ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ნაძვის ხე არა ბიზნესმენმა, არამედ მერიამ მოჭრა

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში, ბიზნესმენმა ლევან ბაკურიძემ უნებართვოდ მოჭრა ნაძვის ხე. სტატუსს თან ერთვის მოჭრილი ხის ფოტოებიც. „ბათუმელები“ ლევან ბაკურიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ხის მოჭრის ფაქტი უარყო. მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში ჯერ განაცხადეს, რომ  მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი არ არიან, თუმცა მოგვიანებით თქვეს, რომ ნაძვის ხე გამწვანების …

რას ნახავთ ღამე ბათუმის მუზეუმებში

27 მაისს აქციის – „ღამე მუზეუმში“ – ფარგლებში ბათუმის ორ მუზეუმში თეატრალიზებული პერფორმანსები გაიმართება „არგონავტების“ მოტივებზე. ღონისძიებას სახელწოდებით – „ბერძნების დიდი მოგზაურობა კოლხეთში“ – ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში 20:00 საათზე, ბსუ-სა და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები წარადგენენ. იმავე თემაზე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის წარმოდგენის ნახვა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმშიც იქნება შესაძლებელი. პერფორმანსი, სახელწოდებით „მედეა“ …

დამწვარი ურნები ბათუმში

„სანდასუფთავების“ სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, სიგარეტის ნამწვის შედეგად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 25 სანაგვე ურნა დაიწვა. ერთი სანაგვე ურნის ღირებულება 600 ლარია. „სანდასუფთავების“ სამსახურის უფროსის, დავით ასამბაძის ინფორმაციით,  ურნების დაწვით მიყენებული ზარალი 15 ათასი ლარია.    

ბათუმის მერია: ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩებისთვის 13,3 მილიონი ლარი დაიხარჯა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩის [რომლის გაგრძელებაც მოიცავდა ერისთავის ქუჩასაც] რეკონსტრუქცია დასრულდა; ამ ორი ქუჩის რეკონსტრუქციისთვის კი 13 მილიონ 378 ათასი ლარი დაიხარჯა. „პროექტი ეტაპობრივად ხორციელდებოდა. ბოლო ეტაპზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები სულაბერიძის ქუჩიდან, შავშეთისა და ერისთავის ქუჩების გავლით, გოგოლის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში ჩატარდა“ – აცხადებენ ბათუმის მერიაში. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ერთი თვის წინ უთხრეს „ბათუმელებს“, რომ …

სურსათის უვნებლობის სააგენტომ ბათუმში 22 ბისზნესოპერატორი დააჯარიმა

ერთი თვის მანძილზე საქართველოს სურსათის უვნებლობის სააგენტომ ბათუმში 22 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა – ასეთია სააგენტოს მიერ აპრილში განხორციელებული კვლევის შედეგები. დაჯარიმებულ ობიექტებს შორისაა სურსათის წარმოებისა და რეალიზაციის უფლების მქონე ორგანიზაციები. აპრილში სააგენტომ 97 ინსპექტირება ჩაატარა და დოკუმენტურად შეამოწმა 50 ბიზნესოპერატორი. მთელი ქვეყნის მასშტაბით დოკუმენტურად შემოწმდა 756 ობიექტი, მათ შორის: აგრარული ბაზრები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ხორცის, ხორცპროდუქტების, …

კანალიზაციის ახალი სისტემა ახალი პრობლემებით „ჭაობის“ უბანში

ბათუმში, ლადო ასათიანის ჩიხში მცხოვრებლები ამბობენ, რომ საკანალიზაციო სისტემის შეცვლის მიუხედავად, მთელს ქუჩაზე არის აუტანელი სუნი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მოქალაქეებმა გასულ კვირას წერილობით მიმართეს ქალაქის მერიასაც, მაგრამ მათთვის ამ დრომდე პასუხი არ გაუციათ. „ბათუმის წყლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ლადო ასათიანის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში ჩატარდა წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია და სახლების დაერთებას ახალ ქსელში ეტაპობრივად …

ვარდების სკვერში ქვაფენილი ამოყრილია

ბათუმში, ვარდების სკვერში, გარკვეულ მონაკვეთზე ქვაფენილი ამოყრილია, რაც დისკომფორტს უქმნის მოქალაქეებს. ბათუმის მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსანდრე თევზაძის თქმით, სკვერში ქვაფენილისა და სკამების დამაგრება 6 მაისისთვის არის დაგეგმილი. „გეგმიური სამუშაოები ყველა სკვერში გვაქვს დაგეგმილი. „ვარდების სკვერშიც“ შაბათს, 6 მაისს, მოხდება სკამების და ფილების დამაგრება,“ – ამბობს ალექსანდრე თევზაძე. ვარდების სკვერში ქვაფენილი ამოყრილია.

ქართველი და უცხოელი მხატვრების ბათუმური გაზაფხული და ზაფხული

2-დან 14 მაისამდე ბათუმის ქუჩებში ოცი მხატვარი ღია ცის ქვეშ ახალ ნამუშევრებს შექმნის. „ბათუმური გაზაფხული“ – ასე ეწოდება საერთაშორისო პლენერის – „მეგობრობის პალიტრა – ბათუმი 2017“ – პირველ ეტაპს, რომელშიც ქართველი და უცხოელი მხატვრები მიიღებენ მონაწილეობას. პლენერის [ფერწერა ღია ცის ქვეშ] პირველი ეტაპი 14 მაისს დასრულდება, 2 ივნისიდან 14 ივნისამდე კი მხატვრები ბათუმურ ზაფხულს დახატავენ …

მგზავრობის საფასური და შეღავათები ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში 

ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ ბათუმის საკრებულომ ახალი დადგენილება დაამტკიცა. შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის, პაატა დუმბაძის განცხადებით, დადგენილების მიღება აუცილებელი გახდა იმისთვის, რომ მოქალაქეებმა, რომლებსაც ეკუთვნით შეღავათიანი მგზავრობა, სამგზავრო პლასტიკური ბარათები ყოველგვარი ცნობის წარდგენის გარეშე აიღონ უშუალოდ იმ ბანკში, რომელთანაც კონტრაქტი აქვს გაფორმებული „ბათუმის …

ახალი წიგნები მაკულატურის ნაცვლად – აქცია ბათუმში

4-5 მაისს ბათუმში, „ბიბლუსის“ მაღაზიაში, მემედ აბაშიძის #62-ში, აქცია გაიმართება, რომელიც მაკულატურის ახალ წიგნებში გაცვლას გულისხმობს. ღონისძიება პროექტ  „მაკულიტერატურის“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, მოსახლეობა შეძლებს ჩააბაროს ძველი წიგნები, ჟურნალ-გაზეთები, რვეულები, სანაცვლოდ კი, ადგილზე აირჩიოს გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ახალი წიგნები. 1 კილოგრამ ჩაბარებულ მაკულატურაზე მომხმარებელი 1 ქულას მიიღებს, ანუ ერთ „ნერგს“. ყველა წიგნს მინიჭებული აქვს შესაბამისი …

12 მაისს ბათუმში საერთაშორისო გამოფენა EXPO BATUMI გაიხსნება

12 მაისს  ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, 12 საათზე, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მეათე საერთაშორისო გამოფენა „EXPO BATUMI 2017“გაიხსნება. გამოფენაზე წელს ათამდე ქვეყნის 20 კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის წარმომადგენლები შემდეგი ქვეყნებიდან: თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, ლიტვადან, პოლონეთიდან, ბელორუსიიდან, გერმანიიდან და სხვა. გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება სარეკლამო, საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები მონაწილეთათვის და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან. გამოფენაზე იქნება ნაჩვენები …

„ნაგავსაყრელი“ ბათუმის სანაპიროსთან [ფოტო, ვიდეო]

ბათუმში, ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, ზღვისპირა ზოლი, ფაქტობრივად, სამშენებლო მოედნად და არაოფიციალურ თუ ოფიციალურ ნაგავსაყრელადაა ქცეული. პლაჟზე გასასვლელი, ახალი ბულვარიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე, რკინის ბადითაა შემოღობილი – აქ ნაპირგამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს [თუმცა დღეს, 30 აპრილს, კარგ ამინდში, საღამოს 6 საათზე, აქ ერთი ტრაქტორი იდგა და არავინ მუშაობდა]. აქ ინტენსიურად მოძრაობდნენ მძიმე სატვირთო ავტომობილები, რომლებიც მშენებლობის მოედნიდან ამოღებულ …

500-ზე მეტი დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევაზე ბათუმში

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე  სულ 523 ადამიანი დაჯარიმდა, მათ შორის 396 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 85 – ნიშანში დგომის გამო, 33 – ტროტუარზე დგომისთვის, 3 – ტაქსისა და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, კიდევ 6 კი დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის.  

ტურისტულ სეზონზე ბათუმი-ზაპოროჟიეს ავიარეისი კვირაში ორჯერ შესრულდება

„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას გეგმავს ტურისტულ სეზონზე. ფრენები ბათუმის მიმართულებით უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიედან განხორციელდება. საჰაერო მიმოსვლა ბათუმი-ზაპოროჟიეს შორის 2017 წლის 21 ივნისიდან დაიწყება. რეისები 15 სექტემბრამდე, კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს, Boeing B737, Airbus A320/321 და EMBRAER ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. ახალ მიმართულებაზე რეგულარული რეისების დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საქართველოს ეკონომიკისა …

ქართველი ჰოკეისტების წარმატება მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში

ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში, რომელშიც სულ რვა გუნდი მონაწილეობდა, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მესამე ადგილი მოიპოვა. ტურნირის ბოლო თამაშში, 16 აპრილს, საქართველოს ნაკრები ჰონგ-კონგის ეროვნულ ნაკრებს შეხვდა, რომელიც დიდი სხვაობით –  14-ით 3 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ხუთი შაიბა ივან შვეცოვმა გაიტანა, ორი – ვიტალი დუმბაძემ, სამი –  არტიომ კოზიულინმა, ორი – დავით ოგანეზიანმა, ერთი შაიბა გაიტანა არტიომ კურბატოვმა, საბოლოო …

ბეტონის ქალაქად ქცეული მუყაოს ქალაქი ბათუმში

ხუთი წლის წინ ხელვაჩაურში გაჩენილი მუყაოს ქალაქიდან, რომელსაც ასევე „ოცნების ქალაქადაც“ მოიხსენიებენ,  დღეს მხოლოდ სახელი და რამდენიმე ათეული მუყაოს ქოხია დარჩენილი. ხის ნაგებობებს კაპიტალური შენობები ენაცვლება.  ერთმანეთის მსგავსი, ნაცრისფერი ბლოკით ნაშენი სახლები ზუსტად იმ ადგილას დგას, სადაც ადრე ხისა და მუყაოს ფიცრულები იდგა. ამ წუთებშიც „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე გამალებული მშენებლობა მიმდინარეობს. სახლებს ძველი მცხოვრებლებიც აშენებენ …

ბათუმის უბნები სასმელი წყლის გარეშე – პრობლემის მოგვარებას 50 მილიონი ევრო დასჭირდება

ბათუმში, დავით კაკაბაძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის ერთ ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება. მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას მხოლოდ წინასაარჩევნოდ ჰპირდებიან, ბათუმის მერიაში კი ეუბნებიან, რომ მათ უბანში წყლის სისტემის მოწყობის გეგმაც კი არ განიხილება. თითქმის ანალოგიური სიტუაციაა ბათუმს შემოერთებულ სხვა დასახლებებშიც ხელვაჩაურიდან აეროპორტამდე მონაკვეთში. მოსახლეობა სასმელად აქ „უცნობი წარმოშობის“ გრუნტის წყალს იყენებს. „სასმელი …

ბათუმის მერია ქარის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის

გუშინ ღამით ბათუმში,  თამარის დასახლებაში, ძლიერმა ქარმა სახურავი ახადა საცხოვრებელ კორპუსს; რამდენიმე ადგილზე წაქცეულია სამშენებლო მოედნის დამცავი ღობე; ბათუმის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად ადამიანები არ დაშავებულან. ქარმა ხეები წააქცია ფრიდონ ხალვაშის გამზირზე და ხელვაჩაურში. მათგან ერთი სახლს დაეცა, ერთმა კი ავტომობილი დააზიანა. სახლი, რომელსაც თამარის დასახლებაში ქარის შედეგად  სახურავი დაუზიანდა, აფხეზეთიდან დევნილ ოჯახებზეა გადაცემული. …

ბათუმში ზღვის სეზონი გაიხსნა [ფოტო]

meteo.gov.ge-ის მონაცემების მიხედვით, დღეს, 17 აპრილს, ბათუმში ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსია. ზღვის სანაპიროზე და ბულვარში დამსვენებლების რაოდენობამ მოიმატა. ტურისტებმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საბანაო სეზონიც გახსნეს. „მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცხელა, ზღვა საკმაოდ ცივია,“- გვეუბნებიან მოცურავეები.  

ბათუმში ცხრა აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს ბათუმში, 9 აპრილის მემორიალთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მთავრობის წევრებმა ცხრა აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. „ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. სიმბოლურია ჩვენი შეკრებაც. დღევანდელ დღეს აქვს ორმაგი დატვირთვა. ერთი მხრივ, ეს არის დიდი ტრაგედიის დღე, რომელიც დატრიალდა 1989 წლის 9 აპრილს, მეორე მხრივ, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ჩვენ …

ბათუმში, ჯავახიშვილისა და კომახიძის ქუჩების კვეთაში, ხანძარია [ფოტო]

ამ წუთებში ბათუმში, ჯავახიშვილისა და კომახიძის [ყოფილი მოსკოვის] ქუჩების კვეთაში ხანძარია. ხანძარი საცხოვრებელ სახლში რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია ბათუმისა და ხელვაჩაურის სახანძრო ბრიგადები და საპატრულო პოლიცია. ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია. დღეს, 7 აპრილს, ცეცხლი ორსართულიანი სახლის სახურავს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, სახლში არავინ იმყოფებოდა: „არ არიან ბათუმში, ეტყობა ცეცხლი ელექტროგაყვანილობის …

ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი ჩატარდება

7 აპრილს, 13:00 საათზე, ბათუმის ბულვარში, „ალი და ნინოს“ ქანდაკების მიმდებარე ტერიტორიაზე, თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალზე მოეწყობა ადგილობრივი  წარმოების თევზპროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, გასინჯონ თევზპროდუქტებით მომზადებული კერძები, გაეცნონ ამ კერძების მომზადების რეცეპტებს და მონაწილეობა მიიღონ კერძების მომზადების მასტერკლასებში. ფესტივალის მონაწილეები არიან: ქალაქ ბათუმის აკვარიუმი (დეკორატიული თევზები), ბათუმის თევზის ბაზარი (ზღვის პროდუქტები), კოლეჯები „ახალი …

პარკირების ახალი სტრატეგიისა და ბათუმის ურბანული განვითარების გეგმის განხილვა „შერატონში“

დღეს, 3 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმრო „შერატონში“  ბათუმის პარკირების ახალი სტრატეგიისა და პოლიტიკის ძირითადი პრინციპების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის ოპტიმიზაციის სცენარებისა და მდგრადი ურბანული გადაადგილების ინტეგრირებული გეგმის პირველადი სამუშაო ვერსიის წარდგენა და განხილვა იგეგმება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიის, საკრებულოს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, აღნიშნული სფეროს დამოუკიდებელი ექსპერტები. ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული …

ბათუმში, ტაოსა და ხიხანის ქუჩებზე, ოცამდე მოქალაქეს ქონებას ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 28 მარტის ბრძანებით, „ახალციხე-ბათუმის“ 220 კილოვოლტი [კვ] საჰაერო ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალა აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება ქვემოთ მითითებულ მესაკუთრეთა უძრავ ქონებაზე: მესაკუთრე – დავით გორგაძე, საექსპროპრიაციო ქონება – მდებარე ქ. ბათუმი, ტაოს ქუჩა 8 ბ, მიწის ნაკვეთი 601 კვ.მ; მესაკუთრეები …

ნაპირსამაგრი სამუშაოების დროს ბულვარში სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა [ფოტო]

დღეს, 30 მარტს, რამდენიმე წუთის წინ, ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობისას, ახალი ბულვარის მიმდებარედ, პლაჟზე სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა. ნაპირგამაგრ სამუშაოებს ჰოლანდიური კომპანია  STRUIJK GROUP ატარებს. ნაპირდაცვის პროექტს ბათუმში მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტის მთავარი მიზანი ბათუმის სანაპირო ზოლის ეროზიისაგან დაცვაა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, „ბათუმის სანაპირო განიცდის ძლიერ ეროზიას დაახლოებით 2,5 კმ სირგძეზე. ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით  2 …

გორგილაძის ქუჩაზე ხვალ მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ზებრა გადასასვლელების, გზის გამყოფი ზოლებისა და პარკირების ადგილების განახლება/გადაღებვის გამო ხვალ, 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე ნაწილობრივ გადაიკეტება გორგილაძის ქუჩა მელიქიშვილის ქუჩის კვეთამდე. სამუშაოები სხვადასხვა ქუჩაზე ეტაპობრივად ხორციელდება და მოსახლეობას წინასწარ ეცნობება ინფორმაცია იმ ქუჩების შესახებ, რომლებზეც სამუშაოების განხორციელება იგეგმება, – აცხადებენ მერიაში. ბათუმის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია სამუშაოები ჩატარდეს მდგრად, …

ბათუმის „გუდვილში“ ერთი კილო ალუჩა – 125, ბაზარში კი 80-90 ლარი ღირს

თბილისის „გუდვილში“ 100 გრამი ალუჩის ფასი 10 ლარი და 90 თეთრია, ბათუმში კი, იმავე ქსელის მაღაზიაში ალუჩის ასგრამიანი შეფუთვა კიდევ უფრო ძვირი, 12 ლარი და 50 თეთრი ღირს. „გუდვილში“ ამბობენ, რომ ალუჩა ჰოლანდიიდან შემოაქვთ. „იმპორტირებული ხილი ყოველთვის უფრო ძვირია და მითუმეტეს ალუჩა. ჰოლანდიაში ასე იყიდება. რახან ალუჩაა, ამიტომაც ღირს ასეთი ძვირი“ – განუცხადეს „ნეტგაზეთს“ კომპანია „გუდვილის“ მარკეტინგის …

რატომ დგება ბათუმი კანალიზაციის წყლით დატბორვის საფრთხის წინაშე

კანალიზაციის სატუმბი სადგურები ბათუმში შეუფერხებლად მუშაობს -გვითხრეს „ბათუმის წყალში“. რამდენიმე დღის წინ კი ბათუმის N2 სატუმბ სადგურში, ამავე კომპანიის განცხადებით, ოთხიდან ორი ტუმბო მუშაობდა, დიდი იყო მუშა ტუმბოების დაზიანების რისკიც, რაც ქალაქის დიდი ნაწილის კანალიზაციის წყლით და ფეკალიებით დატბორვას  გამოიწვევდა. „შესყიდვების გვერდზე განთავსებულ დოკუმენტაციაში რა პრობლემებზეც იყო საუბარი, ის პრობლემა დღის წესრიგში აღარ დგას. ეს ტუმბოები შეაკეთეს“, – გვითხრეს „ბათუმის წყლის“ …

არსებობს თუ არა შესაბამისი ტექნიკა ბათუმში მაღლივ კორპუსებში ხანძრის ჩასაქრობად

ბათუმში დღევანდელმა ხანძრის შემთხვევამ, როგორც თვითმხილველები ამბობენ, აჩვენა, რომ ქალაქში სახანძრო უსაფრთხოება ბოლომდე დაცული არ არის, ხოლო სახანძრო სამსახურს საკმარისი შესაბამისი ტექნიკა და აღჭურვილობა არ გააჩნია. მოქალაქეები შიშობენ, რომ 10 და უფრო მაღალ სართულებზე ხანძრის გაჩენის შემთხვევაში ცეცხლის ლოკალიზება სპეცტექნიკის არარსებობის გამო გაჭირდება, ან შეუძლებელი იქნება. თვითმხილველთა თქმით, დღეს მეხანძრეებს არ ჰქონდათ რაციაც კი, ერთმანეთისთვის ინფორმაცია რომ …

ბათუმში საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა [ვიდეო]

ბათუმში, ოძელაშვილის ქუჩის 11 ნომერში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დღეს, 27 მარტს, დილით ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლი კორპუსის სახურავზე გაჩნდა. ბათუმის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და დაშავებულები არ არიან. „სახლის სახურავის თითქმის 80% დაიწვა. სახლზე, მეექვსე სართული, მანსარდა უნდა დაედგათ და ატანილი იყო სამშენებლო მასალები, რომელიც ხანძარმა გაანადგურა“ – გვითხრეს სახანძრო სამსახურში. მათივე ინფორმაციით, …

400-ზე მეტი დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევისთვის

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის 428 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის 358 – საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 2 – დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 39 – ნიშანში დგომის გამო, 12 – ტროტუარზე დგომისთვის, 4 – ტაქსისა და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 12 დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და 1 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.

საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე ბათუმში [ფოტო]

დღეს, 23 მარტს, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სკვერში, აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა, 1921 წლის მარტში დაღუპული ქართველი მებრძოლები გაიხსენეს და მათ საფლავზე მემორიალური ქვა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს. 1921 წლის მარტში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, თურქეთის საჯარისო ნაწილებმა ბათუმის ოლქი დაიკავეს. ქართველმა გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა თურქეთის საჯარისო ნაწილების მიერ დაკავებული ბათუმი გაათავისუფლა. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა საფლავის ძიება და …

მოქალაქე: წუხელ, სავარაუდოდ, სამი ოჯახი გაგვქურდეს

როგორც „ბათუმელებს“ ერთ-ერთი დაზარალებული ოჯახიდან აცნობეს, წუხელ, 23 მარტს, ბათუმში, გოდერძი ჩოხელის ჩიხში, სავარაუდოდ სამი ოჯახი გაქურდეს. სახლის გაქურდვის ფაქტი ასევე დაფიქსირდა ჭავჭავაძის ქუჩაზე. „ჩვენი სახლიდან წაღებულია კომპიუტერები და სხვა აპარატურა. თანხაც. ხალხი გარეთაა და ამბობენ, რომ მეზობლებთანაც იგივე მდგომარეობაა. მგონი სამ სახლში მაინც არის ქურდი შესული. პოლიცია გამოვიძახეთ. ალბათ გაარკვევენ ზუსტად რამდენი სახლია გაქურდული“, – …

Exit mobile version