მთავარი,სიახლეები

ვის გაეზარდა და ვის შეუმცირდა ხელფასი უმაღლეს საბჭოში

24.01.2018
ვის გაეზარდა და ვის შეუმცირდა ხელფასი უმაღლეს საბჭოში

აჭარის უმაღლეს საბჭოში, შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონმდებლობიდან გამომდინარე, დასაქმებულთა ხელფასები ზოგ თანამდებობაზე გაზრდილია, ზოგზე კი – შემცირებული. თუმცა, როგორც საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, არ გაზრდილა უმაღლესი საჭოს წევრების ხელფასები.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ხელფასი 2018 წლისთვის 5 750 ლარით, მისი მოადგილის – 4 900, კომისიის თავმჯდომარის – 4 700, ხოლო უმაღლესი საბჭოს წევრის – 3 900 ლარით განისაზღვრა.

უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობების პირთა ხელფასების ოდენობა დადგინდა 2017 წელს მათზე გაცემული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების მიხედვით.

უმაღლეს საბჭოში 21 წევრია, შესაბამისად, მათი თანამდებობრივი სარგო თვეში იქნება:

უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის ხელფასი 3 700 ლარით, ხოლო მისი მოადგილის [ორი მოადგილე] – 3 200 ლარით განისაზღვრა. გასულ წელს კი აპარატის უფროსის ხელფასი თვეში 3 515 ლარი იყო, ხოლო მოადგილის – 2 920 [თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის ჩათვლით].

უმაღლეს საბჭოში დასაქმებული პირები, რაოდენობა და თანამდებობრივი სარგო:

ახალი კანონმდებლობით დაუშვებელი იყო დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოს შემცირება, იმასთან შედარებით, რაც მათ 2017 წელს ჰქონდათ. მართალია, თანამდებობრივი სარგო არ შემცირებულა, თუმცა, საერთო ჯამში, ხელფასის ოდენობა შეუმცირდათ მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტებსა და პირველი კატეგორიის უმცროს სპეციალისტებს [ისინი თანამდებობრივ სარგოსთან ერთად იღებდნენ დანამატსაც].

აჭარის უმაღლეს საბჭოში [რანგისა და იერარქიის შესაბამისად] კომისიის აპარატისა და დეპარტამენტის უფროსის ხელფასი იქნება 3 200 ლარი, განყოფილების უფროსის – 2 800 ლარი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის – 1 800 ლარი, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის – 1 600 ლარი, პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის – 1 400 ლარი.

2017 წელს კი, კომისიის აპარატის უფროსის ხელფასი 2 855 ლარი იყო, დეპარტამენტის უფროსის 2 920, განყოფილების უფროსის 2 540 ლარი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის – 1 765 ლარი, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის – 1 685 ლარი, ხოლო პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის – 1600 ლარი.

აჭარის უმაღლეს საბჭოში ამ დროისთვის დასაქმებულია 127 პირი, უმაღლესი საბჭოს წევრების ჩათვლით.

ახალი საშტატო ნუსხა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, 2018 წლის 18 იანვარს დაამტკიცა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: