დღეს, 5 ნოემბერს, ” ბათუმელებმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიტოვებული ახალშობილის ცხედარი იპოვეს, რის შესახებაც ერთ-ერთი მოქალაქე საპატრულო პოლიციას დაუკავშირდა.
შსს განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, ნაპოვნია დაახლოებით 25 წლის წინანდელი ცხედარი, რომელიც ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ არსებულ ყოფილ საბჭოთა ლაბორატორიაში ინახებოდა.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით.