სიახლეები

მეცხრედ ჩაშლილი საკრებულოს სხდომა ქედაში

03.09.2013
მეცხრედ ჩაშლილი საკრებულოს სხდომა ქედაში

დღეს  დილით ქედის საკრებულოში სხდომა 12-დან ხუთმა დეპუტატმა პროტესტის ნიშნად დატოვა, მათი პროტესტის მიზეზი საკრებულოს თავჯდომარის, ბადრი დიასამიძის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა.

სხდომა 12 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა საკრებულოს თავჯმდომარემ სხდომა არ დაიწყო. მისი განცხადებით, საკრებულო ტელევიზიას უნდა დალოდებოდა. რათა გაშუქებულიყო, რომ ქვორუმი შედგა. დეპუტატები ნახევარ საათს ელოდნენ ტელევიზიას.

ტელევიზიის მოსვლის შემდეგ კი, სხდომის დაწყებამდე დეპუტატმა ზეინაბ წულუკიძემ განაცხადა, რომ სხდომას ტოვებდნენ პროტესტის ნიშნად. სხდომა ავტომატიურად ჩაიშალა.

დეპუტატები ზეინაბ წულუკიძე, ინგა ბერიძე, რამაზ ბალაძე, გურამ ქობულაძე და შოთა სამნიძე, მოითხოვენ, რომ სხდომა წაიყვანოს ბადრი დიასამიძემ.  „ბათუმელების“ ინფორმაციით საკრებულოს თავმჯდომარე შვებულებიდან გუშინ უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა მან ჯამრთელობის გაუარესების გამო, შვებულება 20 სექტემბრამდე აიღო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: