რატომ უჩივის ბათუმის მერს თანამშრომელი სასამართლოში

„რატომ გიწერიათ სარჩელში, რომ თქვენი მოპასუხე არის უშუალოდ ბათუმის მერი და არა ზოგადად მერია?“ – ჰკითხა მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მერიის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს. „იმიტომ, რომ საუბარია გიორგი ერმაკოვის მიერ დაწერილ წერილზე,“ – უპასუხა მოსამართლეს არჩილ ვანაძემ, ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ. წერილი, რომელიც გია ერმაკოვმა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო ნაწილს მისწერა, მთავარი მტკიცებულება გახდა …

სამი წელი ელექტროენერგიის გარეშე

„ეს არის მოწმობა, რითაც დასტურდება, რომ სხვა თვითნებურად შესახლებულებს მიეწოდებათ ელექტროენერგია. თუ სხვებისთვის შეიძლება, რატომ არ შეიძლება ამ ოჯახისთვის?“ – ჰკითხეს ადვოკატებმა სასამართლო სხდომაზე  მოპასუხე მხარეს – კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს. ამ უწყებებს მოქალაქე დავით ცინცაძე უჩივის. მისი ოჯახი მესამე წელია ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. ის მწვანე კონცხზე, ყოფილი სანატორიუმის შენობაში 2006 …

სექსმუშაკზე ძალადობაში ბრალდებულს ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მ.კ.-ს. მას ოჯახურ ძალადობაში ედებოდა ბრალი. მსხვერპლი უზბეკი ეროვნების ქალია, რომელიც მსჯავრდებულის ცოლი არ არის. მათ საერთო, მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ. სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დაზარალებულმა ქალმა თქვა, რომ შვილის გაჩენის შემდეგ ისინი რამდენიმე თვე ერთად ცხოვრობდნენ, რა დროსაც მ.კ. მას ხშირად სცემდა და საბოლოოდ მისგან საერთო შვილის წაყვანა …

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი ქმარი, მული და დედამთილი

„გავაფრთხილე, მაგრამ არ მოვიდნენ,“ – უპასუხა ადვოკატმა რამაზ ჯორბენაძემ მოსამართლის შეკითხვას – რატომ არ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულები. საქმის მასალების მიხედვით, დ.ბ.-ს სისტემატურად სცემდნენ ყოფილი ქმარი, მული და დედამთილი. ყოფილი ცოლ-ქმარი ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში, ერთ სახლში ცხოვრობს. „ცოლ-ქმარი რამდენიმე წლის წინ გაშორდა ერთმანეთს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახლი გაყვეს, მაგრამ კონფლიქტი შემდეგაც გრძელდებოდა. შემაკავებელი ორდერი …

სექსუალური შევიწროება – დანაშაული, რომელსაც დუმილით პასუხობენ

„არ შეიძლება სამსახურში მიდიოდნენ გოგოები და ეუბნებოდნენ, რომ ვიღაცის საწოლზე გადის მათი კარიერის გზა. მე დავკარგე კარიერა, დავკარგე სამსახური და მიუხედავად ყველაფრისა, ვაპირებ ბოლომდე ვიბრძოლო,“ – ამას თათია სამხარაძე ამბობს, ტელეკომპანია „იმედის“ უკვე ყოფილი თანამშრომელი, პირველი ქალი, ვინც სექსუალური შევიწროება ღიად გააპროტესტა და სასამართლოს მიმართავს. ის ყოფილ უფროსს, ჟურნალისტ შალვა რამიშვილს უჩივლებს. უფლებათადამცველები დარწმუნებული არიან, …

როგორ ისჯებიან 16 წელს მიუღწეველი გოგონების ქმრები

18 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მალე მამა გახდება, შვილის დაბადებისთანავე დაპატიმრებას ელის. მიზეზი – მისი მეუღლე შვილის გაჩენის დროისთვის 16 წლის არ იქნება. აჭარის პროკურატურამ უკვე წაუყენა ბრალი რეგიონში მცხოვრებ რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცს იმისათვის, რომ მათ 16 წელს მიუღწეველ გოგონებთან შექმნეს ოჯახი. 16 წელს მიუღწეველ გოგოსთან ქორწინება მკაცრად ისჯება – კანონი ითვალისწინებს პატიმრობას, ჯარიმას და, …

სექსმუშაკი, რომელსაც შვილის წართმევას უპირებენ

იმიტომ, რომ ბრალდებული სასამართლოში საბოლოო სიტყვის სათქმელად არ გამოცხადდა, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განაჩენის გამოცხადება გადადო. მ.კ.-ს წინასწარი პატიმრობა მას შემდეგ შეუფარდეს, როცა გირაოთი გათავისუფლებულს კიდევ ერთხელ დაედო ბრალი _ ოჯახურ ძალადობაში, ცემასა და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებაში. მან ეს დანაშაული განმეორებით აღმკვეთი ღონისძიების პერიოდში ჩაიდინა. საქმის მასალების მიხედვით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი უზბეკი ეროვნების ქალია, რომელიც ბრალდებულის …

სარჩელი ზეგანკვეთური სამუშაოს ანაზღაურებაზე არ დაკმაყოფილდა

ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი „პროფესიული კავშირებიდან“  იმ სამართლებრივი ნორმების ანტიკონსტიტუციურად მიჩნევას მოითხოვდნენ, რომლის მიხედვითაც, ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურებადია კვირაში 48 საათიანი მუშაობის შემდეგ. მოსარჩელე მხარე თვლიდა, რომ ზეგანკვეთური სამუშაო უნდა ანაზღაურდეს ყველა შემთხვევაში, თუ პირი მუშაობს კვირაში 40 საათზე მეტს. „ჩვენს ამ მოთხოვნას ეთანხმება სახალხო დამცველი. ასევე ასოცირების ხელშეკრულებაში წერია, რომ სახელმწიფომ 4 წლის განმავლობაში …

“დევნილთა დასახლებაში” მომხდარი მკვლელობის საქმე

მთელი პროცესის მიმდინარეობის დროს, როცა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი მკვლელობის საქმეს განიხილავდა, მოკლულის დედა სასამართლოს ფოიეში იჯდა და ხმამაღლა ტიროდა. ის მკვლელის უმკაცრესად დასჯას ითხოვდა. დედა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდა, თუმცა სამუშაო დროის ამოწურვის გამო, მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადება მომდევნო სხდომისთვის გადადო. სასამართლომ ასევე უნდა მოისმინოს მკვლელობაში ბრალდებულის საბოლოო სიტყვა. ამ საქმის განხილვაზე დასასწრებად მსურველთაგან ბევრი პროცესს …

ნარკომომხმარებლებისთვის უფლებების შეზღუდვის საქმის განხილვა დაიწყო

არის თუ არა ანტიკონსტიტუციური კანონი, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებელს ავტომატურად უზღუდავს კონკრეტულ უფლებებს – საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს ამ საქმის განხილვა დაიწყო. მოსარჩელეები ფიზიკური პირები არიან: ვასილ მარდალეიშვილი, კონსტანტინე ლაბარტყავა, მალხაზ ნოზაძე და ირაკლი გოგოლაშვილი. მოსარჩელე კონსტანტინე ლაბარტყავა ამბობს, რომ მას ნარკოტიკის მოხმარებისთვის პირობითი მსჯავრი აქვს შეფარდებული, თუმცა უფლებები ისევ შეზღუდული აქვს, მაგალითად, ავტომანქანის მართვის. კანონის მიხედვით, …

შსს: ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1997 წელს დაბადებული გოგიტა შ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 91 შეკვრად დაფასოებული, 20,173 გრ მცენარეული მასა ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიეკუთვნება. ასევე ამოღებულია 1 შეკვრად …

დისკრიმინაციული ბრძოლა ნარკომომხმარებელთა წინააღმდეგ

კანონი, რომლისთვისაც პარლამენტარებმა ჯერ ვერ მოიცალეს, ნარკოტიკების მომხმარებლებს, რესოციალიზაციის ნაცვლად, გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს. ნარკოტიკის მომხმარებელს სასჯელის შეფარდებისთანავე ერთმევა კონკრეტული უფლებები, მათ შორის: ავტომანქანის მართვის, საჯარო დაწესებულებაში, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის, საადვოკატო, საექიმო, პედაგოგიური საქმიანობის, ასევე პასიური საარჩევნო (როცა პირი კენჭს იყრის არჩევით თანამდებობაზე) უფლებები. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ კანონი „ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ …

მოსამართლის საყვედური პროკურორს

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს მ.ა.-ს საქმის განხილვის გადადება პროკურორის გამოუცხადებლობის გამო მოუხდა. მ.ა.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. სხდომის დაწყებამდე პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა სასამართლოს შეატყობინა, რომ მას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოუწია წასვლა. „არ მესმის, წინასწარ შეთანხმებულ სხდომაზე რატომ უნდა თქვა უარი მას შემდეგ გამოჩენილი სხვა საქმის გამო. ალბათ იმიტომ, რომ სხვა ინსტანციის სასამართლოა. მე საჯაროდ გამოვხატავ …

სასჯელი არასრულწლოვნობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულისთვის

24 წლის გ.მ.-ს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურატურა „დამამძიმებელ გარემოებად“ მიიჩნევს იმას, რომ გ.მ. არასრუწლოვნობის პერიოდში ასევე განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იხდიდა სასჯელს. იგი ადრე ნასამართლევია. ბრალდებული წარდგენილ ბრალს ამჯერადაც აღიარებს. „უკვე მოვითხოვეთ კვალიფიკაციის შეცვლა, რადგან მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა „არასრულწლოვანთა …

სტუდენტმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სასამართლო დავა მოუგო

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ არ დააკმაყოფილა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი, რომლითაც იგი ყოფილი სტუდენტისთვის თანხის დაკისრებას მოითხოვდა. სტუდენტი მეგი გიორგაძე აპირებს, უნივერსიტეტს „უსაფუძლო გამდიდრების გამო“ უჩივლოს. მეგი გიორგაძეს უნივერსიტეტმა იძულების წესით უკვე გადაახდევინა ორი წლის სწავლის საფასური – 2625 ლარი. სადავო ეს თანხა გახდა, რადგან მეგის მეორე კურსი საერთოდ არ გაუვლია. სასამართლოს წინა …

სასჯელის ზომა, რომელმაც ოჯახში მოძალადე და მსხვერპლიც კმაყოფილი დატოვა

„მიჩნეულ იქნას დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 100 საათის ოდენობით“, – ამ სიტყვებით დაასრულა მოსამართლე ირაკლი შავაძემ ოჯახური ძალადობის შემთხვევის განხილვა. მანამდე მოსამართლეს დარბაზიდან ძალადობის მსხვერპლმა ქალმა რეპლიკით მიმართა: „შემაკავებელი ორდერის შემდეგ აღარ ჰქონია ცემას ადგილი. არ მეგონა, თუ აქამდე მივიდოდა საქმე“. გამოძიების ეტაპზე იმავე ქალმა გამომძიებელს უთხრა, რომ ქმარმა სახლიდან გააგდო …

გოგოს “მოტაცების საქმე” ბათუმის საქალაქო სასამართლოში

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე რ.ხ.-ს საქმეს განიხილავს. მას სამ თანხლებ პირთან ერთად, წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებაში ედება ბრალი. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულებმა გასული წლის 11 ნოემბერს მოტყუებით გაიტაცეს ქობულეთში მცხოვრები გოგო ა.გ. სასამართლოს დღევანდელ პროცესზე ჩვენება მისცა დაზარალებულის დამ: “ჩვენ ერთად ვმუშაობდით. იმ საღამოს ოფისში …

ოჯახური ძალადობის შემთხვევა, სადაც მთავარი მოწმე მეზობლები იქნებიან

35 წლის რ.ბ.-ს პროკურატურა ოჯახურ ძალადობაში სდებს ბრალს. საქმის მასალების მიხედვით, რ.ბ.-მ ყოფილ ცოლს საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სცემა. საქმეში უკვე დევს ექსპერიტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით ქალს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ძალადობაში ბრალდებულ პირს გირაოს – 1000 ლარის გადახდა დააკისრა. რამდენიმე დღეში საქმის არსებითი განხილვა დაიწყება, სადაც მთავარი მოწმეები ძალადობის თვითმხილველი მეზობლები იქნებიან. „მეზობლები …

4 წლის შვილის ცემაში ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

„ცნობ თუ არა თავს დამნაშავედ?“ – მოსამართლე დავით მამისეიშვილის ამ კითხვას შვილის ცემაში ბრალდებულმა არ უპასუხა. რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ ბრალდებულმა თქვა, რომ თავს შეიკავებს. ამ დიალოგით დაიწყო ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქობულეთში გახმაურებული ოჯახური ძალადობის საქმის განხილვა. ნაცემი ბავშვი საბავშვო ბაღში 16 თებერვალს თავად მამამ დატოვა. ბაღის გამგემ სოციალური აგენტი გამოიძახა, აგენტმა – სასწრაფო სამედიცინო დახმარება …

ექსპერტიზის დასკვნა ხელვაჩაურში ქალის მკვლელობის საქმეზე

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, პირი, ვისაც ხელვაჩაურში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში 39 წლის ქალის მკვლელობა ედება ბრალად, შეურაცხადია. სასამართლოს მორიგ სხდომაზე პროკურორმა რამაზ შავაძემ ეს მტკიცებულება სადავოდ მიიჩნია და იმ სამი ექსპერტის დაკითხვა მოითხოვა, რომლებიც დასკვნას ხელს აწერენ. ამავე დასკვნის მიხედვით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს ჯანმრთელი იყო. თუკი ექსპერტიზის დასკვნა უდავოდ იქნება მიჩნეული, სასჯელს მ.მ. სამედიცინო-ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოიხდის …

ქობულეთის მუსლიმთა პანსიონის საქმე

„თურქი ხარ, თათრის შვილიო. ამოვიღე პასპორტი და ვაჩვენე, წერია თუ არა აქ, რომ ქართველი ვარ-მეთქი. არაო, მასე საქართველოს პასპორტი ბევრს აქვსო“, – თქვა მოწმე დავით ცეცხლაძემ, რომელიც მუსლიმთა თემის წარმომადგენელია და იქვე, სასამართლო დარბაზში მყოფ პირებზეც მიუთითა სასამართლოს – ესენი გვავიწროვებდნენო. მოწმე დღევანდელ სხდომაზე დეტალურად მოუყვა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს 2014 წლის სექტემბრის დღეებზე, როცა დაპირისპირების შემდეგ მუსლიმთა …

ბათუმის მერიისა და ხულოს გამგეობის მაღალჩინოსნების საქმე გრძელდება

შპს „გზამშენპროექტის“ ტექნიკურმა დირექტორმა ნუგზარ ნირიმანოვმა დღეს, 4 აპრილს, სასამართლოს ჩვენება მისცა. ეს კომპანია დღემდე ბათუმში, ჟილინის არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარისხის კონტროლს ახორციელებს. გამოძიება ამ საქმეზე მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილეს, არჩილ ვანაძეს და ხულოს გამგებლის მოადგილეს, ლაშა ბოლქვაძეს ედავება (ბოლქვაძე 2013 წელს, როცა ტენდერით გათვალისწინებული პირობები ვერ შესრულდა, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის …

პირველი მოწმე, ვინც პროკურატურამ მოსამართლის თანდასწრებით დაკითხა

მოწმე ბ.ბ. პროკურატურამ მოსამართლე დავით მამისეიშვილის თანდასწრებით სასამართლოში დაკითხა. ეს პირველი შემთხვევაა ბათუმში, როცა საგამოძიებო ეტაპზე პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა მოწმის დასაკითხად ახალი წესი გამოიყენა – მოწმის თანხმობის გარეშე, საგამოძიებო ორგანოს აღარ აქვს უფლება დაკითხოს მოწმე. მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი ითვალისწინებს შემთხვევასაც, როცა პროკურატურა მოწმის დაკითხვას აუცილებლად მიიჩნევს. ამ შემთხვევაში პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს მოსამართლეს. მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში, მოწმე …

სამოხელეო დანაშაული შემცირდა, ეკონომიკური დანაშაული კი გაიზარდა

როგორია ქვეყანაში ეკონომიკური და სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებელი – ამ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება „ბათუმელებმა“ მთავარი პროკურატურისგან ადმინისტრაციული საჩივრის გაგზავნის შემდეგ შეძლო. პროკურატურის მონაცემებით, ქვეყანაში სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირებულია. მაგალითად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის (სსკ-ის 332-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დევნა 2013 წელს დაიწყო 97, 2014 წელს – 40, ხოლო 2015 – 16 პირის მიმართ. სამსახურებრივი გულგრილობის …

პოლიციელები არადამაჯერებელი ჩვენებისთვის ჯერ არ დაისჯებიან

„ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო. თუკი გადაწყვეტილება ყველა ინსტანციაში გასაჩივრდება და დადასტურდება, რომ პოლიციელთა ჩვენება არადამაჯერებელია, მაშინ თავად პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება პოლიციელთა წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემის გამო“, – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე, რომლის დაცვის ქვეშ მყოფი შალვა ქორიძე რამდენიმე დღის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ოთხი პოლიციელის ჩვენება არადამაჯერებლად გასულ კვირას …

პატიმრების წამება – სასამართლო საქმეს მესამე წელია განიხილავს

„ერთხელ ციხეში პატიმარი მოიყვანეს, ვეკუა იყო გვარად და ნარკოტიკების გადმოტანისთვის უნდა მოეხადა სასჯელი. მისი გვარი ციხის უფროსმა, გიორგი ვეკუამ რომ ამოიკითხა, რეჟიმის უფროსს უთხრა, გაუსწორდი, როგორც საჭიროა, გვარს მირცხვენსო“, – ეს ისტორია მოსამართლე დავით მამისეიშვილს ზაურ მოფინაძემ მოუყვა, ბათუმის მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მესამე წელია გრძელდება ბათუმის ციხის პატიმრების …

ბათუმის სასამართლოსგან გამართლებულს ქუთაისის სააპელაციომ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ბათუმის სასამართლოს მიერ უდანაშაულოდ მიჩნეული მ.ზ., ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და  მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მ.ზ.-ს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას და ტარებას ედავებოდა. იგი ბათუმის ბულვარში, წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. გასული წლის 14 აგვისტოს მ.ზ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია. რა გახდა გამამართლებელი განაჩენის გამამტყუნებლით შეცვლის მიზეზი? – „ბათუმელების“ ამ …

ცოლის ცემაში მხილებული სასამართლომ გაათავისუფლა

პირს, რომელმაც ცოლის ცემა აღიარა, მოსამართლე ირაკლი შავაძემ ერთწლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. საპროცესო შეთანხმება პროკურორმა გიორგი რამიშვილმა მოითხოვა, რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა. კანონის თანახმად, ასეთ შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია, მხარეთა მოთხოვნა შეასრულოს. როგორც მსჯავრდებული თ.ბ.-ს ადვოკატი, პაატა ბოლქვაძე ამბობს, ძალადობის მსხვერპლს მოძალადე ქმრისთვის არ უჩივლია და ინფორმაცია სამართალდამცეველებმა მეზობლებისგან გაიგეს. „ჩემი დაცვის …

პატიმრები საქართველოში – ბოლო 15 წლის სტატისტიკა

2015 წელს საქართველოში სულ სასჯელს იხდიდა 9 716 პატიმარი, მათ შორის 309 ქალი და 35 არასრულწლოვანი. პატიმრების ყველაზე დიდი მაჩვენებელი, 2001 წლიდან 2015 წლის ჩათვლით პერიოდში, დაფიქსირდა 2011 წელს – 24 114 პატიმარი, ხოლო ყველაზე ნაკლები, 2003 წელს – 6 119 პატიმარი. მონაცემები, წლების მიხედვით, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა:

ქალის ცემაში, გაუპატიურებასა და ძარცვაში ბრალდებულის საქმე

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს მ.დ.-ს საქმეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით ედება ბრალი. ვინაიდან მძიმე ბრალდებებს შორის ერთ-ერთი გაუპატიურებაა, სხდომები დახურულია. საქმის მასალების მიხედვით, მ.დ-მ ქალს ჯერ თავისუფლება აღუკვეთა, შემდეგ გააუპატიურა, სცემა და ბოლოს გაძარცვა. ბრალდებული წარდგენილი ბრალდებებიდან მხოლოდ ცემის ფაქტს აღიარებს. „დანარჩენ ბრალდებებზე პროკურატურის მტკიცებულება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება და ექსპერტიზის …

კოტ-დივუარის მოქალაქის დაუსრულებელი საქმე ბათუმის სასამართლოში

კოტ-დივუარის მოქალაქის, ა.მ.-ს საქმის განხილვის გადადება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს 21 მარტს კიდევ ერთხელ იმის გამო დასჭირდა, რომ ბრალდებულის ადვოკატი რამინ პაპიძე სხდომაზე არ გამოცხადდა. სხდომას არც ბრალდებული ესწრებოდა და პროკურატურის ცნობით, მათთვის უცნობია ბრალდებულის ადგილსამყოფლის შესახებ. ა.მ.-ს საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მესამე წელია განიხილება. პროკურატურა თაღლითობაში ბრალდებულ პირებს დიდი ოდენობით თანხის, 92 …

სტუდენტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ყოფილი სტუდენტი – მეგი გიორგაძე უსაფუძვლო გამდიდრებაში სდებს ბრალს. მეგიმ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როცა მის ოჯახში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები მივიდნენ და ნივთების გაყიდვა აიძულეს. უნივერსიტეტის ყოფილ სტუდენტს ორი წლის საფასური, 2625 ლარის გადახდა მოუწია, თუმცა მეგის უნივერსიტეტში ორი წელი არ უვლია. „თუ სტუდენტს უნივერსიტეტში არ უვლია, გადასახადი რისთვის გადაახდევინეთ?“ – …

21 წლის ბრალდებული განზრახ მკვლელობაში

ბათუმის საქალაქო სასამართლო განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის – რ.ნ.-ს საქმეს განიხილავს. მკვლელობა გასული წლის ზაფხულში, ქობულეთის ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, 21 წლის რ.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკების დროს მოკლა 26 წლის ა.ტ. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. „ორივე დასასვენებლად იყო ჩასული ქობულეთში, მაგრამ მანამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ. გამოძიება ამტკიცებს, რომ განზრახ გამოიყენა დანა …

მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი – ზეწოლა ძალაშია

თუკი მოწმე უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე, მას საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავს – ახალი წესი 20 თებერვლიდან მოქმედებს, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჯერჯერობით ასეთი დაკითხვა არ შემდგარა. ადვოკატების, ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლები  დარწმუნებულნი არიან, რომ სასამართლომდე მოწმეები არც მივლენ, რადგან პარლამენტმა „მკვდარი ნორმა“ მიიღო. ვიდრე პარლამენტარები მესამე სექტორისგან „ჰიბრიდად“ შეფასებულ მოდელს დააკანონებდნენ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ …

რა დადგინდა გახმაურებული „ნარუშილოვკების“ საქმეზე

რა დაადგინა გამოძიებამ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის (სუს) უფროსის მოადგილის – ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებული „ნარუშილოვკების“ სკანდალის შემდეგ დაიწყო? – ხელისუფლებას ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურს. „ბათუმელებისთვის“ მოწერილ წერილში მთავარი პროკურატურა განმარტავს: „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის  მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე,  …

ნარკოტიკების ზედოზირება – პოლიცია საავადმყოფოსგან ინფორმაციას მაინც იღებს

ექიმებს აღარ აქვთ ვალდებულება, შეატყობინონ სამართალდამცველებს იმ პაციენტების შესახებ, რომლებიც კლინიკაში ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირების დიაგნოზით ხვდებიან. ცვლილება საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში 2014 წლის 11 სექტემბერს შევიდა. ამის მიუხედავად, ბათუმის სამედიცინო კლინიკებში არ მომატებულა ნარკოტიკების ზედოზირების შემთხვევები. მიზეზი მარტივია – პოლიციას ისევ შეუძლია მიიღოს ინფორმაცია კლინიკაში მისული ნარკოტიკების მომხმარებლის შესახებ და პასუხისგებაშიც მისცეს …

Exit mobile version