საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 4 000 წყვილი სპეცფეხსაცმელი იტალიურ კომპანია GRISPORT-ისგან შეიძინა.
აღნიშნული სამსახურის ინფორმაციით, ახალი სპეცფეხსაცმლის ტექნიკური მონაცემები სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ფეხსაცმელი 3 200 მეხანძრე-მაშველს დაურიგდება.
სპეცფეხსაცმელს ორწლიანი საექსპლუატაციო ვადა აქვს. მეხანძრე-მაშველებისთვის სპეცფეხსაცმლის შეძენისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 677 600 ლარი დაიხარჯა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, უახლოეს მომავალში მეხანძრე-მაშველები ახალ სპეცტანსაცმელსაც მიიღებენ.
მთავარი ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფეისბუქგვერდიდან.