31 ოქტომბერს საღამოს საათებიდან ხულოს მუნიციპალიტეტში თოვს. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით თოვლის საფარი ამ დროისათვის გოდერძის უღელტეხილზე 30 სმ-ს, მაღალი ზონის სოფლებში 10-15 სმ-ს, ხოლო დაბის ტერიტორიაზე 1-2 სმ-ს მიაღწია. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით საავტომობილო მიმოსვლა სოფლებში არ შეფერხებულა და გზა გაწმენდილია გოდერძის უღელტეხილზეც. გვიან ღამით ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდა საციხურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებს, აგრეთვე …
Tag Archives: ხულო
ხულოს მუნიციპალიტეტში ქალებისა და ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება
22 ოქტომბერს, ხულოს მუნიციპალიტეტის რაიონულ საავადმყოფოში ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმები, ქალებსა და ბავშვებს უფასო სამედიცინო კონსულტაციას გაუწევენ. კონსულტაციის მიღება ერთი დღის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ხოლოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ადგილზე ყველა პროფილის პედიატრი: ქირურგი, გასტროენტეროლოგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი, ალერგოლოგი , ინფექციონისტი, ნეონატოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ტრავმატოლოგი და გინეკოლოგი მოემსახურება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინოფრმაციით, აქციის ფარგლებში …
Continue reading “ხულოს მუნიციპალიტეტში ქალებისა და ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება”
ხულოში დაკარგულ ქალს ეძებენ
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხულოში 75-წლამდე ქალს ეძებენ, რომელიც 19 ოქტომბერს დაიკარგა. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. „გუშინ საღამოს მოგვმართა ოჯახმა და ამ დრომდე გრძელდება სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ჩვენი დანაყოფების მიერ“ – გვითხრეს შს სამინისტროს პრესსამსახურში. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ქალი რომელსაც ეძებენ, ცხოვრობს სოფელ ძირკვაძეებში: „ჩემი ინფორმაციით ფსიქიკური აშლილობის მქონე ქალბატონი ყოფილა, გუშინ დილით სახლიდან …
ოთარ ცეცხლაძე: ჰოლივუდსა და ბოლივუდში მილიარდებს ხარჯავენ, რომ ხულოს, ქედისა და შუახევის მსგავსი ბუნება შეიქმნას
პროფესიით ექიმი, ბიოლოგი, ხულოს ყოფილი გამგებელი, მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ოთარ ცეცხლაძე მაღალმთიან აჭარაში, 73-ე ოლქის მაჟორიტარ კანდიდატად აჭარის უმაღლეს საბჭოში პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დაასახელა. რა სამუშაო გამოცდილებით მოდიხართ? სხვადასხვა სფეროში მაქვს მუშაობის გამოცდილება, ვიყავი ხულოს გამგებელი, სამეცნიერო ინსტიტუტის დეკანი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუნების მეტყველებისა და სამედიცინო ფაკულტეტის დეკანის …
დეპუტატობის კანდიდატი პატრიოტთა ალიანსიდან: ბათუმში მეჩეთი უნდა აშენდეს
მადონა ბოლქვაძე-სოლომონიძე მაღალმთიან აჭარაში, 73-ე ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია საქართველოს პარლამენტში. ის დეპუტატობის კანდიდატად პარტია „პატრიოტთა ალიანსმა“ დაასახელა. ქალბატონო მადონა, თქვენ ერთ-ერთი ქალი მაჟორიტარი კანდიდატი ხართ საქართველოს პარლამენტში აჭარის მთიდან. რატომ დაგასახელათ პარტიამ კანდიდატად და როგორ მოხვდით ამ პარტიაში? მინდოდა იმ პარტიაში შევსულიყავი, რომელშიც ჩემი აზრები იქნებოდა გათვალისწინებული. ამ პარტიის გეგმები, იდეები წავიკითხე, მომეწონა, პარტიამ შემომთავაზა …
Continue reading “დეპუტატობის კანდიდატი პატრიოტთა ალიანსიდან: ბათუმში მეჩეთი უნდა აშენდეს”
ხულოს საკრებულო მოქალაქეთა პეტიციას განიხილავს
ხულოს საკრებულო მოსახლეობის პეტიციას ხვალ, 13 სექტემბერს განიხილავს. “დემოკრატიის ინსტიტუტის” პროექტის ფარგლებში მოქალაქეებმა 5 პეტიციით მიმართეს საკრებულოს: მოქალაქეთა თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით სოფლის მეურნეობის სფეროში ხულოს მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ბიზნესის თანადაფინანსების მიზნით მუნიციპალური პროგრამის ამოქმედება; მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვის სფეროში მომავალი წლის ბიუჯეტში შესაბამისი პროგრამების გათვალისწინება; გოდერძის უღელტეხილზე მდებარე ტურისტულ ობიექტ ’’მწვანე ტბა’’-სთან მისასვლელი გზის …
Continue reading “ხულოს საკრებულო მოქალაქეთა პეტიციას განიხილავს”
ვინ წარადგენს მაღალმთიან აჭარას პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში
ახალი საოლქო გადანაწილების მიხედვით მაღალმთიან აჭარას სამი მაჟორიტარის ნაცვლად ერთი მაჟორიტარი ეყოლება პარლამენტში. ვინ დაიცავს ქედის, ხულოსა და შუახევის მოსახლეობის ინტერესებს საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში და რას ჰპირდებიან მმართველი გუნდისა თუ ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატები მოსახლეობას? საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, ქედის (მახუნცეთის თემის გარდა), შუახევისა და ხულოს მოსახლეობამ მხოლოდ ერთი მაჟორიტარი უნდა აირჩიოს საქართველოს …
Continue reading “ვინ წარადგენს მაღალმთიან აჭარას პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში”
ხულოს ექვსი სოფლის მოსახლეობა ზურაბ პატარაძეს მიმართავს
ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის: ღურტის, დიაკონიძეების, ოქრუაშვილების, ვაშლოვანის, სხალთის და კვატიის მოსახლეობა ღია წერილით მიმართავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს. ექვსგვერდიან მიმართვაში ვრცლადაა აღწერილი ის პრობლემები, რომლებიც ამ სოფლების მოსახლეობას შეექმნა ხულოში ჰესების მშენებლობის დაწყების შემდეგ, “როცა აფეთქება იყო, სახლები ირყეოდა, მოსახლეობაში ცუდი განწყობა უფრო და უფრო მკვიდრდებოდა, სიღრმეში შესვლის შემდეგ სახლები ირხეოდა. როცა მიმართეს და სთხოვეს, …
Continue reading “ხულოს ექვსი სოფლის მოსახლეობა ზურაბ პატარაძეს მიმართავს”
დისკრიმინაციის ფაქტი ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანებაში
ხელვაჩაურის სასამართლომ დისკრიმინაციის ფაქტი ა(ა)იპ “ხულოს ბაღების გაერთიანებაში” დაადასტურა. გაერთიანების წინააღმდეგ სარჩელი მაია გელაძეს ჰქონდა შეტანილი. მისი თქმით, უარი ერთ-ერთ ბაღში დასაქმებაზე კონკურსის დროს „კარგი სოციალური მდგომარეობის” გამო უთხრეს. სასამართლო მორიგებით დასრულდა – ხულოს ბაღების გაერთიანებამ აღიარა, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მოპყრობას ქონებრივი ნიშნით. მაია გელაძის ინტერესებს სასამართლოში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავდა. „დადებით …
Continue reading “დისკრიმინაციის ფაქტი ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანებაში”
ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე მაჟორიტარობის კანდიდატის წინააღმდეგ
“უნდა გამოვფხიზლდეთ ხულომ და მთლიანად აჭარამ, სანამ მედროვე ფეოდალები ყველას მოისყიდიან…” – ამ მოწოდებით სტატუსი სოციალურ ქსელში ხულოს საკრებულოს თავმჯდომარემ ჯამბულ ხოზრევანიძემ კვირას, 14 აგვისტოს დაწერა. მან “ქართული ოცნებიდან” ხულოს, შუახევის და ქედის მაჟორიტარობის კანდიდატად პარლამენტში ანზორ ბოლქვაძის ოფიციალურად წარდგენა გააპროტესტა. საკრებულოს თავმჯდომარე თვლის, რომ “ოცნებაში პორტირებული ნაციონალების ზეიმია” და ანზორ ბოლქვაძემ კონკრეტულ კითხვებს პასუხი …
Continue reading “ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე მაჟორიტარობის კანდიდატის წინააღმდეგ”
ხულოში იალაღებზე ელექტროგადამცემი ქსელი მოეწყობა
ხულოს სოფლების – აგარა, საციხური, გელაურის სამთო იალაღებზე ელექტროგადამცემი ქსელი მოეწყობა. შესაბამისი ელექტრონული ტენდერი ხულოს მუნიციპალიტეტმა უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 221 055 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 17 აგვისტოს დასრულდება. გამარჯვებულმა სამუშაოების წარმოების პარალელურად, უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა და სამუშაო არეალში ხეების და მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა. სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს ტენდერში …
Continue reading “ხულოში იალაღებზე ელექტროგადამცემი ქსელი მოეწყობა”
ხულო, სოფელი თხილვანა წვიმის შემდეგ [ფოტო]
ბოლოდროინდელმა წვიმამ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების ზედა და ქვედა თხილვანას, ბაკი-ბაკოსა და მთისუბნის დამაკავშირებელი სამანქანო გზა დააზიანა. ამ დროისთვის სოფლებთან მისასვლელი გზა გახსნილია.
მდინარის ადიდების გამო ხულოს სამ სოფელთან მისასვლელი გზები ჩაიკეტა
დღეს, 6 ივლისს, დილიდან, სეტყვისა და ძლიერი წვიმის გამო ხულოს მუნიციპალიტეტში [სხალთისა და ღორჯომის მიმართულებით] მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, რის გამოც ზოგიერთ სოფელთან მისასვლელი გზა ჩაიხერგა. ჩვენი ინფორმაციით, ეს სოფლებია: ბაკი-ბაკო, მთისუბანი, ასევე ზედა და ქვედა თხილვანა. „ბათუმელები“ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბესიკ ბაუჩაძეს დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ამ დროისთვის საგანგაშო მდგომარეობა არ არის, ქვემო თხილვანასთან გზა არის, თუმცა …
Continue reading “მდინარის ადიდების გამო ხულოს სამ სოფელთან მისასვლელი გზები ჩაიკეტა”
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აჭარაში ორი ცენტრი იმუშავებს
ხვალ, პირველ ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. აჭარის მასშტაბით ორი საგამოცდო ცენტრი იმუშავებს – ერთი ბათუმში, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტშია გახსნილი, ხოლო მეორე ხულოში – დაბა ხულოს საჯარო სკოლაში. ბათუმის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის მანუჩარ ლორიას ინფორმაციით, ბათუმიის საგამოცდო ცენტრში წელს 72 სექტორი იქნება, აბიტურიენტთა რაოდენობა კი 3 …
Continue reading “ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აჭარაში ორი ცენტრი იმუშავებს”
ათი ოჯახი სიცოცხლისთვის სახიფათო სახლში – ხულოს გამგეობა ინვესტორს ეძებს
დაბა ხულოში, რუსთაველის ქუჩაზე, ერთსართულიან სახლში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. სახლი, სადაც ათი ოჯახი ცხოვრობს, სიცოცხლისთვის საშიშია. სახლი რუსთაველის ქუჩაზე იმდენად ძველია, რომ ერთი შეხედვით რთულია დაიჯერო, აქ ვინმე ცხოვრობს. სახლი სიცოცხლისთვის სახიფათო რომაა, აქ მცხოვრებმა სევიე თავდგირიძემ დიდი ხანია იცის. სევიე ფიცრული სახლის ბოლოს, რამდენიმე კვადრატზე მოწყობილ ორ ოთახში 15 წელია …
Continue reading “ათი ოჯახი სიცოცხლისთვის სახიფათო სახლში – ხულოს გამგეობა ინვესტორს ეძებს”
ერთი მაჟორიტარი აჭარის მაღალმთიანეთიდან, სავარაუდოდ – ხულოდან
წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა მაჟორიტარობის შესაძლო კანდიდატებზე პარტიები აქტიურად მუშაობენ. ვის კანდიდატურებს წარუდგენენ მმართველი თუ ოპოზიციური პარტიები ამომრჩეველს მაღალმთიან აჭარაში – ეს განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანია მოსახლეობისთვისაც. წელს პირველად აჭარის მთის სამ მუნიციპალიტეტს – ხულოს, შუახევსა და ქედას ერთი მაჟორიტარი ეყოლება. საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საქართველოს პარლამენტში აჭარის მაღალმთიანი მოსახლეობის ინტერესებს …
Continue reading “ერთი მაჟორიტარი აჭარის მაღალმთიანეთიდან, სავარაუდოდ – ხულოდან”
ოჯახი, რომელსაც 50 ტონა კარტოფილი მოჰყავს
ისინი სოფელ ტაბახმელაში, ერთ სახლში ცხოვრობენ – ორი ძმა მეუღლეებთან ერთად, დედა, რომელიც 81 წლის არის და 16 წლის ომარი. 6-სულიან ოჯახს ერთი წლის განმავლობაში 50 ტონა კარტოფილი მაინც მოჰყავს და ყოველდღიურად 50 ლიტრა რძეს ამუშავებს. „ბათუმელები“ გაგაცნობთ ოჯახს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მთაში გამოკიდებულ სოფელში ცხოვრობს, სრულიად უზრუნველყოფილია. ამ ოჯახის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია – …
Continue reading “ოჯახი, რომელსაც 50 ტონა კარტოფილი მოჰყავს”
ხულოში, სხალთა-კვატიის გზის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება
მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხულოში, ზომლეთი-ხიხაძირის გზის სხალთა-კვატიის მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება. გზის სარეაბილიტაციო სავარაუდო თანხაა 4 მილიონ 988 ათას 937 ლარი. ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია, თუმცა ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაფორმებულა. ტენდერი, რომელიც საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტმა წელს, 16 თებერვალს გამოაცხადა, 15 მარტს დასრულდა. რატომ არ გაფორმდა ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან ამ დრომდე და ხომ არ ჭიანურდება დრო შეგნებულად? …
Continue reading “ხულოში, სხალთა-კვატიის გზის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება”
უფასო სამედიცინო აქციები მახუნცეთსა და რიყეთის თემში
7 მაისს ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება. აქციის ფარგლებში ადგილობრივებს უფასო კონსულტაციებსა და კვლევებს შპს „ონკოლოგიური საავადმყოფოს“, შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის“ და შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის“ ექიმები ჩაუტარებენ. სამედიცინო ბრიგადა დაკომპლექტებულია: ოჯახის ექიმით, ოფთალმოლოგით, ენდოკრინოლოგით, უროლოგით, ექოსკოპისტით, კარდიოლოგით, გინეკოლოგითა და ონკოლოგით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რიყეთში ჩატარდება ექოსკოპიური და ელექტროკარდიოგრაფიული …
Continue reading “უფასო სამედიცინო აქციები მახუნცეთსა და რიყეთის თემში”
მილიონიანი ტენდერი ხულოში სოციალური სახლის მშენებლობის დასასრულებლად
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვაშლოვანში მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის დასრულებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ამჯერად გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 174 530 ლარია. კორპუსის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. მის ასაშენებლად ხელშეკრულება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია „ხიდთან“ 3 მილიონ 253 ათას 993 ლარზე გააფორმა. სამინისტრომ აღნიშნულ კომპანიას 2 მილიონ 425 ათასი ლარი ჩაურიცხა, 2015 წლის …
Continue reading “მილიონიანი ტენდერი ხულოში სოციალური სახლის მშენებლობის დასასრულებლად”
ხულოს „ხიხანი“ – წყალტუბოს „სამგურალი“ 2:0 [ფოტო]
დღეს, 26 აპრილს, ხულოს საფეხბურთო კლუბმა „ხიხანმა“ საკუთარ სტადიონზე წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2 : 0 დაამარცხა.
ხულოდან იალაღებზე მგზავრებს მიკროავტობუსი უფასოდ მოემსახურება
ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა საზაფხულო იალაღებზე – ბეშუმსა და ზორტიყელში ერთი თვის განმავლობაში გადაადგილებას უფასოდ შეძლებს. ამ მომსახურების გასაწევად ხულოს გამგეობამ ელექტრონული ტენდერი უკვე გამართა. ხულო-ბეშუმისა და ღორჯომი-ზორტიყელის მიმართულებით მგზავრთა ტრანსპორტირებისთვის ხულოს გამგეობამ ელექტრონული ტენდერი 13 აპრილს, 9 660 ლარზე გამოაცხადა. ტენდერი 20 აპრილს დასრულდა და მასში მონაწილეობა მხოლოდ ინდ. მეწარმე ასლან ქედელიძემ მიიღო, მან …
Continue reading “ხულოდან იალაღებზე მგზავრებს მიკროავტობუსი უფასოდ მოემსახურება”
17 წლის ლია ხულოდან „ზღაპრებს აჰყვა“ და ამერიკაში მიდის სასწავლად
ხულოს მუნიციპალიტეტის დაბა ხულოს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლია დეკანაძე ერთ-ერთია იმ 80 ქართველ მოსწავლეს შორის, რომლებიც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის [FLEX] ფარგლებში აშშ-ში ისწავლიან ამერიკულ სკოლაში და იცხოვრებენ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთი აკადემიური სასწავლო წლის განმავლობაში. 17 წლის ლია იხსენებს, რომ პირველად ბედი ამ პროგრამაში მეცხრე კლასში სცადა, თუმცა მეორე ეტაპიდან გამოეთიშა კონკურსს. …
Continue reading “17 წლის ლია ხულოდან „ზღაპრებს აჰყვა“ და ამერიკაში მიდის სასწავლად”
სოციალური სახლის შეჩერებული მშენებლობა ხულოში
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში სოციალური სახლის მშენებლობა შეჩერებულია. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, მშენებლობის შეჩერების მიზეზი სოციალური სახლის მშენებელ შპს „ხიდთან“ გაუქმებული ხელშეკრულება გახდა. სამინისტრომ აღნიშნულ კომპანიას ხელშეკრულება ტენდერით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის 2015 წლის 27 ნოემბერს შეუწყვიტა, შესაბამისად, პროცესი მას შემდეგ არ განახლებულა. სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის სწავლობენ, თუ რა სახის სამუშაოები …
Continue reading “სოციალური სახლის შეჩერებული მშენებლობა ხულოში”
ხულოში სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნა და სუფრა სტუმრებისთვის
18-19 აპრილს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და ასევე, 13-15 მაისს ქ. ბათუმში მე-9 საერთაშორისო ტურისტული გამოფენის „exspo-batumi 2016“-ის ღონისძიების ორგანიზების მომსახურებაში ხულოს მუნიციპალიტეტი ჯამში 4 ათას 18 ლარის დახარჯვას გეგმავს. აქედან: 18-19 აპრილს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებისთვის მაქსიმუმ 1977 ლარია განსაზღვრული: 2016 წლის …
Continue reading “ხულოში სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნა და სუფრა სტუმრებისთვის”
აჭარის მაღალმთიანეთში გათოვდა [ვიდეო]
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში თოვს. ვიდეო: ნინო ხიმშიაშვილი
43 დაჯარიმებული კომპანია ხულოში
2015 წელს ხულოს მუნიციპალიტეტში 43 კომპანია დააჯარიმეს. საჯარიმო სანქცია გამგეობამ ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის გაატარა. გარდა ჯარიმისა, ტენდერით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის 2015 წელს ხულოს გამგეობამ ორ კომპანიასთან შეწყვიტა ხელშეკრულება, ხოლო შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ არაკეთილსინდისიერი შემსრულებელი ორივე კომპანია შავ სიაში გადაიყვანა. კომპანიების ჯარიმის საერთო რაოდენობამ გასულ წელს ხულოში 85 866 ლარი შეადგინა. ინდმეწარმე „ბაჩი ბოლქვაძე“ შესყიდვების ეროვნული …
რა ჯიშებით ჩაანაცვლებენ ხულოს კარტოფილს
კარტოფილის კიბოს დაავადების გასაკონტროლებლად სახელმწიფომ ტექნიკური რეგლამენტი 2015 წელს მიიღო და იმავე წელს გავრცელების არეალის დაზუსტება დაიწყო. გასული წლის შემოდგომაზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხულოს მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში მიწა ლაბორატორიულად შეამოწმა და დაადგინა, რომ მიწა დაავადებულია სოფლებში – დანისპარაულში, დიდაჭარაში, რიყეთსა და ღორჯომში. სააგენტო ამ სოფლებში რეზისტენტული ჯიშების გამოცდას, ხოლო სხვა სოფლებში ნიადაგის შესწავლას გეგმავს. საკარანტინო …
როგორ მივიღოთ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი
შეღავათები, რომლებსაც ე.წ. „მთის კანონი“ ითვალისწინებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა მაღალმთიანეთში მცხოვრებზე, თუ მას კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. ასეთი სტატუსის მისაღებად მოქალაქმ უნდა მიმართოს შესაბამისი დასახლების გამგებელს ან მერს. მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაშია დაბა ქედა, შუახევი, ხულო და ამ სამი მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე უკლებლივ ყველა სოფელი. აჭარის რეგიონიდან ნუსხაში ასევე …
Continue reading “როგორ მივიღოთ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი”
გატაცებული სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი სამსახურიდან დაითხოვეს
დამნაშავე დააკავეს და ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს, თუმცა, ხულოს მუნიციპალიტეტში გატაცებული სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი ამბობს, რომ პასუხი მასაც მოსთხოვეს – ის სამსახურიდან დაითხოვეს. თემურ აბაშიძის ინფორმაციით ხულოს სასწარაფო დახმარების მძღოლად 11 წელია მუშაობს და ამ დრომდე მას სამსახურში პრობლემები არ შექმნია. 2015 წლის 26 ივნისს კი სამსახურის მანქანა, რომელის მძღოლადაც ის მუშაობდა, ავტოფარეხიდან გაიტაცეს და …
Continue reading “გატაცებული სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი სამსახურიდან დაითხოვეს”
ნადუღის, კაიმაღისა და კარაქის წარმოება ხულოში
რძის გადამამუშავებელი საწარმო ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა. საწარმოში ყველს, კარაქსა და ადგილობრივ ტრადიციულ რძის პროდუქტებს – „ნადუღსა“ და „კაიმაღს“ აწარმოებენ. ხულოში წარმოებული პროდუქცია მწარმოებელს ბათუმში ჩააქვს და იქვე ყიდის. ხულოს მუნიციპალური ცენტრიდან 15 კილომეტრით დაშორებულ სოფელ დიოკნისში 220 კვადრატულ მეტრზე მოწყობილი რძის გადამამუშავებელი საწარმოს მფლობელი არკადი კახაძეა. საწარმო, რომელიც დღის განმავლობაში …
Continue reading “ნადუღის, კაიმაღისა და კარაქის წარმოება ხულოში”
დახმარებითა და სოფლის ჩართულობით გადაჭრილი პრობლემა [ვიდეო]
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარიქეთის მოსახლეობა სასმელ წყალს სათავედან ნახევრად ღია არხებით იღებდა. ამ პრობლემის მოგვარებაში მათ მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი დაეხმარა. ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლის სისტემას, აშენდა და დამონტაჟდა ავზები, ფილტრები, სალექარი, რის შემდეგაც დღეს სოფელი სასმელად სუფთა, გაფილტრულ წყალს მოიხმარს. „დასალევი წყლის პრობლემა გვქონდა სოფელში. მთავრობამ რამდენიმე წლის წინ მოგვცა …
Continue reading “დახმარებითა და სოფლის ჩართულობით გადაჭრილი პრობლემა [ვიდეო]”
რა ღირს სასტუმრო და კოტეჯი კურორტ “გოდერძიზე”
5 დეკემბერს, მთის კურორტების განვითარების კომპანიამ, გოდერძის სათხილამურო კურორტი ოფიციალურად გახსნა. კურორტზე საბაგირო გზის ყველაზე მაღალი სადგური 2 350 მეტრზე მდებარეობს. ხულოს გამგეობის ცნობით, კურორტზე ორი სახის საბაგიროა – გონდოლას და ბაბლის ტიპის, ტრასების საერთო სიგრძე კი 8 კილომეტრია. კურორტის ზონაში აიგო და კეთილმოეწყო 380 კვ.მ ფართობის სასტუმროს ტიპის ხის კოტეჯები. კურორტ ,,გოდერძიზეზე” სასტუმროს ტიპის …
Continue reading “რა ღირს სასტუმრო და კოტეჯი კურორტ “გოდერძიზე””
ხულოში გზის და ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
ხულოში, წუხელ განვითარებული უამინდობის გამო შეფერხდა საავტომობილო გზებზე მიმოსვლა და ელექტროენერგიის მიწოდება. მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოების შედეგად, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს ელექტროენერგია მიეწოდება, თუმცა სოფლების უმეტესობა კვლავ დენის გარეშე რჩება – “ორი დღე შუჩერებლად თოვდა, ამიტომ დაზიანებები ბევრია, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ნელ-ნელა აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება ყველგან”. ხულოს მუნიციპალიტეტში წუხელ მთელი ღამის განმავლობაში …
Continue reading “ხულოში გზის და ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს”
გელაძეების მკვიდრი სახელმწიფოსგან დროებით თავშესაფარს ითხოვს
ხულოს სოფლის, გელაძეების მკვიდრი ლელა ირემაძე სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. მისი თქმით, სახლი რომელთანაც ოთხი წლის წინ მიწას ნაპრალი გაუჩნდა, დღეს საცხოვრებლად კიდევ უფრო საშიშია – “ვითხოვთ რომ გადაგვიყვანონ დროებით თავშესაფარში. ჰესების მშენებლობების გამო, ახლა უფრო დაჩქარდა პროცესი, იზრდება ნაპრალი. ბათუმში მეორე ბავშვს ვახლავარ ექიმთან, გუშინ დამირეკეს სახლიდან, 80 წელს გადაცილებულ ბებიასთან ერთად, ჩემმა მეუღლემ და შვილმა …
Continue reading “გელაძეების მკვიდრი სახელმწიფოსგან დროებით თავშესაფარს ითხოვს”
ფოტორეპორტაჟი ხულოს მუნიციპალიტეტიდან
ფოტოები გადაღებულია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში.