სად იყო სუს-ი, როცა ფარცხალაძემ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო? – სულხან სალაძე

„ფარცხალაძის მიერ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეობის მიღება არ არის უბრალო შემთხვევა. ამიტომაც სუს-ი იმაზე კი არ უნდა ლაპარაკობდეს, რომ „საკითხს შეისწავლის“, არამედ უნდა ლაპარაკობდეს იმაზე, როგორ დააზღვია მან რისკები, როცა ფარცხალაძემ საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო“ – ამბობს იურისტი სულხან სალაძე. მას „ბათუმელები“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს, 18 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებასა და ყოფილი მთავარი პროკურორის დასანქცირებაზე ესაუბრა. …

როგორ გამოსახავდნენ ნიდერლანდურ რუკებზე საქართველოს – გამოფენა ბათუმში

„საქართველო XVI-XVIII საუკუნეების ნიდერლანდურ რუკებსა და გრავიურებზე“ – ასე ეწოდება გამოფენას, რომელიც 14 დეკემბერს, მხოლოდ ერთი დღით გაიმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, №55 აუდიტორიაში, 14:00-დან 19:00 საათამდე. გამოფენა , რომელსაც „ღია სივრცე კავკასია“ (COS) მართავს, ნიდერლანდების სამეფოსა და საქართველოს შორის ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავს ეძღვნება და მისი მხარდამჭერი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოა. …

1716 წლის რუკა, რომელზეც ბათუმი თანამედროვე ქალაქის სახელწოდებით პირველადაა აღბეჭდილი

იურისტმა სულხან სალაძემ, რომელიც ძველი რუკების შეგროვებითაცაა დაკავებული, იტალიაში, კერძოდ, ქალაქ გენუაში, ანტიკური რუკებისა და წიგნების მაღაზიაში მიაკვლია 1716 წლით დათარიღებულ რუკას, რომელზეც ბათუმი თანამედროვე სახელწოდებით პირველად არის აღნიშნული. სულხან სალაძის თქმით, ზოგადად „ბათუმს“ ვხვდებით ძველ ევროპულ რუკებზე, მაგრამ ეს ძირითადად  მდინარე ყოროლისწყლის სახელწოდებას აღნიშნავს ხოლმე და არა ქალაქს. „ამ შემთხვევაში Batunum ქალაქის სახელია, იმიტომ, …

წულუკიანი ყველა ხელოვანის კარზე დააკაკუნებს, თანაც ორჯერ – ინტერვიუ

ტოტალური კონტროლი და განსხვავებული აზრის დევნა – ასე აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე სულხან სალაძე მინისტრ თეა წულუკიანის პოლიტიკას კულტურის სფეროში. ის „ბათუმელებთან“ ინტერვიუში საუბრობს იმაზე, თუ რის მიღწევა სურს წულუკიანს და რამდენად შესაძლებელია ეს. ბატონო სულხან, რა დაემართა კულტურის სფეროს მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი გახდა მინისტრი? პირველი, რასაც ძალიან მარტივი დაკვირვებითაც ვხედავთ, …

რას გვიამბობენ ძველი რუკები ბათუმსა და მთელ საქართველოზე – შეხვედრა ბათუმში

როდის გამოჩნდა ბათუმი და ზოგადად, საქართველო ძველ ევროპულ რუკებზე და რას გვიყვებიან რუკები ჩვენი ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციაზე? – ამ თემაზე დღეს, 25 მაისს, სულხან სალაძემ ისაუბრა ბათუმში. სალაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ამავდროულად ძველი ევროპული რუკების კოლექციონერი და მკვლევარია. შეხვედრა ბათუმში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, სოციალურ კაფეში – „თავისუფალ სივრცეში“ შედგა. „ჩვენ სულ ვსაუბრობთ …

„იჩივლეთ ყველამ“ – იურისტები ფარული ჩანაწერების ფიგურანტებს ურჩევენ პროკურატურას მიმართონ

იურისტები ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ფარული ჩანაწერების ფიგურანტ ყველა პირს მოუწოდებენ მიმართონ სამართალდამცავ უწყებებს და მოითხოვონ გამოძიების დაწყება უკანონო ფარულ მიყურადებაზე. „სახელმწიფო ქმნის თვალთვალის სისტემას, ცდილობს ცენზურის და თვითცენზურის დამკვიდრებას. ახლა მთავარი პასუხისმგებლობა ჟურნალისტებს ეკისრება. არ უნდა დაუშვან, რომ ეს შემთხვევები არის რიგითი ხარვეზი და მოცემულობა. უნდა დააფიქსირონ თავიანთი სამართლებრივი პროტესტი, მოითხოვონ გამოძიება. იმისათვის, რომ …

იმედია, ჩემს ბევრ მეგობარს ვიხილავ ამ კამპანიაში – სულხან სალაძე მოგზაურ ბიბლიოთეკაზე

ავტორი: სულხან სალაძე სახლი ქედაში, სადაც ვიზრდებოდი სავსე იყო წიგნებით. რაც თავი მახსოვს, მახსოვს წიგნებიც. წლების შემდეგ, როცა ჩემი ბავშვობის პერიოდის გააზრებას ვცდილობდი, მივხდი, რომ მაშინ ძალიან გამიმართლა. გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფერი ჩანდა, საზაფხულო არდადეგების დროს, ერთადერთი ხსნა წიგნების კითხვა იყო. პირველი წიგნი რაც წავიკითხე – იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“ აღმოჩნდა. …

„ძველი ტფილისის ევროპული გრავიურები“ – წიგნი სულხან სალაძის კოლექციის მიხედვით

გამოიცა „ძველი ტფილისის ევროპული გრავიურები“ – თბილისის შესახებ ევროპული გრავიურების პირველი ალბომი, რომელიც აერთიანებს ჩანახატებს 1673 წლიდან XIX საუკუნის ბოლომდე. ალბომში სულხან სალაძის კოლექციაში დაცული ასამდე გრავიურაა თავმოყრილი. ალბომში შეტანილი გრავიურები ძველი თბილისის ხედების გარდა ქალაქს, მის მცხოვრებთა ყოფას და ეთნიკურ მრავალფეროვნებასაც ასახავს. მათი დიდი ნაწილი უნიკალურია და საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი. ბევრი მათგანი ქართულ ენაზე …

„არაფერს გამოვრიცხავ“ – სალაძე TV პირველში პროკურატურის „პროპორციული ძალის“ გამოყენებაზე

„ეს არის ცუდი და უკანონო გადაწყვეტილება, არაპირდაპირ სურთ წყაროს გაგება,“ – მიიჩნევს იურისტი, საია-ს ყოფილი ხელმძღვანელი, სულხან სალაძე მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის მიერ დღეს, 11 მარტს გამოტანილი განჩინების შესახებ. განჩინების მიხედვით, პროკურატურას შეუძლია TV პირველიდან ამოიღოს „ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საკუთრების ამსახველი ჩანაწერები“. „პროკურატურა ითხოვს ყველაფერს, რაც ამ ჩანაწერებთან არის …

„შესაძლებელია პარლამენტმა მთავრობა არ დაამტკიცოს“ – სულხან სალაძე

„პარლამენტმა ახალი მთავრობა 2 კვირის ვადაში უნდა დაამტკიცოს“, – განმარტავს იურისტი, საია-ს ყოფილი ხელმძღვანელი სულხან სალაძე, თუმცა ის არ გამორიცხავს იმას, რომ პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას და პრემიერს მხარი არ დაუჭიროს. „ეს იქნება კარგი საშუალება ხელისუფლებისთვის, რომ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, როცა ამბობ, მთავრობას ვერ ვაკომპლექტებო, ვიდრე იმის თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა… შესაბამისად, ეს მოლოდინი არსებობს,“ …

„ბათუმის მერს შესაძლოა აქვს კორუფციული ინტერესი“ – საია ლაშა კომახიძის SMS-ზე

„ეს შემთხვევა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე უნდობლობის გამოცხადების საფუძველი. ბათუმის მერს შესაძლოა აქვს კორუფციული ინტერესი…“ –  ამბობს სულხან სალაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი. მისი შეფასებით, შესასწავლია, რის გამო მისწერა ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს, სულიკო თებიძეს, ბათუმის მერმა: „არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“. დღეს, 29 მაისს, ბათუმის საკრებულოს უმრავლესობა დათანხმდა ბათუმის ბულვარის ცენტრში „ამბასადორი …

კომენდანტის საათი შესაძლოა ისევ დაწესდეს – რას ამბობენ ვიცე-სპიკერი და იურისტები

„კომენდანტის საათი შესაძლოა ისევ დაწესდეს და საპროტესტო აქციების გამართვაც შეიზღუდოს…“ – ამბობს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი, გურამ იმნაძე ახალ რეგულაციებზე, რომელიც რამდენიმე დღეში შესაძლოა ძალაში შევიდეს. 19 მარტს, ბიურომ დაარეგისტრირა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პაკეტი, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას უნდა მიეცეს …

„ბათუმელების“ მიერ გამოცემულმა წიგნმა პრემია „საბა“ მიიღო

„ბათუმელების“ მიერ გამოცემული სულხან სალაძის წიგნი „უცნობი ძველი აჭარა“ ლიტერატურული  პრემია “საბას” მფლობელი გახდა ნომინაციაში – წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა. წიგნი “ბათუმელებმა” 2018 წლის სექტემბერში გამოსცა. წიგნში თავმოყრილია რჩეული სტატიები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში იბეჭდებოდა გაზეთ „ბათუმელებში“, სულხან სალაძის საავტორო რუბრიკაში აჭარის წარსულის შესახებ. „უცნობი ძველი აჭარა“ დასურათებულია უნიკალური ფოტომასალით, რომელიც XX საუკუნის …

სულხან სალაძის წიგნი “უცნობი ძველი აჭარა” პრემია „საბას“ ფინალისტებს შორისაა

გაზეთ „ბათუმელების“ მიერ გამოცემული სულხან სალაძის წიგნი „უცნობი ძველი აჭარა“ ლიტერატურული პრემია „საბას“ ფინალისტებს შორის მოხვდა, ნომინაციაში „წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა“. წიგნი „ბათუმელებმა“ 2018 წლის სექტემბერში გამოსცა. წიგნში გამოქვეყნებულია რჩეული სტატიები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში იბეჭდებოდა გაზეთ „ბათუმელებში“, სულხან სალაძის საავტორო რუბრიკაში აჭარის წარსულის შესახებ. „უცნობი ძველი აჭარა“ დასურათებულია უნიკალური ფოტომასალით, რომელიც XX …

სალაძე: მომისმენია მოსაზრება, აჭარის მაუწყებელი გვჭირდება თუ არა… გავაუქმოთ

სულხან სალაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე:  „მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ის, რაც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მოხდა, მხოლოდ აქაური მრჩეველთა საბჭოს ინიციატივა იყო. მე საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოში ყოფნის დროსაც [სულხან სალაძე ორი წლის განმავლობაში იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი], სამუშაო შეხვედრის ფორმატში მომისმენია მოსაზრება – „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი გვჭირდება თუ არა, გავაუქმოთ“ და ასე შემდეგ. …

პოლიტიკა, მედია და 2020 წლის არჩევნები – დისკუსია ბათუმში

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ფონზე მედიის როლი განსაკუთრებული იქნება. ამასთან დაკავშირებით „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა დისკუსია  – „მედია და არჩევნები“, სადაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ისაუბრა. სულხან სალაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე:  სატელევიზიო მედია არის ყველაზე დიდი გავლენის მქონე, ყველაზე დიდი რაოდენობის მაყურებლისა და ინფორმაციის გავრცელების წყარო. დღეს პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს …

სალაძე: პრეზიდენტის მადლობა RMG-ს წაახალისებს კულტურული მემკვიდრეობის ნგრევას

“ეს იქნება წახალისება პრეზიდენტის მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის ნგრევაზე,” – ასე აფასებს საია-ს ხელმძღვანელი სულხან სალაძე პრეზიდენტის მხრიდან RMG-სთვის მადლობის გადახდას. მისი აზრით, ამ გზით სალომე ზურაბიშვილიც იმ ხელისუფალთა რიგში ჩადგა, ვინც მემკვიდრეობის ნგრევისთვის, მათ შორის, საყდრისის განადგურებისთვის, პასუხი არავის მოსთხოვა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გახსნა და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ფორუმის ერთ-ერთი …

„ისინი არ იმსახურებენ საკრებულოში ყოფნას“ – საიას თავმჯდომარე რივიერას გეგმის დამტკიცებაზე 

ბათუმის საკრებულოს სხდომის შემდეგ, სადაც შპს „რივიერა ბათუმის“ განაშენიანების გეგმა დაამტკიცეს, პროტესტი ხმამაღლა გამოხატეს მათაც, ვინც აქამდე პროექტის საწინააღმდეგო აქციებში არ მონაწილეობდნენ. სოციალურ ქსელშიც ბევრმა უწოდა ამ გადაწყვეტილებას „დანაშაული“ და „სამარცხვინო“. თავიანთ პოზიციას იცავენ მომხრეებიც, თუმცა ამ დღის შემდეგ გამოჩნდა, რომ 5 თაუერის მშენებლობას ბათუმის კონცხზე  გაცილებით მეტი ადამიანი ეწინააღმდეგება, ვიდრე ეს ამ დრომდე ჩანდა. …

„ეს განცხადება წაახალისებს ძალადობას“ – საია თორნიკე რიჟვაძის შურისძიების დაპირებაზე

„ძალადობის წახალისებად“ საია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებას აფასებს. თორნიკე რიჟვაძემ გუშინ, 9 დეკემბერს, თქვა: „მე, პირადად, ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას.“ ამ განცხადებით თორნიკე რიჟვაძე „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრის, ჯელალ ქიქავას სატელევიზიო გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც პირდაპირ ეთერში თქვა, რომ „300 წელი ყივჩაღები აუპატიურებდნენ აჭარლებს… მუსლიმანობას აღებიებდნენ და აჭარლები გარეთ არ გამოსულან. …

წიგნი ეპოქაზე, როცა ჩოლოქს გაღმა რუსი სალდათი იდგა და გამოღმა ოსმალო ასკერი

“უცნობი ძველი აჭარა” ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც 19 ოქტომბერს, თბილისში გაიმართა. წიგნი ძველ აჭარაზე მოგვითხრობს. მის ფურცლებზე შეხვდებით პირველ მოგზაურებს, რომლებმაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის აჭარაში იმოგზაურეს. წიგნი მოგვითხრობს აჭარაში მცხოვრებ ადამიანებზე  და იმ ტრადიციებზე, რომლითაც ეს ადამიანები ცხოვრობდნენ. ეს არის წიგნი, რომელიც წარსულში გამოგზაურებთ. მასში ნახავთ უნიკალურ ფოტომასალას, რომლის დიდი ნაწილი აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის …

“უცნობი ძველი აჭარა“ – 30 სექტემბერს ქედაში სულხან სალაძის წიგნის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

„უცნობი ძველი აჭარა“ – ასე ეწოდება სულხან სალაძის წიგნს, რომელიც შპს „გაზეთმა ბათუმელებმა“ სულ ცოტა ხნის წინ გამოსცა. წიგნის პრეზენტაცია თბილისში შედგება, თუმცა პრეზენტაციამდე მკითხველები წიგნის შეძენას 30 სექტემბერს ქედაში, დაბა ქედის ხიდთან შეძლებენ, დილის 11-დან 15 საათამდე. წიგნი ძველი აჭარის შესახებ მოგითხრობთ, თუ როგორ ცხოვრობდნენ, შრომობდნენ აჭარაში XIX საუკუნის ბოლოსა და XX  საუკუნის 20-30-იან წლებში, …

სულხან სალაძე: „პრეზიდენტმა გვითხრა, ჩემ შემდეგ სასამართლო სისტემაში ქვა ქვაზე ნუ დარჩებაო“

„პრაქტიკულად ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტმა გვითხრა: მე მივდივარ და ჩემ შემდეგ სასამართლო სისტემაში ქვა ქვაზე ნუ დარჩება,“ – ამბობს სულხან სალაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე საუბრის დროს – დღეს გაირკვა, რომ გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ დაასახელებს. ამის მიზეზად პრეზიდენტმა ფართო კონსენსუსის არარსებობა დაასახელა. სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა შანსი გაუშვა, სასამართლო …

საზმაუს ბორდის წევრმა მედიაკონფერენცია პროტესტის ნიშნად დატოვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ პრესის თავისუფლების დღის აღსანიშნავად გამართული კონფერენცია ბათუმში პროტესტის ნიშნად დატოვა. დარბაზის დატოვებამდე ირინა ფუტკარაძემ საჯარო გამოსვლა სულხან სალაძეს შეაწყვეტინა – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს. საჯარო გამოსვლის დროს სულხან სალაძემ, რომელიც წინა ორი წლის განმვალობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო, კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვა, კონკრეტულად კი, ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობაზე. მისი …

ვინ აიღო პრემიები აჭარის სამინისტროებში

ხელფასებში, დანამატებსა და პრემიებში, აჭარის ოთხ სამინისტროში გასულ წელს მთლიანობაში 6 მილიონ 151 ათასზე მეტი ლარი გაიცა. აქედან 3,5 მილიონი ლარი –  ხელფასებში [თანამდებობრივი სარგო], 1,6 მილიონი ლარი – დანამატებში, ხოლო 867 ათას 724 ლარი პრემიებში დაიხარჯა. აჭარის სამინისტროებში 2016 წელს გაცემული ხელფასები და პრემიები [ლარი]: ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ, გასული წლის დეკემბრის …

კონცეფციამდე წასაკითხი

ავტორი: სულხან სალაძე, საქართველოს ახალგაზრდა ასოციაციის (საიას) იურისტი. გამოქვეყნდა საიას ოფიციალურ ვებგვერდზე   XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ფრანგი მებაღისა და დეკორატორის მიხეილ დ’ალფონსის თაოსნობით ბათუმის ბულვარის განაშენიანება დაიწყეს. იმ დროიდან მოყოლებული ბათუმის ბულვარი ყველა იმ ამბის და მოვლენის მომსწრეა, რომელიც ბათუმის, როგორც ქალაქის განვითარებას ახლდა თან. ამ ხნის განმავლობაში ვინ არ ნახა ბულვარმა: რუსეთის …

ნენეს ახალი წელი

ავტორი: სულხან სალაძე _________________ 1920 წლის 18 მაისს პოლონეთის ქალაქ ვადოვიცეში რომის პაპი იოანე პავლე II დაიბადა. სამოქალაქო აქტების ჩანაწერების თანახმად, იმავე დღეს დაიბადა ჩემი ნენეც (ბებია). ხოლო მომდევნო დღეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის ტექსტის საბოლოო დამუშავება დაასრულა. რა თქმა უნდა, ამბავს, რომლის მოყოლასაც თქვენთვის ვაპირებ, არაფერი აქვს საერთო არც იოანე …

Exit mobile version