საჯარო რეესტრი ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნას ბათუმიდან იწყებს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეროვნული სანავიგაციო სისტემის პროექტს ქმნის, რომლის ფარგლებშიც ჩამოყალიბდება ეროვნული სანავიგაციო სისტემა და სააგენტო საქართველოს მონაცემებს მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანიებსაც (Google, Tomtom) მიაწვდის, რომლებიც  მონაცემებს  თავიანთ პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებაპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებში და სხვა სანავიგაციო სისტემებში ასახავენ. ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც  ნავიგაციის  პროექტი განხორციელდება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს …

დაზიანებული საბავშვო ატრაქციონები ბათუმში

ბათუმში, მრავალსართულიან კორპუსებთან, დაახლოებით 290 საბავშვო ატრაქციონია განთავსებული, მათი დიდი ნაწილი დაზიანებულია, ზოგს დეტალები აკლია, ზოგს კი მოედანი არ უვარგა და ყოველი წვიმიანი ამინდის შემდეგ ტალახდება. ქალაქში განთავსებული საბავშვო ატრაქციონების მოვლა და შენახვა ბათუმის მერიის მუნიციპალური ორგანიზაციის ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსის“ მოვალეობაა. ორგანიზაციის დირექტორი ზურაბ ნაკაიძე ამბობს, რომ მათი სამსახური საბავშვო ატრაქციონების აღწერას სისტემატურად აწარმოებს. „2016 წელს დავიწყეთ ახალი …

პალმა შუა ქუჩაში – ფოტოამბავი

ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩის ერთ-ერთ ჩიხში, საავტომობილო გზაზე, პალმა დგას. მოსახლეობამ არც გზის მშენებლებს და არც გამწვანების სამსახურის თანამშრომლებს უფლება არ მისცა პალმა მოეჭრათ ან სადმე სხვაგან გადაეტანათ. მოსახლეობამ პალმის ზუსტი ასაკი არ იცის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ  მცენარე დაახლოებით 70-80 წლისაა. ქეთევან წამებულის ქუჩაზე მცხოვრები დინეზა ტუღუში ამბობს, რომ 47 წლის წინ, როცა ქუჩაზე დასახლდა, …

ერმაკოვი აქციის შედეგად ბათუმში ასობით გაუქმებული ტურისტული ჯავშნის დეტალებზე

ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის ინფორმაციით, რომელიც მან გუშინ, 20 მარტს გაავრცელა, 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების გამო უცხოურმა ტურისტულმა კომპანიებმა ბათუმში ასობით ჯავშანი გააუქმეს. აღნიშნულ ინფორმაციას არ გვიდასტურებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში. თუმცა, ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საპროტესტო აქციის დღეებში ირანულმა კომპანიამ ბათუმის ნაცვლად თბილისში გადაიტანა ტური. „ბათუმელებმა“ გიორგი ერმაკოვს „ასობით“ გაუქმებული ჯავშნის დეტალებზე ჰკითხა. …

ხულოსა და ბათუმში სოციალურ სახლებს ეკომიგრანტებისგან ცეცხლსასროლი იარაღით დაიცავენ

12 ათასამდე ლარს გადაიხდის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვაშლოვანში 72-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის და  ბათუმში, თამარის დასახლება №29-ის მიმდებარედ 58-ბინიანი საცხოვრებელი სახლის 2 კვირის განმავლობაში ცეცხლსასროლი იარაღით დაცვის მომსახურებაში. ამ მომსახურების შესყიდვის აუცილებლობას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო იმით ხსნის, რომ „შენობა დაიკავეს უკანონოდ გარეშე პირებმა…  თამარის დასახლება 29-ის მიმდებარედ არსებულ სოციალურ …

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, კუბთაუერის მშენებლობა განახლდა

კომპანია „ADOG GEORGIA“-მ ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე წლების განმავლობაში გაჩერებული სასტუმროს მშენებლობა განაახლა. მშენებლობის ადგილზე განთავსებული ბანერის მიხედვით, კომპანიას მშენებლობის ვადა კიდევ ერთხელ, 2017 წლის ბოლომდე გაუგრძელეს. ბათუმში სასტუმრო-კომპლექსის აშენების პირობით ADOG GEORGIA-ს 1621 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად 2011 წელს გადასცეს. კომპანიამ საფუძვლის ჩაყრის სამუშაოები ჩაატარა, ჩემდეგ კი მუშაობა შეაჩერა. ამის მიზეზი მშენებლობის მიმდებარედ …

ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ფოტოგრაფთა გამოფენა ბათუმში

„სამი კუთხე“  –  ასე ერქვა გამოფენას, რომელიც დღეს, ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიხსნა. სამი ქვეყნის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ყოველდღიურობა და ამ ქვეყნებში  მცხოვრები ფოტოგრაფების რეაქციები მათ გარშემო მომხდარ ამბებზე – აი, რა დახვდა გამოფენაზე მისულ დამთვალიერებს. „მთავარი მესიჯი ამ გამოფენის არის ის, რომ ჩვენ კი ვართ მეზობელი ქვეყნები, მაგრამ არ ვიცნობთ იმ რეალობას, რომელშიც …

კახა კალაძე: ეს იყო მართული პროცესი

12 მარტს,აჭარის მთავრობის სახლთან საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ  ბათუმში გუშინ ღამით განვითარებული მოვლენები შეაფასა: “ძალიან მძიმე ღამე იყო ბათუმისთვის. თავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი იმ მონაპოვართაგან, რაც ჩვენმა ხალხმა მოახერხა  2012 წელს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ  გავცდეთ იმ  ჩარჩოებს, კანონს და წესრიგს, რაც ამ მიმართულებით არსებობს. გუშინ რაც მოხდა ეს იყო ვანდალიზმი …

არჩილ თალაკვაძე: შესაძლოა რამდენიმე ადამიანი კიდევ მიეცეს პასუხისგებაში

11 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების შეფასება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. მან გუშინ, ბათუმში განვითარებულ მოვლენებში  „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა: „შეფასებები არის ცალსახა, რომ ოპოზიციურმა ლიდერებმა, ძველი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა გამოიყენეს არსებული რეალობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და დესტაბილიზაციის მცდელობაზეც კი წავიდნენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, იმისათვის, რომ პოლიტიკური ქულები მიეღოთ. გუშინ არ იყო პირველი სიგნალი, როდესაც …

მერიის ცნობით ბათუმში აღდგენითი სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება

გუშინ ღამით, ბათუმში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზიანებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მოშლილია გზაგამყოფ ზოლში არსებული დეკორატიული ღობეები, დაზიანდა დეკორატიული ფილები, შუქნიშანი და საგზაო ნიშნები. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქის დასუფთავება დილის 5 საათიდან დაიწყო და ამ დროისთვის დასასრულს უახლოვდება. პარალელურად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები – “თითქმის აღდგენილია დეკორატიული ფილები, დღის ბოლომდე მოხდება დაზიანებული საგზაო ნიშნების აღდგენაც. …

აქციაზე დაშავებულ დეპუტატს ოპერაციას თბილისში ჩაუტარებენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს ირაკლი ჭეიშვილს ოპერაციას თბილისში ინგოროყვას კლინიკაში სავარაუდოდ დღეს ჩაუტარებენ. დეპუტატი, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გუშინ გამართულ აქციაზე დაშავდა, მას სახეში ქვა მოხვდა. რის შედეგადაც გატეხილი აქვს სახის ძვალი. ჭეიშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ აქციის მონაწილეები მის მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებულმა შეფასებამ გაანაწყენა. „ … მე ვასრულებდი მედიატორის ფუნქციას პოლიციასა და …

ენმ-ს წევრებმა ბათუმში დაანონსებული მხარდასაჭერი აქცია გააუქმეს

რამდენიმე წუთის წინ ენმ-ს წევრებმა ბათუმში გუშინ დაანონსებული მხარდამჭერი აქცია გააუქმეს, რითაც გაემიჯნეს მათი ოპონენტების მიერ გაკეთებულ ბრალდებებს, გუშინ განვითარებულ მოვლენებში, მათი მონაწილეობის შესახებ. ენმ-ს წევრი გიორგი კირთაძე, მათი პარტიის წევრების მიმართ წაყენებულ ბრალდებებს საპროტესტო აქციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით უარყოფს და ამბობს, რომ აქცია სულ სხვა პოლიტიკური ძალების მიერ იყო ორგანიზებული – “იქ იყო …

ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი: მთავარია საზოგადოებამ შეინარჩუნოს სიმშვიდე

„შს მინისტრის მოადგილეს ველაპარაკე და ადმინისტრაციული წესით ვინც იყო დაკავებული, ყველა პირი გათავისუფლებულია, ახლა გავაკეთებთ განცხადებას, რომ უწესრიგობა არ იყოს და დანარჩენი მოთხოვნა რაც იქნება, კანონის შესაბამისად იქნება შესწავლილი“ – აცხადებს ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი „ბათუმელებთან“. იგი ამ დროისათვის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან იმყოფება, სადაც აქცია მიმდინარეობს. „ყველა საკითხი იქნება შესწავლილი, გასარკვევი უნდა გაირკვეს, მთავარია საზოგადოებამ …

ყვავილების გამოფენა-გაყიდვა ბათუმში

3 და 8 მარტს ბათუმში, ბერიძის ქუჩაზე, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, გამოფენის გამო ჭავჭავაძისა და წერეთლის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა გადაიკეტება და ქუჩა მთლიანად ყვავილებით მოვაჭრეებს დაეთმობა. 

ბათუმველოს ფასდაკლების აქცია ქალებისთვის

3-დან 8 მარტს ჩათვლით, დედისა და ქალთა დღესთან დაკავშირებით, ქალები ბათუმველოს 20-ლარიან ბარათებს 50%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ. ბათუმველოს ბარათების შეძენა ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში განთავსებულ ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრშია შესაძლებელი. ბათუმველოს სააბონენტო ბარათის შევსება გარდა  ამ კონკრეტული ტურისტული-საინფორმაციო ცენტრისა, შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც. დღეის მდგომარეობით ბათუმველოს 370 ველოსიპედი და 23 ველოტერმინალი აქვს, რომლებიც ბათუმის ზღვისპირა პარკში ან ქალაქის ცენტრალურ უბნებშია …

 ბათუმში ნაპირდაცვის პროექტის განხორციელება იწყება

ბათუმში მუნიციპალური განვითარების ფონდი ნაპირდაცვის პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტის მთავარი მიზანი ბათუმის სანაპირო ზოლის ეროზიისაგან დაცვაა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, „ბათუმის სანაპირო განიცდის ძლიერ ეროზიას დაახლოებით 2,5 კმ სირგძეზე. ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით  2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას და სანაპიროს აღდგენას ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. ბულვარის აღდგენილ სანაპირო ზოლთან დაკავშირების მიზნით მოეწყობა 12 ერთეული საფეხმავლო ხიდი, რომლის …

პარკირების დარღვევა – 93 ათასი დაჯარიმებულიდან ჯარიმა მხოლოდ 25 ათასმა გადაიხადა

2016 წელს ბათუმში, პარკირების წესების დარღვევისთვის 93 161 ადმიანი დააჯარიმეს. მათგან ათლარიანი ჯარიმა მხოლოდ 24 906-მა გადაიხადა. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს იურისტის შორენა ავჯიშვილის განმარტებით, პარკირების წესების დარღვევისთვის დაჯარიმებულ პირს, ავტომობილის საქარე მინაზე უტოვებენ საჯარიმო ქვითრის ერთ ეგზემპლარს. თუ ავტომობილის მესაკუთრეს საჯარიმო ქვითარი  არ დახვდება საქარე მინაზე (ან თავისით გადამალავს მას), ან კიდევ რაიმე სხვა მიზეზით 30 …

ისევ ბულვარის კონცეფცია – „ოაზისი“ „ბათუმის ბულვარს“ სასამართლოში უჩივის

კომპანია „დრიმლენდ ოაზისი“, რომელსაც სხვა სამუშაოებთან ერთად, ბათუმის ბულვარის კონცეფციაც უნდა შეემუშავებინა, ბულვარის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის. 2015 წელს კონცეფციის შემუშავება კომპანიას ბათუმის ბულვარმა დაავალა, თუმცა კონცეფციის ის ვარიანტი, რომელიც ძველ ბულვარში შუა ალეის, ანუ სამიდან ერთ-ერთი ხეივნის გაუქმებას ითვალისწინებდა, საზოგადოებამ გააპროტესტა. საზოგადოების პროტესტი კიდევ უფრო გაამწვავა იმან, რომ აჭარის მთავრობამ კონცეფციაზე მუშაობა და ალეის გაუქმება პარალელურ რეჟიმში …

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა და ქუჩის განათების ბოძი დააზიანა. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ხუთბალიანი შტორმი ზღვაზე [ვიდეო]

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 17 თებერვალს შავი ზღვის სანაპიროზე შტორმის სიმძლავრე 5-6 ბალს აღწევდა. შტორმი ბათუმის სანაპიროზე განსაკუთრებით ახალ ბულვარს აზიანებს.ხვალიდან შავ ზღვაზე შტორმის სიმძლავრე დაიწევს და გამოიდარებს. ამავე თემაზე: ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

ბათუმის ქუჩებში ნადირობა განახლდა

დღეს, 17 თებერვალს, თოვლიან ამინდში ბათუმის ქუჩებში ისევ გამოჩნდნენ ფრინველზე მონადირეები. თვითმხილველმა “ბათუმელებს”  მიაწოდა ფოტოები, რომელიც აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული და ჩანს, როგორ ნადირობენ ფრინველზე. პნევმატური იარაღიდან სროლა დასახლებულ ადგილას არის სამართალდარღვევა და იწვევს ჯარიმას 200 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით. ქალაქში ფრინველზე ნადირობის ფაქტები წელს პირველი არ არის. „ბათუმელებმა“ პირველ თებერვალს ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელზეც …

ამინდის პროგნოზი: უამინდობა აჭარაში 17 თებერვლამდე გაგრძელდება

თოვლიანი ამინდი აჭარაში მომდევნო სამი დღის მანძილზე შენარჩუნდება – ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზი. „დღეს და მომდევნო ორ დღეს აჭარაში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, დროგამოშვებით – ზოგან ძლიერი. ხვალ, 15 თებერვალს, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ქარი, ზღვაზე მოიმატებს შტორმი 5-6 ბალამდე. მთაში შენარჩუნებული იქნება ზვავსაშიშროება. ჰაერის ტემპერატურა იქნება: ღამით, სანაპირო ზოლში …

შსს: ბათუმის ბულვარში 7 პირი დააკავეს წვრილმან ხულიგნობაზე

გუშინ, 3 თებერვალს, გვიან ღამით ბათუმის ბულვარში 7 პირი დააკავეს – ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირები ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩხუბობდნენ და მათ ადგილზე მოსულ პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს. ისინი დაკავებული არიან ადმისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე  [იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით …

ფრინველზე მონადირეები ბათუმის ცენტრში [ვიდეო]

ბათუმში, თოვლიან ამინდში, მონადირეები გამოჩნდნენ, რომლებიც ქალაქის გარეუბნებსა და ცენტრში იარაღით დადიან და მცირე ზომის ფრინველებზე ნადირობენ. ამ ფაქტის დამადასტურებელი ვიდეომასალა „ბათუმელებს“ დღეს, პირველ თებერვალს მიაწოდეს, სადაც ჩანს მონადრეები, რომლებიც ქალაქის ცენტრში,  გრიბოედოვის  ქუჩაზე ნადირობენ, კორპუსებთან ახლოს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ფრინველებზე ნადირობენ ე.წ. „ხოფის ბაზრობის“ ტერიტორიაზეც. „პნევმატური იარაღიდან სროლა დასახლებულ ადგილას არის სამართალდარღვევა და იწვევს ჯარიმას 200 ლარის …

მოყინული ტბები ბათუმში [ფოტორეპორტაჟი]

  ამინდის პროგნოზი: მოსალოდნელია ძლიერი ყინვა 2016 წლის 27 იანვარს ბათუმში ნურიგელის ტბის ზედაპირი მთლიანად გაიყინა: მოყინული ტბა და გზები ბათუმში [ფოტო]

„სოკარის“ განცხადება აჭარაში ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით

კომპანია ,,სოკარის“ ინფორმაციით, აჭარის რეგიონს ბუნებრივი აირი ამ დროისთვის უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. „მიუხედავად უამინდობით გამოწვეული სირთულეებისა, რამაც გარკვეული პრობლემები გაზმომარაგების სისტემასაც შეუქმნა, დღეისათვის რეგიონში გაზი  თითქმის ყველა აბონენტს შეუფერხებლად მიეწოდება. ცალკეული ტექნიკური პრობლემების წარმოქმნის აღმოსაფხვრელად 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ „სოკარის“ ტექნიკური ჯგუფები, რომლებიც ოპერატიულად მოახდენენ რეაგირებას კომპანიის ცხელ ხაზზე განხორციელებულ თითოეულ ზარზე. ცხელი ხაზის ნომერია 16 114,“ …

როდის აღუდგებათ აბონენტებს გაზის მიწოდება ბათუმში

ბათუმის აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზში“ „ბათუმელებს“ გაზის შეწყვეტის მიზეზად უამინდობა დაუსახელეს. „გაიყინა გარკვეული დანადგარები-რეგულატორები, მართალია ღამით ერთი ტექნიკური ჯგუფი მუშაობს, თუმცა სხვა თანამშრომლებიც ეხმარებიან და ეტაპობრივად ხდება ჩართვაც. თუ რაიმე შესაკეთებელი იქნება შეაკეთებენ. უბრალოდ, ჯგუფი თითოეულ აბონენტთან უნდა მივიდეს და გააფრთხილოს ჩართვის შემთხვევაშიც. სასურველია მოსახლეობამ, ვისაც შეუწყდა ან შეუწყდება …

რა აშენდება ყოფილი „მესხეთისა“ და „რივიერას“ ადგილზე

„ყოფილი „მესხეთის“ ტერიტორიაზე დაგეგმილია არანაკლებ 100-ნომრიანი ბრენდირებული აპარტოტელის მშენებლობა, 11,5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით,“ – გვითხრეს „სილქ როუდ ჯგუფში“. კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ აპარტოტელი, რომლის მშენებლობაც ჯერ დაწყებული არ არის, 2020 წლის ბოლომდე უნდა აშენდეს. ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სასტუმრო „მესხეთი“ იმ 21 ობიექტიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-ს პირდაპირი მიყიდვის წესით …

ბათუმის მერია: თუ დააფიქსირებთ გადავსებულ კონტეინერებს, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე

ბათუმის მერია მოუწოდებს ქალაქის მოსახლეობას, თუ დააფიქსირებენ გადავსებულ ნაგვის კონტეინერებს, დარეკონ შპს „სანდასუფთავების“ ცხელ ხაზზე: 577-49-59-59 ან  577 -93-55-60. „ქალაქში უხვი ნალექის გამო გართულებული იყო ნაგავშემკრებ კონტეინერებთან მისვლა, რის გამოც ვერ განხორციელდა გრაფიკისა და მარშრუტების დაცვა, რამაც შეფერხებები გამოიწვია ნარჩენების გატანის სამუშაოების განხორციელებაში. ამ წუთებშიც მიმდინარეობს დარჩენილ კონტეინერებთან მისასვლელი გზების გაწმენდა და ნარჩენების გამოტანა,“ – …

ზურაბ პატარაძე: ყველა ბათუმელს ვთხოვ, ჩაერთოს ხე-მცენარეების გაწმენდის აქციაში

„ბათუმში მოვიდა უხვი ნალექი თოვლის სახით. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით აღინიშნება თოვლის მასა ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში და ბათუმში. ყველა სამსახური მობილიზებულია და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. საკმარისი რაოდენობაა ტექნიკის. მინდა ყველა ბათუმელს ვთხოვო, გამოვიდნენ საზღვაო პარკში, ბულვარში, თავიანთი სახლების წინ და ჩაერთონ ხე-მცენარეების გაწმენდის აქციაში, დაასუფთაონ, გაწმინდონ ჩვენი ქალაქი. ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად …

ბულვარის ადმინისტრაცია: თოვლის გამო მუშაობას საგანგებო მდგომარეობაში ვაგრძელებთ

ბათუმის ბულვარში ხეების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს: „მთელი ღამის განმავლობაში ადმინისტრაციის შესაბამისი მობილური ჯგუფები ხეებისა და დეკორატიული ნარგავების თოვლის საფარისაგან გათავისუფლების სამუშაოებს ახორციელებდნენ. სამუშაოები ამ წუთებშიც უწყვეტად მიმდინარეობს“. „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციის განცხადებით, თოვლის გამო სამსახური საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

ამინდის პროგნოზი: აჭარაში 2 თებერვლამდე ითოვებს

აჭარაში თოვა უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება – ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზი. როგორც “ბათუმელებს” ობსერვატორიაში უთხრეს, გამოდარება 2 თებერვლიდანაა მოსალოდნელი. “29-30 იანვარს აჭარაში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით თოვა, ზოგან ძლიერი. მთაში მოსალოდნელია ქარბუქი და ზვავსაშიშროება. 31 იანვარს ღამით და დღის პირველ ნახევარში თოვის ინტენსივობა იკლებს, დროებით გაუმჯობესდება აიმინდი, მაგრამ 31 იანვარსვე, დღის მეორე ნახევარში …

თოვლიანი დილა ბათუმში [ფოტორეპორტაჟი]

ბათუმში მესამე დღეა თოვს. მიუხედავად იმისა, რომ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, თოვლმა ქალაქის ზოგიერთ უბანში პრობლემები მაინც შექმნა.  ქალაქის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა და ტროტუარი თოვლისგან მეტ-ნაკლებად იწმინდება, თუმცა გადაადგილება უჭირთ როგორც ავტომანქანებს, ასევე ქვეითებსაც. თოვლმა ხეებს ტოტებიც დაამტვრია. ბათუმი, 29.01.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტოები.

ბათუმის მერია: თოვლის გამო საგანგებო შტაბის შექმნის აუცილებლობა არ არის

ბათუმის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები დილიდან ახორციელებენ გზებისა და ტროტუარების თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოებს. პარალელურად მიმდინარეობს ცხაურებისა და სანიაღვრე არხების გაწმენდა. ტექნიკური მარილი დაიყარა ძველ ბათუმში, ბარცხანის ხიდზე, ფარნავაზ მეფისა და გორგასალის ქუჩებზე. ბათუმის მერიამ ასევე გაავრცელა განცხადება, რომ მოქალაქეებმა„ თავი შეიკავონ ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან, რათა სრულყოფილად განხორციელდეს გზებზე ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები“. დღეს დილიდან ქალაქში ინტენსიურად თოვს. ბათუმის …

ბულვარში ხეებს თოვლისგან წმენდენ

„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ბათუმის ბულვარში ხეები თოვლისგან იწმინდება. „ადმინისტრაცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. მთელ პერიმეტრზე მობილიზებულია ტექნიკური ზედამხედველობისა და აგრონომიული სამსახურის მობილური ჯგუფები“- აცხადებენ ადმინისტრაციაში. მათივე ინფორმაციით, სამუშაოებში ბულვარის 60-მდე თანამშრომელია ჩართული: „გაწმენდითი სამუშაოები თოვის ინტენსივობის შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება“.

Exit mobile version