Batumelebi | სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე პრობლემებია სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე პრობლემებია – Batumelebi
RU | GE  

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე პრობლემებია

ამ დროისთვის პრობლემებია სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით მოქალაქეებს საზღვარზე არ უშვებენ. ქართული მხარე ამბობს, რომ პრობლემა თურქეთის მხრიდანა.

ბათუმში თურქეთის გენერალურ საკონსულოში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ სარფის საბაჟოზე რიგები გუშინ საღამოს საათებში დაიწყო, რაც გამშვებ პუნქტებზე ქსელების გათიშვამ გამოიწვია.

„ქსელები არა მარტო სარფის საბაჟოზე გაითიშა, არამედ სხვა დანარჩენ გამშვებ პუნქტებზეც. აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში ჩართულია თურქეთის შესაბამისი სამსახურები, ცდილობენ უახლეს პერიოდში გამოასწრონ აღნიშნული პრობლემა,“ – განაცხადეს საკონსულოში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი: როინ გუნდაძე