როცა ქვიშა ფულად იქცევა – მასალები პროკურატურას გადაეცა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი ორი თვის განმავლობაში პროტესტის ნიშნად არ დადიოდა სამსახურში. ამის მიუხედავად, ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ამ მოხელეს არათუ ხელფასს, არამედ სახელფასო დანამატსაც უხდიდნენ. დოკუმენტი, რომელიც „ბათუმელების“ რედაქციაში ინახება და რომელშიც ბევრი საჯარო მოხელისა თუ ბიზნესის წარმომადგენლის სახელი ფიგურირებს, ადასტურებს ამ უწყების თანამდებობის პირების კორუფციულ გარიგებას ბიზნესთან. იმავე დოკუმენტზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, …

დაისჯება თუ არა ვახტანგ წულაძე „თვითნებობისთვის“

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ყველა ინსტანციის სასამართლო წააგო ქალის წინააღმდეგ, რომელიც სამმართველოს უფროსმა, ვახტანგ წულაძემ, დაახლოებით ორი წლის წინ გაათავისუფლა. „უღირსი საქციელი“ და „საჯარო სამსახურის დისკრედიტაცია“ – ეს „ბრალდებები“ ვახტანგ წულაძის გამოცემულ ბრძანებაში წერია. ეს ბრძანება უზენაესმა სასამართლომ გააბათილა და სამმართველოს უკანონოდ გათავისუფლებული მ.მ.-ს აღდგენა დაავალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვახტანგ წულაძის უწყებამ დაზარალებულს …

სასამართლომ ექიმი უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის დააჯარიმა

„ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის“ ექიმი ლ.ა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის 1000 ლარით დააჯარიმა.  ექიმის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმი სამედიცინო რეგულირების სააგენტომ მას შემდეგ შეადგინა, როცა კლინიკაში 4 თვის ჩვილი – გაბრიელ ხალვაში გარდაიცვალა. ბავშვს კლინიკაში  თავდაპირველად ალერგიული შეტევა დაუდგინდა, ერთი კვირის შემდეგ კი, გაბრიელი მწვავე ვირუსული ინფექციით სამედიცინო ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. სააგენტოს  …

ქურდული სამყაროს წევრობის საქმე ბათუმის სასამართლოში

ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულის საქმეს, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. საქმის მასალების მიხედვით, თბილისიდან ბათუმში სტუმრად ჩამოსული გ.მ. ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდა და ფულს სძალავდა თურქეთის მოქალაქეს, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მუშაობს. პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, ბრალდებული სხვა პირებთან ერთად, თურქეთის მოქალაქეს სარფის საბაჟოზე ახალშეძენილი მანქანის გადაყვანაში დაეხმარა. ბრალდებულის ადვოკატის, ნოდარ მგელაძის თქმით, თურქეთის მოქალაქე …

ცოლის ცემაში მხილებული სასამართლოს დარბაზში დააკავეს

„სხვა დროს სასამართლო ასეთი ლმობიერი აღარ იქნება“ – ამ ფრაზით დაასრულა დღეს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სხდომა. მან ოჯახურ ძალადობაში მსჯავრდებულ ს.ს.-ს 3 თვით პატიმრობა და 100 საათის ოდეობით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა. მოსამართლის მოთხოვნით, ოჯახურ ძალადობაში მსჯავრდებული პირი მანდატურებმა სასამარლოს დარბაზშივე დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ს.ს.-მ ცოლს რამდენჯერმე სცემა. პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა ს.ს., როცა მან …

გარდაცვლილი 4 თვის ჩვილი და შერჩევითი დასჯა „უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის“

4 თვის გაბრიელ ხალვაში იანვარში „ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში“ გარდაიცვალა. მას ექიმებმა მწვავე მენინგო-კოკცემიის დიაგნოზი დაუდგინეს. შეეძლოთ თუ არა ჩვილის გადარჩენა ექიმებს – შემთხვევას „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“ სწავლობს, თუმცა ცხედარს ექსპერტიზა არ ჩატარებია. დასკვნის დადებამდე სააგენტომ ამ კლინიკის პირველადი გადაუდებელი დახმარების განყოფილების – „ემერჯენსის“ ექიმი ლ.ა. უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში …

ორსულობისას სამსახურიდან გათავისუფლებულმა ქალმა სასამართლო დავა მოიგო

„ეს იყო ანომალიური მოვლენა სასამართლოს მხრიდან, ასეთ გადაწყვეტილებას სხვაგან ვერ ნახავთ“, – ეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნადიმ ვარშანიძის შეფასებაა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გამგებლის გადაწყვეტილება – სამსახურიდან დაეთხოვა ორსული ქალი – უკანონოდ შეფასდა. უფლებადამცველებისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება „პრეცედენტულია“. ქალი, ვინც ყოფილ ხელმძღვანელს საქმე მოუგო, სამსახურში ჯერ არ დაბრუნებულა. ხელვაჩაურის გამგებელი „ანომალიური მოვლენის“ …

ხელვაჩაურში ქალის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლოში არ გამოცხადდა

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს დღეს სასამართლო სხდომის გადადება ბრალდებულის გამოუცხადებლობის გამო მოუწია. ხელვაჩაურში ქალის მკვლელობაში ბრალდებულ მ.მ-ს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 20 წლით პატიმრობა, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელოდება. „სურვილი არ მაქვს დავესწრო სასამართლო სხდომას“, – ეს ამონარიდი ბრალდებულის წერილიდან მოსამართლემ წაიკითხა, რომელმაც ხაზი გაუსვა იმას, რომ ბრალდებული კონკრეტულად 24 თებერვლის სხდომის …

ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილმა უფროსმა სასამართლოს ჩვენება მისცა

ასლან აბაშიძის და მისი თანაგუნდელების წინააღმდეგ საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. დღეს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი უფროსის – დავით ხალვაშის, იგივე „ქელფეთას“ ჩვენება მოისმინა. დავით ხალვაში 2004 წლიდან 2014 წლის 22 აპრილამდე იძებნებოდა. ამჟამად იგი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის გამო იხდის სასჯელს. „ისე ვიმუშავე, ერთი შემთხვევითი გასროლა არ ყოფილა“, „მე …

უკანონო სამედიცინო საქმიანობის სავარაუდო შემთხვევის განხილვა სასამართლოში

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დედათა და ბავშვთა რესპუბლიკური ცენტრის ექიმის – ლ.ა.-ს საქმის განხილვა დაიწყო. მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს განიხილავს, რომლის მიხედვითაც ექიმი ლ.ა. უკანონო სამედიცინო საქმიანობას ეწეოდა. „თუკი სასამართლო დაადასტურებს  სააგენტოს პოზიციას, ექიმი 1000 ლარით დაჯარიმდება და მას აეკრძალება საქმიანობა იმ მიმართულებით, რომელშიც შესაბამისი სერტიფიკატი არ აქვს“ – უთხრა …

„ლავას ოღლის“ ახლობლების საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება

მოსამართლე ირაკლი შავაძემ დღეს ბ.ი.-ის საქმეზე მოწმეთა ჩვენებები მოისმინა. ბ.ი. ე.წ. კანონიერი ქურდის – მინდია გ.-ს, მეტსახელად „ლავას ოღლის“ ოჯახის ერთ-ერთი ახლობელია. სამართალდამცველებმა ბ.ი. ნარკოტიკების შენახვა-ტარების გამო გასული წლის სექტემბერში დააკავეს. 2015 წლის სექტემბერში პოლიციამ იმავე ბრალდებით „ლავას ოღლის“ კიდევ 4 ახლობელი დააკავა ზედიზედ, მათ შორის, სამს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-მოხმარების გარდა, …

ბათუმში ზღვამ მამაკაცის გვამი გამორიყა

ბათუმში, ჭოროხისა და ზღვის შესართავთან ზღვამ მამაკაცის გვამი გამორიყა. „ბათუმელების” ინფორმაციით, ეს ის მამაკაცია, რომელსაც 10 თებერვლიდან ეძებენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანს გულისხმობს.

ციხისძირის საპროტესტო აქციაზე დაკავებულები სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა

ციხისძირში ხეების გადატანის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ხუთივე პირი მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლო ბრალდების მხარის, ანუ პოლიციის მტკიცებულებებს შემდეგ სხდომაზე – 19 თებერვალს განიხილავს, რის შემდეგაც დაზუსტდება, შეიცავდა თუ არა საპროტესტო აქციის მონაწილეების ქმედება სამართალდარღვევის ნიშნებს. „თუ დარღვევა დამტკიცდება, აქციის მონაწილეებს შესაძლოა ჯარიმა, ან 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდოთ“ – უთხრა „ბათუმელებს“  …

„უპრეცედენტო შემთხვევა” ბათუმის საქალაქო სასამართლოში

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 9 თებერვალს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა პირველად განიხილა მკვლელობის საქმე ისე, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირი მისთვის სასამართლო დარბაზში სპეციალურად განკუთვნილ ადგილას არ იჯდა. ზ.ს.-ს მძიმე დანაშაულის – განზრახ მკვლელობის ჩადენის მცდელობაში ედება ბრალი, მაგრამ სასამართლო განხილვამდე მას აღკვეთის სახით პატიმრობის ნაცვლად გირაო შეეფარდა. ბრალდებული ზ.ს. დღეს თავისი ადვოკატების გვერდით იჯდა და იქედან პასუხობდა მოსამართლის …

სასამართლო განხილვა ქობულეთში ხანძართან დაკავშირებით, რომელსაც ბავშვები ემსხვერპლა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზის“ მფლობელის, ზაზა ართმელაძის საქმის განხილვა დაიწყო. 2015 წლის 10 მაისს სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილმა ხანძარმა გასტროლზე მყოფი რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის -„სიხარული 2“-ის 3 მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. ართმელაძეს პროკურატურა უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რამაც პირთა სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ზაზა ართმელაძე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. წინასასამართლო სხდომაზე ზაზა ართმელაძის ადვოკატმა მტკიცებულებების ნაწილის …

ქობულეთში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ქობულეთში, მდინარე ჩოლოქში, მამაკაცის გვამი იპოვეს. მამაკაცს, რომელიც დაბა ოჩხამურის მკვიდრი იყო, მეოთხე დღეა ეძებდნენ. „ჩვენი ინფორმაციით სანადიროდ იყო წასული და აღარ დაბრუნებულა. მაშველები ეძებდნენ და დღეს მდინარეში, სამწუხაროდ, აღმოაჩინეს გვამი. მდინარესთან ერთ ადგილზე მილია გადებული, იმ დღეს ცუდი ამინდი იყო და წყალიც ადიდებული, სავარაუდოდ ფეხი დაუცდა და ვეღარ შეძლო თავის გადარჩენა. თუმცა, ყველაფერს გამოძიება დაადგენს. გარდაცვლილს …

8-წლიანი პატიმრობა მკვლელობისთვის “ქართული ოცნებისგან” პოლიტპატიმრად მიჩნეულს

25 წლის დათო დავითაძის მკვლელობის საქმის განხილვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გასულ კვირას დაასრულა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1984 წელს დაბადებულ ზურაბ საჯაიას 8-წლით პატიმრობა მიუსაჯა. დათო დავითაძე შუახევის ცენტრში 2015 წლის 3 მაისს დაჭრეს. საქმის მასალების მიხედვით, ზურაბ საჯაიამ ურთიერთშელაპარაკების დროს მას მუცლის არეში მიაყენა ჭრილობა და მიიმალა. როგორც თვითმხილველები ყვებოდნენ, დაჭრილი თავისი …

ხელვაჩაურში ქალის ცხედარი იპოვეს

31 იანვარს, დილით, ხელვაჩაურის მიმდებარედ, მდინარე ჭოროხის ნაპირთან ახლოს, ქალის ცხედარი იპოვეს.  ადგილზე გასული იყვნენ შსს ხელვაჩაურის განყოფილების, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. „ბათუმელების“ ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით გვამს რაიმე დაზიანებები არ აღენიშნებოდა, სავარაუდოდ, ქალი გაიყინა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე საქმე აღძრულია საქართველოს სს კოდექსის 115-ე მუხლით [თვითმკვლელობამდე მიყვანა].  

ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის ფაქტი ბათუმის პორტში

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით 9,3 გრამი მარიხუანა და 1,57 გრამი მეტამფეტამინი აღმოაჩინეს  სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე – „ბათუმის პორტი“. „თბომავალ „ვილნიუს სივეისით“ საქართველოში შემოსულ სატვირთო ავტომობილში, რომელიც საბორნე გემით, მძღოლის გარეშე გადაადგილდებოდა, უფლებამოსილი პირის მიერ დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა დასახელების პირადი მოხმარების საქონელი, მათ შორის, HEAD & SHOULDERS-ის ფირმის შამპუნი და NIVEA-ს ფირმის ბალზამი. ეჭვის …

წერილი ბათუმის ციხიდან

პატიმარი კ. მ. ბათუმის მე-3 საპყრობილიდან ამბობს, რომ 14 იანვრიდან შიმშილობს.  საპყრობილედან გამოგზავნილი წერილის მიხედვით, მან რკინის მეტალი 8 იანვარს გადაყლაპა, რითაც ციხეში სამედიცინო მომსახურება გააპროტესტა. პატიმარის თქმით, ამის გამო საპყრობილის რეჟიმის უფროსმა დავით შატაკიშვილმა იგი  განმარტოებით საკანში 10 იანვარს გადაიყვანა, სადაც გაუსაძლისი პირობებია. „ხელბორკილებით მაქვს ხორცები ამოგლეჯილი, რაც დააფიქსირა მორიგე ექიმმა. მივედი იმ ზომამდე, …

კანონიერი ქურდის საქმის გაგრძელება საკონსტიტუციო სასამართლოში

პატიმარი ტარიელ ფოცხვერია, რომელიც სასჯელს კანონიერი ქურდობის გამო იხდის, საკონსტიტუციო სასამართლოში ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ბრძანების გაუქმებას და სიცოცხლის ბოლო დღეების ოჯახში გატარებას ითხოვს. საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 21 დეკემბერს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწვეული ექსპერტი, ონკოლოგი რეზო გაგუა დაიკითხა. ექიმი მოსამართლეებისა და მხარეების შეკითხვებს თითქმის ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა. სასამართლო პროცესზე მოსარჩელე მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების …

პოლიციელის ჩვენება განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს განიხილავს. სასამართლო პროცესზე დღეს, 14 დეკემბერს მოწმის სახით ის პოლიციელები დაიკითხნენ, რომლებმაც ამ საქმეზე სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. მოწმის სატატუსით დაიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, პოლიციელი ბადრი ქათამაძე. მისი ჩვენების მიხედვით, ხულოს ერთ-ერთ სოფელში მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება პოლიციაში შევიდა და ისიც ოპერატიულ სამძებრო …

საზღვართან, სავარაუდოდ, უცხოელთა ცხედრებია ნაპოვნი

11 დეკემბერს, ხელვაჩურში, თურქეთ-საქართველოს საზღვართან მიტოვებულ ქოხში ოთხი გარდაცვლილი ადამიანის საქმეზე შს სამინსიტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო [თვითმკვლელობამდე მიყვანა – ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.] ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი, ნესტან დიდმანიძე “ბათუმელებთან” საუბრისას ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გარდაცვლილები ინდოეთის მოქალაქეები, ახალგაზრდა მამაკაცები არიან. თვითმხილველების თქმით, …

მონადირეებმა საქართველო თურქეთის საზღვარზე ოთხი გარდაცვლილი იპოვეს

11 დეკემბერს, ხელვაჩურში, თურქეთ საქართველოს საზღვართან, მონადირეებმა ერთ-ერთ მიტოვებულ ქოხში ოთხი გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს. ამ ინფორმაციას ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე “ბათუმელებთნ” საუბარში ადასტურებს. “ბათუმელების” ინფორმაციით, ამ წუთებში [19:35 საათი] გვამებს ექსპერტიზას უტარებენ. აღენიშნებათ თუ არა გვამებს სხეულზე დაზიანებები და მომხდარია თუ არა მათი იდენტიფიცირება ჯერჯრობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე დღეს შს სამინისტროს თანამშრომლები და სასაზღვრო პოლიციელები იმყოდებოდნენ. …

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომელი, დავით ჩიკვაიძე დააკავა. სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაუმზადა ციტრუსისა და ვაშლის ყალბი წარმოშობის სერთიფიკატი, ექსპერტიზის დასკვნა და ხელშეკრულება. საგამოძიებო სამსახურის მიერ, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დავით ჩიკვაიძის მიერ უკანონოდ დამზადებული წარმოშობის სერტიფიკატი და ექსპერტიზის დასკვნა. სამინსიტროს ცნობით, …

ორი შვილის მამას არასრულწლოვანზე ქორწინებისთვის ასამართლებენ

ნადიმ პაქსაძე ხულოს მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. მან ამავე მუნიციპალიტეტში მცხოვრები მაია სოლომონიძე 19 წლის ასაკში ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცა, რომელიც იმ დროს 13 წლის იყო და მე-9 კლასში სწავლობდა. ნადიმ პაქსაძე აცხადებს, რომ გოგონას მოტაცების დროს, არც სახელმწიფოს და არც ოჯახს პრეტენზია არ გამოუხატავთ. ნადიმ პაქსაძის წინააღმდეგ გამოძიება სამი წლის შემდეგ, მეორე შვილის შეძენიდან მეორე დღეს …

შსს-მ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 17 პირი დააკავა

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, რომელიც დღეს გავრცელდა, სარფში,  საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას, 17 პირი დააკავეს. განცხადებას ამის შესახებ შს სამინისტრო თავის ვებგვერდზე ავრცელებს:

ქობულეთში დამწვარი სასტუმროს მეპატრონის ოჯახის წევრებმა შიმშილობა დაიწყეს

 

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ე.წ. „ხასანას“ სასტუმროს მეპატრონის ოჯახის წევრებმა შიმშილობა დაიწყეს. სასტუმროში 2015 წლის 10 მაისს, გამთენიისას, ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც სამი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. სასტუმროს მეპატრონე  ზაზა ართმელაძე პოლიციამ 19 ნოემბერს დააკავა. 

რა ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრებში

 

ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი ბიუჯეტიდან 6 მილიონზე მეტი ლარით ფინანსდება. სწორედ ამ ფონდის ბიუჯეტი  ხმარდება ოჯახში ძალადობის მხვერპლი ქალების თავშესაფრებს, რომლებიც ქვეყანაში სულ ოთხია. გასულ წელს თავშესაფრით 114-მა  ქალმა ისარგებლა, მათ შორის 67-მა არასრულწლოვანმა. მსხვერპლი ქალებისთვის სახელმწიფო დღეში 10 ლარს ხარჯავს. არასამთავრობო სექტორი პოზიტიურად აფასებს კანონში შესულ ცვლილებას, ომბუდსმენი კი მსხვერპლებისთვის თავშესაფარში მოთავსების ვადის გაზრდას ითხოვს. 

შსს-მ ქობულეთში მდებარე იმ სასტუმროს მეპატრონე დააკავა, სადაც სამი მოზარდი ხანძარს ემსხვერპლა

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის მაისში ქობულეთში, ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზები დაადგინა, რომელმაც სამი მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა და ბრალდებული პირი დააკავა.

ქობულეთში მოშიმშილეები ოთხი პოლიციელის დასჯას მოითხოვენ

 

ქობულეთის პოლიციის შენობაში ნაცემი 20 წლის რეზო ტაკიძის ახლობლები გამგეობის შენობის წინ უკვე მეოთხე დღეა შიმშილობენ. ისინი იმ პოლიციელების  სამსახურიდან  გათავისუფლებას  მოითხოვენ, რომლებიც  მათი თქმით, რეზო ტაკიძის ცემაში მონაწილეობდნენ. 

შსს: ბათუმში ძარცვის ფაქტზე ძებნილი გურიაში დააკავეს

 

შსს-ს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, სამტრედიის რაიონული სამმართველოს მიერ ძარცვისთვის ძებნილი, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზაურ გ. გურიაში დააკავეს.

შსს: ბანგლადეშის ორმა მოქალაქემ საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა

 

შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში, თურქეთის რეპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლის დროს, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 1985 წელს დაბადებული მოჰამმედ-აბდულლაჰ-ფარუკი რ. და 1984 წელს დაბადებული მდ ნ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ამხილეს.

რეზო ტაკიძე: პოლიციაში ცემის შემდეგ ფეხზე ვერ ვდგები

 

რეზო ტაკიძე, რომელმაც 2 ნოემბერს განაცხადა, რომ ქობულეთის პოლიციაში სცემეს, ამბობს, რომ ამ ცემის შედეგად თავს ძალიან ცუდად გრძნობს და ჯერ კიდევ საწოლში წევს. “თავი მტკივა საშინლად, ფეხზე ვერ ვდგები”, – ამბობს 20 წლის მამაკაცი.

მოსამართლე: ვფიქრობ, თქვენ არ ხართ მკვლელი

 

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს უთხრა, რომ, მისი აზრით, ის მკვლელი არ არის და შეცვალა ბრალდების მუხლი, რითაც მას სახელმწიფო ასამართლებდა. 

შსს: ნაპოვნია ბავშვის ცხედარი, რომელიც ლაბორატორიაში ინახებოდა

 

დღეს, 5 ნოემბერს, ” ბათუმელებმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიტოვებული ახალშობილის ცხედარი იპოვეს, რის შესახებაც ერთ-ერთი მოქალაქე საპატრულო პოლიციას დაუკავშირდა.

Exit mobile version