დღეს, 16 თებერვალს, საიამ გენერალურ პროკურატურას მიმართა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ შესაძლო ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლის საკითხზე. საია მოითხოვს გამოძიების შესახებ სრულ ინფორმაციას, დაზარალებული პირების გამოკითხვების ჩატარებას, წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევის პრაქტიკის შეფასებას შესაძლო სისხლის სამართლებრივ დანაშაულებთან მიმართებით, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირებას და ასევე, იმ 7 პირის დაზარალებულად ცნობას, რომელთა ინტერესებსაც საია იცავს. …
Tag Archives: ქიმიური იარაღი
ემიგრანტი: „შევხვდით ბუნდესტაგის წევრებს, საგამოძიებო მისიამ უნდა დაადგინოს როგორ დაწამლეთ ხალხი“
ქართველი ემიგრანტი კოკი იონათამიშვილი, რომელიც „მოძრაობა მზია“ და „პლატფორმა 2025“-ის თანადამფუძნებელია, ამბობს, რომ სხვა ემიგრანტებთან ერთად გერმანიაში, ბუნდესტაგის წევრებს და მმართველი კოალიციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე, გამოძიების დაწყებაა. „ბერლინში, ამ ლამაზ ქალაქში, ქართველი ემიგრანტები შევხვდით ბუნდესტაგის წევრებს, მმართველი კოალიციის წევრებს. ვისაუბრეთ ქიმიური იარაღის აკრძალვის …
წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების გარევა და აქციაზე გამოყენება დაუშვებელია – ინტერვიუ
„წყლის ჭავლში რაიმე სახის ნივთიერების შერევას ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს,“ – ამბობს ნონა ქურდოვანიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] თავმჯდომარე. ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ „ადგილი ჰქონდა სისტემურ წამებას და ეს დოკუმენტირებულია“. თუმცა საქმეები გამოძიებული არაა. საიას ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა წყლის ჭავლში ნებისმიერი ნივთიერების შერევას …
სად და როგორ გროვდება მტკიცებულებები „ქიმიური მოწამვლის საქმეზე“?
„ძალიან მძიმეა ის, რომ ერთი მხრივ, რეკავენ დედები, რომელთა შვილებმაც მიიღეს დაზიანებები და ეს დაზიანებები გაგრძელდა რაღაც პერიოდი: ფილტვების ანთება, ცხვირიდან სისხლდენა, სისუსტე, ხველა… ეს არის განგრძობადი 3-4 თვის განმავლობაში. გვაქვს ისტორია, მაგალითად, სამმილიმეტრიანი ანევრიზმის გახეთქვის, რომელიც საკმაოდ მძიმეა, იმიტომ, რომ 50 წელს გადაცილებულია ეს ქალბატონი. გვაქვს ისტორია, როდესაც ადამიანს ჰქონდა მხედველობის პრობლემა მინუს ერთი, …
Continue reading “სად და როგორ გროვდება მტკიცებულებები „ქიმიური მოწამვლის საქმეზე“?”
რატომ არ თქვა სუს-მა გამოძიებაში, რას ურევდნენ წყლის ჭავლში 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე
10 დღეა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ პასუხობს კითხვას, რა ქიმიური ნივთიერება შეურიეს წყლის ჭავლში, რომელიც 28-29 ნოემბრის ღამეს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დასაშლელად გამოიყენეს. არც შსს და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ პასუხობენ კითხვაზე, რა შეურიეს წყლის ჭავლში 30 ნოემბერს ან 1-4 დეკემბრამდე პერიოდში. გამოძიების დაწყებიდან 5 დღეში სუსმა თქვა, რომ გამოძიება დაასრულა და ნივთიერება, რომელიც …
„რეჟიმი გვწამლავს“ – საპროტესტო სტენსილი ბათუმის ქუჩებში
„რეჟიმი ქიმიური იარაღით გვწამლავს“ – ამ შინაარსის სტენსილი ბათუმის ქუჩებში, სხვადასხვა ადგილზე შეგხვდებათ. BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, 2024 წელს ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ „ოცნების“ ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი გამოიყენა. სუს-ის ინფორმაციით, „ასეთი ნივთიერება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია“. ამ თემაზე: „იციან, რომ მოუწევთ საერთაშორისო გამოძიება“ – ინტერვიუ სუს-ის დასკვნაზე
„იციან, რომ მოუწევთ საერთაშორისო გამოძიება“ – ინტერვიუ სუს-ის დასკვნაზე
„სუს-ის განცხადებაში წერია, რომ ამ საშუალებებს იყენებდა შსს საჭიროებისამებრო. იმდენად არაკომპეტენტურად არის დაწერილი ეს განცხადება, ისიც კი არ ჩაამატეს მაგ მონაკვეთში, რომ „საჭიროებისამებრ, კანონის საფუძველზე“. ეგ ფრაზაც კი არ ჩაწერეს, რაც ძალიან სიმპტომატურია.. არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა, ძალიან უხერხულია ამ ყველაფერს ეწოდოს გამოძიება,“ – ამბობს იურისტი ანა ნაცვლიშვილი. იგი კონკრეტულ არგუმენტებს ასახელებს, რის საფუძველზეც მიიჩნევს, …
Continue reading “„იციან, რომ მოუწევთ საერთაშორისო გამოძიება“ – ინტერვიუ სუს-ის დასკვნაზე”
რა ნივთიერება გამოიყენეს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში? – სუს-მა გამოძიება დაასრულა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ნივთიერება, რომელიც შსს-მ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, პროევროპული აქციების დარბევისას გამოიყენა არის ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი. სუს-ის უფროსის მოადგილის, ლაშა მაღრაძის ინფორმაციით, აღნიშნული ნივთიერება შსს-მ ორჯერ – 2007 და 2009 წლებში იყიდა ებრაული კომპანიისგან.ლაშა მაღრაძის ინფორმაციით, ქიმიური ექსპერტიზა ჩატარდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.რაც შეეხება ბრომობენზილ ციანიდს, იგივე კამიტს, უწყებაში აცხადებენ, რომ …
„ჩაფარცხვა არ გამოვა, ოცნებაც ხვდება, რომ საქმე სერიოზულადაა“ – ინტერვიუ „ბიბისის“ გამოძიებაზე
5 დღე გავიდა BBC-ის საგამოძიებო ფილმის გამოსვლიდან, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ისევ არ განუმარტავს, რა ქიმიური ნივთიერება შეურია შსს-მ წყლის ჭავლში, რომლითაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დაარბია. სამაგიეროდ „ქართული ოცნების“ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები ერთმანეთისგან ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ და დამაბნეველ კომენტარებს აკეთებენ. „ჩანს, რომ სტრატეგია ამ მტკივნეულ თემასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ …
რა ხდება ადამიანის ორგანიზმში კამიტის მოხვედრის შემდეგ? – ინტერვიუ ექიმთან
„წყლის ჭავლში საერთოდ არ შეიძლება არანაირი გაზის გარევა. ნებისმიერი გამხსნელი ნეიროტოქსიურია. არ აქვს მნიშვნელობა, რა უნდა გაიხსნას… ის მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. როცა იყენებ გამხსნელს და ამას ამატებ წყლის ჭავლს, ეს უკვე ძალიან საშიში პრეცედენტია,“ – ამბობს ექიმი-ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე. მას ვესაუბრეთ ქიმიურ ნივთიერებებზე, რომლებზეც არის საუბარი BBC-ის საგამოძიებო ფილმში – „როდესაც წყალი გწვავს“. BBC-ის …
Continue reading “რა ხდება ადამიანის ორგანიზმში კამიტის მოხვედრის შემდეგ? – ინტერვიუ ექიმთან”
რას ამბობს გამოკითხვიდან გამოსული ექიმი დავით ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-იმ ჩაწერა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სახით გამოკითხვაზე იბარებენ იმ ადამიანებს, რომლებმაც BBC-ის ინტერვიუ მისცეს 2024 წელს „ოცნების“ მიერ საპროტესტო აქციის დარბევაზე. გამოკითხვაზე ასევე დაბარებული იყვნენ ექიმი ძმები: დავით და კონსტანტინე ჩახუნაშვილები, რომლებმაც ჩაატარეს კვლევა და შეისწავლეს საპროტესტო აქციების დარბევისას გამოყენებული საშუალებების ეფექტი მოქალაქეებზე. კვლევა რეცენზირებული ანუ გადამოწმებულია სხვა მეცნიერების მიერ და გამოქვეყნებულია სამედიცინო-სამეცნიერო ჟურნალში „ტოქსიკოლოგიური მოხსენებები“. …
Continue reading “რას ამბობს გამოკითხვიდან გამოსული ექიმი დავით ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-იმ ჩაწერა”
BBC-ის საგამოძიებო ფილმის გამო ეკა გიგაური სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა
სუსმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური გამოკითხვაზე დაიბარა. BBC-ის საგამოძიებო ფილმი – „როდესაც წყალი წვავს“ 2025 წლის პირველ დეკემბერს გამოქვეყნდა. ფილმში მოყვანილი ფაქტების და მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს „ოცნების“ მთავრობამ ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი – ბრომობენზილის ციანიდი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც კამიტი [camite]. ამ ფილმში ნახავთ ეკა გიგაურის …
Continue reading “BBC-ის საგამოძიებო ფილმის გამო ეკა გიგაური სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა”
„მთავრობა, რომელიც ქიმიური იარაღით წამლავს საკუთარ ახალგაზრდობას, მიტოვებულია ღვთისგან” – არქიმანდრიტი
„საქართველოს დღეს ჰყავს ფაშისტური მთავრობა, რომელიც წამლავს ხალხს. „ქართული ოცნება“ კი არ უნდა გადადგეს – უნდა გასამართლდეს ქართველი ხალხის გენოციდისთვის,“ – წერს არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია. არქიმანდრიტი ასე ეხმაურება BBC-ის საგამოძიებო ფილმს, სადაც საუბარია იმაზე, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. „მთავრობა, რომელიც ქიმიური იარაღით წამლავს საკუთარ ახალგაზრდობას, დაწყევლილი და მიტოვებულია ღვთისგან. …
ბათუმის აქციაზე, 3 დეკემბერს, აჩვენებენ BBC-ის საგამოძიებო ფილმს „როდესაც წყალი გწვავს“
დღეს, 3 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან აჩვენებენ BBC-ის საგამოძიებო ფილმს „როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“. BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს „ოცნების“ მთავრობამ ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი – ბრომობენზილის ციანიდი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც კამიტი [camite]. „ქართული ოცნება“ ამ ცნობას აბსურდს უწოდებს და BBC-ის სასამართლოში ჩივილით …
სუს-მა საიას თანამშრომლები გამოკითხვაზე დაიბარა BBC-ისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საიას თანამშრომლებს მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე იბარებს. BBC-ის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში სუსში გამოკითხვაზე დაბარებულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი და 1 თანამშრომელი. საია აცხადებს, რომ მისი თანამშრომლები მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხებიან. „ხაზგასმით გვსურს, აღვნიშნოთ, რომ საიას წარმომადგენლები BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში ახმოვანებენ ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც ემყარება უფლებების დარღვევის …
მოქალაქე, რომელსაც სპეცრაზმმა გასულ წელს სასტიკად სცემა, სუსმა გამოკითხვაზე BBC-ზე გასული ფილმის შემდეგ დაიბარა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა მოქალაქე ზვიად მაისაშვილი, რომელსაც ერთი წლის წინ, 30 ნოემბერს, სპეცრაზმელებმა რუსთაველის გამზირზე სასტიკად სცემეს. ზვიად მაისაშვილს გასულ წელს პროევროპულ საპროტესტო აქციაზე სცემეს. სპეცრაზმელებმა მას სახის ძვლები დაუმტვრიეს, ცემის შედეგად მიიღო ტვინის შერყევა და სხვა დაზიანებები. თუმცა მისი საქმე გამოძიებისთვის საინტერესო მას შემდეგ გახდა, რაც მან ბიბისის ინტერვიუ მისცა და საპოლიციო …
რა ელის „ოცნებას“, თუ საერთაშორისო სასამართლოში ქიმიური იარაღის გამოყენებას დაუმტკიცებენ – ინტერვიუ
„ოცნება“ ეცდება, ეს საკითხი მიაფუჩეჩოს. მაგრამ ეს თემა არ უნდა ჩამოვიდეს დღის წესრიგიდან…. როდიონოვის ხსენება ახლაც მზარავს და ამის წარმოდგენა, რომ ჩემი ქვეყნის ხელისუფლება გვწამლავდა, წარმოუდგენელია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი ლია მუხაშავრია, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს საქმეებზე საქართველოდან მუშაობს. ლია მუხაშავრიას BBC-ის გამოძიებაზე ვესაუბრეთ: რა ელის „ოცნების“ მთავრობას, თუ ევროსასამართლო, ან ჰააგის სასამართლო დაადასტურებს, რომ ქართველ …
რა ქიმიურ ნივთერებებს იყენებდა პოლიცია – 25 ორგანიზაცია შსს-ს მიმართავს
„მოვითხოვთ, საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას: რა ქიმიურ ნივთერებებს იყენებდა პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ,“ – საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, მთავრობამ გაასაჯაროოს ინფორმაცია, რა ნივთიერება გამოიყენეს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დარბევისას. მიმართვაში, რომელსაც ხელს 25 ორგანიზაცია აწერს, ნათქვამია, რომ ერთი წელია შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხს არ სცემს კითხვას, თუ რა ნივთიერება გაურიეს ცრემლსადენ გაზსა და წყლის …
Continue reading “რა ქიმიურ ნივთერებებს იყენებდა პოლიცია – 25 ორგანიზაცია შსს-ს მიმართავს”
სუს-ში დაიბარეს ექიმი, რომელმაც კვლევა ჩაატარა საპროტესტო აქციის მონაწილეების მოწამვლაზე
„სუს-ში დამიბარეს გამოკითხვაზე, ახლა მოდიან უწყების ჩასაბარებლად ციციშვილის კლინიკაში (მოსამართლესთან გამოკითხვა მოვითხოვე),“ – დაწერა ექიმმა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა დღეს, 2 დეკემბერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე. კონსტანტინე ჩახუნაშვილი ერთ-ერთია ექიმთა იმ ჯგუფიდან, რომლებმაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციაზე დარბევის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები გამოკითხეს და კვლევა ჩაატარეს. პირველ დეკემბერს ბრიტანულმა მედიაგამოცემა BBC-მ გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვითაც საქართველოში პროევროპული აქციის მონაწილეებს …
„ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება“ – გაეროს სპეცმომხსენებელი წამების საკითხებში BBC-ის გამოძიებაზე
გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში, ელის ედვარდსი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა BBC-ის დოკუმენტურ ფილმს, რომელიც საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენებას ეხება და დღეს გამოქვეყნდა. „ჩემთვის პატივია მონაწილეობა BBC-ის დოკუმენტურ ფილმში „როცა წყალი წვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“. ფილმი შეეხება 2024 წლის პროტესტს, რომელსაც ასობით ადამიანის დაშავება მოჰყვა და ბრალდებას, რომ პოლიციამ წყლის ჭავლში უცნობი ქიმიური ნივთიერება …
როგორ იმართება ბირთვული ღილაკი: ქიმიური იარაღი და უკრაინის ომი – ინტერვიუ გერმანელ დოქტორთან
ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოება, მასობრივი იარაღის გამოყენებით პოლიტიკური მკვლელობები, დღესაც ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. რუსეთ-უკრაინის ომში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შეტევით კი, რუსეთი დასავლეთზე ზეწოლას ცდილობს. რამდენად რეალურია ატომური ომის საფრთხე და რა შემთხვევაში შეიძლება დასრულდეს ის? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების გერმანელ ექსპერტს, დოქტორ მარკ მაიკლ ბლუმს ესაუბრა, რომელსაც ამ მიმართულებით მუშაობის …
უკრაინაში ქართველ მებრძოლებს ფოსფორით მოწამვლა დაუდასტურდათ
უკრაინაში მებრძოლი ათი ქართველი მებრძოლი 7 მაისს, საავადმყოფოში მოწამვლის სიმპტომებით მოხვდა. ერთ-ერთი მათგანი, ავთო ქაჯაია „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობდა, რომ რუსმა სამხედროებმა ამ დღეს მათ წინააღმდეგ აკრძალული იარაღი გამოიყენეს. 20 მაისს გაცემული სამედიცინო დასკვნით დასტურდება, რომ მებრძოლები ნამდვილად ფოსფორის შემცველი ნივთიერებით მოიწამლნენ. „შხამიანი ფოსფორის შემცველი ნივთიერებით მოწამვლა“, – ასე წერია ავთანდილ ქაჯაიას დიაგნოზში. მებრძოლები ქალაქ დნიპროს …
Continue reading “უკრაინაში ქართველ მებრძოლებს ფოსფორით მოწამვლა დაუდასტურდათ”
ექიმმა გვითხრა, რომ „ზარინით“ ვართ მოწამლულები – ქართველი მებრძოლი უკრაინიდან
უკრაინაში მებრძოლმა ნადიმ ხმალაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ქიმიური ნივთიერება „ზარინით“ არიან მოწამლულები და ამის შესახებ მათ ექიმმა დღეს განუცხადა. ნადიმ ხმალაძემ 5 აპრილს დაწერა: „რუსებმა დაგვიტოვეს საჩუქარი, ქიმიური მოწამლვა მივიღეთ და გადმოგვიყვანეს ჰოსპიტალში“. „აქამდე მხოლოდ ჩვენი ვარაუდი გვქონდა, სიმპტომებიდან გამომდინარე და დღეს უკვე ექიმმა დაგვიდასტურდა, რომ ჩვენი მოწამვლა გამოიწვია ნივთიერება „ზარინმა“, რომელიც სხვა ნივთიერებასთან იყო …
Continue reading “ექიმმა გვითხრა, რომ „ზარინით“ ვართ მოწამლულები – ქართველი მებრძოლი უკრაინიდან”
უკრაინა: რუსეთმა ზაპოროჟიეში თეთრი ფოსფორის ბომბი გამოიყენა
რუსეთს ზაპოროჟიეს რეგიონში ქიმიური იარაღის – თეთრი ფოსფორის ბომბის გამოყენებაში ადანაშაულებს უკრაინა. ამის შესახებ ფეისბუქზე უკრაინის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის პრესსპიკერმა ივან არიეფიევმა განაცხადა. „პოლოგის რაიონის სოფელ ნოვოდანილივკაში ფოსფორიანი საბრძოლო მასალის საარტილერიო დაბომბვის შედეგად ხრუსტალკოვას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. ზაპოროჟიეს რეგიონში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა ხანძრის ლიკვიდირება შეძლო. არავინ დაშავებულა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც …
Continue reading “უკრაინა: რუსეთმა ზაპოროჟიეში თეთრი ფოსფორის ბომბი გამოიყენა”