ხულოში ახლა საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ დიდაჭარაში ადგილობრივ მოსახლეობას, ძირითადად, კარტოფილი მოჰყავს.
Tag Archives: ხულო
750 000 ლარი – ხულოში სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 33 ოჯახისთვის
აჭარის მთავრობა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრებ 28 ეკომიგრანტ ოჯახს უსაფრთხო საცხოვრისის შეძენის მიზნით 25,000- 25,000 ლარს გამოუყოფს. ეს გადაწყვეტილება, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის 12 აპრილის სხდომაზე მიიღეს. კომისიის სარეკომენდაციო გადაწყვეტილებით, დახმარება ჯამში სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 33 ოჯახს გაეწევა, რისთვისაც 750 000 ლარი გამოიყოფა, …
Continue reading “750 000 ლარი – ხულოში სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 33 ოჯახისთვის”
მთა თეთრობზე ახალი ელექტროგადამცემი ხაზი აშენდება
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა მთა თეთრობზე, სადაც ფაჩხის, წაბლანის, წაბლიანის, რაქვთის, თხილვანისა და ფურტიოს სოფლების მოსახლეობა (სულ 400-მდე ოჯახი) მემთეურობას ეწევა, ახალ ელექტროგადამცემ ხაზს ააშენებს. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 154 504 ლარი გამოყო. ხულოს გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ზაზა აბულაძის თქმით, ელექტროგადამცემი ხაზი თეთრობზე გოდერძის უღელტეხილიდან გავა და ექსპლუატაციაში 2018 წელს შევა, წელს მოიალაღეებს …
Continue reading “მთა თეთრობზე ახალი ელექტროგადამცემი ხაზი აშენდება”
ხულოში რძის საწარმოს ლიცენზია შეუჩერეს
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში რძის გადამამუშავებელმა საწარმომ მუშაობა შეაჩერა. სამეწარმეო საქმიანობის დროებით შეჩერების მიზეზად რძის გადამამუშავებელ საწარმო „ცეზარის“ მფლობელები სურსათის ეროვნული სააგეტოს მიერ საწარმოსთვის ლიცენზიის შეჩერებას ასახელებენ და ამბობენ, რომ სამეწარმეო საქმიანობა სააგეტომ საწარმოში არსებული ტექნიკური დანადგარების საკანონმდებლო რეგულაციებთან შეუთავსებლობის გამო შეუჩერა. „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პირველად, გასულ წელს, რძის პასტერილიზატორის გამო დაგვაჯარიმა. გვითხრეს, რომ დანადგარი …
მამაკაცი, ვის სახლსაც ხანძარი გაუჩნდა, გარდაიცვალა
ხულოში, სოფელ დიოკნისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის გაჩენის შემდეგ სახლში მცხოვრები დაახლოებით 80 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, მამაკაცი ეზოში გამოიყვანეს და იგი სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა. ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა მხოლოდ სახლის ნაწილის გადარჩენა მოახერხეს. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი …
Continue reading “მამაკაცი, ვის სახლსაც ხანძარი გაუჩნდა, გარდაიცვალა”
თოვლი ქვემო თხილვანაში [ფოტო]
აჭარის მაღალმთიანეთ სოფლებში თოვა გუშინ, 9 აპრილს, დღის მეორე ნახევარში დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა. ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა 5 სანტიმეტრს, ხოლო შუახევის სოფლებში 3 სანტიმეტრს მიაღწია. მუნიციპალიტეტების გამგეობებში აცხადებენ, რომ გაზაფხულის თოვლს პრობლემები არ შეუქმნია. ნინო ქამაშიძის ფოტოები ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო თხილვანადან:
ხულოში თოვს
აჭარის მაღალმთიანეთში დღეს დილიდან თოვს. ხულოში ამ დროისთვის თოვლის საფარმა ორ სანტიმეტრს მიაღწია, მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, უამინდობას მუნიციპალიტეტში პრობლემები არ შეუქმნია. თოვს შუახევის ზოგიერთ სოფელშიც. აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორის ინფორმაციით, ხვალიდან ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში გამოიდარებს და თბილი ამინდი მომავალი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.
კონკურსი ხულოში – 60 განაცხადი 8 ვაკანსიაზე
ხულო მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამგეობის ადმინისტრაციულ ერთეულებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი რვა პოზიციაზე – დიოკნისის, ღორჯომის, დიდაჭარის, საციხურისა და ვაშლოვანის თემებში, გამგებლის წარმომადგენლისა და ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე გამოაცხადა. 8 ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად სულ 60 განაცხადი შევიდა, საიდანაც საკონკურსო მოთხოვნა მხოლოდ 47-მა კონკურსანტმა დააკმაყოფილა. ყველაზე მეტი განაცხადი კი დიოკნისის თემის ადმინისტრაციული სამსახურისა და საციხურის თემში გამგებლის წარმომადგენლის …
Continue reading “კონკურსი ხულოში – 60 განაცხადი 8 ვაკანსიაზე”
საკრებულოს წევრი: ხულოში სასწრაფოს ავტომობილები მწყობრიდანაა გამოსული
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულს წევრის, ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხულოს ცენტრში მომუშავე ავტომობილები მწყობრიდანაა გამოსული. საკრებულოს წევრი ხელისფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვს. „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს, რომელიც შეაკეთეს და მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ექვსი თვის წინ ზარზეიმით ღორჯომში თვითონ აიყვანა, ერთი თვეც კი არ უმუშავია, მწყობრიდანაა გამოსული. დღეს ხულოში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მხოლოდ ორი ავტომობილი მუშაობს, …
Continue reading “საკრებულოს წევრი: ხულოში სასწრაფოს ავტომობილები მწყობრიდანაა გამოსული”
ხულოსა და ბათუმში სოციალურ სახლებს ეკომიგრანტებისგან ცეცხლსასროლი იარაღით დაიცავენ
12 ათასამდე ლარს გადაიხდის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვაშლოვანში 72-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის და ბათუმში, თამარის დასახლება №29-ის მიმდებარედ 58-ბინიანი საცხოვრებელი სახლის 2 კვირის განმავლობაში ცეცხლსასროლი იარაღით დაცვის მომსახურებაში. ამ მომსახურების შესყიდვის აუცილებლობას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო იმით ხსნის, რომ „შენობა დაიკავეს უკანონოდ გარეშე პირებმა… თამარის დასახლება 29-ის მიმდებარედ არსებულ სოციალურ …
ხულოს საკრებულოს წევრი სოციალურ სახლში ეკომიგრანტებისთვის ბინების გადაცემას ითხოვს
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ირაკლი ჯორბენაძე, სოფელ ქვედა ვაშლოვანში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ აგებული, 72-ბინიანი „სოციალური სახლის“ ეკომიგრანტი, პირველი კატეგორიის მქონე ოჯახებისთვის გადაცემას ითხოვს. ამ მოთხოვნით საკრებულოს წევრმა ბრიფინგი დღეს, 17 მარტს, ხულოს მუნიციპალიტეტში გამართა და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდა: „იმ სოციალურ ფონზე, რაც ხულოშია, 2015 წელს დასრულებული 72- ბინიანი „სოციალური სახლი“ სოფელ ვაშლოვანში …
რა უნდა გააკეთოთ თუ მაღალმთიანეთში დენის გადასახადზე შეღავათით ვერ სარგებლობთ
2017 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა კანონის ის მუხლი, რომლითაც მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათით უნდა ესარგებლა, თუმცა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა ბევრმა ოჯახმა „მთის კანონით“ გაწერილი ეს სარგებელი ვერ მიიღო. ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე მერაბ ტაკიძე ამბობს, რომ ქედაში ელექტროენერგიის შეღავათით ძირითადად იმ ოჯახებმა ვერ ისარგებლეს, რომელთა სააბონენტო ქვითარზე მითითებული …
Continue reading “რა უნდა გააკეთოთ თუ მაღალმთიანეთში დენის გადასახადზე შეღავათით ვერ სარგებლობთ”
გამგეობები: სოფლის მხარდაჭერა იქნება, პროგრამა – არა
მთავრობის გადაწყვეტილებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2017 წელს აღარ განხორციელდება. აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების გამგეობებში განმარტავენ, რომ პროგრამის არარსებობა სოფლის მოსახლეობას არ დააზარალებს, რადგან შესაბამისი პროექტების განხორციელებას, ადგილობრივი ბიუჯეტით, თავად გამგეობები გეგმავენ. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ზაზა აბულაძის თქმით, „მოსახლეობის ინტერესებისა და მოთხოვნის განსახორციელებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1,5 მილიონზე მეტი ლარია გაწერილი, რაც გასულ წელს მთავრობის …
Continue reading “გამგეობები: სოფლის მხარდაჭერა იქნება, პროგრამა – არა”
ხულოს, შუახევისა და ქედის თითო სკოლის ლაბორატორიებისთვის 60 ათასი ლარი დაიხარჯება
ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების თითო საჯარო სკოლის ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიებით აღჭურვაზე აჭარის განათლების სამინისტრო 60 ათასამდე ლარს დახარჯავს. [red_box]ლაბორატორიები მოეწყობა:[/red_box] ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის საჯარო სკოლაში; შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში; ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლების საჯარო სკოლაში. საკონტროლო და გამოსაცდელი აპარატურის, კერძოდ, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიის აღჭურვილობის შესყიდვა ხორციელდება ქვეპროგრამა – …
Continue reading “ხულოს, შუახევისა და ქედის თითო სკოლის ლაბორატორიებისთვის 60 ათასი ლარი დაიხარჯება”
დიდთოვლობა აჭარის მაღალმთიანეთში – რამდენიმე ბაღში სააღმზრდელო პროცესი ჩაიშალა
უამინდობისა და უხვი ნალექის გამო ხულოს მუნიციპალიტეტის 13 საბავშვო ბაღიდან ხუთ – უჩხოს, დიდაჭარის, დიოკნისის, საციხურისა და ყინჩაურის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ხვალამდე, 17 თებერვლამდე, გადაიდო. სააღმზრდელო პროცესი ჩაიშალა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულისა და ჭვანის საბავშვო ბაღებშიც. რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, აქ 15 ბაღიდან სასწავლო პროცესი ბავშვთა გამოუცხადებლობის გამო ხარაულის, დანდალოს, ახოს, წონიარისის, ზვარის, ოქტომბრისა …
Continue reading “დიდთოვლობა აჭარის მაღალმთიანეთში – რამდენიმე ბაღში სააღმზრდელო პროცესი ჩაიშალა”
აჭარის მაღალმთიანეთში ოცამდე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ამინდის გაუარესების გამო ხულოს მუნიციპალიტეტის ცხრა სოფელს ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწის, მალხაზ ქათამაძის ინფორმაციით, ხულოში, მაღალი ზონის სოფლებში, თოვლის ახალი საფარი 50, დაბაში კი 25 სმ-ს აღწევს. მისივე ინფორმაციით, სოფლებში – გელაურაი, პანტნარი, გობაძეები, დიდაჭარა, დიოკნისი, რიყეთი, დანისპარაული, ბეღლეთი, კორტოხი – ელექტროენერგია დღეს, 16 თებერვალს, დილით, ავარიულად გამოირთო და ამ დროისთვის …
Continue reading “აჭარის მაღალმთიანეთში ოცამდე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება”
სარეაბილიტაციო გზა ხულოდან გოდერძიმდე [რუკა]
ხულო-ზარზმის მიმართულებით ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახლების პროცესი თებერვლის ბოლოს ან მარტის თვეში დაიწყება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, განსახლების პროცესი ამინდზეც არის დამოკიდებული, მაგისტრალის მშენებლობა კი, ჯამში შეეხება 354 ოჯახის კუთვნილ 561 მიწის ნაკვეთს. განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელიც 2013 წლის ივნისში იყო მომზადებული, ჩვენი ინფორმაციით, 2017 წლის დასაწყისში შეიცვალა, თუმცა საქართველოს საავტომობილო …
Continue reading “სარეაბილიტაციო გზა ხულოდან გოდერძიმდე [რუკა]”
ხულო-გოდერძის გზის მშენებლობის გამო განსახლება თებერვლის ბოლოს დაიწყება
ხულო-ზარზმის მიმართულებით ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახლების პროცესი თებერვლის ბოლოს ან მარტის თვეში დაიწყება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, განსახლების პროცესი ამინდზეც არის დამოკიდებული, მაგისტრალის მშენებლობა კი, ჯამში შეეხება 354 ოჯახის კუთვნილ 561 მიწის ნაკვეთს. კონკრეტულად ვის შეეხება ავტომაგისტრალის მშენებლობა, დეპარტამენტში არ დაგვიკონკრეტეს და აღნიშნეს, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. ამასთან არ გვითხრეს, თუ …
Continue reading “ხულო-გოდერძის გზის მშენებლობის გამო განსახლება თებერვლის ბოლოს დაიწყება”
სასწავლო პროცესი აჭარის მაღალმთიანეთში მხოლოდ კერძო სკოლაში გადაიდო
საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის კერძო სკოლის გარდა სასწავლო პროცესი აჭარის მთიანეთში ყველა საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. კერძო სკოლაში სწავლა სამშაბათს, 31 იანვარს, შეწყდა და ორშაბათს, 6 თებერვალს, განახლდება. შუახევის რესურსცენტრის უფროსის, ედუარდ გოგრაჭაძის ინფორმაციით, შუახევის ყველა საჯარო სკოლა მომარაგებულია შეშითა და საწვავით. რაც შეეხება მოსწავლეთა გამოცხადებას, რესურსცენტრის უფროსი ამბობს, რომ მოსწავლეთა 50%-იანი გამოცხადება მხოლოდ …
Continue reading “სასწავლო პროცესი აჭარის მაღალმთიანეთში მხოლოდ კერძო სკოლაში გადაიდო”
რატომ არ წმენდენ თოვლისგან სასოფლო გზებს
შიდა სასოფლო თუ საბნო გზების მოვლა-პატრონობა, მათ შორის თოვლის საფარისგან გაწმენდა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეროგატივაა. აჭარის მთიანეთში სოფლის გზების გაწმენდას თოვლის საფარისგან მუნიციპალიტეტებში არსებული დეპარტამენტის ადგილობრივი სამსახურები ახორციელებენ. არასაკმარისი ტექნიკის გამო აქ სასოფლო თუ საუბნო გზებს დეპარტამენტი დროულად ვერ წმენდს. აჭარის ყველაზე მაღალმთიან – ხულოს მუნიციპალიტეტში, სადაც თოვლი უხვად მოდის, დეპარტამენტს მხოლოდ ათი ერთეული …
ხულოში, სოციალურ სახლში, ბინებს ეკომიგრანტთა ბაზაში დარეგისტრირებულები მიიღებენ
სოფელ ვაშლოვანში დასრულებულ სოციალურ სახლში საცხოვრებელი ფართობების განაწილების მიზნით, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა განცხადებებს 24 თებერვლის ჩათვლით მიიღებს. პროექტში მონაწილეობის მსურველი ოჯახები დარეგისტრირებულნი უნდა იყვნენ ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ ბაზაში და მინიჭებული უნდა ჰქონდეთ პრიორიტეტულობის ქულები. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. სამინისტრო ხულოში მცხოვრებ სტიქიით დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახებს , ვინც დღემდე არ არის დარეგისტრირებული ეკომიგრანტი …
Continue reading “ხულოში, სოციალურ სახლში, ბინებს ეკომიგრანტთა ბაზაში დარეგისტრირებულები მიიღებენ”
თოვლი აჭარაში – უშუქობა და გადაადგილების პრობლემები სოფლებში
აჭარის მაღალმთიანეთში თოვის გამო გარკვეული პრობლემებია რიგ სოფლებში. გამგეობების ინფორმაციით ქედის, შუახევისა და ხულოს ზოგიერთ სოფლამდე მისასვლელი გზა თოვლისგან ვერ იწმინდება, ზოგ სოფელში კი მხოლოდ ორხიდიან ავტომობილებს შეუძლიათ ასვლა. გზებს ძირითადად დაბებამდე წმენდენ. პერიოდულად შეზღუდვებია ელექტროენერგიის მიწოდებაშიც. გამგეობებში აცხადებენ, რომ მეწყრული პროცესები არსად განვითარებულა. ხულოს გამგებლის თქმით, სტაბილური ვითარებაა სოფელ ქვემო თხილვანაშიც. ქედის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან …
Continue reading “თოვლი აჭარაში – უშუქობა და გადაადგილების პრობლემები სოფლებში”
რა ვითარებაა აჭარის მაღალმთიანეთში
აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია, დაბებში თოვლის ახალი საფარი ხუთ, მაღალმთიან სოფლებში კი 15-20 სანტიმეტრს აღწევს. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, სოფიო ხაბაზის ინფორმაციით, ისეთ მაღალ სოფლებში, როგორიცაა უჩხითი და ზუნდაგა, უხვი ნალექის გამო გზები გუშინ გაიწმინდა: „ამ დროისთვის გადაადგილებაში პრობლემა არც ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზეა და არც შიდა სასოფლო გზებზე, ქედის მუნიციპალიტეტში“. …
ზამთარი თაგოში [ფოტო]
პატარა სოფელი თაგო ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1000 მეტრზე მდებარეობს. 30 წელია თაგო გარესამყაროს ძირითადად საბაგირო გზით უკავშირდება. ამ ტრანსპორტს სოფლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სოფლამდე მისასვლელი ექვსკილომეტრიანი სამანქანო გზა დაზიანებულია და მასზე გადაადგილება მხოლოდ ორხიდიანი მანქანებითაა შესაძლებელი, საბაგირო გზის მეშვეობით კი ხულოს ცენტრიდან კი 8 წუთში უკვე თაგოში ხართ. ამავე თემაზე: თაგო – სოფელი საბაგირო …
1,7 მილიონი ლარი ხულოში, დიდაჭარა-საციხური-გელაურას გზის შეკეთებისთვის
ხულოს მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის „დიდაჭარა-საციხური-გელაურას“ მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობისთვის აჭარის ბიუჯეტში 1 მილიონ 759 ათას 490 ლარია გათვალისწინებული. შესაბამისი ტენდერი აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა. სამუშაოს შესრულების ვადაა 130 დღე ხელშეკრულების დადებიდან. მიმწოდებელი კი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს არაუგვიანეს 2017 წლის პირველი მაისისა. სატენდერო პირობების თანახმად, „პრეტენდენტს საკუთრებაში უნდა გააჩნდეს ასფალტის …
Continue reading “1,7 მილიონი ლარი ხულოში, დიდაჭარა-საციხური-გელაურას გზის შეკეთებისთვის”
პრემიების პოლიტიკა მაღალმთიანეთში
წელს პრემია აჭარის სამივე მთიან მუნიციპალიტეტებში გაიცა, სახელფასო დანამატი კი – მხოლოდ ხულოს მუნიციპალიტეტში. როგორ გადანაწილდა საპრემიო ფონდი აჭარის მთაში და ვინ რა ოდენობის პრემია-დანამატი აიღო 2016 წელს? ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული თანამშრომლებიდან სახელფასო დანამატი წელს ყველაზე ბევრჯერ [რვაჯერ, თვეში 250 ლარის ოდენობით] გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის მძღოლმა მერაბ ცეცხლაძემ მიიღო. მერაბ ცეცხლაძემ დანამატი აპრილში, მაისში, ივნისში, …
მაღალმთიან აჭარაში გამოიდარა – რა ვითარებაა სოფლებში
ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიურად თოვდა, გამოიდარა. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით არც ერთ სოფელში სწავლის პროცესი არ შეჩერებულა, ასევე ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. „ძირითადი პრობლემა გვაქვს გზებზე, ყველა სოფლის ცენტრთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდას ერთ დღეში ვერ მოვასწრებდით. დღესაც და ხვალაც გაიწმინდება გზები, ძირითადად დარჩენილია სხალთა-ფუშრუკაულის მიმართულებით არსებული …
Continue reading “მაღალმთიან აჭარაში გამოიდარა – რა ვითარებაა სოფლებში”
როგორ ემზადება მაღალმთიანი აჭარა ახალი წლისათვის
საახალწლო განწყობის შესაქმნელად აჭარის მთიანეთში წელს 51 332 ლარი დაიხარჯება. ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებიდან საახალწლოდ ყველაზე მეტ თანხას – 32 974 ლარს ხულოს მუნიციპალიტეტი დახარჯავს მიუხედავად იმისა, რომ ქედის გამგეობამ მუნიციპალიტეტისთვის ნაძვის ხე აქსესუარებთან ერთად გასულ წელს შეისყიდა და ადგილობივი ბიუჯეტიდან ამისთვის დაახლოებით 7 000 ლარი დახარჯა, ნაძვის ხეს ქედის გამგეობა წელს ისევ ყიდულობს. ნაძვის …
Continue reading “როგორ ემზადება მაღალმთიანი აჭარა ახალი წლისათვის”
დიდთოვლობა და გააქტიურებული მეწყერი – ვითარება აჭარის მუნიციპალიტეტებში
აჭარის მაღალმთიანეთში რამდენიმე დღეა დროგამოშვებით თოვს. გუშინ რეგიონის ზღვისპირა ზოლშიც გათოვდა. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის სოფლებთან დამაკავშირებელი გზები იწმინდება, ხოლო ელექტროენერგია ყველა აბონენტს მიეწოდება. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ ებრალიძის განმარტებით, დილის საათებში თოვდა, მაგრამ ამ დროისთვის შეჩერებულია, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებისა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით კი მიმდინარეობს ჭვანის ხეობის რამდენიმე სოფელში ელექტროგადამცემი ხაზების …
Continue reading “დიდთოვლობა და გააქტიურებული მეწყერი – ვითარება აჭარის მუნიციპალიტეტებში”
ხულოში რამდენიმე საბავშვო ბაღის მუშაობა კვლავ შეჩერებულია
დღეს, 9 დეკემბერს, ხულოში გამოიდარა, თუმცა დიდთოვლობისა და გზების მოყინულობის გამო რამდენიმე საბავშვო ბაღის მუშაობა კვლავ შეჩერებულია. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ელექტროენერგია ამ დროისთვის მხოლოდ ერთ სოფელს, რაქვთას არ მიეწოდება. რაც შეეხება გზებს, რომლებიც გუშინ დიდთოვლობის გამო ჩაკეტილი იყო, ხულოს გამგებლის ინფორმაციით, დღეს დილიდან იწმინდება -„ყველა სოფელთან დამაკავშირებელი ცეტრალური მაგისტრალი დილიდან იწმინდება. ხიხაძირის მიმართულებით არის …
Continue reading “ხულოში რამდენიმე საბავშვო ბაღის მუშაობა კვლავ შეჩერებულია”
გადასატანი კარკასული კარავი სოფლებში
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა სოფლების – წაბლანისა და ვერნებისთვის ორ გადასატან, კარკასული კარვის ასაწყობ მასალას ყიდულობს. მასალის შესაძენად გამგეობამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე 12 345 ლარზე 4 ნოემბერს გამოაცხადა. ტენდერი 10 ნოემბერს დასრულდა. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსი, ელდარ ბოლქვაძე განმარტავს, რომ კარვებს ვერნებსა და წაბლანისთვის ყიდულობენ მოსახლეობის მოთხოვნით – „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში. …
როგორ გაანაწილებს ფულს მაღალმთიანი აჭარა
მაღალმთიან აჭარაში 2017 წელს ყველაზე დიდი ბიუჯეტი – 9 მილიონ 016 500 ლარი აქვს ხულოს მუნიციპალიტეტს. რაც შეეხება ქედას, გეგმით აქ 8 მილიონ 049 400 ლარია გათვალისწინებული, ხოლო შუახევში – 8 მილიონ 177 ლარი. აჭარის მთიანი მუნიციპალიტეტები მომავალ წელს ყველაზე მეტ თანხას ინფრასტრუქტურის გამართვაზე, ხოლო ყველაზე ნაკლებ თანხას ჯანდაცვაზე დახარჯავენ. ქედა ქედის მუნიციპალიტეტი 2017 წელს …
აჭარის მაღალმთიანეთში 1 200-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ხულოში თოვლის საფარი 80 სმ-ს აღწევს. ელექტროენერგია რა მიეწოდება რამდენიმე სოფელს. „გუშინ გაითიშა დიდაჭარა, ირემაძეებში შუქი, ასევე ოქრუაშვილებში თუმცა, დღეს მიდის აღდგენითი სამუშაოები“-აცხადებს გამგებელი. მისი თქმით დაახლოებით 200-მდე აბონენტია გათიშული შუახევის გამგებლის ტარიელ ებრალიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტში 1000-მდე აბონენტია გათიშული. „დილიდანვე გასულია ბრიგადები და მუშაობენ აღდგენაზე“-აცხადებს გამგებელი. ბესიკ ბაუჩაძის თქმით, …
Continue reading “აჭარის მაღალმთიანეთში 1 200-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება”
ხულოში 65 ათას ლარად 80 სანაგვე კონტეინერს შეისყიდიან
ევროსტანდარტის შესაბამისი, ნაგავშემკრები კონტეინერი დამზადებული უნდა იყოს გალვანიზირებული [ცხლად მოთუთიებული] ფოლადისგან; კონტეინერები უნდა იყოს დანომრილი მიყოლებითი ნომერაციით და უნდა იყოს წარწერით „ხულოს მუნიციპალიტეტი“, 5–6 სანტიმეტრიანი ასოებით; კონტეინერი უპრობლემოდ უნდა იცლებოდეს სტანდარტული ნაგავმზიდების მეშვეობით – ამ და სხვა პირობებით გამოაცხადა 80 სანაგვე კონტეინერის შესყიდვაზე ტენდერი ხულოს მუნიციპალიტეტმა. საწყისი სატენდერო ღირებულებაა 65 ათასი ლარი. გამარჯვებულმა მუნიციპალიტეტს კონტეინერები …
Continue reading “ხულოში 65 ათას ლარად 80 სანაგვე კონტეინერს შეისყიდიან”
ყინჩაურის მოსახლეობა აჭარის მთავრობასთან შეხვედრას ითხოვს
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურის მოსახლეობას ამ წუთებში ხულოს პოლიციის უფროსი ვახტანგ ბერიძე ხვდება. მოსახლეობა დღეს აქციას მართავს და ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკას მუშაობის საშუალებას არ აძლევს. აქციის მონაწილე მურმან აბაშიძე ამბობს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა მოსახლეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შეახვედრონ. „ჩვენ მთავრობისგან პასუხს ველოდებით… თუ მთავრობის თავმჯდომარე 2-3 დღეში ჩვენთან შესახვედრად არ ამოვა, ჩვენ …
Continue reading “ყინჩაურის მოსახლეობა აჭარის მთავრობასთან შეხვედრას ითხოვს”
ხულოში თოვს
31 ოქტომბერს საღამოს საათებიდან ხულოს მუნიციპალიტეტში თოვს. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით თოვლის საფარი ამ დროისათვის გოდერძის უღელტეხილზე 30 სმ-ს, მაღალი ზონის სოფლებში 10-15 სმ-ს, ხოლო დაბის ტერიტორიაზე 1-2 სმ-ს მიაღწია. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით საავტომობილო მიმოსვლა სოფლებში არ შეფერხებულა და გზა გაწმენდილია გოდერძის უღელტეხილზეც. გვიან ღამით ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდა საციხურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებს, აგრეთვე …