ავტორი: გიორგი თავაძე ჩემო ბათუმელებო! 1970 წელს ფრანგულ გაზეთ „პარი მატჩ“-ში გამოქვეყნდა ინტერვიუ ცნობილ ფრანგ მწერალ ჟორჟ სიმენონთან. კითხვაზე, მისი მრავალრიცხოვანი მოგზაურობებიდან რომელმა ქალაქმა მოახდინა მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება, ბათუმმა-ო, უპასუხა. მას შემდეგ თითქმის ორმოცდაათი წელი გავიდა. ბათუმში ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი კარგი საქმეც გაკეთდა, მაგრამ რატომ აქვს უამრავ ბათუმელს ძველი ბათუმის ნოსტალგია? რატომ ქვეყნდება მედიაში …
Tag Archives: ბათუმი
ძეგლის ფასადისა და აივნების რეაბილიტაცია ძველ ბათუმში
ბათუმში, გორგასლის ქ. N4-ში მდებარე შენობის ფასადის, აივნისა და ფარნავაზ მეფის ქ. N45-ში მდებარე შენობის აივნის რეაბილიტაცია იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოები საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ დაიწყება. შესაბამისი ტენდერის მიხედვით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ უკვე გამოაცხადა, დოკუმენტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა მომზადდეს. ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს დასრულდება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციაში …
Continue reading “ძეგლის ფასადისა და აივნების რეაბილიტაცია ძველ ბათუმში”
„ბათუმობა 2017“-ის სცენარს კულტურის სახლი 10 000 ლარად შეისყიდის
ბათუმის კულტურის ცენტრმა შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა თანხმობისთვის, რათა სახალხო დღესასწაული „ბათუმობა 2017“-ის სცენარი გამარტივებული წესით 10 ათას ლარად შეისყიდოს რევაზ ახრახაძისგან. ტენდერის გარეშე შესყიდვის საფუძვლად კულტურის სახლი ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ასახელებს. „აღნიშნული მომსახურების შესყიდვით შესაძლებელი გახდება ბათუმობის დღესასწაულის მაღალორგანიზებულად ჩატარება… რევაზ ახრახაძის ექსკლუზიური უფლებამოსილება კი დადასტურებულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ მიერ 2017 წლის 3 …
Continue reading “„ბათუმობა 2017“-ის სცენარს კულტურის სახლი 10 000 ლარად შეისყიდის”
უკონტაქტო პატრულირების ნიშნები ბათუმში
ბათუმში უკონტაქტო პატრულირების სივრცეები გამოჩნდა. ერთ-ერთი ასეთი სივრცე ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის მონაკვეთია, გორგილაძის ქუჩის კვეთაში. აქ უკონტაქტო პატრულირების სივრცის დასაწყისისა და დასასრულის შესახებ სპეციალური ნიშნები უკვე განთავსებულია. პოლიცია კანონითაა ვალდებული ასეთი ნიშნები განათავსოს, თუმცა, რამდენ ადგილზე ხორციელდება ბათუმში უკონტაქტო პატრულირება, ინფორმაცია საპატრულო პოლიციიდან ვერ მივიღეთ. შესაბამისი ინფორმაცია არც შსს-ს ვებგვერდზე იძებნება. კანონით, უკონტაქტო პატრულირების სამოქმედო …
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა ბათუმში [ფოტო]
დღეს 8 ივლისს, ბათუმში არტფესტივალი „არგანი“ გაიხსნა. ამ წუთებში 6 მაისის პარკში, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. ხელნაკეთ ნივთებში წარმოდგენილია სამკაულები და სხვადასხვა აქსესუარები. ასევე, თექაზე დამზადებული ნივთები. პარკში ცხოველთა დამცველებსაც შეხვდებით, რომლებიც შემოწირულობებს აგროვებენ, შინაური ცხოველების დასახმარებლად. მსურველებს შეუძლიათ სურვილის შემთხვევაში პატარა შინაური ცხოველების მეპატრონეებიც გახდნენ. დღის განმავლობაში არტეფესტივალის ფარგლებში პარკში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. მათ შორის, …
Continue reading “ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა ბათუმში [ფოტო]”
ბათუმში არტფესტივალი „არგანი“ იწყება
ხვალ, 8 ივლისს, ბათუმში არტფესტივალი „არგანი“ იწყება. ფესტივალი 6 მაისის პარკში გაიმართება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, არტფესტივალზე მხატვრების, დიზაინერების, ხელნაკეთი ნამუშევრები გამოიფინება. მნახველებს შესაძლებლობა ექნებათ უცხოელი და ქართველი ოსტატების ნამუშევრები იხილონ. „ასევე ნახავენ მასტერკლასებს და შოუპროგრამებს“. აქვე გაიყიდება ქართველი და უცხოელი ოსტატების ნამუშევრები. ნაჩვენები იქნება არტობიექტები და გრაფიტის შექმნა, ბავშვთა ზონაში იფუნქციონირებს ატრაქციონები, ასევე ფუდზონა. მოეწყობა ქართული …
ბათუმში ორწლინახევრის ბავშვი შენობიდან გადმოვარდა
სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, გუშინ, 5 ივლისს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კერძო სახლის მეორე სართულიდან ორწლინახევრის ბავშვი გადმოვარდა. როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურში გვითხრეს, ბავშვს ქვემო კიდური აქვს მოტეხილი, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია. დაზიანებული ბავშვი ბათუმში, ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 124-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.
საზღვაო ტურისტული ტრანსპორტით ზღვაში გასვლა შეჩერებულია
ბათუმის ნავსადგურში საზღვაო ტურისტული ტრანსპორტით მოძრაობა ამჟამად შეჩერებულია. ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ამის მიზეზი შტორმის შესახებ გამაფრთხლებელი განცხადებაა. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმის აკვატორიაში ზღვაში 3-4 ბალის შტორმია. საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ცნობით, საზღვაო მოძრაობა 8 ივლისის ჩათვლით იქნება შეჩერებული.
ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შეძენის საკითხი გადაწყვეტილია
„ბათუმის ავტობუსების პროექტის“ დასაფინანსებლად სესხისა და გრანტის მიღების საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საუბარია 500 ათასი ევროს ოდენობის სესხზე და 1,5 მილიონი ევროს გრანტზე. ამ თანხით ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შეძენა იგეგმება. ბათუმის მერიაში ავტობუსების პროექტთან დაკავშირებით დეტალებს არ ახმაურებენ. საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს [EBRD] შორის საგრანტო და სასესხო შეთანხმებების ტექსტების მიღების მიზნით მოლაპარაკებები …
Continue reading “ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შეძენის საკითხი გადაწყვეტილია”
კიდევ ერთი მშენებლობა ბათუმში – ძეგლის დაცვის ზონაში
კომპანია Lc -ჯგუფი ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის #27-ში, ძეგლის დაცვის ზონაში მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს 2016 წელს შეათანხმა. სააგენტოს ხელმძღვანელის ლაშა ასლანიშვილის ინფორმაციით, ამჯერად კომპანიამ სააგენტოს მხოლოდ პროექტის არქიტექტურული ნაწილის შეთანხმებაზე მიმართა. ვაჟა-ფშაველას 27 ნომერში მდებარე ბელეტაჟის ტიპის სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. სახლს სახურავი გადახდილია და წვიმა აზიანებს. …
Continue reading “კიდევ ერთი მშენებლობა ბათუმში – ძეგლის დაცვის ზონაში”
ნაგავსაყარი ბათუმის იუსტიციის სახლთან [ფოტოამბავი]
ბათუმში, ახალ ბულვართან ახლოს, იუსტიციის სახლის უკან ტერიტორია ნაგავსაყარადაა ქცეული. სამშენებლო ნარჩენების გარდა აქ საყოფაცხოვრებო ნარჩენებიც ყრია. შპს „სანდასუფთავებაში“ ამბობენ, რომ პირველ ივლისს, შაბათს, ამ ტერიტორიის დასუფთავება იგეგმება.
ქუჩებში მოძრაობის მიმართულების ცვლილებაზე საკრებულომ ვერ იმსჯელა
ბათუმის საკრებულოს, გუშინ, 28 ივნისს, ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში მოძრაობის მიმართულებების ცვლილებაზე უნდა ემსჯელა. თუმცა, სხდომის დღის წესრიგში მხოლოდ წინადადების მოწონების საკითხი იყო წარმოდგენილი. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ქუჩების განტვირთვის საკითხზე საკრებულო ერთი წლის წინ მუშაობდა. მაშინ კომისიამ გადაწყვიტა, რომ უფრო კომპეტენტური დასკვნა იყო საჭირო. „რადგან დასკვნა ჯერ არ არსებობს, სხდომაზე, უბრალოდ, მოწონების …
Continue reading “ქუჩებში მოძრაობის მიმართულების ცვლილებაზე საკრებულომ ვერ იმსჯელა”
ბათუმში ველობილიკის მიღმა მოძრაობისთვის 7 პირი დაჯარიმდა
„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბულვარში მოძრაობის წესების დარღვევის გამო 7 ადამიანი 20-20 ლარით დაჯარიმდა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ველოსიპედებით გადაადგილდებოდნენ ბილიკის მიღმა. „ველოსიპედით, მოტოციკლით, კვადროციკლით ან სხვა მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებებით გადაადგილება ველობილიკის მიღმა, გამოიწვევს პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით,“-აცხადებენ ბულვარის …
Continue reading “ბათუმში ველობილიკის მიღმა მოძრაობისთვის 7 პირი დაჯარიმდა”
ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე ბათუმში საავტომობილო გზების განტვირთვის მიზნით ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მოძრაობის შეზღუდვის წინადადებით გამოდის. საკრებულოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამ ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობა უნდა დაწესდეს, რაც, მისი აზრით, ხელს შეუწყობს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მოძრაობის ოპტიმიზაციას. საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულების პროექტი ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე მზადაა და მას ხვალ, 28 ივნისს, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. განკარგულების …
Continue reading “ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება”
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ბათუმში ბავშვი დაიღუპა
დღეს, 27 ივნისს, ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, ავტოავარიის დროს ბავშვი დაიღუპა. ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ადგილზე მისულ ბრიგადას „ დაახლოებით 8-10 წლის ბავშვი გარდაცვლილი დახვდა.“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ქვეითად მოსიარულე 8 წლის ბავშვს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით“. კოდექსის ამ მუხლით – „ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის …
Continue reading “ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ბათუმში ბავშვი დაიღუპა”
„კარფურთან“ ერთად ბათუმში „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნებიც გაიხსნება
ბათუმში სუპერმარკეტ „კარფურთან“ ერთად „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნების გახსნაც იგეგმება. ინფორმაციას ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფი“ ავრცელებს. სავაჭრო ცენტრის გახსნა მიმდინარე წლის ივლისის ბოლოსაა დაგეგმილი. ცენტრი ბათუმში, ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე მდებარე შენობაში განთავსდება. ახალ სავაჭრო ცენტრში „კარფურთან“, „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნებთან ერთად , ბანკის ფილიალი, აფთიაქი, სათამაშოების მაღაზია, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და სხვადასხვა პროფილის კიდევ …
Continue reading “„კარფურთან“ ერთად ბათუმში „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნებიც გაიხსნება”
ბრძოლა ჯიხურებისთვის ბათუმის მერიასთან
უკვე ერთი თვე გავიდა, რაც ბათუმის მერიამ ქალაქში [გოგებაშვილის ქუჩაზე] სუვენირების გამყიდველთა ჯიხურები აიღო, თუმცა ახალი ჯიხურების ჩადგმას დღემდე ვერ ახერხებს. მერიის შენობასთან პერიოდულად აქციას მართავენ სუვენირებით მოვაჭრეები და აცხადებენ, რომ მათ მერია და უშუალოდ მერი, ატყუებს. მორიგი აქცია სუვენირებით მოვაჭრეებმა მერიასთან დღეს, 21 ივნისსაც გამართეს. „ახალი ჯიხურების ლოკაციის ადგილები საკრებულოს მიერ იყო განსაზღვრული, თუმცა …
ბათუმი დღეს [ფოტო]
8 აგვისტოს ბათუმში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი გაიხსნება
მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ბათუმის მერია რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის გახსნას გეგმავს. მერიის ინფორმაციით „ამ დღის აღსანიშნავად ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება, სადაც მოწვეული იქნებიან დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრები“. ბათუმის მერიაში თვლიან, რომ „მემორიალის განთავსება ხელს შეუწყობს ეროვნული ღირებულებებისადმი პატივისცემის განცდის ჩამოყალიბებას და კიდევ ერთხელ დაადასტურებს ქვეყნის ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საქართველოს დამოკიდებულებას“. მემორიალის …
Continue reading “8 აგვისტოს ბათუმში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი გაიხსნება”
ბათუმში ავიაშოუს გამართვა იგეგმება
ივნისის ბოლოს ბათუმში ავიაშოუ „FlyFest Georgia“-ს გამართვა იგეგმება. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, 6 საჰაერო ხომალდი L-39C Albatross ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, შავი ზღვის თავზე მოაწყობს 30-წუთიან ავიაშოუს, „რომელიც მოიცავს უმაღლესი ავიაპილოტაჟით შესრულებულ მრავალფეროვან და სანახაობრივ ელემეტებს“. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში 2017 წლის 15 ივნისს შევიდა შპს „სერვისეირის“ დირექტორის წერილი, რომელიც …
გამოცდები სკოლაში
ლილე მესხიძე, მე-9 კლასის მოსწავლე მოგეხსენებათ, 15 ივნისს სკოლებში სასწავლო პროცესი დასრულდა და ყველა ცუდ ხასიათზე დადგა. არა იმიტომ, რომ სკოლა მოენატრებათ ან კლასელები, ან მსგავსი ბლა ბლა ბლა… იმიტომ, რომ გამოცდები იწყება. ნუ ზოგს 15-მდე უკვე ჩაბარებული აქვს, მაგალითად, მე. ნუ ჩავაბარე რა….. დავწერე რა.. კარგი ქულები ვერ გამოვიტანე იქედან: 1. რადგან ქიმიაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიასა …
ავტობანი – ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს აზიის განვითარების ბანკი 108 მილიონი ევროთი დააფინანსებს
აზიის განვითარების ბანკი ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს დააფინანსებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარიმ. პროექტის მიხედვით, დაფინანსდება როგორც ბათუმის შემოვლითი 14,3 კმ-იანი ორზოლიანი გზის მშენებლობა, ასევე 200 კილომეტრი სიგრძის საერთაშორისო და ადგილობრივი გზების მოვლა-შენახვა. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის სავარაუდო ღირებულება …
აუქციონები გონიო-კვარიათის პლაჟზე გართობისა და კვების ობიექტების მოსაწყობად
ბათუმის მერიამ გონიოსა და კვარიათის დასახლებებში ზღვისპირა ზოლში მდებარე 9 ნაკვეთი პირობებიან აუქციონზე გამოიტანა. მერია ნაკვეთებს იჯარის უფლებით გასცემს. აუქციონში მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს ნაკვეთები „თვითნებურად დაკავებულია მესამე პირების მიერ და იქ განთავსებულია მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობები“. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ გონიო-კვარიათში მდებარე ნაკვეთები მათ აუქციონზე წელს პირველად გაიტანეს. გასულ წელს კი ეს ნაკვეთები იჯარით „ბათუმის ბულვარს“ ჰქონდა გატანილი. …
Continue reading “აუქციონები გონიო-კვარიათის პლაჟზე გართობისა და კვების ობიექტების მოსაწყობად”
ბათუმის ბულვარში ზოოკუთხე განახლდება
მიმდინარე წელს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ბულვარში არსებული ზოოკუთხის განახლებას გეგმავს. ზოოკუთხეში არსებულ ვოლიერებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. შესაბამისი პროექტი, ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილის, გოჩა მჟავანაძის თქმით, უკვე შეძენილია და ბათუმის მერიისა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან ნებართვებიც მიღებულია. ამ ეტაპზე ბულვარის ადმინსტრაცია ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ელოდება, რის შემდეგაც სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება. პროექტის ჯამური ღირებულება 36 …
გართობა უფასოდ – ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად იხსნება
9 ივნისს, ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ბათუმში, „ალი და ნინოს“ ძეგლთან, აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო მუსიკალურ შოუს გამართავს. სამინისტროს ინფორმაციით, სანახაობა -„ზაფხული იწყება აქ“ -სპეციალურად საზაფხულო დეკორაციებით მორთულ პლაჟზე გაიმართება. სამინისტროს ინფორმაციით, მთელი დღის მანძილზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ ელექტრონულ მუსიკას . წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებენ: Friendly Mosquito, Autumn tree, Gabunia, Mzhavia და ლაშა გურული. „პლაჟზევე …
Continue reading “გართობა უფასოდ – ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად იხსნება”
ძველი და ახალი ბათუმი [ფოტომანიპულაცია]
ამავე თემაზე: საბჭოთა და თანამედროვე ბათუმი ოთხ ფოტოზე [ფოტომანიპულაცია]
ბოსტნები შუაგულ ბათუმში [ფოტოამბავი]
ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროდან 10 წუთის სავალზე თუ გრიბოედოვის ქუჩაზე ჩაუხვევთ, მაღალსართულიანი კორპუსების მიღმა ბოსტნებს იპოვით. ქალაქების ურბანული განაშენიანება, ერთი შეხედვით, ბოსტნების მოსაწყობად არახელსაყრელია, თუმცა ადამიანები მაინც ახერხებენ თავიანთი მიკროკლიმატი შექმნან.
187 235 ლარი არდაგანის ტბის გასაწმენდად
„ბათუმის ბულვარი“ 187 235 ლარს გადაიხდის ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არდაგანის ტბის გაწმენდაში. ტბა რამდენიმე თვეა დაბინძურებულია, ბულვარის ადმინისტრაციამ კი ტენდერი მხოლოდ მიმდინარე წლის მაისში გამოაცხადა, რომელიც უარყოფითი შედეგით დასრულდა. ხელახალ ტენდერში კი ორი კომპანია მონაწილეობდა, ერთ-ერთთან ბულვარი ხელშეკრულებას გააფორმებს. ხელახალ ტენდერში სს „ჰიდროენერგომონტაჟმა“ ბულვარს ტბის გაწმენდა 187 235 ლარად შესთავაზა, ხოლო ამხანაგობა „Brand Building Group“-მა – …
დააფინანსებს თუ არა გერმანული ბანკი კანალიზაციის მოწყობას ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზეც
განიხილეს თუ არა KfW-ის წარმომადგენლებთან კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხი ბათუმისთვის შემოერთებულ ტერიტორიებზე? – ბათუმის მერის მრჩევლის, ჯაბა ტუღუშის ინფორმაციით, ამ საკითხზე მერიაში საუბარი იყო. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [KfW] წარმომადგენლები ბათუმში რამდენიმე დღის წინ იყვნენ. „რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სტანდარტული წესია, რომ სამუშაოების გარკვეული ფაზის დასრულებიდან მეოთხე წელს აკეთებენ საბოლოო შეფასებას. ამჯერად, ისინი პირველი და მეორე …
სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში [ფოტო]
დღეს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით თემატური ღონისძიებები იმართება. სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში ბათუმში, ანბანის კოშკთან, სამხედრო ტექნიკის გამოფენაც მოეწყო:
„ვარდების სკვერი“ ბათუმში ვარდების გარეშე
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, დაახლოებით 12 წლის წინ გაშენებულ „ვარდების სკვერში“ დღეს ვარდები თითქმის აღარ არის. რატომ არ არის ვარდები „ვარდების სკვერში“ – ამის გარკვევას ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურში შევეცადეთ. აქ გვითხრეს, რომ „სკვერისთვის სახელი მათ სამსახურს არ დაურქმევია და ამასთან „ვარდების სკვერი“ არ ნიშნავს, რომ აქ მაინცადამაინც ვარდები უნდა იყოს. იგეგმება კი განახლება სკვერის და …
Continue reading “„ვარდების სკვერი“ ბათუმში ვარდების გარეშე”
ბათუმში „პროფკავშირების“ შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაცია იგეგმება
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ბათუმში კიდევ ერთი უძრავი ძეგლის, ე.წ. პროფკავშირების საახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციას გეგმავს. ეს აგურის შენობა ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიასა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში დგას. მასში სხვადასხვა ორგანიზაციების ოფისებია განთავსებული. სააგენტო სარესტავრაციო სამუშაოებს შენობის სახურავსა და ფასადზე ჩაატარებს. უძრავი ძეგლის – ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას N13/მ. აბაშიძის N23 მდებარე ძეგლი ე.წ. პროფკავშირების შენობის …
Continue reading “ბათუმში „პროფკავშირების“ შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაცია იგეგმება”
26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები ბათუმში
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბათუმში რამდენიმე ღონისძიება იგეგმება. 12:00 – ვეფხისტყაოსნის წიგნების გამოფენა – 6 მაისის პარკი, ასევე, ბსუ-ს სტუდენტები წაიკითხავენ „ვეფხისტყაოსანს“ ქართულ და უცხოურ ენებზე. მოეწყობა ნახატებისა და კალიგრაფიულად შესრულებული „ვეფხისტყაოსნის“ სტროფების გამოფენა. ამავე დროს დაარიგებენ 26 მაისის თემატიკაზე მომზადებულ კოკარდებს; 12:00 – სპორტული თამაშები (ჭადრაკი, ნარდი, შაში, მაგიდის ჩოგბურთი) ვეტერანთა შორის – ვეტერანთა კლუბი „ნონა“. 12:00 – დამოუკიდებლობისთვის …
დელფინიანი „ზებრა“ გადასასვლელი ბათუმში
ბათუმში „ზებრა“ გადასასვლელები დელფინებით მოხატეს. ნახატები ევროპის მოედანთან მდებარე „ზებრაზე“ ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რუსთაველისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთასთან მდებარე გადასასვლელზე კი – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეასრულეს. პროექტის ინიციატორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა. შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ – ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 20-მდე „ზებრა“ გადასასვლელი მოიხატა. „ზებრა“ გადასასვლელებზე შინაგან საქმეთა …
6 ახალი ავიარეისი ბათუმის მიმართულებით
ივნისიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს 6 ახალი ავიაკომპანია იწყებს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ფრენები დუბაიდან, ბეირუთიდან, კიევიდან, მოსკოვიდან, ჩერეპოვეციდან და სანკტ პეტერბურგიდან შესრულდება. პირველ რეისს 2 ივნისს Nordstar Airlines-ი შეასრულებს მოსკოვი – ბათუმი – მოსკოვის მიმართულებით. როგორც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს, Nordstar Airlines-ი რეისებს ოქტომბრამდე რეგულარულად შეასრულებს კვირაში სამ დღეს – ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს. კვირაში სამი …
ბათუმის საკრებულოს სამწლიანი ანგარიში არასამთავრობოებმა უარყოფითად შეაფასეს
დღეს, 22 მაისს, ბათუმის საკრებულომ სამწლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკრებულოს ანგარიში უარყოფიდ შეაფასეს. საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარის, თენგიზ აფხაზავას შეფასებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ბათუმის საკრებულოს მუშაობა იყო ქმედითი: „საკრებულოს ამ ხნის მანძილზე ჩატარებული აქვს 50 სხდომა, მიღებული აქვს 106 დადგენილება და 276 განკარგულება. გავითვალისწინეთ 62 რეკომენდაცია და გავეცით 174 …
Continue reading “ბათუმის საკრებულოს სამწლიანი ანგარიში არასამთავრობოებმა უარყოფითად შეაფასეს”