახულებია პატიმარი, რომელიც ამბობს, რომ მას და კიდევ 3 მსჯავრდებულს რეზინის ხელკეტებით სცემეს მე-6 დაწესებულებაში, როცა მათ შეძახილებით სოლიდარობა გამოუცხადეს გიორგი დავითაძეს. პატიმრების ჯგუფურად სავარაუდოდ ცემის შემდეგ კი, ნაცემი მსჯავერდებულები ბათუმის მე-3 დაწესებულებაში გადმოიყვანეს.
პატიმარ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატი, ანა აკოფოვა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ციხეში მომდარი ფიზიკური ძალადობის შესახებ მას მსჯავრდებული დღეს, 5 ოქტომბერს მოუყვა ბათუმის ციხეში შეხვედრის დროს. ადვოკატის თქმით, პატიმრებს ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და ბადრაგებმა 2 ოქტომბერს სცემეს.
„ბათუმელები“ ამ შემთხვევის შესახებ 5 ოქტომბერს დილით წერდა. სავარაუდოდ ნაცემი პატიმრის, ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატისთვის, ანა აკოფოვასთვისაც არ არის ცნობილი, დაიწყო თუ არა გამოძიება. „ბათუმელებს“ ლაშა ჩაჩანიძესთან დაკავშირებულ შემთხვევაზე ამ დრომდე არ პასუხობენ პროკურატურის პრესცენტრში.
უცნობია იმ მსჯავრდებულების ვინაობა, რომლებსაც სავარაუდოდ ლაშა ჩაჩანიძესთან ერთად სცემეს და რომლებიც შემდეგ ბათუმის ციხეში გადმოიყვანეს.
„აუცილებლად მოვინახულებთ, მოგაწვდით ინფორმაციას,“ – გვითხრეს სახალხო დამცველის პრესცენტრში ლაშა ჩაჩანიძის და სხვა პატიმრების შესახებ, რომლებსაც სავარაუდოდ მე-6 დაწესებულებაში სცემეს. დღის განმავლობაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი ბათუმის მე-3 დაწესებულებაში არ შესულა.
„ლაშა ჩაჩანიძეს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანება: მუხლებზე, ხელებზე, ზურგზე… ასევე, ამბობს, რომ აქვს გაუსაძლისი თავის ტკივილი, რადგან ფიზიკური ძალადობის დროს თავზე ძლიერად აწვებოდნენ, რომ წინააღმდეგობა არ გაეწია. ლაშას თქმით, მას რეზინის ხელკეტებით სცემეს… ტანსაცმლით დაუფარავ ნაწილებზეც კი ძალიან მკაფიოდ ეტყობა დაზიანებები,“ – ამბობს ადვოკატი ანა აკოფოვა. – „მსჯავრდებულმა მითხრა კიდევ სამი პატიმრის შესახებ, რომლებიც ასევე გადმოიყვანეს ბათუმში, მაგრამ არ მომცეს საშუალება, დაწესებულებიდან გამომეტანა ფურცელი, სადაც ჩამოწერილი მქონდა მათი სახელები და გვარები…
ლაშა ამბობს, რომ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა უშუალოდ დაწესებულების დირექტორი – შოთა ტრაპაიძე.
პატიმრებისთვის ციხის ადმინისტრაციას არ დაუსაბუთებია, რატომ გადმოიყვანეს მეექვსედან ბათუმში, მე-3 დაწესებულებაში,“ – გვითხრა ადვოკატმა ან აკოფოვამ.
რაც შეეხება პენიტენციურ სამსახურს, ამ უწყების პრესცენტრში პატიმრებზე ძალადობას გამორიცხავენ. „არანაირ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი“ – მოგვწერეს პროკურატურის პრესცენტრიდან. მსჯავრდებულების სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია კი, პენიტენციურ სამსახურში პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ მოგვაწოდეს.
დღეს, 5 ოქტომბერს, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 18 ბრალდებულს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ბრალდებულ ქალს კი, საპატიმრო გირაო შეუფარდეს. 4 ათასი ლარის გადახდის შემდეგ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ქალი საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს.
საუბარია 2026 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, აჭარაში ერთდროულად 80 პირის დაკავებაზე. გამოძიების ვერსიით, „საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის – გიორგი გოგოლაძის სახელითა და მფარველობით მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ.
ბრალდებულები სხვადასხვა დროსა და ადგილას განიხილავდნენ მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს და ე.წ. ქურდული გარჩევის შედეგად ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდას აკისრებდნენ. დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში კი მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.“
ამ საქმეშიც პროკურატურის მთავარი მტკიცებულება ფარული სატელეფონო ჩანაწერებია, თუმცა ადვოკატების თქმით, ჩანაწერები არ ადასტურებს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირს.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ „ბათუმელები“ ამ საქმეზე ორი ბრალდებულის ადვოკატს, სიმონ ასათიანს ესაუბრა:
„მტკიცებულება არის მხოლოდ ფარული ჩანაწერები, მაგრამ ასეთი საუბარი შეიძლება თითოეულ ჩვენგანს გააჩნდეს, როცა სხვადასხვა ადამიანთან: მეგობრებთან, მეზობლებთან გამოთქვამ ვერსიას და ვიღაცამ შეიძლება გითხრას, რა გაჩხუბებს? ან საცემი ყოფილა, მაგალითად, ესა და ეს პირობითად.
ჩანაწერებში არ არსებობს შემდეგი სახის მტკიცებულება, რომ ვინმე ვინმესთან მიდიოდეს და ეუბნებოდეს: შენ ხარ „ქურდული სამყაროს“ წევრი, დამეხმარე პრობლემის მოგვარებაში და ჩემგან იქნება ყურადღება, პატივისცემა,“ – ამბობს ადვოკატი სიმონ ასათიანი. იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სატელეფონო ჩანაწერებით არ დასტურდება ის შემადგენლობა, რაც საჭიროა ბრალის დასადასტურებლად: მაგალითად, იძულება, მუქარა, მოსყიდვა და ასე შემდეგ.
ადვოკატის თქმითვე, მისი დაცვის ქვეშ მყოფები არ ადასტურებენ „ქურდულ სამყაროსთან“ რაიმე სახის კავშირს. სიმონ ასათიანის თქმით, მაგალითად, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთი ბრალდებული სამშენებლო კომპანიაში მუშაობს, მეორე – ტურიზმის სექტორში.
„ამ ჩანაწერებში არ ისმის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების ეპიზოდში, რომ ისინი ახსენებდნენ, მაგალითად, „ქურდული სამყაროსთვის“ დამახასიათებელ ფრაზებს… ტელევიზიით გავრცელდა რამდენიმე ჩანაწერი, სადაც ისმის მსგავსი ფრაზები, მაგრამ ეს უკავშირდება სხვადასხვა ბრალდებულს. სულ 19 ტომია საქმე…
მაგალითად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების ეპიზოდი არ უკავშირდება ფინანსურ დავას: ორ პირს ჰქონდა რაღაც საკითხზე უკმაყოფილება, იყო კამათი, რა დროსაც ერთმა მეორეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამაზეა ჩანაწერში საუბარი, რომ უნდა შერიგდნენ და არ გამძაფრდეს დავა.
ჩემი აზრით, პროკურატურის ინტერესია ერთგვარად შიშის დანერგვის ფაქტორი: თუ რამე პრობლემა გაქვს და ეს სასამართლოს, პოლიციის მიღმა წყდება სამეგობროში, სანათესავოში, ამას შეიძლება მიეცეს ინტერპრეტირება, რომ იყო ქურდული გარჩევა. არ ვამბობ, რომ „ქურდული განხილვა“ უნდა იყოს, მაგრამ თუ გარკვეულ პრობლემას ადამიანი აგვარებს მორიგებით, ამით ხომ სასამართლოს რესურსი დაიზოგება?“ – კითხულობს ადვოკატი სიმონ ასათიანი.
19 ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი დღეს, 5 ოქტომბერს განიხილა ბათუმის საქალაქო სასამართლომ
———————–
პოლიცია რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებთან კავშირში მყოფი პირების დაკავებაზე. მაგალითად, 4 სექტემბერს, ღამით, თბილისში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს” წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 30 პირი დააკავეს. ე.წ. „კანონიერ ქურდს“ თენგიზ ხოფერიას მეტსახელად „ჭინკას“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.
25 სექტემბერს გურიაში პოლიციამ 3 პირი დააკავა, უცხოეთში მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს, „წრიპას“, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
8 ივნისს დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 29 ადამიანი. 3 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, „მათ შორის ერთი, საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდი“ ბესიკ ჯაფარიძეა“.
17 მარტს 72 პირი დააკავეს ხელვაჩაურში „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან კავშირის ბრალდებით. საქმეს უკვე განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო, სადაც პროკურატურა ცდილობს დაკავებულ პირებთან საპროცესო გარიგება გააფორმოს.
3 თებერვალს თბილისსა და რეგიონებში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის თქმით, ბრალი წარედგინება კიდევ 15 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში, ან დაუსწრებლად, მათ შორის, სამი ე.წ. კანონიერი ქურდია. ე.წ. „კანონიერი ქურდი“ რევაზ უბილავა მეტსახელად „ჯვარსკი“ მისი ოჯახის წევრების – დედისა და ძმის დახმარებით, აწყობდა ქურდულ გარჩევებს.
„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი დავითაძეს შეძახილებით სოლიდარობა გამოუცხადა,“ – ამბობს ადვოკატი ანა აკოფოვა. იგი მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძის ინტერესებს იცავს.
ადვოკატის თქმით, ის დღეს, 5 ოქტომბერს, შეხვდა მსჯავრდებულს ბათუმის მე-3 დაწესებულებაში, სადაც მას პატიმარი მოუყვა, როგორ სცემეს მე-6 დაწესებულებაში 2 ოქტომბერს – ამ დღეს პენიტენციურმა სამსახურმა გიორგი დავითაძის შესახებ ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, მანამდე კი, პატიმარმა თქვა, რომ მასზე ციხეში ბადრაგებმა სექსუალურად იძალადეს.
ადვოკატი ამბობს, რომ ლაშა ჩაჩანიძეს სხეულზე, სხვადასხვა ადგილზე, ახლაც მკაფიოდ ეტყობა ფიზიკური ძალადობის კვალი.
ადვოკატ ანა აკოფოვას თქმითვე, ლაშა ჩაჩანიძესთან ერთად მე-6 დაწესებულებაში კიდევ რამდენიმე პატიმარს სცემეს სასტიკად სოლიდარობის გამო. 3 ოქტომბერს, შაბათს კი, ლაშა ჩაჩანიძე და კიდევ 3 ნაცემი მსჯავრდებული ყოველგვარი დასაბუთების გაცნობის გარეშე მე-6 დაწესებულებიდან [სადაც გიორგი დავითაძე იხდის სასჯელს] ბათუმის მე-3 დაწესებულებაში გადმოიყვანეს.
„ლაშა ჩაჩანიძეს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანება: მუხლებზე, ხელებზე, ზურგზე… ასევე, ამბობს, რომ აქვს გაუსაძლისი თავის ტკივილი, რადგან ფიზიკური ძალადობის დროს თავზე ძლიერად აწვებოდნენ, რომ წინააღმდეგობა არ გაეწია. ლაშას თქმით, მას რეზინის ხელკეტებით სცემეს… ტანსაცმლით დაუფარავ ნაწილებზეც კი ძალიან მკაფიოდ ეტყობა დაზიანებები,“ – გვესაუბრება ადვოკატი ანა აკოფოვა. – „მსჯავრდებულმა მითხრა კიდევ სამი პატიმრის შესახებ, რომლებიც ასევე გადმოიყვანეს ბათუმში, მაგრამ არ მომცეს საშუალება, დაწესებულებიდან გამომეტანა ფურცელი, სადაც ჩამოწერილი მქონდა მათი სახელები და გვარები…
ლაშა ამბობს, რომ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა უშუალოდ დაწესებულების დირექტორი – შოთა ტრაპაიძე.
პატიმრებისთვის ციხის ადმინისტრაციას არ დაუსაბუთებია, რატომ გადმოიყვანესისინი მეექვსე დაწესებულებიდან ბათუმში, მე-3 დაწესებულებაში.
მოვითხოვ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ჩატარდეს ექსპერტიზა.
მსჯავრდებული ითხოვს, რომ ამოიღონ ვიდეოკამერის ჩანაწერები, თუმცა ლაშა აღნიშნავს, რომ ის და სხვა პატიმრებიც, რომლებმაც გიორგი დავითაძეს შეძახილებით სოლიდარობა გამოუცხადეს, ცალკე შეიყვანეს ისეთ ოთახში, სადაც კამერები არ არის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ფიზიკური ძალადობა გამოჩნდება სხვა კადრებში, როცა იგი ცემა-ცემით მიჰყავთ ამ ოთახისკენ…
მსჯავრდებულმა ასევე მითხრა, რომ იგი აბსოლუტურად ყველა პირს ამოიცნობს, რომლებმაც მასზე ჯგუფურად იძალადეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა ანა აკოფოვამ.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესცენტრს, სადაც პატიმარზე ფიზიკური ძალადობა კატეგორიულად უარყვეს.
რატომ აღენიშნება მსჯავრდებულს ფიზიკური დაზიანებები? დაიწყო ამ საკითხზე მოკვლევა? რატომ გადაიყვანეს მსჯავრდებული ლაშა ჩაჩანიძე მე-3 დაწესებულებაში? – პენიტენციური სამსახურის პრესცენტრში განმარტეს, რომ „არანაირ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი“. რაც შეეხება მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში გადაყვანას, ამ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან პერსონალური მონაცემების დაცვის გამო.
ბათუმთან, ზღვის აკვატორიაში უეკიპაჟოდ შემოსული გემი თურქეთში გაჰყავთ.
როგორც საზღვაო სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები უკვე დატოვა, „მაგრამ დაბუქსირების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს თურქულ მხარესთან კოორდინაციით“, – გვითხრეს სააგენტოში.
საზღვაო სააგენტოში არ უპასუხეს კითხვას, ხომ არ არის ეს მშრალი ტვირთმზიდი „Омский-107“, რომელიც უკრაინამ დააზიანა და უეკიპაჟოდ იყო დარჩენილი.
უეკიპაჟო გემი გუშინ, 4 ოქტომბერს, გამოჩნდა ბათუმის აკვატორიაში. ის თვითდინებით შემოვიდა.
თიბისის თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე განსაკუთრებული შეთავაზებები აქვს. კამპანიის მიზანია, საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მომხმარებლებისთვის დამატებითი სარგებლის შექმნა.
ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, გორის, ბორჯომისა და ზუგდიდის ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტებში ქეშბექ შეთავაზების შემდეგ, სადაც მომხმარებლები თიბისი ბარათებით (გარდა მოსწავლის და ბიზნესბარათებისა) გადახდისას, თანხის 50%-ს ერთგულ ყულაბაში მომენტალურად და ულიმიტოდ იბრუნებენ, თიბისიმ მომხმარებლებს გამორჩეული შეთავაზება დედაქალაქშიც მოუმზადა.
თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებს ახლა უკვე შესაძლებლობა აქვთ, თვეში მხოლოდ 20 ლარად, მათთვის სასურველი ტრანსპორტით (ავტობუსი, მეტრო, მიკროავტობუსი, საბაგირო), ერთი წლის განმავლობაში, ულიმიტოდ ისარგებლონ.
თიბისის ნებისმიერ ბარათზე (გარდა მოსწავლის და ბიზნესბარათებისა) დედაქალაქის შეთავაზების გააქტიურება მომხმარებლებს მობაილბანკიდან შეუძლიათ. შეთავაზებით სარგებლობისთვის კი, ტრანსპორტში აუცილებელია ფიზიკური ბარათით გადახდა.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, ჩვენი მომხმარებლებისთვის, ყოველდღიურობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეთ, ტრანსპორტით სარგებლობისას, მათთვის, 50%-იანი ქეშბექისა და დედაქალაქში, თვეში მხოლოდ 20 ლარად ულიმიტო გადაადგილების შეთავაზება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ინიციატივა, საქართველოს მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქში მნიშვნელოვნად გაზრდის ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას, რაც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მისიას – გავუმარტივოთ ადამიანებს ყოველდღიური ცხოვრება”, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო პუნქტზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, მის მართვაში არსებულ ავტომობილის სათადარიგო აკუმულატორში, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, მალულად შემოიტანა 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობა.
საგამოძიებოს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 5 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 542 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +2 020. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 393 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 25 487 ერთეული [+4]
საარტილერიო სისტემა – 50 733 ერთეული [+47]
MLRS – 2 182 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 688 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 443 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 548 095 ერთეული [+1 855]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 859 ერთეული [+22]
გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 157 985 ერთეული [+727]
სპეცტექნიკა – 4 793 ერთეული [+5]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 126 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
დღეს, 4 ოქტომბერს, ბათუმთან ახლოს ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემის სანაპირომდე გამოყვანას ცდილობენ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პრესცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ერთ-ერთი თურქული კომპანიის გემია ეკიპაჟის გარეშე დარჩა და საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დინებით შემოვიდა.
„ბათუმის სიახლოვეს დაფიქსირდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დინებით შემოვიდა. გემი იდენტიფიცირებულია და შესაბამისი უწყებები მოქმედებენ კოორდინირებულ რეჟიმში.
ადგილზე იმყოფებიან კომპეტენტური ორგანოები, ასევე მიმდინარეობს გემის ბუქსირების და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის ღონისძიებები, თურქულ მხარესთან კოორდინაციით,“ – მოგვწერეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.
ჯერ უცნობია, როგორ აღმოჩნდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში.
„შაჰედის“ სიჩქარე არის 150 კილომეტრი საათში, რეაქტიული დრონის – 600-800 კილომეტრი საათში. ამ დროში რუსული რადარები ვერ ასწრებენ ტრაექტორიის განსაზღვრას და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები ამაზე რეაგირებას. ვოლგოგრადში დაარტყეს სხვადასხვა ობიექტს უკრაინელებმა და საჰაერო განგაშის გამოცხადებაც კი ვერ მოასწრეს. რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა ფაქტობრივად რჩება მოუმზადებელი რეაქტიული დრონების მიმართ,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე რუსეთ-უკრაინის ომზე.
სამხედრო ანალიტიკოსის დაკვირვებით, პუტინი ვერც ამჯერად შეძლებს დათქმულ ვადაში, ანუ 2026 წლის ბოლომდე დონბასის აღებას, პირიქით, 170 კვადრატული კილომეტრი რუსებმა უკვე დაკარგესო და შემდეგ გენერალი ლიმანის ოპერაციაზე გვიყვება, სადაც უკრაინელებმა რუსებს „სამხედრო აზროვნებაში აჯობეს“.
„უკრაინელებმა დაიწყეს შეტევა ე.წ. მწვანე ველისკენ, რაც იყო ყურადღების გადატანითი შეტევა, იქ მოახდინეს რუსებმა კონცენტრაცია და ამ დროს ძირითად მიმართულებაზე განახორციელეს გარღვევა უკრაინელებმა. სხვათა შორის, უკრაინელებმა გამოიყენეს ძველი საბჭოთა BTR 60-ები, რომელიც გადაკეთებული იყო დისტანციური მართვისთვის. ამ მეთოდს ფლოტის ძველ საომარ ხელოვნებაში ერქვა „ბრანდერი“ – გემი, რომელიც დატვირთული იყო ასაფეთქებლებით, შედიოდა მოწინააღმდეგის არეალში, შემდეგ კი, ეჯახებოდა მოწინააღმდეგეს და ფეთქდებოდა…,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი.
რა იცვლება რუსეთ-უკრაინის ომში? – „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე პოლიტიკური პარტიის – „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერია.
ბატონო ვახტანგ, გერმანიის კანცლერი კიევშია გზავნილებით, რომ „უკრაინა გადამწყვეტი კვირების წინაშეა… შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ“. ასევე, მერცმა განაცხადა: „რუსეთს თუ არ შევაჩერებთ, ის ომის მანქანას ადრე თუ გვიან ჩვენს წინააღმდეგ მომართავს“. თქვენი დაკვირვებით, რა იცვლება ამ ვიზიტით?
ჩემი აზრით, დიდი ცვლილებები არ იქნება. უბრალოდ, კიდევ ერთხელ პოლიტიკური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერაა უკრაინის მიმართ. ეს ვიზიტი ასევე აჩვენებს იმას, რომ გერმანიაში ბოლო არჩევნების შედეგის მიუხედავად, გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ იცვლება. მერცი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ უკრაინა არის გერმანიის დაცვის გარე ბარიერი და, ფაქტობრივად, ევროპის ერთიან თავდაცვის სისტემაში მოიაზრება.
ახლახან მიიღო უკრაინამ იგივე გერმანიიდან IRIS-T SLM-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, რაც გააძლიერებს უკრაინის საჰაერო თავდაცვას. ერთ ერთეულ სისტემაში შედის ხუთი გამშვები, მართვის ცენტრი, დამტენი მანქანები, მხარდაჭერის მანქანები, რადარი და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებაა უკრაინისთვის. გერმანია მუდმივად ეხმარება უკრაინას, მხარდაჭერა გრძელდება და ამის ხაზგასასმელად ჩავიდა მერცი კიევში.
მანამდე კიევში რუსულმა უპილოტოებმა რამდენჯერმე დაარტყა ჩრდილოეთის ხიდს. რატომ აღმოჩნდა ეს ხიდი რუსეთის განსაკუთრებული სამიზნე? ისევ ვერ ხერხდება კიევის სრულად დაცვა?
სრული დაცვა წარმოუდგენელია – ყოველთვის არსებობს რისკი, რომ რაღაც გაიპაროს. რუსეთი ახორციელებს კომბინირებულ დარტყმებს, რაშიც მონაწილეობენ როგორც დრონის იმიტატორები, ისე უშუალოდ დრონები, რეაქტიული დრონი, ბალისტიკური რაკეტა. ამ ყველაფრით ხდება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გადატვირთვა. უკრაინამ 90 % რომ ჩამოაგდოს, 10 მაინც ხვდება მიზანს.
საინტერესოა, რატომ შეიყვანა რუსეთმა ხიდები სამიზნეების სიაში. კიევში არის რვა დიდი ხიდი დნეპრის მარცხენა და მარჯვენა ნაპირის დამაკავშირებელი. დრონით ხიდს ვერ ააფეთქებ, მაგრამ ცდილობენ, რომ დაკიდებული მონტაჟის მქონე ხიდების ბაგირებს დაარტყან, რუსებმა და მწყობრიდან გამოიყვანონ ეს ხიდები. ყოველ შემთხვევაში, რაღაც პერიოდით შეაფერხონ აქ მოძრაობა.
რუსები სამიზნეებს მაინცა და მაინც დიდი სიზუსტით არ არჩევენ. მაგალითად, მეცნიერებათა აკადემიას დაარტყეს ვლადიმეროვის მონასტრის მახლობლად კიევის ცენტრში. რის მომცემი იყო ეს რუსებისთვის სამხედრო თვალსაზრისით? ასევე, დაარტყეს ბირთვული რეაქციის შესწავლის უნივერსიტეტის შენობას, სადაც ორი წელია გაჩერებულია ყველაფერი. რუსები ძირითადად ურტყამენ ყველა შენობას, სადაც შეუძლიათ დარტყმა.
ზელენსკი ელოდება რუსებისგან საჰაერო დარტყმების კიდევ უფრო გააქტიურებას ზამთრის მოახლოვებასთან ერთად. ამავდროულად, ზელენსკი საუბრობს საკუთარი წარმოების FP-7 ტიპის ბალისტიკური რაკეტების პირველ საბრძოლო გაშვებასა და ტრამპის მხრიდან „პატრიოტის“ რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემაზე. როგორი იცვლება ძალთა ბალანსი რუსეთსა და უკრაინას შორის?
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ზელენსკის ნიუ-იორკში ჩასვლა და იქ დახურული შეხვედრის გამართვა. გაჟღერდა ისიც, რომ „პატრიოტის“ გარდა, სამხედრო განვითარების მხარდაჭერაზეც იყო საუბარი. ასევე, საუბარი იყო იმაზე, რომ ზელენსკიმ შესთავაზა ტრამპს, რომ კარგი იქნება, თუ მოხერხდება ჩინეთის ჩართვა ამ მოლაპარაკებებში.
ტრამპმა მოუწოდა უკრაინას, შეეწყვიტა რუსეთის ენერგოობიექტებზე დარტყმები. ამის საპასუხოდ უკრაინამ განაცხადა, რომ ცალსახად ის არ შეწყვეტდა დარტყმებს და ეს იქნებოდა სარკისებური: თუ რუსეთი შეწყვეტს დარტყმებს, მხოლოდ მაშინ შეწყვეტს უკრაინა დარტყმებსო.
ტრამპმა მინიშნება გააკეთა, რომ იქნება ტრამპისა და პუტინის შეხვედრაც. ეს როდის იქნება და სხვა დეტალები, ძნელი სათქმელია.
რაც შეეხება „პატრიოტის“ რაკეტების წარმოებას: ნებართვის მიცემა ერთია, მაგრამ წარმოების დაწყება ასე მარტივად არ ხდება. ეს მაღალტექნოლოგიური იარაღია და მნიშვნელოვანი ბაზა სჭირდება. სხვათა შორის, პოლონეთმა შესთავაზა უკრაინას, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე განახორციელონ „პატრიოტის“ რაკეტების ერთობლივი წარმოება. ამის დაწყებას მინიმუმ 1 წელი მაინც დასჭირდება.
წარმოიდგინეთ, იგივე თქვენ მიერ ნახსენები FP-7, რომელიც არის ბალისტიკური რაკეტა, რამდენ ხანს ამზადებდა უკრაინა ამ რაკეტას და მისი სერიული წარმოება ჯერ კიდევ არ არის დაწყებული. ეს პირველი გაშვება იყო უფრო დემონსტრაციული და იგეგმება, რომ სადღაც ნოემბრის შუამდე დაიწყება სერიული წარმოება.
ჯერჯერობით ამ რაკეტის მანძილი ძალიან დიდი არ არის – 200 კილომეტრამდეა, თუმცა შეუძლია 150 კილოგრამი საბრძოლო მუხტის გადატანა. მისი სიჩქარე ძალიან მაღალია. უკრაინელები მას უწოდებენ ამერიკული „ატაკამსის“ ორჯერ უფრო იაფ კლონს. FP არის ცნობილი უკრაინული კომპანიის „Fire Point“-ის რაკეტა, რომელიც ასევე ფრთოსან რაკეტებს უშვებს. უკვე ბალისტიკურ FP 9-ზე მუშაობა მიმდინარეობს. ამ კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, მას შეუძლია მოსკოვს მიწვდეს.
ამ ყველაფრის ამუშავება, რაც დაგეგმილია, შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი ამ ომში?
გადამწყვეტს ვერ ვიტყვით, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი კარგავს უპირატესობას, რაც დღეს გააჩნია.
უკრაიანელები რეაქტიული დრონებით მასობრივად თავს დაესხნენ რუსეთს. თუ აქამდე რეაქტიული გერანებით ხდებოდა რუსეთის მხრიდან დარტყმები უკრაინაზე, ახლა უკრაინელებმა დაიწყეს რეაქტიული დრონების მასიური გამოყენება. პირველი ასეთი დარტყმა განხორციელდა ოკუპირებული ლუგანსკის რაიონში და დაარტყეს საარტილერიო ჭურვების გადაზიდვის რკინიგზის სადგურს. ასევე, დარტყმები განხორციელდა მართვის პუნქტებზე, საწყობებზე, აეროდრომებზე, სტრატეგიულ ობიექტებზე რუსეთის სიღრმეში.
მაგალითისთვის რომ ავიღოთ, „შაჰედი“, მისი სიჩქარე არის 150 კილომეტრი საათში, რეაქტიული დრონის – 600-800 კილომეტრი საათში. ამ დროში რუსული რადარები ვერ ასწრებენ ტრაექტორიის განსაზღვრას და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები ამაზე რეაგირებას. ვოლგოგრადში დაარტყეს სხვადასხვა ობიექტს უკრაინელებმა და საჰაერო განგაშის გამოცხადებაც კი ვერ მოასწრეს. რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა ფაქტობრივად რჩება მოუმზადებელი რეაქტიული დრონების მიმართ.
გამოდის, რომ უკრაინას ექნება საშუალება, რუსების მოქმედებებზე სარკისებური რეაგირება ჰქონდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი იქნება რუსეთისთვის და დაფიქრდება რუსეთი ამ საჰაერო დარტყმების გაგრძელებაზე.
საჰაერო დარტყმებს მიღმა, რა იცვლება კონკრეტულად ფრონტის ხაზზე? როგორც მედიაში გაჟღერდა, რუსი გენერლები დაჰპირდნენ პუტინს, რომ 2026 წლის ბოლომდე აიღებენ დონეცკის ოლქს სრულად. დონბასის აღება სრულად გასული წლების განმავლობაში არაერთხელ დაანონსდა, მაგრამ ეს ვადა დაირღვა. რამდენად ჩანს ამჯერად ვადის შესრულების პირობა?
არა, რუსმა გენერლებმა პუტინს შეხვედრაზე სთხოვეს, რომ გადაეწია დონბასის აღების ვადა 2027 წლის მარტამდე, მაგრამ პუტინმა ვადა უცვლელი დატოვა. მანამდე 15-ჯერ შეიცვალა ეს ვადა.
ლუგანსკი, ფაქტობრივად, რუსების ხელშია 90 %, თუმცა ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტის მონაცემებით, უკვე 18 %-ს შეადგენს უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია. აქ არ არის შეტანილი უკრაინის ბოლო წარმატებები ამ მიმართულებაზე. ეს წარმატებები ცნობილია, როგორც „ვივალდის“ ოპერაცია. მსოფლიოში ცნობილია ვივალდის ნაწარმოები „4 დრო“. ამ ნაწარმოების მსგავსად უკრაინელების მიერ წლის სამი პერიოდი ფაქტობრივად გამოყენებულია, მესამე სეზონი ვითარდება და ამ შეტევების შედეგია 170 კვადრატული კილომეტრის გათავისუფლება.
აქ ძალიან მნიშვნელოვანია ლიმანის მიმართულება, – დაახლოებით 90 კილომეტრის სიგანის ფრონტია. ზღუდე არის ბოროვოის და სლავიანსკის რაიონები. აქ მოახერხეს უკრაინელებმა და მოწინააღმდეგეს უკან დახევინეს. სლავიანსკი, მოგეხსენებათ, გადამწყვეტი ქალაქია კრამატორსკი-სლავიანსკის თავდაცვით რაიონში.
ამ დროს ლიმანში კიდევ უფრო გაძლიერდა თავდაცვა, ვინაიდან მისი ჩრდილოეთიდან უკრაინელებმა ტყის მასივი გაწმინდეს, საიდანაც რუსები აპირებდნენ შემორტყმის განხორციელებას. ლიმანის მომარაგებაც აღდგა.
ასე რომ, რუსეთის დასავლეთის დაჯგუფებამ მიიღო ძლიერი დარტყმა. უკრაინა ჯერ არ აცხადებს თავისი მიზნებიდან გამომდინარე, ტერიტორიის რა ნაწილი გაათავისუფლა, მაგრამ, რაც ჩანს, ფაქტობრივად, 2026 წელს უკრაინამ ორჯერ უფრო მეტი ტერიტორია გაათავისუფლა, ვიდრე 2023 წლის კონტრშეტევის დროს.
გამოდის, რომ არათუ დონბასის სრულად აღება, რასაც რუსები წლებია ვერ ახერხებენ, იმასაც კარგავენ, რაც დაიპყრეს?
ფაქტობრივად დაკარგეს 170 კვადრატული კილომეტრი. გასათვალისწინებელია გენერალი პროკოპენკო, რომელიც ახლა „აზოვს“ უდგას სათავეში. მან წარმატებით შეუტია დობროპოლიეს მიმართულებას. მანამდე აქ რუსები უტევდნენ. რუსები აღმოჩნდნენ დილემის წინაშე: ლიმანის მიმართულების გამო, რუსები იძულებული გახდნენ დობროპოლიეს მიმართულებიდან რეზერვები გადაესროლათ ლიმანის მიმართულებით. ამით დობროპოლიე დასუსტდა. უკრაინელებმა 250 კაცზე მეტი ტყვედ ჩაიგდეს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.
საინტერესო ისაა, როგორ განხორციელდა ლიმანის ოპერაცია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ უკრაინელები ჯობნიან რუსებს სამხედრო აზროვნებაში: ლიმანის ოპერაცია ისე იყო დაგეგმილი, ორგანიზებული, იმდენად კარგად იყო გამოყენებული რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები კონცენტრირებულ მიმართულებაზე, რომ რუსებმა ვერ შეძლეს დაედგინათ უკრაინელების დარტყმითი დაჯგუფების ზუსტი მიმართულება.
უკრაინელებმა დაიწყეს შეტევა ე.წ. მწვანე ველისკენ, რაც იყო ყურადღების გადატანითი შეტევა, იქ მოახდინეს რუსებმა კონცენტრაცია და ამ დროს ძირითად მიმართულებაზე განახორციელეს გარღვევა უკრაინელებმა. სხვათა შორის, უკრაინელებმა გამოიყენეს ძველი საბჭოთა BTR 60-ები, რომელიც გადაკეთებული იყო დისტანციური მართვისთვის. ამ მეთოდს ფლოტის ძველ საომარ ხელოვნებაში ერქვა „ბრანდერი“ – გემი, რომელიც დატვირთული იყო ასაფეთქებლებით, შედიოდა მოწინააღმდეგის არეალში, შემდეგ კი, ეჯახებოდა მოწინააღმდეგეს და ფეთქდებოდა.
ამ მეთოდის მსგავსად, უკრაინელებმა BTR-ები გამოიყენეს გარღვევისთვის. ამავდროულად, აქტიურად გამოიყენეს მართვადი რობოტები, რომელიც აღჭურვილი იყო ორი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა „სპაიკით“.
როცა იწყებოდა შეტევა, იწყებოდა ჯავშანტექნიკის და რობოტების ერთობლივი მოქმედება წინა ხაზზე. რუსებს ეგონათ, რომ მთელი შტურმი ხორციელდებოდა. ამ დროს იწყებოდა რუსების მხრიდან საცეცხლე წერტილების გააქტიურება, დანაყოფების გადაადგილება, ამ ყველაფერს აფიქსირებდნენ უკრაინელები და შესაბამისად რეაგირებდნენ ამის მიხედვით. ანუ აქტიურად და ეფექტურად გამოიყენეს უკრაინელებმა რობოტები ბრძოლის ველზე, ისევე როგორც ძველი საბჭოთა ტექნიკა.
ამას გარდა, ბოლო ორნახევარ თვეში უკრაინელებმა რუსეთში 412 სამიზნე დაამუშავეს, ვგულისხმობ ენერგეტიკულ სამიზნეებს.
ამიტომაც, მთლიანობაში უჭირს რუსეთს. რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში დაიწყეს სარეკლამო რგოლების ტრიალი: სტუდენტებს სთავაზობენ დრონების ოპერატორებად იმუშაობს, ეს კარგი სამსახურია, თანაც უსაფრთხოო, მაგრამ უკრაინელების პრიორიტეტული სამიზნე სწორედ დრონების ოპერატორები არიან ბოლო პერიოდში.
ჩემი აზრით, რუსებს თუ სრული არა, მასშტაბური მობილიზაციის დაწყება მაინც მოუწევთ, რადგან ძალიან უჭირთ რაოდენობრივად – დიდი ადამიანური დანაკარგები აქვთ.
შავ ზღვაში რა გათვლები შეიძლება ჰქონდეთ რუსებს, სადაც სამოქალაქო გემს დაარტყეს? აქ უკრაინელებმა რუსებს არაერთი სამხედრო ხომალდი გაუნადგურეს.
აქ რუსების მთავარია სამიზნეა ხორბლის გადაზიდვის ბლოკირება. რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს, უკრაინის ეკონომიკური შესაძლებლობების დასუსტებას.
გარდა ამისა, ახლოვდება ზამთარი, რაც ძალიან მძიმე იქნება უკრაინისთვის. რუსეთი ვერანაირ წარმატებას ვერ აღწევს ფრონტზე და გადატანილი აქვს აქცენტი იმაზე, რომ მოსახლეობაზე მოახდინოს ზემოქმედება საჰაერო დარტყმებით.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ეს ომი რომელიმე მხარის „სამხედრო გამარჯვებით“ კი არა, „მოლაპარაკებების გზით“ დასრულდება. ამის შესახებ რუბიომ რადიო WABC-სთან ინტერვიუში აღნიშნა. თქვენი დაკვირვებით, საითკენ მიდის პროცესი დღევანდელი გადასახედიდან?
სხვათა შორის, გააჟღერა პუტინმაც, რომ მზადაა დაუყონებლივ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დონბასს მისცემენ რუსეთს.
საქმე იმაშია, რომ დონბასი რომც მისცეს ვინმემ რუსეთს, ეს არ ნიშნავს რუსეთისთვის ამ ომის დამთავრებას. ჩემი მტერი ენდო პუტინს. უკრაინელებიც ცხადია არ ენდობიან პუტინს.
რაღაც მზადყოფნა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების კუთხით ტრიალებს ჰაერში. ტრამპმა თქვა კიდეც, რომ ეს მოლაპარაკებები შესაძლებელია შედგეს იმაზე უფრო ადვილად, ვიდრე წარმოგიდგენიათო. ჩემი აზრით, ჩინეთი შესაძლოა გახდეს მნიშვნელოვანი ე.წ. გეიმჩეინჯერი, თუ იგი ჩართეს ამ მოლაპარაკებაში.
ამ ეტაპზე იკვეთება ინტერესი, რომ ჩინეთი შესაძლოა ჩაერთოს მოლაპარაკებაში?
არ გამოვრიცხავ ამას. ვერ გეტყვით, ცხადია, ზუსტად რა მოხდება, მაგრამ მოლაპარაკებებში ჩართვა ჩინეთის ინტერესებშიც შედის. მას სურს, გამოჩნდეს, როგორც მსოფლიო მოთამაშე. უკვე არის საუბარი ღიად იმაზე, რომ მსოფლიოში ორი პოლუსია: აშშ და ჩინეთი. ჩინეთს 2022-23 წლებშიც ჰქონდა გაცხადებული, რომ მზად იყო ჩართულიყო მოლაპარაკების ორგანიზებაში.
ზელენსკიც საუბრობს იმაზე, რომ რუსეთი ჩინეთს ვერ ეტყვის უარს. ჩინეთი რუსეთისთვის მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე. დღეს რუსეთი არ არის ის ქვეყანა, არ არის საბჭოთა კავშირი, რომ ჩინეთს ულტიმატუმებით ელაპარაკოს.
„სოხუმი არის საქართველო! 7 634 სიცოცხლე გადაარჩინა უკრაინამ. ჩვენ გვახსოვს!“ – ბანერი ამ ფრაზებით უკრაინელმა გულშემატკივარმა გაშალა საქართველოში, „დინამო არენაზე“.
უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა საქართველოსა და უკრაინას შორის 2026 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემის 33 წლისთავის მეორე დღეს გაიმართა.
სწორედ ამ მატჩისას გაიხსენეს უკრაინელების წვლილი აფხაზეთის ომის დროს საქართველოს სამხედრო, ტექნიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერაში.
„Слава в єдності / ძალა ერთობაშია“ – ეწერა უკრაინელების მიერ სტადიონზე გაშლილ კიდევ ერთ ბანერზე.
მატჩზე, რომელიც ფრედ, 0-0 დასრულდა, უკრაინელი გულშემატკივრები სკანდირებდნენ – „სოხუმი საქართველოა“, ქართველები – „უკრაინა“, ორივე ერთად კი – „პუტინ ხ***ო“
უკრაინელი ქომაგების ბანერები სტადიონზე
ამ ჟესტმა ქართულ საზოგადოებას გაახსენა ამბავი იმაზე, თუ როგორ ჩამოვიდნენ უკრაინელი მოხალისეები ქართველების დასახმარებლად აფხაზეთის ომის დროს. გარდა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა, უკრაინელები ეხმარებოდნენ მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციაში. დევნილებისა და ქართველი მებრძოლების ინფორმაციით, სწორედ უკრაინული ვერტმფრენებითა და გემებით გამოაღწია აფხაზეთიდან დევნილთა ნაწილმა სოხუმის დაცემამდე ცოტა ხნით ადრე.
საჯარო წყაროებში ოფიციალური ინფორმაცია უკრაინელი სამხედროების ჩამოსვლის, მათი ზუსტი რაოდენობის, მათ მიერ ჩამოტანილი ტექნიკისა თუ ქართველებისთვის გაწეული დახმარების შესახებ ნაკლებად იძებნება. ინფორმაციას აფხაზეთის ომში უკრაინელების მონაწილეობის შესახებ ძირითადად ის ადამიანები ავრცელებენ, ვისაც უშუალო შეხება ჰქონდათ მათთან. ესენი არიან დევნილები, ან თავად მებრძოლები – როგორც ქართველი, ისე უკრაინელები.
ცნობილია, რომ აფხაზეთში მებრძოლი უკრაინელები, ძირითადად იყვნენ მოძრაობა УНА–УНСО-ს წევრები [უკრაინის ნაციონალური ასამბლეა – უკრაინის ეროვნული თავდაცვა]. ისინი რამდენიმე მცირე ჯგუფად ჩამოვიდნენ საქართველოში 1993 წელს და შეუერთდნენ ადგილობრივ გასამხედროებულ ჯგუფებს. მათ შორის, მხედრიონს.
УНА–УНСО-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი დაახლოებით ორი კვირის წინ, 2026 წლის 19 სექტემბერს დაიღუპა ზაპოროჟიეს მიმდებარედ, რუსეთ-უკრაინის ომში.
კარპიუკი ერთ-ერთი იყო იმ უკრაინელებს შორის, ვინც აფხაზეთში იბრძოდა. ის ვახტანგ გორგასლის ორდენითაც არის დაჯილდოებული აფხაზეთში გამოჩენილი მაღალი საბრძოლო მომზადებისა და მამაცობისთვის.
მიკოლა კარპიუკი / ukrinform
“ბათუმელები” შეეცადა აფხაზეთის ომში მონაწილე უკრაინელი მოხალისეების შესახებ ინფორმაცია პირველწყაროებისგან მიეღო. ჩვენ ვესაუბრეთ აფხაზეთის ომის ვეტერანს, ზაზა ჯაფარიძეს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინელებთან ერთად იბრძოდა აფხაზეთში. ასევე, აფხაზეთიდან დევნილ ია შალამბერიძეს, რომელიც ამბობს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ის და მისი ოჯახი, ფაქტობრივად, დაღუპვას გადაარჩინეს.
„სანამ აფხაზეთი არ გათავისუფლდება, ჩემს შვილს არ გადავასვენებო“
ზაზა ჯაფარიძე 27 წლის იყო, როცა აფხაზეთის ომი დაიწყო. ის არ იყო პროფესიონალი სამხედრო – იმ პერიოდში სიღნაღის რაიონში, ინკასაციის უბნის უფროსად მუშაობდა. თუმცა, ომის დასრულების შემდეგ კიდევ 24 წელი იმსახურა საქართველოს თავდაცვის ძალებში. იბრძოდა 2008 წლის აგვისტოს ომშიც.
აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ შეუერთდა ე.წ. ავღანელთა ბატალიონს, დაახლოებით თვე-ნახევრი ემზადებოდა იალღუჯის პოლიგონზე და შემდეგ პირდაპირ აფხაზეთში წავიდა.
იხსენებს, რომ უკრაინელი მოხალისეების ჩამოსვლის შესახებ საუბარი 1992 წელს დაიწყო, თუმცა უშალოდ შეხება მათთან 1993 წელს ჰქონდა: 18 უკრაინელისა და 12 ქართველი მებრძოლისგან შეიქმნა სადაზვერვო ჯგუფი, რომელიც იბრძოდა „შრომის, კინდღის, ლინდავის, ოჩამჩირეს მიმართულებით“.
ჯაფარიძის ინფორმაციით, უკრაინელებს სამხედრო მომზადება გავლილი ჰქონდათ, თუმცა არ ჰქონდა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გამოცდილება. ის ამბობს, რომ მათი აფხაზეთში ჩამოვლის ერთ-ერთი მოტივაცია სწორედ გამოცდილების მიღება იყო, რომელსაც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სხვებს გაუზიარებდნენ.
თუმცა, მათი ნაწილი უკან ვეღარ დაბრუნდა. აფხაზეთში გარდაცვლილ უკრაინელთაგან ერთ-ერთი სწორედ ზაზა ჯაფარიძესთან ერთად იბრძოდა.
ზაზა ჯაფარიძე
„ბრძოლის დროს რასაც ვუყურებდით, ძალიან უშიშარი ხალხი იყო. უკან მაგათ არ დაუხევიათ. უშიშრად მიდიოდნენ.
პატარა ბიჭები იყვნენ. საბრძოლო გამოცდილება უნდოდათ რომ მიეღოთ. რა თქმა უნდა, აქედან სულ სხვა გამოცდილებით ჩავიდოდნენ. იმ საბრძოლო გამოცდილებას უკვე სხვებს გაუზიარებდნენ იქ, უკრაინაში. პოლიგონზე მიღებული გამოცდილება და საბრძოლო მოქმედებები ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც წიგნს წაიკითხავ, ან ფილმს ნახავ [რეალურ ცხოვრებასთან შედარებით]. სულ სხვა თემაა.
1993-ში რომ დაიწყო აფხაზეთის ომი, იმ პერიოდში იუგოსლავიაშიც მიდიოდა საბრძოლო მოქმედებები. ისინი გაიყვნენ ჯგუფებად, რომ მიეღოთ „საბრძოლო ნათლობა“. რამდენიმე ჯგუფი წავიდა იუგოსლავიის მიმართულებით და ნაწილი შემოვიდა ჩვენთან.
მამა-შვილი იყო ჩამოსული – სამწუხაროდ, გვარი არ მახსოვს – შვილი დაიღუპა აქ, აფხაზეთში ერთ-ერთი შეტაკების დროს. იქ დაიმარხა, სოხუმში. მამამისმა თქვა, სანამ აფხაზეთი არ გათავისუფლდება, ჩემს შვილს არ გადავასვენებო. არ ვიცი, შემდეგ რა მოხდა, გადაასვენა თუ არა. არ ვფლობ მაგდენ ინფორმაციას“, – გვიყვება ზაზა ჯაფარიძე.
გვარი არ ახსოვს, მაგრამ სავარაუდოა, რომ გულისხმობს იგორ და ლეონიდ ტკაჩუკებს. როგორც ქართულ, ისე უკრაინულ წყაროებში სწორედ მამა-შვილი ტკაჩუკების შესახებ იძებნება ინფორმაცია.
ლეონიდ ტკაჩუკი 1993 წლის 19 ივლისს შრომის მისადგომებთან მოკლეს. მაშინ ის 19 წლის იყო. მამის, იგორ ტკაჩუკის სურვილით, თავდაპირველად სოხუმში დაკრძალეს, თუმცა 28 წლის შემდეგ, 2021 წელს, ის ჯერ სოხუმიდან თბილისში, შემდეგ კი უკრაინაში, ქალაქ ლვოვში გადაასვენეს. მისი გადასვენების ცერემონიაზე დასასწრებად საქართველოში იმყოფებოდა ლეონიდის მამა, იგორ ტკაჩუკიც.
„იდენტიფიცირებულ და გადმოსვენებულ იქნა უკრაინული სამხედრო-პატრიოტული ორგანიზაცია „უნა-უნსოს“ მეომრის, ლეონიდ ტკაჩუკის ნეშტი, რომელიც 1993 წლის 19 ივლისს სოფელ შრომასთან აფხაზურ-რუსულ ფორმირებებთან, კავკასიელ კონფედერატებთან და კაზაკებთან შეტაკებების დროს დაიღუპა და სოხუმში, კურჩენკოს პარკში იყო დაკრძალული; მას, ოჯახის გადაწყვეტილებით, ხვალ, ლვოვში, თანამებრძოლების გვერდით, საძმო სასაფლაოზე დაკრძალავენ“, – წერია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც 2021 წელს გამოქვეყნდა.
ლეონიდ ტკაჩუკის ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში, საიდანაც მშობლიურ ლვოვში გადაასვენეს (ფოტო: ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური)
პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ლეონიდ ტკაჩუკს ვახტანგ გორგასლის ორდენი მიანიჭა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, იგივე ჯილდო შევარდნაძემ აფხაზეთში მებრძოლ სხვა უკრაინელებსაც მიანიჭა. გორგასლის ორდენის მფლობელთაგან 7 აფხაზეთის ომში დაიღუპა და მათ ჯილდო სიკვდილის შემდეგ მიიღეს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ შევარდნაძემ უკრაინელ მებრძოლთა ნაწილს საქართველოს საპატიო მოქალაქის სტატუსიც მიანიჭა.
ლვოვში ლეონიდ ტკაჩუკის დაკრძალვას დაესწრო УНА–УНСО-ს წევრი, იგორ მაზური, რომელიც მასთან ერთად იბრძოდა აფხაზეთში. მან მედიასთან გაიხსენა შეტაკება შრომის მისადგომებთან და ლეონიდის დაღუპვის დღე.
მაზურის ინფორმაციით, 1993 წლის 17 ივლისს მიიღეს ბრძანება ქართული შტაბისგან, რომ უნდა გაერღვიათ მტრის თავდაცვის ხაზი სოხუმის გარეუბანში. ის გულისხმობდა სოფელ შრომას, რომელსაც, მისივე განმარტებით, სოხუმის დაცვისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. მაზური ჰყვება, რომ ქართველ მებრძოლებთან ერთად ისინი შრომაში შეიჭრნენ და მტერს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს. თუმცა, დაპირებულმა დამხმარე რაზმმა დააგვიანა და ალყაში მოექცნენ. 19 ივლისს მათ ქართული შტაბისგან უკან დახევის ბრძანება მიიღეს.
იგორ მაზური ჰყვება, რომ უკან დახევის ბრძანების მიღების დროს ლეონიდ ტკაჩუკი, რომელსაც, თურმე Цвях-ს, ანუ ლურსმანს ეძახდნენ, უკვე დაჭრილი იყო. მაზური იხსენებს, რომ დაჭრილების გამოყვანის დროს რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს.
„ქართულმა არტილერიამ გვიხსნა. მათ სოფლის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს და რუსები შეშინდნენ. თუმცა, სნაიპერის ტყვიამ „ცვიახი“ სასიკვდილოდ დაჭრა. ჩვენ ის ქურთუკზე დავაწვინეთ – მე და ერთი მებრძოლი უკნიდან ვიჭერდით, ორი – წინიდან.
[…] მამამისი ჩვენკენ გამოიქცა და ყვიროდა: „როგორ არის ლუსიკი?!“ […] მამამისს საფრანგეთი უყვარდა და შვილს ბავშვობიდან ლუსიკს, ან ლუსიენს ეძახდა.
19 წლის ბიჭი უკვე ქალების გულთამპყრობელი იყო. ქართველი გოგოები ჩვენს ბიჭებს დიდად არ აქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ მას უკან ედევნებოდნენ. როდესაც მანქანამდე მივიყვანეთ, მან ცისკენ აიხედა და გაიყინა. თვალები მე დავუხუჭე“, – იხსენებს უკრაინულ ონლაინმედია gazeta.ua-სთან კაპიტანი მაზური.
იგორ მაზური დღემდე მსახურობს უკრაინის თავდაცვის ძალებში – ის ერთ-ერთი ბატალიონის ოცმეთაურია. მაზურის ინფორმაციით, აფხაზეთში მხოლოდ УНА–УНСО-ს 125 წევრი იბრძოდა 1993 წლის ივნისიდან ნოემბრამდე პერიოდში. გარდა ამისა, მისი თქმით, უკრაინელი მოხალისეები მონაწილეობდნენ კოდორის ხეობაში პარტიზანულ ბრძოლებში 1997-2001 წლებში ომში.
იგორ მაზური (ფოტო: უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი)
ლეონიდ ტკაჩუკი „არგოს“ წევრი იყო – სწორედ ასე ერქვა რაზმს, რომელშიც აფხაზეთში მებრძოლ უკრაინელთა დიდი ნაწილი იყო გაერთიანებული. მისი დაკრძალვის დღეს „არგოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ედუარდ ბელუსმა გაიხსენა, რომ ლეონიდს აფხაზეთის ომის შესახებ მოგონებების დაწერა და წიგნად გამოცემა უნდოდა.
„მას იუმორის კარგი გრძნობა ჰქონდა და იცოდა, ომზე საინტერესოდ როგორ მოეყოლა. საშინელ ამბებსაც კი ლამაზად ჰყვებოდა.
როცა დაიღუპა, მამამისმა გადაწყვიტა შვილი იმ ქართულ მიწაზე დაეკრძალა, რომლის დაცვის დროსაც დაიღუპა. მე ამ გადაწყვეტილებას დიდად არ ვემხრობოდი, მაგრამ იქნებ ასეც სჯობდა: მაშინ რომ უკრაინაში ჩამოესვენებინათ და ჩუმად დაეკრძალათ, მის შესახებ ვერავინ გაიგებდა. დღეს კი ის სამხედრო პატივით იკრძალება“, – განაცხადა ედუარდ ბესულმა.
ლვოვში ლეონიდ ტკუჩოვის დაკრძალვაზე იმყოფებოდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი (ტკაჩუკის დაკრძალვიდან თვე-ნახევარში ის საქართველოში ჩამოვიდა, რის შემდეგაც დააკავეს). მან მადლობა გადაუხადა ტკაჩუკების ოჯახს გმირი შვილის აღზრდისთვის და უთხრა, რომ მათი ბრძოლა აფხაზეთში მუდამ დარჩება ქართველი ხალხის მეხსიერებაში.
„აფხაზებისთვის სოხუმის აღება შეუძლებელი იქნებოდა, ქართველები მოლაპარაკების მაგიდასთან რომ არ დამსხდარიყვნენ და მძიმე შეიარაღება არ გაეყვანათ. იგივე შეიძლება ჩვენთანაც განმეორდეს. რუსეთი არ დამშვიდდება. მას ჩვენი განადგურება სურს“, – უთხრა უკრაინულ მედიას ლეონიდის მამამ.
ეს იყო 2021 წლის აგვისტოში, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ნახევარი წლით ადრე.
იგორ ტრაჩუკი შვილის ცხედართან (ფოტო: ვალერი შმაკოვი / gazeta.ua)
„რაც მეტ რუსს გავანადგურებთო ამ ომში, მით ნაკლებთან გვექნება საომარი ჩვენს მიწა-წყალზეო“
ზაზა ჯაფარიძე იხსენებს, როგორ ჰკითხა უკრაინელ თანამებრძოლს მათი საქართველოში ჩამოსვლისა და აფხაზეთისთვის ბრძოლის მოტივაციის შესახებ. მისი პასუხი დღემდე ახსოვს.
„ასეთი კითხვა დამებადა – ვიცოდი, რომ გვეხმარებოდნენ, მაგრამ მაინც ვკითხე, რატომ ხართ აქ-მეთქი. ჩვენო, რაც მეტ რუსს გავანადგურებთ ამ ომშიო, მით ნაკლებ რუსთან გვექნება საომარი ჩვენ მიწა-წყალზეო. აი, ასეთი განწყობით იყვნენ.
მაგათ წინასწარვე იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიან რუსეთთან ექნებოდათ კონფლიქტი. ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება. წინასწარ დაგეგმილი იყო, ნაღმი იყო ჩადებული და ადრე თუ გვიან ეგ ნაღმი აფეთქდებოდა და მოხდებოდა ის, რაც დღეს ხდება უკრაინაში.
სხვათა შორის, მაგათ წამოყვანილი ჰყავდათ თავიანთი მამაო. ყოველ საბრძოლო დავალების წინ, როცა მოვეწყობოდით, ჯერ თავიანთ ენაზე დაგვლოცავდა, მერე – ქართული არ იცოდა, რა თქმა უნდა და რუსულად უწევდა. მერე, ქართველებს ხატები გვაჩუქა. შევეკითხე, მამაო, თქვენ ჩამოსული ხართ ომში და რამდენად შეიძლება, საბრძოლო მოქმედებებში მიღოთ მონაწილეობა-მეთქი. უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება ვისროლოო. თავდაცვის მხრივ, ალბათ, მაგას გულისხმობდა“, – იხსენებს ჯაფარიძე.
ის უკრაინელებთან ერთად რამდენიმე თვე იბრძოდა. შემდეგ მათ ჯგუფი დაიშალა და სხვადასხვა ბატალიონში გადანაწილდნენ. ამბობს, რომ ომის მიწურულს უფრო მეტი უკრაინელი ჩამოვიდა, რომლებიც ძალიან დაეხმარნენ მშვიდობიან მოსახლეობას აფხაზეთის დატოვებაში.
„მე ვლაპარაკობ იმას, რისი მომსწრეც ვარ, არავის მონაყოლს არ ვიმეორებ. ამ ჯგუფთან ერთად გვეძინა, ერთად ვჭამდით, საბრძოლო მოქმედებებში ერთად ვმონაწილეობდით. ასე იყო დაახლოებით აგვისტომდე, 1993 წლის აგვისტომდე. მერე დისლოკაციის ადგილები შეიცვალა, გადანაწილება მოხდა, შეერთებები ბატალიონების და მოკლედ, დავიქსაქსეთ – ზოგი იქით წავედით, ზოგი აქეთ. ზოგი მხედრიონში, ზოგიც „თეთრ არწივში“… შემდეგ, სოხუმის დაცემის დროს, უკრაინულმა ავიაციამაც მაგარი დახმარება გაგვიწია“, – ამბობს ვეტერანი სამხედრო.
ფასდაუდებელი თანადგომა
სწორედ სოხუმის დაცემის შემდეგ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გაწეულ დახმარებაზე გვესაუბრა ია შალამბერიძე. ის საკუთარი ოჯახის მაგალითზე მოგვიყვა, რა როლი ჰქონდათ უკრაინელ მოხალისეებს აფხაზეთიდან დევნილების გამოყვანის პროცესში.
ია შალამბერიძე მაშინ 7 წლის იყო, მისი უფროსი ძმა – 9 წლის. 1993 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში მამამ, რომელიც ომში იბრძოდა, გადაწყვიტა, რომ ოჯახი აფხაზეთიდან გაეყვანა. თუმცა, იმ დროს რთული იყო უსაფრთხო გზის მონახვა.
ომის დაწყების შემდეგ შალამბერიძეების ოჯახი თბილისში წამოვიდა, თუმცა სოჭის მოლაპარაკებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ისინი სახლში დაბრუნდნენ. ია იხსენებს, რომ სკოლაში სწავლაც დაიწყო. თუმცა, ვითარება მალე რადიკალურად შეიცვალა.
„ძალიან დიდხანს ვცდილობდით გამოგვენახა გზა, რომ დაგვეტოვებინა კონფლიქტის ზონა. დაახლოებით 1 კვირაში, 21 სექტემბერს, მამამ თქვა, რომ ბოლო ვარიანტი არის თვითმფრინავი და წავედით აეროპორტში. არ იყო არანაირი ტრანსპორტი და სოხუმიდან ბაბუშერას აეროპორტამდე წავედით ფეხით. მე, ჩემი უფროსი ძმა, რომელიც 9 წლის იყო მაშინ, დედა და მამა. მამა გვაცილებდა. მახსოვს, როგორ იბომბებოდა ქალაქი – ცხედრები ეყარა პირდაპირ ქუჩაში.
ბაბუშერას აეროპორტში იყო ისეთი სიტუაცია, როგორი სცენებიც გინახავთ ცნობილ ფოტოებში: ტრაპები გადავსებული იყო ადამიანებით. წარმოიდგინეთ, თვითმფრინავი არ არის, მაგრამ ადამიანები ერთმანეთს ებრძვიან, რომ ავიდნენ ამ ტრაპზე. ეს ტრაპი იყო ბოლო იმედი, რომ თვითმფრინავი ჩამოდგებოდა და ავიდოდნენ თვითმფრინავში.
ჩვენ ტრაპზე არ ავსულვართ. გვერდით იდგა კიდევ ერთი თვითმფრინავი, რომელზეც ტრაქტორი იყო მიყენებული. იმას ტრაპი არ ჰქონდა და ტრაქტორიდან უნდა ასულიყო ხალხი. ძირითადად, მებრძოლები ეხმარებოდნენ – ერთი აგისროდა, მეორე ზემოდან დაგიჭერდა და ასე. ერთ-ერთმა მებრძოლმა მომკიდა ხელი და ამისროლა თვითმფრინავში. შემეშინდა – დედას ვერ ვხედავდი, მამას ვერ ვხედავდი, სრული ქაოსი იყო. მერე ჩემი ძმა და დედაჩემიც ამოიყვანეს“, – იხსენებს ია.
ია შალამბერიძე
მისი ინფორმაციით, თვითმფრინავს, რომელშიც ისინი ავიდნენ, დაჭრილი მებრძოლები უნდა გადაეყვანა. თუმცა, ჯარისკაცები ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქე აეყვანათ თვითმფრინავში, რომ გაერიდებინათ კონფლიქტის ზონიდან.
ია იხსენებს, რომ თვითმფრინავი საკაცეებით იყო გადავსებული, რომლებზეც დაჭრილი სამხედროები იწვნენ. გარდა ამისა, თვითმფრინავში აიყვანეს დასაშვებზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. დაძაბულობისა და ნერვიულობისა გამო დაიწყო ქაოსი, რასაც ჭყლეტა მოჰყვა. იას თქმით, ამ ჭყლეტის დროს მის თვალწინ დაიღუპა ერთ-ერთი დაჭრილი სამხედრო.
დაჭრილი თანამებრძოლის დაღუპვამ ჯარისკაცები გააბრაზა და მოქალაქეებს თვითმფრინავის დატოვება მოსთხოვეს. ია იხსენებს, რომ სამხედროებმა იარაღის ჰაერში სროლით, ფაქტობრივად იძულებით ჩაიყვანეს მოქალაქეები თვითმფრინავიდან და ადგილი ისევ დაჭრილ სამხედროებს გამოუთავისუფლეს. ამ დროს, იას დედა პილოტის კაბინაში შევიდა და დახმარება სთხოვა. ის დათანხმდა და ქალი ორ შვილთან ერთად კაბინაში დამალა. ასე დარჩნენ ია, მისი ძმა და დედა დაჭრილ მებრძოლებთან ერთად თვითმფრინავში, საიდანაც სხვა მოქალაქეები ჩაიყვანეს.
„უცებ, გვესმის განწირული ყვირილი კაბინაში [რაციაში]. ფაქტობრივად, მომსწრეები გავხდით იმ პილოტის უკანასკნელი სიტყვების, რომელიც ყვიროდა, ჩამოგვაგდეს, ზღვაში ვვარდებით, ვიღუპებითო. რუსულად ამბობდა ამას. ეს იყო სოჭიდან მომავალი სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ჩამოაგდეს აფხაზებმა. ეს ამბავი მოგვიანებით გავიგე.
ჩვენ ჯერ არ ვიყავით აფრენილები. ჩემი ძმა ჩავარდა ისტერიკაში, ჩვენც ჩამოგვაგდებენო, ჩავიდეთ თვითმფრინავიდანო. რამდენიმე წუთში დაიწყო ბაბუშერას აეროპორტის დაბომბვაც. არ მახსოვს, როგორ გადმოვხტით თვითმფრინავიდან, მაგრამ მახსოვს, როგორ გვეფარებოდნენ უცხოელი ჟურნალისტები საკუთარი სხეულით, თავიანთი ეკიპირებით.
ისინი ცოტა ხნით ადრე ამოვიდნენ თვითმფრინავში კადრების გადასაღებად. ხოხვა-ხოხვით და ასე, ბავშვებზე გადმოფარებულებმა გამოგვიყვანეს – აეროპორტის ბუნკერამდე მიგვაცილეს. ამის შემდეგ ის ჟურნალისტები აღარ გვინახავს. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ, დავიხოცებოდით. მათ ჩვენი სიცოცხლე გადაარჩინეს“, – ჰყვება ია.
აეროპორტის ბუნკერსაც უამრავი მოქალაქე აფარებდა თავს. იას ოჯახი იქიდან ფეხით წავიდა სოფელ ქვემო ფშაფში, სადაც იას ბებია ცხოვრობდა. აეროპორტის დაბომბვის შემდეგ ფრენები შეწყდა, ამიტომ აფხაზეთიდან გამოღწევის ერთადერთი გზა ჭუბერი იყო. შალამბერიძეების ოჯახი სწორედ ამ ვარიანტს განიხილავდა, როცა გაიგეს, რომ გულრიფშის სანაპიროს გემი მოადგა, რომელსაც მათი გადაყვანა შეეძლო.
შალამბერიძეების ოჯახი უკრაინელების გემზე 27 სექტემბერს ავიდა. იმ დღეს სოხუმი დაეცა.
„27-ში მოვიდა ბიძაჩემი და გვითხრა, რომ უკრაინული გემი მოადგა სანაპიროს და გადაგვიყვანსო. გემი გულრიფშში იყო ჩამომდგარი. მე მახსოვს ორი გემი, მაგრამ, როგორც ვიცი, იქამდეც გავიდა გემი ბათუმისკენ. ჩვენ ფოთში ჩავედით.
ამ მასშტაბის გემი კი არა, არაფერი არ მქონდა ნანახი იქამდე. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. რომ შევედით, დაბლა მთელი საბრძოლო მასალა და ტექნიკა იყო – ტანკი, ტყვიამფრქვევი. მანქანები და ა.შ. ბორტზე საკმაოდ ბევრი ადამიანი დაიტია ამ გემმა. ზუსტი ციფრების თქმა გამიჭირდება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ იმ მასშტაბის იქამდე არაფერი მქონდა ნანახი.
გემიც, საბრძოლო ტექნიკაც და ეკიპაჟიც იყო უკრაინული. მახსოვს, გარკვეული პერიოდი ვერტმფრენიც მოგვაცილებდა ზემოდან, რაც დამატებით დაცულობას განცდას გვიჩენდა. ეს უსაფრთხოების შეგრძნება იყო მნიშვნელოვანი მაშინ ჩვენთვის. ძალიან დიდი მადლიერების გრძნობა მაქვს დღემდე. ასეთ მომენტებში თანადგომას ფასი არ აქვს, ფასდაუდებელია. თან, როცა საკუთარი სიცოცხლის ფასად აკეთებენ ამას.
მახსოვს ერთი ინციდენტი – წყლის მილი გასკდა, წყალი შემოვიდა იქ, სადაც ვიყავით და გვეგონა, რომ ვიძირებოდით. უცებ შემოვარდნენ უკრაინელი სამხედროები და აღმოფხვრეს პრობლემა. მაშინ ვნახე პირადად ისინი, მაშინ გავიგე, რომ უკრაინელები იყვნენ.
ფოთში რომ ჩავედით, ფოთელების თანადგომა კიდევ ცალკე მოსაყოლი ამბავია – სრულიად უცხო ადამიანებს როგორ გვხვდებოდნენ, როგორ გვთავაზობდნენ ღამის გასათევს, ცხელ ჩაის და ა.შ. მაგრამ, ეს შენი ქვეყანაა და შენი ერია და თითქოს უფრო ბუნებრივი იყო მათგან. აი, უკრაინელები საიდან ჩამოვიდნენ, რომ საერთო მტრის წინააღმდეგ დაგვხმარებოდნენ. ვფიქრობ, როცა საერთო მტერი გყავს, ეს გაერთიანებს.
ია შალამბერიძეც და ზაზა ჯაფარიძეც პარალელს ავლებენ 33 წლის წინანდელ აფხაზეთის ომსა და უკრაინაში ამჟამად მიმდინარე ომს შორის. ორივე ამბობს, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ქართველებმა წლების წინ გამოვიარეთ. მაშინ ქართველი მებრძოლების მხარდამხარ უკრაინელი მოხალისეები იბრძოდნენ, ზუსტად ისე, როგორც ახლა იბრძვიან უკრაინაში ქართველი მოხალისეები.
„ჩვენ ვიბრძოდით აფხაზეთში უკრაინისთვის“ – ასე შეაჯამა უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რადიო-გადაცემა, სადაც აფხაზეთში მებრძოლი უკრაინელი სამხედროები მიიწვიეს. ეს იყო 2024 წლის თებერვალში. ჟურნალისტმა ოლენა ბადიუკმა УНА-УНСО-ს ერთ-ერთ ლიდერს, ვალერი ბობროვიჩს ჰკითხა, როგორ აღმოჩნდნენ ისინი აფხაზეთში 1993 წელს.
ბობოვიჩი ჰყვება, რომ 1993 წელს УНСО-ის შტაბში [მოძრაობა „უკრაინის ეროვნული თავდაცვა“] მივიდა აფხაზეთიდან უკრაინაში ჩასული ქალი, რომელმაც მოძრაობის წევრებს სთხოვა, დახმარებოდნენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ქართველების წინააღმდეგ.
„საქართველოში წავედი, რათა ადგილზე გამერკვია ყველაფერი. აღმოვაჩინეთ, რომ აფხაზ სეპარატისტებს რუსეთი უჭერდა მხარს. ამ დროს მივხვდით, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი, რომელიც მესამე საუკუნეა გრძელდებოდა, მომავალშიც გაგრძელდებოდა“, – თქვა ბობოვიჩმა და განმარტა, რომ სწორედ ეს გარემოება გახდა საფუძველი, მათ აფხაზეთში ქართველების მხარეს, უკრაინისთვის ებრძოლათ.
მთავარიფოტო: უკრაინელი მოხალისეები აფხაზეთის ომში / wikipedia
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო [კმდს] ქობულეთის დაბა ჩაქვში ლაო ჯინ ჯაოს სახლის რემონტს აგრძელებს და დამატებით ნახევარი მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.
კმდს აღნიშნულ შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, 2024 წლიდან არემონტებს. შენობაზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და ამჯერად ინტერიერი უნდა მოეწყოს [მათ შორის სადეგუსტაციო და სამზარეულო სივრცეები], თუმცა, სააგენტომ ტენდერი მაინც „ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სახლის რეაბილიტაციაზე“ გამოაცხადა.
ტენდერის მიხედვით ამჯერად ლაო ჯინ ჯაოს სახლის „მესამე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები“ უნდა ჩატარდეს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 537 ათას 130 ლარია.
ლაო ჯინ ჯაოს რეაბილიტირებული სახლი ჩაქვში / ფოტო გადაღებულია 2026 წლის ივლისში
თავდაპირველადლაო ჯინ ჯაოს სახლისსარეაბილიტაციო პროექტის შესყიდვაზე ხელშეკრულება კმდს-მ ინდ.მეწარმე პაატა ნუცუბიძესთან 2024 წლის თებერვალში გააფორმა. საპროექტო დოკუმენტაციაში სააგენტომ 53 700 ლარი გადაიხადა. პროექტის შესაძენად ტენდერი 70 ათასი ლარით იყო გამოცხადებული.
ამ პროექტის საფუძველზე კი კმდს-მ ტენდერი [ამჯერად პირველი ეტაპის] სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე 961 ათასი ლარით გამოაცხადა იმავე წელს.
ამ პირველ ტენდერში გამარჯვებულად გამოავლინეს შპს „იორ ბუილდინგ კომპანი“, რომელთანაც ხელშეკრულება 900 ათას ლარზე გააფორმეს [დღგ-ს ჩათვლთ], თუმცა საბოლოოდ კომპანიას ჯამში 988 ათას 110 ლარი გადაუხადეს.
ლაო ჯინ-ჯაოს საცხოვრებელი სახლის „მეორე ეტაპის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე კმდს-ს ხელშეკრულება კვლავ შპს „იორ ბუილდინგ კომპანისთან“ აქვს გაფორმებული 2026 წლის 24 მარტს. ამჯერად 265 ათას 723 ლარზე. სამუშაოები ძირითადად ეზოს მოწყობას ითვალისწინებს.
ამ ხელშეკრულების ფარგლებში აღნიშნულ კომპანიაზე დღევანდელი მდგომარეობით უკვე გადახდილია 95 ათას 776 ლარი.
ჩაქვში, სანაპიროზე [ზღვიდან დაახლოებით 30 მეტრში] მდებარე ეს ქონება 2021 წლიდან „საქართველოს საპარტნიორო ფონდისთვის“ იყო გადაცემული, მანამდე კი, ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას წარმოადგენდა.
სახელმწიფომ, 2023 წლის სექტემბერში, ქონება ქობულეთის მუნიციპალიტეტს გადასცა, ქობულეთმა კი – 2023 წლის 31 ოქტომბერს აჭარას – შემდგომში პრივატიზებისთვის.
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე კიდევ ერთი ავარია დასრულდა მსხვერპლით. წუხელ, ღამის საათებში „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა მიკროავტობუსს. ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა ახალგაზრდა კაცი. ის მსუბუქი ავტომანქანის საჭესთან იჯდა.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო.
„დაზიანებულია გზა და წუხელ, ღამის საათებში ამას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. დღეს დაიწყეს გზის მოპირკეთება,“ – მოგვწერეს ამ შემთხვევის შესახებ ფრიდონ ხალვაშის ქუჩიდან.
ფრიდონ ხალვაშის ქუჩაის ქუჩაა ბათუმში, რომლის კეთილმოწყობაზეც „ოცნების“ მთავრობამ დაახლოებით 20 მლნ ლარი უკვე დახარჯა. ქუჩაზე მოწესრიგებული ამ დრომდე არაა გარეგანათება, ტროტუარები. ქუჩის არაერთ მონაკვეთში პრობლემაა საგზაო მონიშვნები, შუქნიშნები და ზებრა გადასასვლელი.
ფრიდონ ხალვაშის ქუჩის რეაბილიტაციაზე შპს „ერ ტე დე“ მუშაობდა. ეს ის კომპანიაა, რომელმაც თბილისში, წერეთლის ქუჩაზე შესრულებული სამუშაოებით განსაკუთრებით გაითქვა სახელი ჟურნალისტ ბექა ყორშიას სატირული სიუჟეტით „გუთენ ტრაქენის მეთოდზე“.
ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ხშირია ავარია და მგზავრების, ასევე ქვეითების დაღუპვის შემთხვევები. 7 დღის წინ, 27 სექტემბერს, შუადღისას, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მიკროავტობუსი ქვეითებს დაეჯახა, რის შედეგადაც 5 წლამდე ბავშვი დაიღუპა.
მხოლოდ ამ ქუჩაზე ბოლო წლებში მომხდარი ავარიების შესახებ „ბათუმელების“ მიერ მომზადებული სტატია იხილეთ აქ.