ბათუმის მერიამ ხანძრით დაზარალებულ ცხრა ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადასცა. დაზარალებულები ასევე მიიღებენ თანხას ბინების გასარემონტებლად. 2013 წლის 21 სექტემბერს ზვიად გამსახურდიას #11-ში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ბინების გადაცემის გადაწყვეტილება დღეს, 27 თებერვალს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.
![რას [არ] აკეთებს მერია ბათუმში უსახლკაროებისთვის – ინტერვიუ](https://batumelebi.netgazeti.ge/wp-content/uploads/2026/10/covers-batumelebi-3-1.png)





