რომელ სტუდენტს დაუფარავს სახელმწიფო ერთი სემესტრის სწავლის საფასურს

მთავრობამ იმ სტუდენტების კატეგორია დააზუსტა, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ერთი სემესტრის სწავლის საფასურს დაუფარავს. 1-ლი ოქტომბრის დადგენილებით, დახმარებას მიიღებს ის სტუდენტიც, რომლის ერთ-ერთი მშობელი (მამა ან დედა) რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული სარეიტინგო ქულა 2020 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე. ამ დრომდე, სახელმწიფო დახმარება ეკუთვნოდა იმ სტუდენტს, …

სოციალურად დაუცველმა სტუდენტებმა სწავლის დაფინანსებისთვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაიხსნა ელექტრონული პორტალი იმ მშობლებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 000-ზე და მათი სტუდენტი შვილი არ არის გათვალისწინებული ოჯახის წევრად. აღნიშნული კატეგორიის მშობლებს საშუალება აქვთ, ამ პორტალზე სტუდენტი შვილები დაარეგისტრირონ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად. რეგისტრაცია 24 სექტემბერს დაიწყო და 2020 წლის 1-ელ ნოემბრამდე …

აბიტურიენტი ბათუმიდან, რომელმაც 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვა

აჭარის რეგიონიდან წელს ეროვნულ გამოცდებზე უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად 100%-იანი სახელმწიფო გრანტი სულ 30-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. მათგან ერთ-ერთი ბათუმელი მარიამ ვადაჭკორიაა, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტში ინფორმაციულ ტექნოლოგიებს შეისწავლის. IT ტექნოლოგიები მარიამისთვის მომავლის, პერსპექტიული პროფესიაა, რაც ნებისმიერ სფეროში მნიშვნელოვანია. „პოპულარული მიმართულებაა, უამრავი პერსპექტივა არსებობს. შეგიძლია სხვადასხვა დანიშნულების პროგრამის წერა და საკუთარი წვლილის შეტანა ყველაფერში. ძალიან ბევრი ვიმუშავე, …

უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელება 131 პირს სურს

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის უმაღლესი დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელება 131 სტუდენტს სურს. ისინი საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად დღეს, 2 სექტემბერს, ზოგადი უნარების გამოცდას აბარებენ. გამოცდაზე 142 აპლიკანტი დარეგისტრირდა, თუმცა გამოცდაზე 131 გავიდა. გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ტესტი 45 არჩევითპასუხებიანი დავალებისგან შედგება და ტესტის თითოეულ ნაწილში (წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა) გამოსაცდელებს შესასრულებელი აქვთ 15 დავალება. …

რომელ პროგრამებზე დაუფინანსებენ სტუდენტებს სწავლას სრულად – მინისტრის ბრძანება

საქართველოს განათლების მინისტრმა, 11 აგვისტოს ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წელს სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები დაამტკიცა. სამინისტრომ ასევე დაამტკიცა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს სასწავლებლებში აკრედიტებული ის პროგრამული მიმართულებები, რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო. 2020-2021 სასწავლო წელს პროგრამული დაფინანსებისთვის 10 სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი ჯამში 12 723 750 ლარს მიიღებს. …

ხიჭაურში, საპატრიარქოს უნივერსიტეტში ონლაინსწავლება ჯერ კიდევ არ მიმდინარეობს

„ბათუმელებს“ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტის სტუდენტები დაუკავშირდნენ, რომლებმაც მოგვწერეს, რომ უნივერსიტეტში ამ დრომდე არ მიმდინარეობს ონლაინსწავლება. „მხოლოდ ფორმალურად განაცხადეს. გარდა ამისა, როგორც ზოგიერთი ლექტორი გვეუბნება, გასაცემია ხელფასების ძველი დავალიანება. საკმაოდ დიდი თანხა“, – გვწერს პირი, რომელიც ამბობს, რომ ხიჭაურის უნივერსიტეტის სტუდენტია. უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი ოფიციალურად 1-ელ მარტს შეაჩერა. ამის შესახებ ვებგვერდზეც აქვს ინფორმაცია …

მთავრობამ მედიაფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის დაფინანსება გაზარდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მედიაფსიქოლოგიისა და კომუნიკაციების ინგლისურენოვან სამაგისტრო აკრედიტირებულ პროგრამაზე სასწავლო გრანტის თანხის მოცულობა გაზარდა. მთავრობის დადგენილებით, 2020-2021 სასწავლო წლიდან ჩარიცხული სტუდენტებისთვის ამ პროგრამაზე სასწავლო გრანტის მოცულობა 3 200 ლარით იქნება განსაზღვრული. როგორც პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ გერსამია „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს,  ექსპერტების მხრიდან ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო პროგრამად შეფასდა. გერსამიას თქმით, სასწავლო პროგრამაზე საფასურის გაზრდის რეკომენდაციაც …

ყველა ნაშრომი რომ შევამოწმოთ, პროფესორების გარეშე დავრჩებით – ჯანაშია პლაგიატზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში პლაგიატი დადგინდა. სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა გამოაქვეყნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური პასუხი შარვაშიძის ნაშრომთან დაკავშირებით, სადაც წერია, რომ პლაგიატის ამომცნობმა პროგრამამ (Turnitin) აჩვენა, რომ „გიორგი შარვაშიძის ნაშრომში სრულად მეორდება“ სხვისი ნაშრომის ძირითადი ტექსტი. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი რექტორს ან რომელიმე აკადემიური ხარისხის მქონე პირს დაუდგინდა პლაგიატი, ვინ …

ისწავლე ჟურნალისტიკა და სტრატეგიული კომუნიკაციები თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით

საქართველოს უნივერსიტეტი მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ფეხს უწყობს იმ თანამედროვე ტენდენციებს, რომლებიც ელვის სისწრაფით იცვლება დღევანდელ მსოფლიოში.  სწორედ ამიტომ, სოციალურ მეცნიერებათა სკოლა სტუდენტებს მოდიფიცირებულ ჟურნალისტიკისა და სტრატეგიული კომუნიკაციების (პრ) პროგრამებს სთავაზობს, რაც ითვალისწინებს  ქეისურ სწავლებას.   ორივე კურსი მოიცავს ისეთ თანამედროვე მიმართულებებს როგორიცაა: ციფრული მარკეტინგი, სოციალური მედია, საგამოძიებო ჟურნალისტიკა, მონაცემთა ჟურნალისტიკა, რეკლამა, ბრენდინგი და სხვა.   გარდა …

სამინისტრო: დაგეგმილია საქართველოში აშშ-ს ვებსტერის უნივერსიტეტის ჩამოყალიბება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროსა და აშშ-ს ვებსტერის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამერიკული უნივერსიტეტი საქართველოში ბიზნესის, კომუნიკაციების, ტექნოლოგიებისა და სხვა დარგებში საკუთარ პროგრამებს განახორციელებს. სამინისტროს ინფორმაციით, სამომავლოდ დაგეგმილია სპეციალური პროგრამების შემუშავება განათლების სფეროს სხვადასხვა მიმართულებით, უცხოელი ექსპერტების დახმარებით.  ასევე დაგეგმილია, საქართველოში ვებსტერის უნივერსიტეტის ჩამოყალიბება, რაც სამინისტროს განცხადებით, „საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას შეუწყობს ხელს“. ვებსტერის უნივერსიტეტის პროგრამები …

როგორ იქცა 4 წელი 5 წლად? – აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს კანდიდატის დიპლომი

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი „ქართული ოცნება“ დღეს, 25 ოქტომბერს, თამილა დოლიძის არჩევას აპირებს. კანონი მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატს მაგისტრის ხარისხს სთხოვს ან მასთან გათანაბრებულს. თამილა დოლიძემ ინსტიტუტში 4 წელი ისწავლა, რაც მისი დიპლომიდან ჩანს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 8 ოქტომბერს გაცემულ დოკუმენტში მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატს ჩაუწერა, რომ …

ყველაზე რეიტინგული ქართული უნივერსიტეტები „ფორბსის“ მიხედვით

ქართულმა „ფორბსმა“ გამოაქვეყნა საქართველოს უნივერსიტეტების რეიტინგი, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩარიცხულთა საშუალო ქულების მიხედვით. გამოცემის ცნობით,  გამოცდებზე დაგროვებული ქულების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტი საქართველოში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტია, რომელმაც წელს 559 სტუდენტი მიიღო. მეორე პოზიციაზეა  დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი,  რომელმაც წელს 67 სტუდენტი მიიღო. მესამე პოზიციას კი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი იკავებს.  უნივერსიტეტმა წელს 430 სტუდენტი მიიღო. …

რა შემთხვევაში შეიძლება ისწავლოთ 3-წლიან საბაკალავრო და 1-წლიან მაგისტრატურის პროგრამებზე

საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანება ძალაში შევიდა, რომლის მიხედვით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება აქვთ  შეიმუშაონ ბაკალავრიატის  სამწლიანი და მაგისტრატურის ერთწლიანი პროგრამები, თუმცა, როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, ჯერჯერობით, აკრედიტაციასთან დაკავშირებით არც ერთ უნივერსიტეტს განაცხადი არ გაუკეთებია. რა შემთხვევაში შეუძლია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სასწავლო წლის შემცირება და რა შემთხვევაში არა – ამის თაობაზე „ბათუმელები“ცენტრის …

საგნების ჩამონათვალი, რომლებიც უნივერსიტეტებმა 2020 წლის ეროვნული გამოცდებისთვის აირჩიეს

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, გამოქვეყნდა იმ დამატებითი საგნების ჩამონათვალი, რომლებიც აბიტურიენტებმა 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ კონკრეტულ პროგრამაზე ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში. ცენტრის ინფორმაციით, უმაღლეს სასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, დეკემბრის ბოლომდე კიდევ შეიტანონ ცვლილება აღნიშნულ ჩამონათვალში. უმაღლესი სასწავლებლების მიერ განსაზღვრული საგნების ჩამონათვალი საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით ასეთია: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და …

2,5 მილიონი მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები სტუდენტების დასაფინანსებლად

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები სტუდენტების დასაფინანსებლად საქართველოს მთავრობამ 2 მილიონ 520 ათასი ლარი გამოყო. პროგრამის მიხედვით, 229 სტუდენტი დაფინანსდება [მათ შორის, აჭარიდან 41], რომლებიც მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელში ცხოვრობენ და წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს. დაფინანსებას ის სტუდენტები მიიღებენ, რომლებმაც სწავლისთვის განკუთვნილი გრანტი ვერ ან ნაწილობრივ მოიპოვეს. უპირატესობა „ზოგადი უნარების“ ქულას მიენიჭება. მთავრობის დადგენილების მიხედვით, მაღალმთიან …

სამი ბათუმელი მოსწავლე ისრაელსა და ბულგარეთში ისწავლის

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე თაკო ჭანიძე ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში [AUBG]  ჩაირიცხა, სადაც ფსიქოლოგიას შეისწავლის. თაკომ უნივერსიტეტიდან 30-პროცენტიანი დაფინანსება მიიღო და სწავლას სექტემბერში დაიწყებს. „ჩავაბარე ზოგადი უნარები ინგლისურად, ასევე, ენის ცოდნის დამადასტურებელი ტესტი [TOEFEL] და ბოლო საფეხური იყო გასაუბრება.  აპლიკაციის შევსების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, გასაუბრების შემდეგ გიკავშირდებიან და გეუბნებიან, რამდენი პროცენტით გაფინანსებენ“ – გვეუბნება თაკო. …

აუდიტი: უფასო ფაკულტეტების დაფინანსება შრომის ბაზრის საჭიროებებთან თანხვედრაში არ არის

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უმაღლესი განათლების პროგრამებისა და შრომის ბაზრის თავსებადობის ეფექტიანობის კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტებად გამოცხადებული მიმართულებების დაფინანსება არ არის თანხვედრაში შრომის ბაზრის საჭიროებებთან. დასკვნის მიხედვით, პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსებისას, განათლების სამინისტროს შესაფერისი კვლევები არ ჩაუტარებია. „შესაბამისად, არ არის გამოკვლეული შერჩეული მიმართულებების თავსებადობა ქვეყნის საჭიროებებთან“, – წერია აუდიტის დასკვნაში. ანალიზის მიხედვით, არის შემთხვევები, …

როგორი იქნება უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი 2019 წელს

საქართველოს განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი წელს იგივე დარჩება, თუმცა მომავალ წელს მიდგომა შეიცვლება და სახელმწიფო მხოლოდ იმ მიმართულებებს დააფინანსებს, რაც ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. „სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა გადასვლა მოხდეს ისეთ მოდელზე, რომელიც უფრო მეტად იქნება მასტიმულირებელი უმაღლესი სასწავლებლებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა. უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე მიხეილ ბატიაშვილმა ჯერ კიდევ წლის …

გადახდის მოსახერხებელი პირობები საქართველოს უნივერსიტეტისგან

უმაღლესი ხარისხის ევროპული განათლება საქართველოში ნამდვილად ხელმისაწვდომია, და ამის მაგალითი  საქართველოს უნივერსიტეტია. სწავლების მაღალ ხარისხსს უზრუნველყოფენ დარგის ლიდერი ლექტორები, რომლებიც საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას, თეორიულ ცოდნასთან  ერთად სტუდენტებს უზიარებენ. ასევე საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ერთი სემესტრით ან ერთი წლით სწავლას ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებენ. საქართველოს უნივერსიტეტის მიზანია ნებისმიერი ფინანსური შესაძლებლობების მქონე  აბიტურიენტებს მისცეს სწავლის …

შალვა ტაბატაძე: უხერხულია რეფორმა დავარქვა იმ პრეზენტაციას, რაც სამინისტრომ წარმოადგინა

განათლების სამინისტრო უკვე რამდენიმე თვეა სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრობს და ეტაპობრივად სიახლეების პრეზენტაციებსაც სთავაზობს საზოგადოებას. ბოლო პრეზენტაციის დროს ითქვა, რომ უმაღლესი განათლება უნდა დაუახლოვდეს ევროპულ საგანმანათლებლო სისტემას. ამის პარალელურად, ჯერ მეთერთმეტეკლასელების საატესტატო გამოცდები გააუქმეს, ცოტა მოგვიანებით კი მეთორმეტეკლასელებსაც მოუხსნეს გამოცდები. როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები განათლების სისტემაში და რა შეიძლება მივიღოთ ამ ცვლილებით?  „სამოქალაქო ინტეგრაციისა და …

განათლების მინისტრი: ვმუშაობთ ქართული დიპლომების ევროპაში უპირობო აღიარებაზე

დღეს, 1 თებერვალს, საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა უმაღლესი განათლების სისტემის პრეზენტაცია წარადგინა. მან ისაუბრა ორწლიან სამოქმედო გეგმაზე, რომლის მეშვეობით უნდა მოხდეს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულთან ინტეგრაცია. მინისტრის თქმით,  უკვე გაკეთებულია განაცხადი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ქსელში (ENQA) და არსებობს მოლოდინი, რომ მარტში ცენტრი ამ ორგანიზაციის წევრი გახდება. „ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ …

მიხეილ ბატიაშვილი: დღეს სისტემა აწარმოებს დაუსაქმებელ ადამიანებს

საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, დღეს 16 იანვარს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დღეს არსებული განათლების სისტემა ისეთ ადამიანებს უშვებს, რომლებსაც შრომის ბაზარზე დასაქმება არ შეუძლიათ. „სისტემა აწარმოებს დაუსაქმებელ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ შრომით ბაზარზე ადგილის დამკვიდრება,“-განაცხადა მან. მინისტრის თქმით, ეს მოდელი შეიცვლება. „უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების ახალი მოდელი ამას უზრუნველყოფს,  მოხდება სწორი მიდგომების წახალისება როგორც უმაღლესი, ასევე, …

რატომ არ აღიარებს საქართველო დისტანციურ სწავლებას უცხოეთში

საქართველოს განათლების სამინისტრო არ აღიარებს უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებულ უმაღლეს განათლებას, იმ შემთხვეავშიც კი, თუკი თქვენ მსოფლიოში აღიარებული აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის პროგრამას დაასრულებთ.  მსოფლიოში დისტანციური განათლების პროგრამაზე მოთხოვნა მზარდია, მათ შორის საქართველოშიც, თუმცა ამ მიმართულებით არსებული შეზღუდვები ადამიანებს შესაძლებლობას ართმევს, მიიღონ ხარისხიანი განათლება შედარებით ნაკლებ ფასად. მაგალითად, ბათუმის საზღვაო საინჟინრო სასწავლებლის ხელმძღვანელი, ანზორ დიასამიძე „ბათუმელებთან“ …

უმაღლესი განათლების გარეშე გამომძიებელი ვეღარ გახდებით

უმაღლესი განათლების გარეშე გამომძიებელი ვეღარ გახდებით. ცვლილება შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის ბრძანებაში შევიდა. ახალ საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე მინისტრმა გიორგი გახარიამ უკვე ისაუბრა. მან თქვა, რომ მოთხოვნების გამკაცრების მიუხედავად „არავის არსად გაუშვებს“. მინისტრის ბრძანებაში „შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის შესახებ“ ჩაიწერა, რომ პირს, რომელიც გამოძიების პროცესშია ჩართული, უმაღლესი განათლება უნდა ჰქონდეს. აქამდე გამომძიებლებს უმაღლესი ან იურიდიული …

ინგლისური ინტერნეტით ვისწავლე – ბიჭი ხულოდან, რომელმაც ამერიკულ უნივერსიტეტში ჩააბარა

გოგიტა გობაძე ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სოფელში – დიდაჭარაში ცხოვრობს. სოფელი ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარეობს და დაბა ხულოდან 7 კილომეტრითაა დაშორებული. გოგიტას ოჯახში ექვსი ადამიანი ცხოვრობს და ოჯახის ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა. როგორ მოახერხა გოგიტამ ინგლისური ენა ისე შეესწავლა, რომ „სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოს“ სტუდენტი გახდა, სადაც კონსტრუქციული ინჟინერია არა ქართულად, არამედ ინგლისურ ენაზე უნდა …

სამი გოგო ერთი სოფლის, ერთი სკოლის, ერთი კლასიდან 100-პროცენტიანი გრანტით

ნია, ნინი და ვიოლეტა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯაროს სკოლის მოსწავლეები იყვნენ. წელს სამივე სტუდენტია და სამივემ ეროვნულ გამოცდებზე 100-პროცენტიანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. გოგონები თანასოფლელები,  მეგვარეები და ნათესავები არიან. ვიოლეტა შაქარიშვილი თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალს ისწავლის. ამბობს, რომ იურისტობა მისი ბავშვობის ოცნებაა. კითხვაზე – პროფესიის არჩევისას რა იყო მისი ინსპირაციის წყარო, ვიოლეტა ამბობს, რომ …

სამი აბიტურიენტი ხულოდან 100%-იანი დაფინანსებით

ხულოს რესურსცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის ეროვნულ გამოცდებზე სრული სასწავლო დაფინანსება ხულოს მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ სამმა სტუდენტმა მიიღო. დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიკა ქათამაძემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100-პროცენტიანი დაფინანსება მიიღო. მარიკა უნივერსიტეტში არაბისტიკას შეისწავლის. „ძალიან მაინტერესებს აღმოსავლეთის ქვეყნები და მათი კულტურა“, – გვეუბნება ის. მარიკა ამბობს, რომ ხულოში რეპეტიტორთან სამ საგანში – ზოგად უნარებში, ქართულსა და …

აბიტურიენტი: გრანტს ველოდი და მოულოდნელად დაფინანსება საერთოდ გააუქმეს

აბიტურიენტმა ასლან ბაკურიძემ გუშინ საღამოს გამოცდების ეროვნული ცენტრისგან სმს შეტყობინება მიიღო. იგი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსების სპეციალობაზე აპირებს სწავლას. სატელეფონო შეტყობინებიდან ასლანმა გაიგო, რომ მის მიერ არჩეულ სპეციალობაზე აღარ გაიცემა სახელმწიფო დაფინანსება და თუ დაფინანსების მიღება სურს, ფაკულტეტი უნდა შეცვალოს. მსგავსი შეტყობინება სხვა აბიტურიენტებმაც მიიღეს. „გუშინ, 22 აგვისტოს, დაახლოებით საღამოს რვის ნახევარზე მივიღე შეტყობინება, სადაც …

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტების ჩამონათვალი

სახელმწიფო რვა უმაღლეს სასწავლებელში გარკვეულ ფაკულტეტებს დააფინანსებს. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხრა მიმართულება დაფინანსდება. აქედან ყველაზე მეტი – 200 ადგილი გამოყოფილია ქართული ფილოლოგიისთვის და 400 ადგილი ეკონომიკისთვის. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სახელმწიფო 25 მიმართულებას დააფინანსებს. ყველაზე მეტი – 400 ადგილი გამოყოფილია მშენებლობის მიმართულებით, მეორე ადგილზეა ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო დაფინანსება გამოყოფილია 13 …

შს სამინისტროს აკადემია უმაღლეს განათლებას წყვეტს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია საბაკალავრო პროგრამებზე მიღებას წყვეტს და პროფესიული სასწავლებლის სტატუსით იფუნქციონირებს. ამის შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დაგვიდასტურეს.  უცნობია, რატომ მიიღო  შსს-მ ეს გადაწყვეტილება. განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში „ბათუმელებს“ განუმარტეს, რომ აკადემიის სამომავლო პროფილის შეცვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია მათაც მიიღეს, თუმცა ოფიციალური განაცხადი ჯერ ხარისხის განვითარების ცენტრში არ შესულა. „გვაქვს ეს …

რატომ უჩერებენ უცხოელ სტუდენტებს სტატუსს 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წლის 6 თებერვლის მდგომარეობით, სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს 3 700 უცხოელ სტუდენტს. აქედან 1796 სტუდენტს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო შეუჩერდა. სტატუსის შეჩერების სხვა მიზეზებში ასევე ნახსენებია „სტატუსის შეჩერება საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლის გამო“ და „ავადმყოფობის გამო“. „ბათუმელების“ კითხვაზე, სტატუსის შეჩერების მიზეზებს შორის არის თუ არა დასახელებული სტუდენტური ვიზის …

წელს 28 176 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მომაცემებით, 2017 წელს უმაღლეს სასწავლებლებში 28 176 აბიტურიენტი ჩაირიცხა. ამათგან, ცენტრის ინფორმაციით, 10 500-ზე მეტი აპლიკანტის სწავლას სახელმწიფო სრულად ან ნაწილობრივ დააფინანებს. წელს გამოცდებზე, ჯამში, 41 500 აბიტურიენტი  იყო დარეგისტრირებული, თუმცა გამოსაშვებ გამოცდებში ჩაჭრის გამო პროცესს 2 500 მათგანი გამოეთიშა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საბოლოო შედეგები დღეს, 27 აგვისტოს, …

Exit mobile version