ბათუმში 800-მდე აბონენტს გაზი არ მიეწოდება

Comments Off on ბათუმში 800-მდე აბონენტს გაზი არ მიეწოდება

დღეს, 31 მარტს, ბათუმში, ბონის დასახლებაში მდებარე რამდენიმე ქუჩას გაზის მიწოდება შეუწყდა. როგორც „სოკარში“ გვითხრეს, ამ დროისათვის ბათუმში დაახლოებით 800 აბონენტია გათიშული. „სოკარში“ ამბობენ, რომ გაზის გათიშვის მიზეზი მიწისქვეშა მილის... Read More

ბორჯომის პარკში იყიდება სუვენირები, რომლებზეც პუტინია გამოსახული – მოქალაქე

Comments Off on ბორჯომის პარკში იყიდება სუვენირები, რომლებზეც პუტინია გამოსახული – მოქალაქე

ფეისბუკმომხმარებელი ანა მაცაბერიძე სოციალური ქსელის პირად გვერდზე ბორჯომში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ფოტოებზე ჩანს სუვენირები, ეგრეთ წოდებული მაცივრის დეკორატიული მაგნიტები, რომლებზეც ვლადიმერ პუტინის ფოტოა გამოსახული წარწერით – „А Я ВТИХАРЯ ПЬЮ... Read More

მაჭახლელები ხეობაში ჰესების წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ და პრემიერს მიმართავენ

Comments Off on მაჭახლელები ხეობაში ჰესების წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ და პრემიერს მიმართავენ

მაჭახელას ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა ხეობაში ჰესის აშენების მოწინააღმდეგეთა ხელმოწერებს მთელი აჭარის მასშტაბით აგროვებს. ჰესის მოწინააღმდეგეები აპირებენ ხელმოწერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის სახელზე გაგზავნილ განცხადებას დაურთონ თან იმის საილუსტრაციოდ, რომ მაჭახელას... Read More

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი და ზვიად გამსახურდიას იუბილე ბათუმში 

Comments Off on საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი და ზვიად გამსახურდიას იუბილე ბათუმში 

დღეს, 31 მარტს, ბათუმში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე და ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა ისტორიული კადრების ჩვენება და ფოტო და დოკუმენტური მასალის... Read More

თოვლიანი გაზაფხული ქედაში [ფოტო]

Comments Off on თოვლიანი გაზაფხული ქედაში [ფოტო]

მარტის ბოლოს აჭარის მთიანეთში პერიოდულად ისევ თოვს. ეს ფოტოები ქედაში, სოფელ გობრონეთშია გადაღებული 30 მარტს. სინოპტიკოსების ცნობით, აჭარის მაღალმთიანეთში თოვა მოსალოდნელია უახლოეს დღეებშიც.... Read More

ბათუმში ტურიზმის ფესტივალი „ტურისტერი“ მიმდინარეობს

Comments Off on ბათუმში ტურიზმის ფესტივალი „ტურისტერი“ მიმდინარეობს

ტურიზმი, მასთან დაკავშირებული პრობლემები და გამოწვევებია ტურიზმის ფესტივალ „ტურისტერის“ მთავარი თემა. დარგის სპეციალისტები და დაინტერესებული პირები საქართველოში ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ ბათუმში, კლუბ „გეითში“, სადაც ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალი „ტურისტერი“  ბათუმში... Read More

ხელვაჩაურში ცეცხლსასროლი იარაღით კაცი დაჭრეს – მისი მდგომარეობა მძიმეა

Comments Off on ხელვაჩაურში ცეცხლსასროლი იარაღით კაცი დაჭრეს – მისი მდგომარეობა მძიმეა

30 მარტს ხელვაჩაურში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, რეანიმაციაში იმყოფება. მას თავის არეში აქვს მიყენებული საფანტის ტყვიით ჭრილობები და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება... Read More

1,6 მილიონი ლარის ზარალი ბიუჯეტს – ბათუმის მერია „ბაზისბანკს“ სასამართლოში უჩივის

Comments Off on 1,6 მილიონი ლარის ზარალი ბიუჯეტს – ბათუმის მერია „ბაზისბანკს“ სასამართლოში უჩივის

„იაფი სახლის“ მშენებლობის საწყის ეტაპზე ბათუმის ბიუჯეტს, ოფიციალური მონაცემებით, 1 644 341 ლარის ზიანი მიადგა. ქალაქის მერია ამ თანხის ანაზღაურებას სასამართლოში „ბაზისბანკისგან“ ითხოვს. „იაფი სახლის“ მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია... Read More

პირველმა არხმა საშობაო წირვის უნებართვო ტრანსლირებისთვის აჭარის ტელევიზიას უჩივლა

Comments Off on პირველმა არხმა საშობაო წირვის უნებართვო ტრანსლირებისთვის აჭარის ტელევიზიას უჩივლა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“ ადმინისტრაციული გაფრთხილება მისცა საზოგადოებრივი მაუწყებლის [პირველი არხი] პირდაპირ ეთერში გასული საშობაო ლიტურგიის ტრანსლაციის განთავსებისთვის. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას პირველმა არხმა მიმართა განცხადებით, რომლის... Read More

პოლიცია ნერწყვის ტესტერით დაადგენს, არის თუ არა მძღოლი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ

Comments Off on პოლიცია ნერწყვის ტესტერით დაადგენს, არის თუ არა მძღოლი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ

პირველი აპრილიდან სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის გათვალისწინებულია... Read More

„შერატონში“ პოლიცია ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებდა – გამოძიება ცრუ შეტყობინების მუხლით დაიწყო

Comments Off on „შერატონში“ პოლიცია ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებდა – გამოძიება ცრუ შეტყობინების მუხლით დაიწყო

31 მარტს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ სამართალდამცავები ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებდნენ. ზარი იმის შესახებ, რომ სასტუმროს კაზინოში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო, 112-ზე შევიდა, რასაც კაზინოში მყოფი ადამიანების ევაკუაცია მოჰყვა. ასაფეთქებელი ნივთიერება სამართალდამცავებმა ადგილზე... Read More

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ბათუმის უნივერსიტეტში არ შეუშვეს – ბსუ-ში უარყოფენ

Comments Off on ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ბათუმის უნივერსიტეტში არ შეუშვეს – ბსუ-ში უარყოფენ

პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში ლექციის წასაკითხად არ შეუშვეს. დაახლოებით ერთი საათის წინ ფეისბუკ ლაივში ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც უნივერსიტეტის ეზოში ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად იყო,... Read More

როცა ქართულის შესასწავლად კილომეტრებს გადიხარ

Comments Off on როცა ქართულის შესასწავლად კილომეტრებს გადიხარ

ქართული ენის კარგად ცოდნა ეთნიკური უმცირესობებისთვის ინტეგრაციის გზაზე გადადგმული მხოლოდ პირველი ნაბიჯია. როგორ დგამენ ამ ნაბიჯებს ისინი, რა გარემოებებს მიჰყავთ ენის ცოდნის აუცილებლობამდე და როგორია იმ ადამიანების გამოცდილება, ვინც შეძლო... Read More

ალიანს სიტი – ახალი ტრენდი დეველოპმენტში

Comments Off on ალიანს სიტი – ახალი ტრენდი დეველოპმენტში

„ალიანს ჯგუფი“, ლიდერი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია საქართველოში, ბათუმში ახალ უპრეცედენტო ენერგოეფექტურ პროექტს განავითარებს. პრემიუმკლასის ბრენდული საერთაშორისო სასტუმროებისა და აპარტოტელების შემდეგ, კომპანია აჭარის რეგიონში პირველი საერთაშორისო სტანდარტების სავაჭრო ცენტრს და A კლასის... Read More

ბათუმში რესტორანმა „მიუნჰენმა“ ტროტუარზე რკინის კონსტრუქცია დადგა

Comments Off on ბათუმში რესტორანმა „მიუნჰენმა“ ტროტუარზე რკინის კონსტრუქცია დადგა

ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე, რესტორანმა „მიუნჰენმა“ ტროტუარი რკინის კონსტრუქციით მთლიანად აითვისა. ბათუმის მერიამ ძველ ბათუმში, მათ შორის ამ ქუჩაზეც, ერთი თვის წინ რეიდი ჩაატარა და კაფე-ბარების მეპატრონეებს სარეკლამო აბრები ჩამოახსნევინა, ასევე, ტროტუარზე... Read More

ბათუმში ქიმიური ტერმინალის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ

Comments Off on ბათუმში ქიმიური ტერმინალის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ

ამ წუთებში [15:30] ბათუმში, „ვარდების სკვერში“, იმ მოქალაქეების საპროტესტო აქცია იმართება, რომლებიც ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგნი არიან. ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლების განმარტებების მიუხედავად, საზოგადოების ნაწილი ქიმიური... Read More

უნიკალური ნივთების ახალი სიცოცხლე

Comments Off on უნიკალური ნივთების ახალი სიცოცხლე

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე არქეოლოგიურ მუზეუმში აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უნიკალური მასალაა დაცული. აქ ნივთები ბრინჯაოს ხანიდან ახ. წ. შუასაუკუნეების ჩათვლით თარიღდება. ესაა ქართული და უცხოური წარმომავლობის მონეტები, ბრინჯაოს, მინისა და კერამიკის... Read More

„ვახტანგ ბერიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა“ – გამოძიება ხულოს მერის წინააღმდეგ

Comments Off on „ვახტანგ ბერიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა“ – გამოძიება ხულოს მერის წინააღმდეგ

ხულოში, სოფელ დიაკონიძეებში მცხოვრები მადონა სოლომონიძე პროკურატურისგან პასუხს ითხოვს. საქმე ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ ბერიძეს ეხება, რომელიც წინა წლებში ხულოს მუნიციპალიტეტის პოლიციის უფროსი იყო. მოქალაქე ირწმუნება, რომ 2016 წლის... Read More

აჭარაში ბავშვის ადრეულ განვითარებაზე ზედამხედველობის სისტემა ამოქმედდა

Comments Off on აჭარაში ბავშვის ადრეულ განვითარებაზე ზედამხედველობის სისტემა ამოქმედდა

დღეს, 30 მარტს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, იუნისეფმა ბავშვის ადრეულ განვითარებაზე ზრუნვის ახალი სისტემის პროექტი წარმოადგინა. პროექტი საპილოტეა და ის პირველად აჭარაში ხორციელდება. გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე ... Read More

„ჩვენ ისევ ცარიელი ხელებით ვრჩებით“ – სოცმუშაკების გაფიცვის მეხუთე დღე ბათუმში

Comments Off on „ჩვენ ისევ ცარიელი ხელებით ვრჩებით“ – სოცმუშაკების გაფიცვის მეხუთე დღე ბათუმში

სოცმუშაკები ბათუმის „ვარდების სკვერში“ დღეს, 29 მარტს, ისევ შეიკრიბნენ. პარალელურად საპროტესტო აქცია თბილისში, კანცელარიის შენობასთან იმართება. სოცმუშაკები მოთხოვნების სრულად შესრულებას ითხოვენ. „კატეგორიულად უარს ამბობენ ამ წელიწადში ხელფასის მატებაზე, რაც არანაკლებ... Read More

რეფერალურთან განახლდა 29 წლის გარდაცვლილი ქალის ახლობლების საპროტესტო აქცია

Comments Off on რეფერალურთან განახლდა 29 წლის გარდაცვლილი ქალის ახლობლების საპროტესტო აქცია

“შემდეგი შეიძლება შენ იყო,” “უსამართლობაზე თვალის დახუჭვა უსამართლობის მხარდაჭერაა,” “ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ სამართალი არ იზეიმებს,” – ეს ტრანსპარანტები ბათუმში 21 მარტს გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა რეფერალური საავადმყოფოს ეზოში გამოფინეს.... Read More

ბათუმის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს ტოვებს

Comments Off on ბათუმის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს ტოვებს

ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი მიქელაძე საკრებულოს ტოვებს. საკრებულოს წევრის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მან ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს წერილობით უკვე მიმართა. თუ რატომ ტოვებს საკრებულოს, ამის შესახებ ირაკლი მიქელაძემ პოსტი საკუთარ ფეისბუქის... Read More

„სილქ როუდ ჯგუფის“ ბრიფინგი ძველი ბათუმის დამცველების ბრიფინგის საპასუხოდ

Comments Off on „სილქ როუდ ჯგუფის“ ბრიფინგი ძველი ბათუმის დამცველების ბრიფინგის საპასუხოდ

დღეს, 29 მარტს, „ბათუმი რივიერას“ დირექტორმა, გიორგი კაპანაძემ, ბრიფინგი გამართა. იგი საინიციატივო ჯგუფ „დაიცავი ბათუმისა“ და საზოგადოება „ბათომის“ მიერ დღეს გავრცელებულ ბრიფინგს გამოეხმაურა. მისი თქმით, „ბათუმი რივიერას“ პროექტთან დაკავშირებით ვრცელდება არასწორი ან... Read More

ქალაქი ქალაქში – თევზის სამყარო „მელკიმორიაზე”

Comments Off on ქალაქი ქალაქში – თევზის სამყარო „მელკიმორიაზე”

ბათუმშიც, ისევე როგორც სხვა ზღვისპირა ქალაქებში, როცა ადგილობრივი გემოების აღმოჩენაზე ფიქრობ, ზღვის პროდუქტები გახსენდება, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ქალაქში თევზის ბევრი რესტორანია, სადაც მხოლოდ ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული კერძების მრავალფეროვნებაა. თუ... Read More

„დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვში, ზღვის პირას, კიდევ ორ ნაკვეთს რიჟვაძის შუამდგომლობით ითხოვს

Comments Off on „დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვში, ზღვის პირას, კიდევ ორ ნაკვეთს რიჟვაძის შუამდგომლობით ითხოვს

შპს „დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვში, ზღვის პირას, ბათუმის ქუჩის მიმდებარედ კიდევ ორ ნაკვეთს [ჯამში 12 598 კვ. მ.] ნორმატიულ ფასად ითხოვს. როგორც ქობულეთის მერიის მიზანშეწონილობის კომისიის ოქმშია ნათქვამი, ამ საკითხზე ქობულეთის... Read More